1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმედება, რომლებიც მიმართულია წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების მოსპობის ან უფრო მეტი მოცულობითი შეზღუდვისაკენ, ვიდრე ეს ამ კონვენციით არის გათვალისწინებული.
2. არ შეიძლება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ან არსებობს რომელიმე სახელმწიფოში კანონის, კონვენციების, წესებისა და ჩვეულებების ძალით, შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ მიზეზით, რომ წინამდებარე პაქტი არ აღიარებს ასეთ უფლებებს ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 5
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 5. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-5/