გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
160210017002113213
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/943-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივნისი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ტა-----–---–-–-----------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენლები: ბე-–--------ე, ლე----–-------–---–ი

მოპასუხეები: ვუსალ ალახვერდიევი, აი---------–-----------ა, არ-------–-----------ა (არ გამოცხადნენ)

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

თარჯიმნები: ნა--–--------------, სუ-------------–---–ი

დავის საგანი - უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უფლების დამდგენი დოკუმენტების - 2002 წლის 11 ივლისს გაცემული N18687/2002 და N18686/2002 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების (გაცემული მარნეულის რაიონი, სოფელ თა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, შემდეგი საკადასტრო კოდებით: 83.03.03.3-- და 83.03.03.3--), ტა-----–---–-–-----------ისადმი კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რომელშიც მესაკუთრედ მითითებული პირის სახელი ,,ვი-–-------–-----------ი“, არ ემთხვევა მოსარჩელის - ტა-----–---–-–-----------ის პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელს (იხ. სარჩელი);

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1956 წლიდან მოსარჩელე ტა-----–---–-–-----------ი ცხოვრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თა--------ში. მისი მშობლები იყვნენ ალახიარ ალლახვერდიევი და ტამარა ალლახვერდიევა. ალლახიარ ალლახვერდიევი რეგისტრირებული იყო საკომლო წიგნში და შესაბამისად ერიცხებოდა გარკვეული ქონება. მოსარჩელეს ჰყავდა ხუთი ძმა: იაგუბი, ახვერდი, ისტანბული და ვილაიატი. ასევე ჰყავდა ერთი დაც, რომელიც გათხოვდა და გასულია მამის კომლიდან. ყველა ძმა ცხოვრობდა ერთ კომლად. თავდაპირველად, მამის კომლიდან გავიდა იაგუბი, შემდეგ ვახიდი, ახვერდი, ისტანბული და ბოლოს ტარიელი. მამის კომლში დარჩა ვილაიატი და მისი ოჯახი. კომლიდან გასვლის შემდეგ, ყველა ძმამ მიიღო მიწის ნაკვეთი. ცალკე კომლად გაყოფის შემდეგ, ტა-----–---–-–-----------მა მამისაგან მიიღო ორი მიწის ნაკვეთი. გარდა ამ ნაკვეთებისა, საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ, ტა-----–---–-–-----------მა, ისევე როგორც სოფლად მცხოვრებმა სხვა პირებმა, დამატებით მიიღო სახნავ-სათესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სულ ერთობლიობაში მას აქვს სამი მიწის ნაკვეთი: ერთი - სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი 500 კვ.მ. და ცხოვრობს მამის კომლიდან გასვლის შემდეგ; მეორე - მისი სახლის წინ განთავსებული ეზო 606 კვ.მ. და მესამე - სახნავ-სათესი დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 1000 კვ.მ.

 

2002 წელს, სოფლის საბჭოებში დაცული საგადასახადო სიების მიხედვით განხორციელდა სოფლის მოსახლეობისათვის კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწების სისტემური აღრიცხვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, მოქალაქეებზე გაიცა სააღრიცხვო ბარათები. მათ შორის სისტემურად აღირიცხა და ტა-----–---–-–-----------ის სახელზე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთები და მასსაც გადასცეს სააღრიცხვო ბარათები. რეგისტრაციის საფუძვლად, უფლების დამდგენ დოკუმენტს სააღრიცხვო ბარათში მიეთითა მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N571, ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: 83.03.03.3--, ასევე მის სახელზე აღირიცხა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 83.03.03.3--. ეს ორი ნაკვეთი არის ერთმანეთის მომიჯნავე.

 

2002 წელს, ტა-----–---–-–-----------ის ძმის (მამის კომლში დარჩენილი ერთადერთი შვილის) აწ გარდაცვლილი ვი-–--------–-----------ის სახელზეც დარეგისტრირდა ორი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდებით: 83.03.03.--- და 83.03.03.5--. ამ შემთხვევაში რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა საგადასახადო სია N811. ეს ნაკვეთებიც განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ.

 

როგორც ტა-----–---–-–-----------ის, ასევე მისი ძმის ვი-–--------–-----------ის სააღრიცხვო ბარათშიც დაშვებული იყო შეცდომა სახელებში. ტარიელის ნაცვლად ფიქსირდებოდა ვი-–----, ვილაიატის ნაცვლად კი - ფილიატი. თუმცა ამ შეცდომების მიუხედავად, ორივე ძმას თავიანთი კუთვნილი ბარათები შენახული ჰქონდათ და არცერთ მათგანს არ აღმოუჩენია შეცდომა და არც მათ გამოსწორებაზე არ უფიქრიათ.

 

მიწის ნაკვეთების ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშრებით საზღვრების დაზუსტების მიზნით, 2013 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს. საჯარო რეესტრმა შეაჩერა საქმის წარმოება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით და შემდეგ 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით წარმოება შეწყდა. ტა-----–---–-–-----------ს დაზუსტებაზე უთხრეს უარი იმ მოტივით, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტებში, ასევე ძველ ჩანაწერში ფიქსირდებოდა სახელის სხვაობა და ვერ ხდებოდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში განმცხადებლის იდენტიფიკაცია. მოსარჩელე, როდესაც დოკუმენტების გამოსწორება დაიწყო, დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არამარტო სააღრიცხვო ბარათებში, არამედ მის პირად დოკუმენტებშიც შეცდომით იყო დაფიქსირებული ზოგ შემთხვევაში სახელი, ზოგ შემთხვევაში კი გვარი და დაბადების თარიღიც კი. კერძოდ, მისი სახელი ოთხი ინტერპრეტაციით ფიქსირდებოდა: ტარიერ, ვილაიატი, ვილიარ, ტარიელ, ხოლო გვარი კი ალახვერდიევი და ალლახვერდიევი.

 

პირადი დოკუმენტაციის გასწორების შემდეგ, 2015 წელს ტა-----–---–-–-----------მა უკვე სააღრიცხვო ბარათის კუთვნილების დადგენის მიზნით მიმართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. ძმის - ფილაიატის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები შეეცადნენ ბიძის ქონება საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინათ. მოპასუხეების მამას - ვი-–--------–-----------ს სისტემური აღრიცხვით საკუთრებაში პირველადი რეგისტრაციით ერიცხებოდა ორი მიწის ნაკვეთი. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საგადასახადო სია N811. ვინაიდან, არცერთ მოპასუხეს არ ჰქონდა ელ. ვერსიით დაზუსტებული ნახაზები, მოპასუხეებმა ამზომველი შეცდომაში შეიყვანეს და ისე დაახაზინეს, როგორც საკუთარი. კერძოდ: თავიანთი ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც სულ 234 კვ.მ. იყო გაუერთიანეს ტა-----–---–-–-----------ის მიწის ნაკვეთს და ბევრად მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის ნახაზი წარადგინეს საჯარო რეესტრში. როდესაც ტა-----–---–-–-----------მა აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო მოპასუხეების საკუთრებად, იმავე წელს მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით და მოითხოვა შეცდომით განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ამის შემდეგ, მოპასუხეებმა მიმართეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ არ ესწრებოდნენ სხდომას. სასამართლომ გადაწყვეტილება ბათილად ცნო და მიუთითა მხარეებს სასარჩელო წარმოების აღძვრის უფლებაზე.

 

ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ნახაზი გაკეთებული აქვთ თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისაგან 80 მეტრის მოშორებით, რომელიც თანხვედრაშია ტა-----–---–-–-----------ის მიწის ნაკვეთთან. მოპასუხეები, საჯარო რეესტრში განხორციელებული არასწორი რეგისტრაციის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ყველა ქონება, მითითებული ოთხ სააღრიცხვო ბარათში ეკუთვნით მათ, რაც არღვევს მოსარჩელის ინტერესს.

