2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
3. განვითარებად ქვეყნებს, ადამიანის უფლებათა და ეროვნული ეკონომიკის სათანადო გათვალისწინებით, შეუძლიათ განსაზღვრონ, რა მოცულობით ძალუძთ ამ პაქტით აღიარებული ეკონომიკური უფლებების გარანტირება იმ პირთათვის, რომელნიც არ არიან მათი მოქალაქეები