განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2018
საქმის ნომერი
330310016001477922
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2394-17

საქმე №330310016001477922

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები: თამარ ონიანი

მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - ქ---------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-–----------–---–-

 

მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ლ-–----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ-–----------–---–-ს მიმართ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. ლ-–----------–---–- 2015 წლის 21 ოქტომბერს N6-- ბრძანების თანახმად ჩაირიცხა ქალაქ გ----------------------------------------- ეკონომიკის ფატულტეტზე, „ფინანსების“ სპეციალობის პირველ კურსზე; 2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი - 30, საკვალიფიკაციო კრედიტი - 20; სარეიტინგო ქულა - 1348; საშუალო ხარისხის ქულა - 67. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, ლ-–----------–---–- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა „პ---------“ უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების პირველ კურსზე, სპეციალობით - ფინანსები. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო-ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები.

 

2.2. 2016 წლის 19 თებერვალს ლ-–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

2.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 23 თებერვლის M---------------- შუალედური გადაწყვეტილებით აღიარა ლ-–----------–---–-ს მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლ-–----------–---–-ს განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, 2016 წლის 24 თებერვალს M---------------- წერილით, გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 25 თებერვლის M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია ლ-–----------–---–-ს მიერ საქართელოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 02 M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები.

 

2.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით, ლ-–----------–---–ს უარი ეთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ ლ-–----------–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უცხო ქვეყანაში 75 დღე ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობაში მოდიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებასთან.

 

2.6. 2016 წლის 29 ივნისს ლ-–----------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცბნიერების მინისტრს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ-–----------–---–-ს წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

2.7. საქმეში წარმოდგენილია შპს ს----------–--------------–---------------------------- 2016 წლის 18 თებერვლის N---- თანხმობის წერილი, რომლის მიხედვითაც, ს----------–--------------–------------------------- თანახმა იყო, რომ ლ-–----------–---–- რომელიც სწავლობდა „P---------------------------”-ში, გადასულიყო მათ უნივერსიტეტში მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.9. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

2.10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება. ამავე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (2016 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, („ა“ ქვეპუნქტით) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. აღნიშნული ცვლილება 2016 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა, შესაბამისად, კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

 

დადგენილია, რომ ლ-–----------–---–მა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად, მიმართა 2016 წლის 19 თებერვალს.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ლ-–----------–---–მა თავისი უფლების რეალიზაცია, კერძოდ, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სასწავლებლად დაშვების თაობაზე, განახორციელა თუ არა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებებისა და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №36/6 ბრძანებით „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილებების ამოქმედებამდე პერიოდში.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით (2016 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით (2016 წლის 20 მაისს განხორციელებული ცლილებების შესაბამისად) დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის 'ვ' ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ-–----------–---–- 2015 წლის 21 ოქტომბერს N6-- ბრძანების თანახმად ჩაირიცხა ქალაქ გ-------- უნივერსიტეტ „პ-----------“ ეკონომიკის ფატულტეტზე „,ფინანსების“ სპეციალობის პირველ კურსზე; 2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი -30, საკვალიფიკაციო კრედიტი - 20; სარეიტინგო ქულა - 1348; საშუალო ხარისხის ქულა - 67. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, ლ-–----------–---–- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა „პ---------“ უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების პირველ კურსზე სპეციალობით ფინანსები. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო-ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები. 2016 წლის 19 თებერვალს ლ-–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 23 თებერვლის შუალედური გადაწყვეტილებით აღიარა ლ-–----------–---–-ს მიერ უცხოეთში მიღებული განათლება; დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლ-–----------–---–-ს განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, 2016 წლის 24 თებერვალს წერილით, გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 25 თებერვლის N------ წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია ლ-–----------–---–-ს მიერ საქართელოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთს თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 01 მარტის M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები. აღნიშნული წერილის შესაბამისად დადგინდა, რომ ლ-–----------–---–ს არ უდასტურდებოდა 75 დღის განმავლობაში სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ლ-–----------–---–-ს განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების რაიმე საფუძველის არსებობის ფაქტი არ დაუდასტურებია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ნორმის მისეულ განმარტებაზე მიუთითებდა და მიიჩნევს, რომ ცვლილებების განხორციელებამდე არსებული ნორმა ლ-–----------–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებას უპირობოდ გამორიცხავდა, ვინაიდან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ნორმის ჩანაწერი: „უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში“ გულისხმობდა სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში უწყვეტად ცხოვრების აუცილებლობას, ხოლო განხორციელებული ცვლილებებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების დღეთა რაოდენობა დადგინდა ერთი სემესტრის მიხედვით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება და მიიჩნია, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

უდავოა, რომ განათლების მიმღებ პირს აქვს განათლების მიღების ფორმისა და ადგილის არჩევის თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, ლ-–----------–---–-ს მიერ არჩეული იყო უცხო ქვეყნის სასწავლებლის დაუსწრებელი სწავლების ფორმა, რაც როგორც საქმის მასალებით და დაუსწრებელი სწავლების ფორმის შინაარსით დგინდება, არ მოითხოვდა სასწავლო წლის განმავლობაში უწყვეტად უცხო ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობას. ასევე ცნობილია, რომ დასწრებული ფორმის სწავლების პერიოდიც წლის განმავლობაში უწყვეტად არ მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმის მოპასუხისეული განმარტება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დასვენების პერიოდში უცხო ქვეყანაში ყოფნა, რაც თავისუფალი გადაადგილების პრინციპს ეწინააღმდეგება.

 

სასამართლომ დაადასტურა ის გარემოება, რომ სტუდენტთა მობილობისათვის სახელმწიფოს მიერ გარკვეული კრიტერიუმების დაწესება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ სტუდენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობენ და იღებენ კრედიტებს საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რიგ შემთხვევაში, სწავლის პერიოდი არ არის ხანგრძლივი, თუმცა თუნდაც ამ მოსაზრებით შეუძლებელია ნორმა გაგებული იქნეს ისე, რომ განათლების მიღების უფლების რეალიზებისათვის შეიზღუდოს სხვა ასევე მნიშვნელოვანი უფლება, ამ შემთხვევაში თავისუფალი გადაადგილების უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხო ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდი ამ კონკრეტული დავის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს იმავე წლის სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით.

 

ამდენად, ლ-–----------–---–-ს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტები 2016 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით არსებული სამართლებრივ ჭრილში იძლეოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

 

2.11. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება ლ-–----------–---–-ს მიერ 2016 წლის 19 თებერვალს წარდგენილი განცხადების განხილვისას დაეფუძნა ნორმის არასწორ განმარტებას, რაც აისახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში. საკითხის ხელახალი განხილვისას სამინისტრომ უნდა იხელმძღვანელოს განცხადების წარდგენისას მოქმედი ნორმების შინაარსის შესაბამისად და დადგენილი პროცედურის დაცვით განიხილოს ლ-–----------–---–-ს განცხადება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ლ-–----------–---–-ს მიერ გავლილი სასწავლო კურსის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის გაცემული წერილობითი თანხმობის დადასტურება, ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს დაინტერესებული პირის მიერ სწავლის გაგრძელების უწყვეტობის დადასტურება იმ მოსაზრებით, რომ სტუდენტთა მობილობისათვის აუცილებელია დასტურდებოდეს პირის მიერ უმაღლესი სასწავლო პროგრამის დაძლევის შესაძლებლობა და სხვა გარემოებები.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ-–----------–---–-ს 2016 წლის 19 თებერვლის განცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხისათვის ლ-–----------–---–-ს განცხადებაზე ხელახლა მსჯელობის დავალების პირობებში, სასამართლო ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარის უფლების რეალიზებას სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე.

 

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის M--------------- წერილის შესაბამისად არ დასტურდება ლ-–----------–---–-ს მიერ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი არანაკლებ 75 დღის განმავლობაში.

 

აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ლ-–----------–---–მა 2016 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით. მან მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართული დოკუმენტაციასთან ერთად) და ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 24 თებერვლის N------ კორესპონდენციით ლ-–----------–---–-ს განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო 2016 წლის 24 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მომართვის საფუძველზე. ამ პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იყო პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული ჰქონდათ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 01 მარტის N------ წერილით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი დადგინდა, რომ ლ-–----------–---–- 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა ზემოაღნიშნულზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ვერ აკმაყოფილებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და ვერ ადასტურებდა ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, 2016 წლის 19 თებერვლის საქართველოს კანონით (4787-IIს; ძალაში შევიდა 2016 წლის 07 მარტიდან), „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნა ამოღებულ იქნა. ამასთან, ამავე პუნქტს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იყო საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული ჰქონდათ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, ზემოაღნიშნული ცვლილებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადა უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N36/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ვადები განისაზღვრა 75 დღით ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველ პირებს შეუმსუბუქდათ მათთვის დაწესებული მოთხოვნები და 1 წლის ნაცვლად დაევალათ მხოლოდ 75 დღის განმავლობაში უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტის დადასტურება, ლ-–----------–---–- აღნიშნულ მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებდა.

 

აპელანტი უსაფუძვლოდ თვლის სასამართლოს მითითებას, რომ „საკითხის ხელახალი განხილვისას სამინისტრომ დადგენილი პროცედურების დაცვით უნდა განიხილოს ლ-–----------–---–-ს განცხადება, ასევე საჭიროების შემთხვევაში უნდა მოითხოვოს მოსარჩელის მიერ გავლილი სასწავლო კურსის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის გაცემული წერილობითი თანხმობის დადასტურება, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დაინტერესებული პირის მიერ სწავლის გაგრძელების უწყვეტობის დადასტურება იმ მოსაზრებით, რომ სტუდენტთა მობილობისთვის აუცილებელია დადასტურდეს პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შესაძლებლობა და სხვა გარემოებები.“ აპელანტის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება არ ითვალისწინებს მითითებული დოკუმენტების წარდგენას დაინტერესებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისათვის საკმარისი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული დარღვევის ფაქტის არსებობა, არამედ აუცილებელია კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.7. ლ-–----------–---–- 2015 წლის 21 ოქტომბერს N6-- ბრძანების თანახმად ჩაირიცხა ქალაქ გ----------------------------------------- ეკონომიკის ფატულტეტზე, „ფინანსების“ სპეციალობის პირველ კურსზე; 2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დააგროვა პროგრამული კრედიტი - 30, საკვალიფიკაციო კრედიტი - 20; სარეიტინგო ქულა - 1348; საშუალო ხარისხის ქულა - 67. მის სახელზე 2016 წლის 10 თებერვალს გაიცა N------ ცნობა, რომლის თანახმადაც, ლ-–----------–---–- 2015-2016 სასწავლო წელს ნამდვილად სწავლობდა „პ---------“ უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების პირველ კურსზე, სპეციალობით - ფინანსები. დეკემბერსა და იანვარში მონაწილეობა მიიღო საგამოცდო-ლაბორატორიულ ცდებში, დაესწრო ლექციებსა და დამატებით ენობრივ მომზადებებს, ჩააბარა ბაკალავრიატის საგამოცდო სესიები და ტესტები. დააგროვა აღნიშნული სემესტრისათვის საჭირო პროგრამული კრედიტები.

 

4.8. 2016 წლის 19 თებერვალს ლ-–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. მანვე მოითხოვა ამავე განცხადებისა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე გაცემული დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა, რათა მიეღო უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

4.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 23 თებერვლის M---------------- შუალედური გადაწყვეტილებით აღიარა ლ-–----------–---–-ს მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. დაადგინა, რომ იგი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლ-–----------–---–-ს განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, 2016 წლის 24 თებერვალს M---------------- წერილით, გადააგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

4.10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 25 თებერვლის M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია ლ-–----------–---–-ს მიერ საქართელოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის თარიღების შესახებ. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 02 M---------------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთის თარიღები. კერძოდ, ლ-–----------–---–- საქართველოდან გავიდა 19.10.2015წ, (დაბრუნდა - 21.10.2015წ.), 13.12.2015 წ. (დაბრუნდა - 24.12.2015წ.), 16.01.2016წ. (დაბრუნდა - 28.01.2016წ.)

 

4.11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით, ლ-–----------–---–ს უარი ეთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ ლ-–----------–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უცხო ქვეყანაში 75 დღე ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობაში მოდიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებასთან.

4.12. 2016 წლის 29 ივნისს ლ-–----------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ-–----------–---–-ს წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

4.13. საქმეში წარმოდგენილია შპს ს----------–--------------–------------------ „სეუ-ს“ 2016 წლის 18 თებერვლის N---- თანხმობის წერილი, რომლის მიხედვითაც, ს----------–--------------–------------------------- თანახმა იყო, რომ ლ-–----------–---–- რომელიც სწავლობდა „P---------------------------”-ში, გადასულიყო მათ უნივერსიტეტში მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.14. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-–----------–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 22 ივლისის M---------------- გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ვინაიდან აღნიშნული აქტი იქნა ბათილად ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სწორედ ამ ნაწილში.

 

მოსარჩელე სარჩელით ასევე მოითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.16. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება. ამავე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად.

 

მითითებული კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის 2016 წლის 19 თებერვალს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ა).

 

4.17. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“ ამავე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“ 2016 წლის 19 თებერვლის №4787 კანონი 2016 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა, შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

 

4.18. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანებით (2016 წლის 20 მაისს განხორციელებული ცლილებების შესაბამისად) დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

 

4.19. დადგენილია, რომ ლ-–----------–---–მა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მიმართა 2016 წლის 19 თებერვალს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადების წარდგენის დროს და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესაძლებლობას ითვალისწინებდა იმ პირთათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, უცხო ქვეყანაში შესაბამისი ვადით ცხოვრება ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის 7 მარტამდე მოქმედი რედაქცია ჩამოყალიბდა 2015 წლის 27 ნოემბრის N4582 საქართველოს კანონით და ამდენად, მოქმედებდა ლ-–----------–---–-ს სწავლის პერიოდშიც.

 

ამასთანავე, 2016 წლის 7 მარტიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტი დარჩა ერთ-ერთ სავალდებულო პირობად, მაგრამ მისი ხანგრძლივობა განისაზღვრა არა კანონით, არამედ უნდა დადგენილიყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის 224/ნ ბრძანების რედაქციით დაკონკრეტებული იყო, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნებს, მათ შორის, შესაბამის ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული ვადით ცხოვრებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 02 M---------------- წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელის საზღვარგარეთ ყოფნის ხანგრძლივობა ვერ აკმაყოფილებდა მისი სწავლის პერიოდში ამოქმედებულ, განცხადების წარდგენისას მოქმედ და სადავო აქტის გამოცემისას არსებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ოდენობას. მოცემული კი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაოფილდება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოწინააღმდეგე მხარის - ლ-–----------–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მასვე უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ლ-–----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ლ-–----------–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. ლ-–----------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები: თამარ ონიანი

 

მანანა ჩოხელი