გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №( 2/87-18) 090210618002537395
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.11. 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე
განმცხადებელი - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – თ----- ფ---------
მოთხოვნის არსი - ქონების უპატრონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.განმცხადებლის მოთხოვნა:
სსიპ შემოსავლების სამსახური განცხადებით მოითხოვს ცნობილ იქნეს უპატრონოდ ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებული მოძრავი ქონება - ი/მ დ----- აბუთიძის (ს/ნ 0----------) მიერ მიტოვებული 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა.
განმცხადებელი თავისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ, 2018 წლის 15 ივნისს, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-1 და 11 ნაწილების საფუძველზე, შედგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები NCB892937 და NCB892915, რომლის შესაბამისადაც, სამართალდამრღვევ პირს, ი/მ დ----- ა--------ს (ს/ნ 0----------), სანქციების სახით, განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სსკ-ის 286-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა სსკ-ის 286-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
ი/მ ,, დ----- აბუთიძის’’ (ს/ნ 0----------) სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მაისის N21-12/62836 წერილისა და 2018 წლის 16 მაისის ,, ქონების მიბარების აქტის’’ საფუძველზე, დროებითი შენახვის მიზნით, განთავსებული იქნა ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე (მის: სამტრედია, აღმაშენებლის VI ჩიხი N1).
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 25 მაისის N45003/05/18 დასკვნისა და ამავე დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის N59051 –21–12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ი/მ ,, დ----- აბუთიძის’’ კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალა ჯამში გამოვიდა 1.43მ3 საბაზრო ღირებულებით 143,47 ლარი, რომელიც გაშიფრულია ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1 – ში, აქედან 0,25 მ3 გამოვიდა წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული და ჩამოუგანავი სხვადასხვა ზომის ფიცარი და ძელაკი საბაზრო ღირებულებით 96.5 ლარი, რაზეც სსკ –ის 286 –ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით და საქონელი ჩამოერთვა, ხოლო 1,18 მ3 გამოვიდა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი საბაზრო ღირებულებით 47.2 ლარი და დაექვემდებარა გადამხდელისათვის დაბრუნებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 15 ივნისს, ი/მ დ----- ა--------ს ჩამოერთვა ახსნა – განმარტება სადაც განმარტა, რომ 1.18მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, რის გამოც, მან უარი განაცხადა აღნიშნული ნარჩენის უკან დაბრუნებაზე.
საქონლის მესაკუთრე უარს აცხადებს მის საკუთრებაში არსებულ 1.18მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენზე, აღნიშნული საქონელი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დროებით განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე .
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ, 2018 წლის 15 ივნისს, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-1 და 11 ნაწილების საფუძველზე, შედგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები NCB892937 და NCB892915, რომლის შესაბამისადაც, სამართალდამრღვევ პირს, ი/მ დ----- ა--------ს (ს/ნ 0----------), სანქციების სახით, განესაზღვრა ფულადი ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით სსკ-ის 286-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა სსკ-ის 286-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები NCB892937 და NCB8929151
2.1.2. ჩამორთმეული საქონელი, 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მაისის N21-12/62836 წერილისა და 2018 წლის 16 მაისის ,,ქონების მიბარების აქტის’’ საფუძველზე, დროებითი შენახვის მიზნით, განთავსებული იქნა ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 მაისის მონიტორინგის სამმართველოს წერილი
–2018 წლის 16 მაისის ქონების მიბარების აქტი
- ექსპერტიზის დასკვნა
2.1.3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 25 მაისის N45003/05/18 დასკვნისა და ამავე დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის N59051 –21–12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ი/მ ,, დ----- აბუთიძის’’ კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალა ჯამში გამოვიდა 1.43მ3 საბაზრო ღირებულებით – 143,47 ლარი, რომელიც გაშიფრულია ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1 – ში, აქედან 0,25 მ3 გამოვიდა წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული და ჩამოუგანავი სხვადასხვა ზომის ფიცარი და ძელაკი საბაზრო ღირებულებით 96.5 ლარი, რაზეც სსკ –ის 286 –ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით,საქონლის ჩამორთმევით, ხოლო 1,18 მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი საბაზრო ღირებულებით – 47.2 ლარი დაექვემდებარა გადამხდელისათვის დაბრუნებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის
სამმართველოს 2018 წლის 25 მაისის N45003/05/18 დასკვნა
– 2018 წლის 04 ივნისის N59051 –21–12 სამსახურებრივი ბარათი
2.1.4. 2018 წლის 15 ივნისს, ი/მ დ----- ა--------ს ჩამოერთვა ახსნა – განმარტება, სადაც განმარტა, რომ 1.18მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, რის გამოც, მან უარი განაცხადა მის საკუთრებაში არსებულ 1.18მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე – მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის უკან დაბრუნებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ დ----- აბუთიძის ახსნა-განმარტება
2.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურს სურვილი აქვს აღნიშნული მასალა აღიარებული იქნას უპატრონოდ და საკუთრებაში გადაეცეს სსიპ შემოსავლების სამსახურს, რისთვისაც განცხადებით მომართა სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება.
2.1.6. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში უპატრონოდ ასაღიარებელი ხის მასალის ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინფორმაცია გამოქვეყნდა სსიპ ,,საქართველოს საკანონდებლო მაცნე“-ში. ამავე განჩინებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ თუ მათ გააჩნიათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ, განაცხადონ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ.ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N13) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
2.1.7. ინფორმაცია სსიპ ,,საქართველოს საკანონდებლო მაცნე“-ში გამოქვეყნდა 2018 წლის 25 ივლისს, ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებული მოძრავი ქონების - ი/მ დ----- აბუთიძის (ს/ნ 0----------) მიერ მიტოვებული 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის შესახებ, სასამართლოსათვის არავის არ მოუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სსიპ ,,საქართველოს საკანონდებლო მაცნე“-დან
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ გააანალიზა დადგენილი გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ უპატრონოდ უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ შემოსავლების სამსახურს საკუთრებაში გადაეცეს ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებული მოძრავი ქონება - ი/მ დ----- აბუთიძის (ს/ნ 0----------) მიერ მიტოვებული 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ,,ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ, სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ, 3 თვის განმავლობაში, დღიდან პუბლიკაციისა;
სასამართლომ იხელმძღვანელა, რა ზემოთ აღნიშნული მუხლით, 2018 წლის 16 ივლისს მიიღო განჩინება საკანონმდებლო მაცნეში უპატრონოდ ასაღიარებელი ხის მასალის შესახებ, ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე. ინფორმაცია გამოქვეყნდა სსიპ ,,საქართველოს საკანონდებლო მაცნე“-ში. ამავე განჩინებით, დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ თუ მათ გააჩნდათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვდა შემოსავლების სამსახური, შეეძლოთ თავიანთი უფლებების შესახებ განეცხადებიათ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N13) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა. მითითებულ ვადაში, ქონებაზე პრეტენზია არავის განუცხადებია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლით ,,თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, ნივთის მფლობელობას მიატოვებს”.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ხის მასალა სსიპ შემოსავლების სამსახურის მფლობელობაშია. მასზე უწინდელმა მესაკუთრემ უარი თქვა. მას აღარ მოუკითხავს ხის მასალის ბედი და არც სასამართლოში არ განუცხადებია ამ ნივთების მიმართ პრეტენზია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.
სასამართლო საქმეზე შეკრებილ, ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და განმცხადებლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განცხადებაში მითითებული ქონების, კერძოდ, ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებული მოძრავი ქონება - ი/მ დ----- აბუთიძის (ს/ნ 0----------) მიერ მიტოვებული 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალაზე მფლობელობას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური. ხის მასალის მესაკუთრეების დასადგენად გაწეულია ყველა ზომა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ დადგინდა მათი მესაკუთრის ვინაობა. მესაკუთრეებს ამ ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის არ მოუმართავთ, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ ქონებას არ ყავს მესაკუთრე და ეს ქონება მესაკუთრის მიერ მიტოვებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ხის მასალაზე საკუთრების უფლება, რის გამოც, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით უდავო წარმოების საქმეზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს – 50 ლარს. საქ. სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე” პუნქტით ქონების უპატრონოდ ცნობის საქმე უდავო წარმოების საქმეს განეკუთვნება. შესაბამისად, საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა – 50 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 310-ე, 311-ე, 313-316-ე, 337-ე, 338-ე, 341-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2.ცნობილ იქნეს უპატრონოდ, ქ. სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებული მოძრავი ქონება - ი/მ დ----- აბუთიძის (ს/ნ 0----------) მიერ მიტოვებული 143.7 ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა და საკუთრებაში გადაეცეს სსიპ შემოსავლების სამსახურს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს – 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე