განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0802--618002458113
საქმე 2/ბ-891-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქ--------
ქ--------- სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ-------------- (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი): ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ-------- N--- ბ-------------------- ა---------- (ბ-- ,,პ--------“)
წარმომადგენელი: ზ------ ფ---–------- (ა----------- თ--------------), ი----- ა-------–---, გ------ გ---–---
მოწინააღმდეგე მხარე: ც-–---- ბ----–---
დავის საგანი: გ----–-------–---- ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გ----–-------–---- ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განცხადების დაკმაყოფილება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 22 მაისს, ქ--------- საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ქ. ქ--------- დ----- ა----–-----–-- გ----. N--- ბ---- მ-------------- ა----------- (ყოფილი N-- ს--–-----–-- კ---------------) თავჯდომარე ზ------ ფ---–--------, მოპასუხედ დაასახელა ც-–---- ბ----–--- და ამავე სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 30.04.2018წ. გადაეცა ც-–---- ბ----–---- წარმომადგენლის, რ--------- ხ----–--–---- განცხადება ქ--------- საქალაქო სასამართლოს 20.09.2017წ. განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
აღნიშნულ მასალებში აღმოჩნდა, ამ დრომდე უცნობი, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 0-.1-.2---წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ც-–---- ბ----–---- მიერ, 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის), კერძოდ, ქ. ქ-------–-, დ----- ა----–-----–-- გ----. N---/6--ში მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
მითითებული ფაქტი სასამართლომ დაადგინა მოწმეების, თ----–- ჩ----–---- და კ------ ბ------ ჩვენებებით, თუმცა არ იქნა გამოკვლეული, რომ 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვალების დროისათვის, ნ---- ბ----–-–---–- დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი-მ----- ბ----–-–---–-, რომელმაც მიიღო დედის სამკვიდრო და გარდაიცვალა 08.01.2--- წელს (სამი წლის შემდეგ). გარდაცვალებამდე, მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის, დეიდის, ც-–---- ბ----–---- სასარგებლოდ დედის სამკვიდროზე უარი არ განუცხადებია.
მ----- ბ----–-–---–--, 2--- წელს თხოვნით მიმართა ქ. ქ-------–-, დ----- ა----–-----–-- გ----. N----ში მდებარე N-- ს--–-----–-- კ-------------- (ა----------ს), რათა ნება დაერთოთ მისთვის, როგორც ამავე კ--------------- ბაზაზე შექმნილი მობინადრეთა ა----------- წევრისათვის, გაეკეთებინა ქ. ქ-------–-, დ----- ა----–-----–-- გ----. #1--/6--ში მდებარე ს-–----------–- ბ---- საკუთრების მოწმობა, რომელიც თავის დროზე, 1--- წელს აღმასკომის გ----–-------–----ა და საბინაო ორდერის საფუძველზე, დედამისს, ნ---- ბ----–-–---–- გამოეყო სამ სულზე: მისთვის, მეუღლე ჟ----- ბ----–-–---–--ათვის და შვილი ე------ ბ----–-–---–--ათვის.
ბ-------------------- ა----------- 1-.0-.2---–. კ------ N- ოქმის თანახმად, კრებამ დააკმაყოფილა მ----- ბ----–-–---–-- თხოვნა.
ც-–---- ბ----–---ს არასოდეს უცხოვრია ქ. ქ-------–-, ა----–-----–-- გ----. #1--/6--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა და არც რაიმე სახის კომუნალური გადასახადები გადაუხდია.
გარდა ამისა, ბ-------------------- ა----------- 1-.0-.2---–. კ------ გ----–-------–---- საფუძველზე, ქ. ქ-------–-, ა----–-----–-- გ----. #1--/6--ში მდებარე ს-–----------–- ბინა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 2-.11.2--- წლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ-------------------- ა----------- სახელზე.
ამდენად, 0-.1-.2---წ. გ----–-------–---- მიღების დროისათვის სადავო ბ---- მესაკუთრეს წარმოადგენდა ბ-- „პ--------“, მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის ინტერესებს ეხება, რის გამოც მიწვეული უნდა ყოფილიყო პროცესზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ--------- საქალაქო სასამართლოს 0-.1-.2---წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ც-–---- ბ----–---- მიერ, 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- (ნ----) ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის)-უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ-------–-, დ----- ა----–-----–-- გ----. N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ და განახლდეს საქმის წარმოება.
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, ქ. ქ--------- დ----- ა----–-----–-- გ----. N--- ბ---- მ-------------- ა----------- (ბ-- „პ--------“, ყოფილი N-- ს--–-----–-- კოოპერატივი) თავჯდომარის, ზ------ ფ---–-------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დასადგენად მნიშვნელოვანია სასამართლომ ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები მოიძიოს და ისინი ჩააბას საქმეში დაინტერესებულ პირებად. დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ სხვა მემკვიდრეები. ხშირ შემთხვევაში თავად განმცხადებლები მიუთითებენ ამ პირების ვინაობას, მაგრამ, თუ განმცხადებელი დამალავს სხვა მემკვიდრეების არსებობის ფაქტს, სასამართლო ამ ინფორმაციას ღებულობს მოწმეების, ან დაინტერესებული პირების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, სხვა მემკვიდრეებისა და დაინტერესებული პირების თაობაზე ინფორმაცია, არც განმცხადებელს და არც მოწმეებს არ მიუწოდებიათ სასამართლოსთვის.
ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო საქმის წარმოების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ც-–---- ბ----–---- წარმომადგენელმა იურიდიული ფაქტების დადგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2--- წლის 23 სექტემბერს. ამ პერიოდისათვის ნ---- ბ----–---- პირველი რიგის მემკვიდრე მ----- ბ----–-–---–- გარდაცვლილი იყო, ხოლო მ----- ბ----–---ს სამოქალაქო კოდექსის 1-60-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც გაშვილებულს, დაკარგული ჰქონდა პირადი და ქონებრივი უფლებები თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
ამდენად, ირკვევა, რომ სამოქალაქო საქმის განხილვის მომენტისათვის სხვა დაინტერესებული პირები ანუ მემკვიდრეები, რომელთაც შეეძლოთ პრეტენზია განეცხადებინათ სამკვიდრო ქონებაზე, რეალურად არ არსებობდნენ და არც სასამართლოს მიერ არ იყვნენ მოწვეული.
რაც შეეხება ბ-------------------- ა----------ს, მას სასამართლო დაინტერესებულ პირად ვერ მიიჩნევს, რადგან ის არ წარმოადგენს ნ---- ბ----–-–---–-- მემკვიდრეს, ხოლო ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრში სადავო ბინა დარეგისტრირებულია ბ-------------------- ა----------- სახელზე, ვერ გახდის მას დაინტერესებულ პირად.
ამდენად, საჯარო რეესტრში ბ-------------------- ა----------- სახელზე სადავო ბ---- დარეგისტრირებით, ბ-------------------- ა---------- სადავო ბ---- მესაკუთრე არ გამხდარა და ვერც გახდებოდა, რადგან ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ,,მესაკუთრე“ შეიძლება იყოს, მხოლოდ ბ-------------------- ა----------- წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბ---- მესაკუთრე.
გარდა ამისა, მის სახელზე საჯარო რეესტრში სადავო ბ---- დარეგისტრირებას ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა - საკუთრებაში გადასცემოდა ნ---- ბ----–-–---–-- მემკვიდრეს.
ნ---- ბ----–-–---–-- ერთადერთი მემკვიდრე არის ც-–---- ბ----–---, რადგან არ არის გაბათილებული ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან სრულად მიიღო სამკვიდრო ნ---- ბ----–-–---–-- სამკვიდროში შემავალ დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე და უფლებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ბ-- ,,პ---------“ წ--------------–---- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ქ--------- საქალაქო სასამართლომ ბ---- მ-------------- ა---------- „პ--------“ არ ჩათვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1.„გ“ მუხლით გათვალისწინებულ პირად, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება და არასწორად განმარტა, რომ საქმის განხილვაზე მისი მოწვევა საჭირო არ იყო.
სადავო ქონება, 0-.1-.2---წ. სასამართლო გ----–-------–---- მიღებამდე 3 წელზე მეტი დროის უკან, 2-.11.2--- წლიდან, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ-- „პ--------“ სახელზე, რათა შემდგომში, იგივე ს-–----------–- ბინა საკუთრებაში გადასცემოდა მ----- ბ----–-–---–- ან მის დას, მ----- ა-–------, თუმცა, ორივე ისე გარდაიცვალა, რომ ბინაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ვერ განახორციელეს.
მართალია, მ----- ა-–----- ბავშვობაში გააშვილეს, რაც კანონით ნიშნავს, რომ იგი დედის, ნ---- ბ----–-–---–-- ან ძმის, მ----- ბ----–-–---–-- კანონისმიერი მემკვიდრე ვერ იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ნ---- ბ----–-–---–-- სამკვიდრო უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის, საცხოვრებელ ბინას, ფაქტობრივად ფლობდნენ და მართავდნენ მ----- ბ----–-–---–- და მ----- ა-–----- და ც-–---- ბ----–--- არასოდეს დაუფლებია მას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული ს-–----------–- ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ-- „პ--------ს“ სახელზე, მ----- ა-–-----მ, ზეპირი გარიგების საფუძველზე, 1---- აშშ დოლარად მიჰყიდა გ------- კ------------, რომელმაც ს-–----------–- ბინა ოჯახთან ერთად დაიკავა 2014 წლის ნოემბრის თვიდან და მასში საკუთარი ხარჯით ჩაატარა რემონტი.
მ----- ბ----–-–---–-- მიერ ს-–----------–- ბ---- ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღება, ასევე, მ----- ბ----–-–---–-- გარდაცვალების შემდეგ, ამავე ს-–----------–- ბ---- მ----- ალავიძის მიერ გ------- კ------------------ მიყიდვა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქ--------- საქალაქო სასამართლოს 20.09.2017წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის შესაბამისად, ბ-- „პ--------მ“ ს-–----------–- ბინა უფასოდ გადასცა საკუთრებაში გ------- კ------------.
ქ--------- საქალაქო სასამართლომ 17.07.2018წ. განჩინებით არასწორად განმარტა და გამოიყენა „ბ-------------------- ა----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები (მე-18 მუხლის „გ.“ „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „კ“ პუნქტი, მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი), რითაც მივიდა იმ აშკარად მცდარ დასკვნამდე, რომ „მესაკუთრე“ შეიძლება იყოს, მხოლოდ ბ-------------------- ა----------- წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბ---- მესაკუთრე“.
„ბ-------------------- ა----------- შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 „ა“ მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ ბ-------------------- ა----------ს უფლება აქვს, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, რაშიც იგულისხმება ს-–----------–- ბინაც.
ამდენად, ბ-- „პ--------“ კანონიერად გახდა ს-–----------–- ბ---- მესაკუთრე, აღირიცხა საჯარო რეესტრში, რაც ც-–---- ბ----–---ს დღემდე სადავო არ გაუხდია.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, 0-.1-.2---წ. გ----–-------–---- გამოტანით დამთავრებულ საქმეზე ბ-- „პ--------“ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული საქმის განხილვაში, როგორც დაინტერესებული პირი.
დაშვებული დარღვევა თავიდან იქნებოდა აცილებული, თუკი სასამართლო გ----–-------–---- გამოტანამდე განმცხადებელ ც-–---- ბ----–---ს მოსთხოვდა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ან სხვა ინფორმაციის წარმოდგენას, რომლითაც მარტივად დადგინდებოდა, რომ ს-–----------–- ბინას იმ დროისათვის ჰყავდა მესაკუთრე ბ-- „პ--------ს“ სახით, რომლის პროცესში მიწვევა აუცილებელი იყო.
მართალია, 0-.1-.2---წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ ც-–---- ბ----–---ს დაუდგინა თავისი დის-ნ---- ბ----–-–---–-- სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღება, თუმცა ეს სამკვიდრო 0-.1-.2--- წლისათვის ფაქტობრივი ფლობითა და მართვით არა მარტო უკვე მიღებული ჰქონდა ნ---- ბ----–-–---–-- პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს) მ----- ბ----–-–---–-, არამედ ამავე სამკვიდროში შემავალ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება, მ----- ბ----–-–---–-- ნება-სურვილის შესაბამისად, საჯარო რეესტრში 2-.11.2--- წლიდან აღრიცხული იყო ბ-- „პ--------ს“ სახელზე.
ე.ი. სასამართლომ ც-–---- ბ----–---ს არასწორად დაუდგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმ უძრავ ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ, რომლის მოთხოვნის უფლება სხვა მემკვიდრის მიერ უკვე რეალიზებული იყო და რის გამოც ნ---- ბ----–-–---–-- სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად აღარ არსებობდა.
ამდენად, სასამართლომ 0-.1-.2---წ. გადაწყვეტილებით დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი არარსებული სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება ბ-- ,,პ--------ს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გასაჩივრებული განჩინების
გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ--------- საქალაქო 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით, ც-–---- ბ----–---- განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, ც-–---- ბ----–---- მიერ 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის), უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისს, ქ--------- საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ქ. ქ--------- დ----- ა----–-----–-- გ----. N--- ბ---- მ-------------- ა----------- (ყოფილი N-- ს--–-----–-- კ---------------) თავჯდომარე ზ------ ფ---–--------, მოპასუხედ დაასახელა ც-–---- ბ----–--- და ამავე სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, ქ. ქ--------- დ----- ა----–-----–-- გ----. N--- ბ---- მ-------------- ა----------- (ბ-- „პ--------“, ყოფილი N-- ს--–-----–-- კოოპერატივი) თავჯდომარის, ზ------ ფ---–-------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.
ამავე კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილია, რომ უდავო წარმოების წესით სასამართლო საქმეს განხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV_XL11 თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ მართალია, უდავო წარმოების წესით საქმეთა წარმოების დროს არის, მხოლოდ განმცხადებელი და არ არიან მხარეები, კერძოდ, მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები, თანამონაწილეები და ამ თავით განსაზღვრული არ არის ამ პირების პროცესში მონაწილეობით განპირობებული საქმეთა განხილვის წესები, მაგრამ საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს ამ საქმის განხილვით დაინტერესებული პირები და მოიწვიოს ისინი.
როგორც უდავო წარმოების საქმის მასალებით ირკვევა, ც-–---- ბ----–---მ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქ. ქ-------–-, დ. ა----–-----–-- გ---- 1--/6- მდებარე, აწ გარდაცვლილი დის, ნ---- ბ----–-–---–-- სამკვიდრო ქონებას დაუფლებულია და განკარგავს პირადად. თუმცა განცხადება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებელს, გარდაცვალების დროისათვის სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავდა, და რომ სამკვიდროზე დაინტერესებული პირი არ არსებობდა.
გარდა ამისა, მოთხოვნა შეეხებოდა რა უძრავ ქონებას, საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია ამ ქონებაზე უფლების არსებობის თაობაზე წარდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია, არსებობდა, თუ არა საქმის განხილვით დაინტერესებული მემკვიდრე, ან სხვა პირი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად განმცხადებლისათვის განესაზღვრა ვადა.
თუკი სასამართლოს მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნებოდა დადგენილი დაინტერესებულ პირთა ვინაობა, ან დაინტერესებული პირების მიერ არ იქნებოდა აღძრული დავა განცხადებაში მითითებულ უფლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლო სასამართლოს განეხილა უდავო წარმოების წესით საქმე და მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-------------------- ა----------- 2--- წლის 1- ივნისის კ------ გ----–-------–---- საფუძველზე ქ. ქ-------–- ა----–-----–-- გ----. N---/6--ში მდებარე ს-–----------–- ბინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2--- წლის 2- ნ------------, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ-------------------- ა----------- სახელზე.
ვინაიდან, 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- მიღების დროსათვის სადავო უძრავიი ქონების-ბ---- მესაკუთრეს წარმოადგენდა ბ-------------------- ა----------, პალატა მიიჩნევს, რომ ამავე ბ---- ც-–---- ბ----–---- მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საქმეზე, ბ-------------------- ა---------- წარმოადგენდა პირს, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება.
ამდენად, ბ-- ,,პ--------“ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული საქმის განხილვაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ც-–---- ბ----–---- განცხადების განხილვისას ბ-- ,,პ--------“, როგორც დაინტერესებული პირი მიწვეული არ ყოფილა, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- იმ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია, რომლითაც დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, ც-–---- ბ----–---- მიერ 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის), კონკრეტული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო ნორმა, რის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან გ----–-------–---- დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გ----–-------–---- შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ბ-- ,,პ--------ს“ განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინების დაუსაბუთებლად ცნობის საფუძველია.
შესაბამისად, ბ-- ,,პ--------ს“ წარმომადგენლების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინება, რომლითაც ბ-- ,,პ--------ს“ განცხადება ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გ----–-------–---- ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მიღებულ უნდა იქნას ახალი განჩინება.
ბ-- ,,პ--------ს“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, ც-–---- ბ----–---- მიერ 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის) უძრავი ქონების მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
თანახმად სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ც-–---- ბ----–---- განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, კერძოდ, ც-–---- ბ----–---- მიერ 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის), უძრავი ქონების მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
განემარტოს დაინტერესებულ პირს, რომ უფლება აქვთ სასამართლოში წარადგინოს სარჩელი საერთო საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ-------- N--- ბ-------------------- ა----------- (ბ-- ,,პ--------“, წარმომადგენლები: ზ------ ფ---–------- (თ--------------), ი----- ა-------–---, გ------ გ---–---) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ-------- N--- ბ-------------------- ა----------- (ბ-- ,,პ--------“) განცხადება დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი, ქ--------- საქალაქო სასამართლოში 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, ც-–---- ბ----–---- მიერ, 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის) უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
5. ც-–---- ბ----–---- განცხადება: „დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მის მიერ, 200- წლის 09 დეკემბერს გარდაცვლილი ნ------- ბ----–-–---–-- სამკვიდროს (მემკვიდრეობის)- უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ--------, დ. ა----–-----–-- გ---- N---/6--ში ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ“ დარჩეს განუხილველად;
6. განემარტოთ დაინტერესებულ პირებს, რომ უფლება აქვს სასამართლოში წარადგინოს სარჩელი საერთო საფუძველზე;
7. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თ--------------: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე