2. a) ყველა მოხსენება უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად, მის ასლებს განსახილველად უგზავნის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს;
b) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების ასლები ან შესაბამისი ნაწილი ამ მოხსენებებიდან უნდა გაუგზავნოს, აგრეთვე, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, რომელთა წევრებიც ეს სახელმწიფოები არიან იმდენად, რამდენადაც ასეთი მოხსენებები ან მოხსენებათა ნაწილები, ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტების თანახმად, მათ კომპეტენციაში შემავალ რაიმე საკითხს ეხება