 

ამდენად, არსებობს ოთხი სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე არსებული 4 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდებით: 83.03.03.--- და 83.03.03.5--, ასევე 83.03.03.3-- და 83.03.03.3--. საკადასტრო კოდებით: 83.03.03.--- და 83.03.03.5-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ და მდებარეობს სოფლის ერთ-ერთი ჩიხის მარცხენა მხარეს, ხოლო საკადასტრო კოდებით: 83.03.03.3-- და 83.03.03.3-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები არის ასევე მომიჯნავე ნაკვეთები და განთავსებულია ჩიხის მარჯვენა მხარეს. მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 83.03.03.3-- და 83.03.03.3-- ეკუთვნის ტა-----–---–-–-----------ს, თუმცა სააღრიცხვო ბარათებში მისი სახელი არის შეცდომით დაფიქსირებული და ნაცვლად ტარიელისა - მითითებულია ვი-–----ი. საკადასტრო კოდებით: 83.03.03.--- და 83.03.03.5-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის მოპასუხე მხარეს. ამ სააღრიცხვო ბარათებშიც მესაკუთრის სახელი, ისევე როგორც მოსარჩელის შემთხვევაში დაფიქსირებულია შეცდომით და ნაცვლად ვილაიატისა, მითითებულია ფილიატი. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემი ორგანო ნამდვილად უშვებდა შეცდომებს, რასაც ბოროტად იყენებენ მოპასუხეები.

 

2013 წლის 16 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ არც ვი-–----ი და არც მისი კომლი არ არსებობს, განსხვავებით ტა-----–---–-–-----------ისაგან. გარდა ამისა, ფაქტის სხვა წესით დადგენა შეუძლებელია, რადგან არც მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და არც შემოსავლების სამსახურში, სააღრიცხვო ბარათების საფუძვლად მითითებული საგადასახადო სიები არ ინახება (იხ. სარჩელი);

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ კომლიდან გამოყოფის შემდეგ მამის კომლიდან ტა-----–---–-–-----------ს მიწის ნაკვეთი არ გადასცემია. მიწის ნაკვეთი, რომლის მისაკუთრებასაც ცდილობს ტა-----–---–-–-----------ი, საკომლო წიგნების ჩანაწერითა და სისტემური რეგისტრაციით ეკუთვნის აწ. გარდაცვლილ ვილაიატ ალლხვერდიევის ოჯახს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს არა ტა-----–---–-–-----------ის სახლის წინა მხარეს, არამედ უკანა მხარეს. ვილაიატ ალლახვერდიევის სიცოცხლეში, მისი თანხმობით მან კუთვნილი 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუთმო ძმას ტა-----–---–-–-----------ს, სადაც მან ააშენა საცხოვრებელი სახლი.

 

მოპასუხეთა განმარტებით, 2002 წლის 11 ივლისს, ტა-----–---–-–-----------ის სახელზე გაიცა N83.03.04.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1456 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მან დაარეგისტრირა დაზუსტებული მონაცემებით და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ს/კ 83.03.16.6--. ხოლო 2002 წლის 11 ივლისს შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებით კი ვილაიატ ალლახვერდიევის საკუთრებაში დარეგისტრირდა საკომლო წიგნებში მისი ოჯახის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ს/კ 83.03.03.3-- და ს/კ 83.03.03.3--, საიდანაც ვი-–--------–-----------მა ტა-----–---–-–-----------ს სახლის ასაშენებლად დაუთმო ს/კ 83.03.03.3-- რეგისტრირებული 500 კვ.მ. მიწის ფართობი (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტა-----–---–-–-----------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ, სახელდობრ იმის თაობაზე, რომ მიწის სააღრიცხვო ბარათები (განაცხადის რეგისტრაციის N18686/2002, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3-- და განაცხადის რეგისტრაციის N18687/2002, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3--) გაცემული ალახვერდიევ ვილაიარ ალახიარ ოღლის სახელზე, ნამდვილად ეკუთვნის განმცხადებელს ტა-----–---–-–-----------ს, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.10.2015წ. გადაწყვეტილება

 

3.1.2. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვუსალ ალახვერდიევის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ტა-----–---–-–-----------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.02.2017წ. განჩინება

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.05.2017წ. განჩინება

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხეები არიან მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ძმის ვი-–--------–-----------ის მემკვიდრეები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ, 2013 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონულ არქივში დაცულ მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თა--------ის 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ვილაიარ ალახიარ ოღლი ალახვერდიევის კომლის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა

 

