1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;
ე) (ამოღებულია);
ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;
ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.
3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5209 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.294
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 213213. . ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა 1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის; ე) (ამოღებულია); ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას; ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად. 3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5209 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.294
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება