გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
130210019003320155
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003320155

2-1049-19

M გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 იანვარი, 2020 წ. ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

განმცხადებელი ვ----–--------შვილი

მოთხოვნის არსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 19-- წლიდან იღებს სოციალურ პაკეტს. სტატუსის განსაზღვრის მიზნით, პერიოდულად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა უტარდებოდა. საპენსიო საქმეში მისი დაბადების წელი შეცდომით არის აღნიშნული - 19---–ელი - ნაცვლად 1--7 წლისა.

ამ გარემოების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეუწყვიტა სოციალური დახმარება და განუმარტა, რომ გასაცემლის გაგრძელებისათვის, საჭიროა 1--8 წლის 1- ოქტომბერს გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის კუთვნილების ფაქტის დადგენა, რისთვისაც სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ საფუძვლით, ვ----–--------შვილი ითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას იმის შესახებ, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტი N0----- 1--7 წელს დაბადებულ ვ----–--------შვილს ეკუთვნის.

სასამართლოში, სხვა დოკუმენტების გარდა, წარმოდგენილია ,,სსეკ შემოწმების აქტის ამონაწერი N0-----“, რომლის შინაარსის მიხედვით, 19---–ელს დაბადებულ, სურამში, მარქსის ქ.N6-ში მცხოვრებ ვასილ გურგენის ძე მექერიშვილს დადგენილი აქვს ინვალიდობის მესამე ჯგუფი უვადოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.

მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს:

უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს.

მოცემულ შემთხვევაში, N0----- სსეკ შემოწმების აქტის ამონაწერში, რომლის კუთვნილების დადგენაც არის მოთხოვნილი, აღნიშნული სახელი, მამის სახელი, გვარი ემთხვევა განმცხადებლის სახელს, მამის სახელს, გვარს, რაც თვითონ ვ----–--------შვილმაც დაადასტურა საქმის განხილვისას. ამდენად, მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის და საბუთში აღნიშნული მხოლოდ დაბადების წელი არ ემთხვევა ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში, კი სასამართლო, უდავო წარმოების წესით განხილვით, ვერ დაადგენს, რომ საბუთში არასწორად არის მითითებული პირის დაბადების წელი და ამ საფუძვლით, ვერ მიუთითებს საბუთის კუთვნილებაზე. იმისათვის, რომ სასამართლომ განცხადება დააკმაყოფილოს (სათანადო გარემოებების არსებობის შემთხვევაში), საბუთში აღნიშნული და პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნული განმცხადებლის სახელი, მამის სახელი და გვარი არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და არა - მხოლოდ დაბადების წელი. ესე იგი, საბუთში აღნიშნულ და განმცხადებლის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ დაბადების წელს შორის განსხვავების შემთხვევაში საბუთის კუთვნილებას სასამართლო ვერ დაადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე და 311-ე მუხლების შსაბამისად, სასამართლომ,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვ----–--------შვილის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი