1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი;
გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.
21. ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.
22. ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია:
ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად;
გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.
31
. (ამოღებულია - 04.05.2018, №2266).
4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018