1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, იმგვარად რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმდება, რომელიც მიმართულია წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების მოსპობის ან უფრო მეტი მოცულობითი შეზღუდვისაკენ, ვიდრე ეს ამ კონვენციით არის გათვალისწინებული.
2. არ შეიძლება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ან არსებობს რომელიმე სახელმწიფოში კანონის, კონვენციების, წესებისა და ჩვეულებების ძალით, შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ მიზეზით, რომ წინამდებარე პაქტი არ აღიარებს ასეთ უფლებებს ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
მუხლი 5
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, მუხლი 5. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483577/muxli-5/