3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ, 2015 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონულ არქივში დაცულ მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თა--------ის 1973-1975 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ალლახიარ ალლახვერდიევი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ცოლი - ტამაშა ა. ვერდიევა; შვილი - იაგუნ ალახიარ ა. ვერდიევ; შვილი - სტამბულ ა. ვერდიევ; შვილი - ტარიელ ალლახიარ ა. ვერდიევ; შვილი - ვილაიატ ალლახვერდიევ; რძალი - ასიამაგამედ ა. ვერდიევა; შვილიშვილი - საბირ იაგუბ ოგ. ალლახვერდიევ. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართი მითითებული არ არის, გაკეთებულია გაურკვეველი ჩანაწერი) და 1973 წლის პირველი იანვრიდან 1974 წლის პირველ იანვრამდე 035 ჰა. 1974 წლის პირველი ივლისიდან 1975 წლის პირველი ივლისის ჩათვლით 0,29 ჰა მიწის ფართობი.

მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თა--------ის 1976-1979 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ალლახიარ ალლახვერდიევი ახვერდი ო. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ცოლი - ტამაშა პაშა ალლახვერდიევა; შვილი - ახვერდი ალლახიარ ალლახვერდიევ; შვილი - სტამბულ ალლახიარ ო ალლახვერდიევი (გამოეყო კომლს); შვილი - ტა-----–---–-–-----------; შვილი - ვილაიატ ალახიარ ოღ. ალლახვერდიევ; რძალი - საკინა ჯავატ ალლახვერდოვა მამედოვა (გამოეყო კომლს); შვილიშვილი - ვუგარ სტამბულ ოგ ალლახვერდიევ (გამოეყო კომლს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1974 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართი მითითებული არ არის, გაკეთებულია გაურკვეველი ჩანაწერი) და 1976-1979 წლებში 0,29 ჰა მიწის ფართობი.

მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თა--------ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ალლახიარ ალლახვერდიევი ახვერდი. კომლის შემადგენლობაში იირიცხებიან:

ცოლი - ტამაშა პაშა კზი ა. ვერდიევა;

შვილი - ახვერდი ალლახიარ ა. ვერდიევ;

შვილი - ტარიელ ა. ვერდიევ;

შვილი - ვილაიატ ალლახიარ ა. ვერდიევ

რძალი - რახილა გუსეინგულუ მამედოვა

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1980 წელს ორი ოთახი 50 კვ.მ; საცხოვრებელი სახლი (აგების წელი მითითებული არ არის) და 1980 წლის პირველი იანვრიდან - 1982 წლის პირველ იანვრამდე 029 ჰა, ხოლო 1982 წლის პირველ ივნისს 0,24 ჰა მიწის ფართობი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა

 

3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ, 2015 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად, აღმოსავლეთის რეგიონულ არქივში დაცულ მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თა--------ის 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ტა-----–---–-–-----------ი. მონაცემები საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა

 

3.1.8. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის 2015 წლის 07 მაისის წერილის თანახმად, სოფელ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არ ინახება გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია. ამასთან, ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცული ზონარგაყრილ წიგნში არ არის დაფიქსირებული ვილაიარ ალახიარ ოღლი ალახვერდიევი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.05.2015წ. მიმართვა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2002 წელს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, მარნეულის რაიონში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3--, ფართობი: 0,074 ჰა, მითითებულია ვი-–-------–-----------ი ალახიარ ოღლი. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი, მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია N571.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი

 

3.2.2. 2002 წელს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, მარნეულის რაიონში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3--, ფართობი: 0,050 ჰა, მითითებულია ვი-–-------–-----------ი ალახიარ ოღლი. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი, მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია N571.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი

 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ტა-----–---–-–-----------ი სხვა პირებთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია N83.03.03.3-- საკადასტრო კოდით რიცხული 0,050 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს ახალი საკადასტრო კოდი: 83.03.22.083. საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებულია: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N571; საარქივო ცნობა NAA2013038206-03, დამოწმების თარიღი 24.09.2013.

 

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და ეკუთვნის ტა-----–---–-–-----------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. 2002 წელს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, მარნეულის რაიონში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: 83.03.03.5--, ფართობი: 0,148 ჰა, მითითებულია ფილიატ ალახვერდიევი ალახიარ ოღლი. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი, მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია N811.

 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, N83.03.03.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან: აი---------–-----------ა, არ-------–-----------ა, ვუსალ ალახვერდიევა და რანა ნაგიევა. მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო კოდია: 83.03.22.1--. საკუთრების საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია N811.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.2.4. 2002 წელს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, მარნეულის რაიონში, სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: 83.03.03.---, ფართობი: 0,234 ჰა, მითითებულია ფილიატ ალახვერდიევი ალახიარ ოღლი. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი, მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია N811.

 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, N83.03.03.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან: აი---------–-----------ა, არ-------–-----------ა, ვუსალ ალახვერდიევი და რანა ნაგიევა. მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო კოდია: 83.03.22.1--. საკუთრების საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია N811.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.2.5. სააღრიცხვო ბარათებზე დართული საკადასტრო რუკების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3-- და მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3-- განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკების მიხედვით ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 83.03.03.5-- და მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 83.03.03.--- ასევე განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათები

- საკადასტრო რუკები

 

3.2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული დასკვნის მიხედვით, მარნეულის რაიონში, სოფელ თაზაკენდში 2002 წლის 11 ივლისს გაცემული N83.03.03.--- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე ასახული 0,234 ჰა მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მის მახლობლად არსებული ნაკვეთების ადგილმდებარეობის, მათზე ასახული ნომრებისა და აღნიშნული ნომრების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდიდან მიღებული ინფორმაციის (რეგისტრირებული მონაცემების) გათვალისწინებით განსაზღვრული N83.03.03.--- საკადასტრო კოდით აღრიცხული 0,234 ჰა მიწის ნაკვეთის მდებარეობა (ტერიტორია), მნიშვნელოვნად განსხვავდება N83.03.22.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობისგან (ტერიტორიისგან). კერძოდ, დაშორება ტერიტორიებს შორის შეადგენს დაახლოებით 80 მეტრს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა

 

3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიწის (უძრავი ქონების) უფლების დამდგენი დოკუმენტები - 2002 წლის 11 ივლისს გაცემული სააღრიცხვო ბარათები: ს/კ 83.03.03.3-- და ს/კ 83.03.03.3--, ეკუთვნის ტა-----–---–-–-----------ს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (https://naprweb.reestri.gov.ge/#/view/12705920 ) დაცული ინფორმაციით დგინდება, რომ ტა-----–---–-–-----------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს 83.03.03.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგინდა ზედდება N83.03.22.1-- (წინა ნომერი: 83.03.03.---) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ამდენად, მხარეთა შორის სადავოა, უძრავი ქონების, როგორც უფლებრივი, ასევე ამ ქონებების ფაქტობრივი მდგომარეობაც. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N83.03.03.3-- ეკუთვნის მას N571 საგადასახადო სიის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ ტა-----–---–-–-----------ის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია N83.03.03.1--, ნაკვეთის წინა ნომერი: 83.03.03.---, წარმოადგენს მის საკუთრებას. თუმცა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვთ N811 საგადასახადო სიის საფუძველზე. ამასთან, მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ N571 საგადასახადო სიის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკდასტრო კოდით 83.03.03.3--, რომელზეც განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ტა-----–---–-–-----------ს. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკებით კი დგინდება, რომ N3-- და N3-- მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მომიჯნავე ნაკვეთებს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურებულია, რომ N83.03.03.--- საკადასტრო კოდით აღრიცხული 0,234 ჰა მიწის ნაკვეთის მდებარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება N83.03.22.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობისაგან. საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ მხარეები წარმოადგენენ სხვადასხვა კომლის წევრებს, შესაბამისად, სააღრიცხვო ბარათების საფუძვლად მითითებული საგადასახადო სიებიც განსხვავდება. ადგილზე დათვალიერების ოქმით კი დგინდება, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების საცხოვრებელ სახლებს ჰყოფს სამანქანე გზა და განთავსებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მოსაზრება, სააღრიცხვო ბარათების, ერთი და იგივე პირისადმი კუთვნილების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

 

მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი დადასტურებულია ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეების - სტამბულ ალახვერდიევის, ბაირამ მეხრალიევის, აბილ ალახვერდიევისა და ბახრამ ალახვერდიევის ჩვენებებით. კერძოდ, მათი ჩვენებით დგინდება, რომ ტა-----–---–-–-----------ს სადავო მიწის ნაკვეთები გადასცეს მშობლებმა 1978 წელს და მას შემდეგ ფლობს მოსარჩელე მხარე (იხ.18.05.2018წ.სხდომის ოქმი).

 

რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ტა-----–---–-–-----------ის ოჯახი N350 საგადასახადო სიის საფუძველზე ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს, მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი თა--------ი, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული სადავო სააღრიცხვო ბარათების მესაკუთრედ, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვი-–-------–-----------ის სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათების კუთვნილების ფაქტის დადგენის მოთხოვნით მოპასუხეებს შეგებებული სარჩელით სასამართლოსთვის არ მოუმართავთ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სადავო სააღრიცხვო ბარათები, მოპასუხეთა მიერ არც საჯარო რეესტრში ყოფილა წარდგენილი მათ სახელზე არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად. მოპასუხეთა მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების საფუძვლად წარდგენილი იქნა ფილიატ ალახვერდიევის სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათები და ტა-----–---–-–-----------ის მიერ სარჩელით მომართვამდე, მოპასუხეებს ინტერესი სადავო სააღრიცხვო ბარათების მიმართ არცერთ ეტაპზე არ გამოუვლენიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათები

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. 18.05.2018წ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ტა-----–---–-–-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 311-ე, 312-ე, 316-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;

 

ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტა-----–---–-–-----------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ, სახელდობრ იმის თაობაზე, რომ მიწის სააღრიცხვო ბარათები (განაცხადის რეგისტრაციის N18686/2002, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3-- და განაცხადის რეგისტრაციის N18687/2002, საკადასტრო კოდით: 83.03.03.3--) გაცემული ვილიარ ალახვერდიევ ალახიარ ოღლის სახელზე, ნამდვილად ეკუთვნის განმცხადებელს ტა-----–---–-–-----------ს, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი.

 

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვუსალ ალახვერდიევის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ტა-----–---–-–-----------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

მოხმობილი ნორმის მიხედვით, უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას, აღიძვრება დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას, დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებული არიან საქმის სწორად გადაწყვეტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისთვის აუცილებელი წინაპირობები, რაც იძლევა წარმოდგენილი მოთხოვნის სასარჩელო წარმოების წესით განხილვის საკმარის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ტა-----–---–-–-----------ის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან, კანონი ამ ფაქტს უკავშირებს მისი ქონებრივი უფლების წარმოშობას, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს, საბუთში არსებული ხარვეზის გამო, უფლების დამდგენი საბუთის მისდამი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ შესაძლებლობა ექნება, კანონით დადგენილი წესით სადავოდ გახადოს მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები და მოითხოვოს უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.

 

სსსკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;

 

„აღნიშნული ქცევის წესიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული“ (იხ. სუსგ Nას-741-702-2015). განმცხადებელი ითხოვს უფლების დამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომელშიც მისი სახელი აღნიშნულია არასწორად (მითითებულია ,,ვი-–----“, ნაცვლად სახელისა - ,,ტარიელ“). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტების პირისადმი კუთვნილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ტა-----–---–-–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 240 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდნეობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს არ გამოუყენებია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ტა-----–---–-–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უფლების დამდგენი დოკუმენტების, სახელდობრ: 2002 წლის 11 ივლისს გაცემული N18687/2002 და N18686/2002 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების (გაცემული მარნეულის რაიონი, სოფელ თა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, შემდეგი საკადასტრო კოდებით: 83.03.03.3-- და 83.03.03.3--), ტა-----–---–-–-----------ისადმი (პირადი ნომერი: 2----------) კუთვნილების შესახებ, რომელშიც მესაკუთრედ მითითებული პირის სახელი ,,ვი-–-------–-----------ი“, არ ემთხვევა მოსარჩელის, ტა-----–---–-–-----------ის პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელს.

 

3. მოპასუხეებს ვუსალ ალახვერდიევს, აი---------–-----------ას და არ-------–-----------ას მოსარჩელე ტა-----–---–-–-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 240 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოსარჩელე ტა-----–---–-–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე