განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210618700055994
საქმე 2/ბ-309-18
განჩინება
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: დ------ კ-------
წარმომადგენელი: ზ----- ფ-------
მოწინააღმდეგე მხარე: ა-–--–- დ---–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა-–--–- დ---–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ა-–--–- დ---–-–---–-- ბაბუის, ბ------ დ---–-–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით უძრავი ქონება მდებარე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში.
2017 წლის 21 დეკემბერს, დ------ კ-------მ განცხადებით მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, მას ჰყავდა დედა ნ----- მ--------–---–- და მ--- გ------- კ-------;
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1962 წლის 23 დეკემბერს, დედამისი დაქორწინდა ბ------ დ---–-–---–--- და გადავიდა მეუღლის გვარზე;
ბ------ დვალიშვილთან ქორწინებისას შეეძინათ ერთი შვილი, ნ------- დ---–-–---–-;
ნ------- დ---–-–---–- მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ---–----- ნ---------თან, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი;
მამინაცვალი ბ------ დ---–-–---–- გარდაიცვალა 1999 წელს;
დედა-ნ----- მ--------–---–- გარდაიცვალა 2002 წლის 17 მაისს;
მამინაცვალის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც, 2017 წლის 16 ივლისამდე ცხოვრობდა სადაო სახლში- წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში.
მამინაცვალის და დედის დაკრძალვის ხარჯები მანაც გაიღო, უვლიდა სახლს, ჰყავდა და ჰყავს შინაური პირუტყვი.
2010 წლის 04 ივლისს გარდაიცვალა ძმა, ნ------- დ---–-–---–-;
2017 წლის 16 ივლისს, მისი ძმის, ნ------- დ---–-–---–-ს მეუღლემ, ჯ---–----- ნ--------- გამოაგდო სახლიდან. სწორედ იმ დროს გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისმა ძმიშვილმა ა-–--–- დ---–-–---–-- აღიდგინა სამკვიდრო და შემდგომში, უძრავი ქონება გადააფორმა დედამისის- ჯ---–----- ნ--------- სახელზე.
მხარესთან დავის გამო, 2017 წლის 22 ნოემბერს, ნოტარიუსისაგან მოითხოვა სამკვიდრო საქმესთან დაკავშირებული მასალები, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე.
ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით შეილახა დ------ კ-------- კანონიერი ინტერესი, კერძოდ, ისე განიკარგა მისი კუთვნილი დედის სამკვიდრო ქონება, რომ მიწვეული არ ყოფილა საქმის განხილვაზე, წარმოადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, დ------ კ-------- წარმომადგენლის განცხადება, ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით, ამასთან აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
ამავე კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავად დ------ კ-------- აღიარებით (სსკ-ის 131-ე მუხლი) და მოწმეების, თ-- დ---–------- და ნ--- ლ-----–---–- ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების თაობაზე დ------ კ--------ათვის ცნობილი იყო მისი მიღებისთანავე.
ვინაიდან, დ------ კ-------მ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ მოითხოვა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ------ კ-------- წარმომადგენელმა ზ----- ფ-------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, დ------ კ-------- განცხადების შეტანის ვადა ჩათვალა გაშვებულად, რაც არასწორია. დ. კ--------ათვის ცნობილი არ ყოფილა, რომ მთელი სამკვიდრო ქონება მიიღო ა-–--–- დ---–-–---–--. ის თანახმა იყო ა-–--–- დ---–-–---–- მიეღო თავისი წილი მამის სამკვიდროდან და არა დ------ კ-------- წილი. არავის არ უთქვამს და არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმისა, რომ დ------ კ-------ს ვინმემ მისცა და მან წაიკითხა მიღებული გადაწყვეტილება. სადავო გადაწყვეტილება, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი ჩაიბარა, წაიკითა და გაეცნო 2017 წლის 22 ნოემბერს. ამ დრომდე მისი შინაარსი მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ვინაიდან, სადავო გადაწყვეტილებით შეილახა დ------ კ-------- კანონიერი ინტერესი, კერძოდ, განიკარგა მისი კუთვნილი დედის სამკვიდრო ქონება, ისე რომ მიწვეული არ ყოფილა საქმის განხილვაზე, სსკ-ის 422-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა-–--–- დ---–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, იმის შესახებ რომ ა-–--–- დ---–-–---–-- ბაბუის, ბ------ დ---–-–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით უძრავი ქონება მდებარე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში (ს.ფ.34).
დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, დ------ კ-------მ განცხადებით მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, დ------ კ-------- წარმომადგენლის განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.
ამავე კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილია, რომ უდავო წარმოების წესით სასამართლო საქმეს განხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV_XL11 თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ მართალია, უდავო წარმოების წესით საქმეთა წარმოების დროს არის, მხოლოდ განმცხადებელი და არ არიან მხარეები, კერძოდ, მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები, თანამონაწილეები და ამ თავით განსაზღვრული არ არის ამ პირების პროცესში მონაწილეობით განპირობებული საქმეთა განხილვის წესები, მაგრამ საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს ამ საქმის განხილვით დაინტერესებული პირები და მოიწვიოს ისინი.
როგორც უდავო წარმოების საქმის მასალებით ირკვევა, ა-–--–- დ---–-–---–-- განცხადებაში აღნიშნა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მდებარე, აწ გარდაცვლილი ბაბუის, ბ------ დ---–-–---–-ს სამკვიდრო ქონებას დაუფლებულია და განკარგავს პირადად. განცხადება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებელს, გარდაცვალების დროისათვის სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ გააჩნდა და რომ ამ ქონებაზე დაინტერესებული პირი არ არსებობდა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია არსებობდა თუ არა საქმის განხილვით დაინტერესებული მემკვიდრე, ან სხვა პირი (ანდერძისმიერი მემკვიდრე) და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად განმცხადებლისათვის განესაზღვრა ხარვეზის ვადა.
თუკი სასამართლო განჩინების მიუხედავად, ვერ იქნებოდა დადგენილი დაინტერესებულ პირთა ვინაობა, ან დაინტერესებული პირების მიერ არ იქნებოდა აღძრული დავა განცხადებაში მითითებულ უფლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლო სასამართლოს განეხილა უდავო წარმოების წესით საქმე და მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
ვინაიდან, დ------ კ------- წარმოადგენს, აწ გარდაცვლილი ბ------ დ---–-–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრის, მეუღლის-ნ----- მ--------–---–-ს შვილს, ამასთან, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მდებარე მთელ საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა დაუდგინდა ა-–--–- დ---–-–---–-, როგორც ბ------ დ---–-–---–-ს ერთადერთ მემკვიდრეს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხო დ------ კ-------- კანონით გათვალისწინებულ მემკვიდრეობის უფლებას, რაც გამომდინარეობს ბ------ დ---–-–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრის, მეუღლის-ნ----- მ--------–---–-ს სამკვიდროდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ა-–--–- დ---–-–---–-ს განცხადების განხილვისას იგი, როგორც დაინტერესებული პირი მიწვეული არ ყოფილა, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამდენად, გაზიარებული უნდა იქნას კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალასაზრისით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება მისი გამოტანის დროისათვის დ------ კ--------ათვის, ცნობილი იყო, საიდანაც გაშვებულია სსსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარეს ეცნობა გადაწყვეტილება, ე.ი. როდესაც გადაწყვეტილება მას ჩაბარდა უშუალოდ სასამართლოში ან გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დ------ კ-------ს, წარმომადგენლის მეშვეობით გადაეცა სანოტარო ბიუროში სამკვიდრო საქმის მასალებთან ერთად, 2017 წლის 22 ნოემბერს (ს.ფ.36), განცხადება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე კი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 21 დეკემბერს (ს.ფ. 1-3), დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ განცხადება ვადაში იქნა წარდგენილი და დასაშვებია.
შესაბამისად, 2018 წლის 02 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დ. კ-------- მიერ მიცემული ჩვენება იმის თობაზე, რომ იგი უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას (2011 წელს) სასამართლო სხდომას არ დასწრებია და ა-–--–- დ---–-–---–-, მხოლოდ ავტომანქანაში ელოდებოდა, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ სადავო ფაქტის აღიარებად, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო ნორმა, რის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დ------ კ-------- განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინების დაუსაბუთებლად ცნობისა და მისი გაუქმების საფუძველია.
შესაბამისად, დ------ კ-------- კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება, რომლითაც დ------ კ-------- განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მიღებულ უნდა იქნას ახალი განჩინება;
დ------ კ-------- განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწვეტილება და თანახმად სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ა-–--–- დ---–-–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, კერძოდ, რომ ა-–--–- დ---–-–---–-- ბაბუის, ბ------ დ---–-–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით მთელი უძრავი ქონება მდებარე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში-უნდა დარჩეს განუხილველად.
განემარტოს დაინტერესებულ პირებს, რომ უფლება აქვთ სასამართლოში წარადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------ კ-------- კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება;
3. დ------ კ-------- განცხადება დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
5. ა-–--–- დ---–-–---–-ს განცხადება, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენისა და ბაბუის, ბ------ დ---–-–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მდებარე უძრავი ქონების მემკვიდრეობით ფაქტობრივად მიღების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე