ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესაბამისად, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებუელბებს შეუთანხმდეს, წარმოადგინონ მოხსენებები ამ პაქტის იმ დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. ეს მოხსენებები შეიძლება შეიცავდეს განხორციელების მიზნით მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღწეული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების დეტალურ აღწერას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
მუხლი 18
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483577/muxli-18/