თავი II — ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.
2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.
3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (06.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას. 2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. 3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმკვასრულევბლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-1105-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
…ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. 36. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 4-ე და 8-ე ნაწილებს, კეძოდ, ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის დარგებში.…
საქმე №ას-405-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2021
…უკრძალავს მათი საადვოკატო ოფისის მიერ განხორციელებულ სადაო მომსახურებაზე იყოს მათი ყოფილი კლიენტის მოწინააღმდეგის ადვოკატი საქმეზე, რომელიც მათი საადვოკატო ოფისის მომსახურებიდან გამომდინარეობს. 23. პალატამ განმარტა შემდეგი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა,…
საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
…მოპასუხისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიმართეს. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ადვოკატს (მოპასუხეს) გაფრთხილება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის, აპეკ-ის მე-2.1, მე-8.8 და მე-8.15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო მიეცა. 9.16 სააპელაციო…
…ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამხანაგობამ ზემოთ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა მის მიმართ (ტ. 1. ს.ფ. 245-255). 33. ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მიერ დარღვეულია შემდეგი მუხლები: ა) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა,…
…დავებში ვ------- თ-------–---–ის ინტერესების დაცვის დროს დაარღვია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები. ასევე, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.…