1. პირველი არჩევნები ეწყობა წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.
2. კომიტეტის არჩევნების თითოეულ თარიღამდე, 34-ე მუხლის შესაბამისად ვაკანსიათა შესავსებად გამოცხადებული არჩევნებისა გარდა, სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილობით სთხოვს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, სამი თვის ვადაში წარმოადგინონ კომიტეტის წევრთა კანდიდატურები.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამგვარად დასახელებულ პირთა სიას, სადაც აღნიშნულია წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებმაც ეს პირი დაასახელეს, და უგზავნის მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.
4. კომიტეტის წევრებს ირჩევენ წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერების სათაო დაწესებულებებში. ასეთ სხდომაზე, რომლის კვორუმი წარმოადგენს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს, არჩეულად ითვლება პირი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენელთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 30
მთავარი მონაცემები
- ვადა ექვსი თვის ვადაში
- ვადა სამი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 30. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-30/