2. a) ბრალდებული პირები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, განცალკევებული უნდა იყვნენ მსჯავრდებული პირებისაგან და ექვემდებარებიან ცალკე რეჟიმს, რომელიც შეესაბამება არა მსჯავრდებულ პირთა სტატუსს;
b) არასრულწლოვანი ბრალდებულები მოთავსებულნი უნდა იქნენ სრულწლოვანებისაგან განცალკევებით და უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანია მატი გამოსწორება და სოციალური რეაბილიტაცია. არასრულწლოვანი სამართალდამრღვევები განცალკევებული უნდა იყვნენ სრულწლოვანებისაგან და უნდა იმყოფებოდნენ პირობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ასაკს და სამართლებრივ სტატუსს