მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
თავი V — საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება
1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით.
2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.
3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
მთავარი მონაცემები
ვადა10 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (06.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 1. საადვოკატო საქმიანობის უფლების და მადასტურებელი მოწმობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად ან, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო (ამხანაგოფბის ი, კანტორ „მეწა, იურიდიული ფირმეთა და ა.შ.) ესამხებ“ სანქაგრთველობის კანონიმ თ განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, რომელშიც არანაკლებ 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული. 2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (/ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი (/ადვოკატები) ახორციელებს (/ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. 3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-629(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
…ჩაიბარა თანამშრომელმა ა. ბ-ამ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის, აპელანტის) წარმომადგენელი გ. დ-ე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №...). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატს სხვა ადვოკატებთან ერთად აქვს საადვოკატო ბიუროს შექმნის უფლება…
…თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლამ. კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია გ. ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებს: ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის…
…მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს, კასატორის განმარტებით, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. კასატორისთვის გაურკვეველია გ. ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა და მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. კერძოდ, ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო…
საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
…ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართვე-ლოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“ მე-18 მუხლით გათვალისწინებული საადვოკა-ტო საქმიანობის ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმა, ასე, მაგ.: ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის…
…სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლამ. კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია გ--------–---–-ს ბიუროს სამართლებრივი ფორმა. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებს: ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის…