1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.
2. წინამდებარე პაქტის მონაწილე უფლებას არ განიცდის შიმშილის, ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, განსაკუთრებული პროგრამების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა, რათა:
a) გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების და აგრარული სისტემების ისეთი განვითარებისა თუ რეფორმის გზით, რითაც მიიღწევა ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და განვითარება,b) მხედველობაში იქნას მიღებული როგორც სურსათის იმპორტიორი, ისე ექსპორტიორი ქვეყნების პრობლემები, სურსათის მსოფლიო მარაგის მოთხოვნილების შესაბამისად სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
მუხლი 11
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-888(კ-22)
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ნორმებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა…
- საქმე №ბს-11(კ-19)
…თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ…
- საქმე №611210019003299988
გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით;
- საქმე №611210019003290004

- საქმე №611210019003359579

მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, მუხლი 11. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483577/muxli-11/