1. წინამდებარე პაქტის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შემოთავაზება და წარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორებებს უგზავნის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და თხოვნასთან ერთად შეატყობინებს მას, მხარს უჭერენ თუ არა, ამ წინადადების განსახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედი, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული ყველა შესწორება, დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბელეას.
2. შესწორებები ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მათი დამტკიცების და წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ მათი სათანადო კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიღების შემდეგ.
3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებები სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება წინამდებარე პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
მუხლი 29
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, მუხლი 29. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483577/muxli-29/