1. ასოციაციის საერთო კრების მიერ განსახილველი საკითხის ინიციირება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება განახორციელოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.
2. რიგგარეშე საერთო კრება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება მოიწვიოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.
3. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება ასოციაციის წესდები