1. როდესაც 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდება ვაკანსია, და თუ შესაცვლელი წევრის უფლებამოსილების ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადებიდან ექვსი თვის მანძილზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამის შესახებ ატყობინებს წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს, რომლებსაც შეუძლიათ ორი თვის მანძილზე 29-ე მუხლის ამ ვაკანსიის შესავსებად შესაბამისად წარმოადგინონ კანდიდატურები.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამგვარად წარმოდგენილ პირთა სიას და წარუდგენს მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს. შემდეგ არჩევნები ვაკანსიის შესავსებად ეწყობა ამ პაქტის ამ ნაწილის დებულებათა შესაბამისად.
3. 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ვაკანსიის შესავსებად არჩეული კომიტეტის წევრი თანამდებობრივ მოვალეობებს ასრულებს იმ წევრის უფლებამოსილების ვადის დარჩენილი ვადით, რომლებმაც გაათავისუფლა ადგილი კომიტეტში აღნიშნული მუხლის დებულებათა შესაბამისად.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 34
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 34. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-34/