2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებასა და დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს. ეს სასჯელი შეიძლება სისრულეში მოყვანილ იქნას მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესაბამისად.
3. როცა სიცოცხლის წართმევა წარმოადგენს გენოციდის დანაშაულს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ამ მუხლში არაფერი აძლევს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს უფლებას, რომ რაიმე ფორმით გადაუხვიონ თავიანთ ვალდებულებებს, რომელიც იკისრეს სახელმწიფოებმა გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეულ სიკვდილმისჯილ პირს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შემსუბუქება. ამინისტია, შეწყალება ან სიკვდილით დასჯის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში.
5. სასიკვდილო განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წელს მიუღწეველმა პირებმა, და არ უნდა იქნას სისრულეში მოყვანილი ფეხმძიმე ქალების მიმართ.
6. ამ მუხლში არაფერი შეიძლება გახდეს წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯის გადავადების ან გაუქმების საფუძველი