გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
330310019002924813
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2409-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ნა-- ოდ-–--–--ე

წარმომადგენელი - ერ---–- კა-–--------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წარმომადგენელი - სა-–---- ტყ-–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნა-- ოდ-–--–--ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნა-- ოდ-–--–--ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი გა--თლების დიპლომის თა--ხმად, იურიდიული ფაკულტეტის 2013 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის 23 მაისის N1--- სერთიფიკატის მიხედვით, მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ემ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ე, 2017 წლის 5 სექტემბრიდან, როგორც იურისტი მუშაობს ადვოკატის თა--შემწედ და მის სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენს იურიდიული და საპროცესო დოკუმენტების შედგენა და მომხმარებლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი გა--თლების დიპლომი (ს.ფ. 57);

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის 23 მაისის N1--- სერთიფიკატი (ს.ფ. 61);

- ადვოკატის - ერ---–- კა-–--------–---–ის ცნობა (ს.ფ. 63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. 2018 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება მოითხოვა.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ის განცხადება გაწევრიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არა--კლებ 1 წლის სტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 52);

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი (ს.ფ. 14-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა-- ოდ-–--–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნა-- ოდ-–--–--ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის და--წესებიდან, მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ის მოთხოვნა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა გულისხმობს ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლების ორ ძირითად მიმართულებას - ზოგად პიროვნულ უფლებას და საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, ხოლო საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობას, გა--ხორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს საქმიანობის შესაბამისი სფეროსათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს და იგი იცავს ადამიანს საქმიანობის თავისუფლების თვითნებური, არამართლზომიერი შეზღუდვისაგან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თა--ხმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან და--შაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირისათვის პროფესიული საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მის პირად ცხოვრებასთან, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში პირს ესპობა საშუალება პირადი, პროფესიული ურთიერთობები დაამყაროს სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა წრეებთან და პირებთან, გა--ვითაროს თავისი პირადი უნარები და ა.შ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, სწორედ ასეა განმარტებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (გა--ცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და გა--ვითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009).

 

6.3. უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის №Rec(2000)21 რეკომენდაციაზე, რომელიც ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლებას ეხება, კერძოდ მითითებული რეკომენდაციის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული ადვოკატის პროფესიის თავისუფლების, პატივისცემის, დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, დისკრიმინაციის და არასათა--დო ჩარევის გარეშე საზოგადოების ან ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ან ადვოკატის პროფესიაში დაშვების ნებართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა დაექვემდებაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების მიერ განხილვას მიუხედავად იმისა, მიღებულია, თუ არა ისინი დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია ადგენდა კრიტერიუმებს, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა ადვოკატობის მსურველ პირს, კერძოდ, ადვოკატი შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ჰქონდა უმაღლესი იურიდიული გა--თლება, გავლილი ჰქონდა ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული ჰქონდა მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, ჰქონდა იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არა--კლებ 1 წლის სტაჟი.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი იურიდიული გა--თლების მქონე პირის მიერ, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების სავალდებულო პირობათაგან ერთ-ერთი იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არა--კლებ 1 წლის სტაჟის იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იურისტად მუშაობის სტაჟში უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი ა--ზღაურებადი შრომითი საქმიანობა, რომელსაც პირი ახორციელებს თავისი, უმაღლესი იურიდიული გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე და იგი მოიცავს სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ეს აქვს უმაღლესი იურიდიული გა--თლება და 2015 წელს აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ე, 2017 წლის 5 სექტემბრიდან, როგორც იურისტი მუშაობს ადვოკატის თა--შემწედ და მის სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენს იურიდიული და საპროცესო დოკუმენტების შედგენა და მომხმარებლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ეს, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსათვის მიმართვამდე - 2018 წლის 18 დეკემბრამდე, ჰქონდა იურისტად მუშაობის 1 წლის სტაჟი და შესაბამისად, იგი აკმაყოფილებდა ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მოთხოვნებს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თა--შემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ადვოკატის თა--შემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის თა--შემწე, რომელიც უმაღლესი იურიდიული გა--თლების საფუძველზე ახორციელებს ადვოკატის ა--ზღაურებად დახმარებას სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასა და სამართლებრივი კონსულტაციების გაწევაში ჩაითვლება იურისტად მუშაობის სტაჟში.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა-- ოდ-–--–--ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნა-- ოდ-–--–--ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნა-- ოდ-–--–--ის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯი (სახელმწიფო ბაჟი) 100 ლარის ა--ზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-24-ე 32-ე-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა-- ოდ-–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნა-- ოდ-–--–--ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

3. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნა-- ოდ-–--–--ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

 

4. მოსარჩელე ნა-- ოდ-–--–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი