გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210220003387347
2-2-20
M გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2020 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
განმცხადებელი გ---–----------ლი
წარმომადგენელი ვ--–------------ელი
მოთხოვნის არსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--------–---–- მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ, გ---–----------ლის მამის, ვ--–------------ელის გარდა, მითითებული არიან ,,თანამესაკუთრეები“, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხდება, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებისამებრ, გ---–----------ლმა სასამართლოს მიმართა და ითხოვს ,,საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემულ 20.07.2016 წლის საარქივო ცნობაში ,,რძლისა“ და ,,შვილიშვილის“ მიკუთვნებადობის ფაქტის დადგენას ც-–------------ისა და გ---–----------ლის მიმართ, დანართში წარმოდგენილი ვ--–------------ელისა და ც-–------------ის ქორწინების მოწმობისა და გ---–----------ლის დაბადების მოწმობის ასლის მიხედვით“;
სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 18 სექტემბრის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხაშურის რაიონის ს-------- ს------- საბჭოსა და საკრებულოს სოფელ ჩ--------–----- 1986-1995 წლებით დათარიღებული საკომლო წიგნის მიხედვით, კომლში, რომლის უფროსია მ--------------–ი, ირიცხებიან:
1. მ--------------–ი - ოჯახის უფროსი;
2. პ---–--------------–ი - ცოლი;
3. ვ--–------------ელი - შვილი;
4. რძალი - სახელი და გვარი მითითებული არ არის;
5. შვილიშვილი - სახელი და გვარი მითითებული არ არის.
საქმის განხილვისას, განმცხადებლის წარმომადგენელმა მოითხოვა სასამართლომ დადგენილად ცნოს, რომ საარქივო ცნობაში აღნიშნული N4. რძალი, რომლის სახელი და გვარი მითითებული არ არის, გ---–----------ლის დედა ც-–------------ეა და N5. შვილიშვილი, რომლის სახელი და გვარი ასევე არ არის აღნიშნული, თვითონ გ---–----------ლია.
სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენილია ვ--–------------ელის და ც-–------------ის ქორწინების მოწმობის, გ---–----------ლის დაბადების მოწმობის ასლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს:
უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს.
მოცემულ შემთხვევაში, საარქივო ცნობაში, რომლის კუთვნილების ფაქტის დადგენა არის მოთხოვნილი, საერთოდ არ არის აღნიშნული ,,რძლისა“ ,,შვილიშვილის“ სახელი, გვარი, მაის სახელი. შესაბამისად. სასამართლო ვერ დაადგენს, რომ საარქივო ცნობაში აღნიშნული ,,რძალი“ ც-–------------ეა და ,,შვილიშვილი“ - გ---–----------ლი და რომ საარქივო ცნობა ც-–------------ეს და გ---–----------ლს ეკუთვნის. საქმის უდავო წარმოების წესით განხილვით ვერ დგინდება N4 და N5 ჩანაწერებში ზუსტად ც-–------------ე და გ---–----------ლი იგულისხმებიან თუ არა. მით უმეტეს, როგორც წარმოდგენილი დაბადების მოწმობით ირკვევა, მ--------------–ს 1995 წლამდე დაბადებული სხვა შვილიშვილიც ყავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე და 311-ე მუხლების შსაბამისად, სასამართლომ,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ---–----------ლის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი