განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2019
საქმის ნომერი
330310018002752063
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002752063

საქმე N3ბ/2047-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ილონა თოდუა

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენლები - ი-------–---–---, ლ----------–---, გ------–--–----–---–-, მ--------------;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა-–---------–-------;

წარმომადგენელი - ს--–-------–-–---–-;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. 2----–-–----------------ს ა-–---ი ა---–------ს, როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №------ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზუნველეყო მოქალაქე ა-–---------–-------ს პირადი დაცვა პ---–-–------------------–-----ი ი-----------ის საშტატო ერთეულით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით თვეში 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მეორე და მესამე მუხლები).

 

მტკიცებულება: 2----–-–---------------ის N------ ხელშეკრულება (ს.ფ. 13-14).

 

2.2.2. 2----–-–----------------ს, ა-–---ი ა---–------ს, როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №------ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დეპარტამენტის მხრიდან "დამკვეთის" დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დეპარტამენტს დროებით სარგებლობაში გადაეცა "დამკვეთის" საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (სატრანსპორტო საშუალების მოდელი - M-----------------"; სატრანსპორტო საშუალების ფერი - შ---; სატრანსპორტო საშუალების გამოშვების თარიღი - 2----–--–-; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო N-----------------; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - A-------), ხოლო "დამკვეთმა" იკისრა შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება თვეში 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლები). აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეთა 2----–-–--------------–ის ურთიერთშეთანხმებით შეტანილი ცვლილების მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურად 1700 ლარი განისაზღვრა.

 

მტკიცებულება: 2----–-–---------------ის N------ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17).

 

2.2.3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–----------------ის N------- ბრძანებით ა-–---------–-------ს პირადი დაცვის უ-–------ ი-----------ის თანამდებობაზე პ---–-–------------ მ---------–--------------------- დაინიშნა.

 

მტკიცებულება: თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება (ს.ფ.22-23).

 

2.2.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–----------------ის N------- ბრძანებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა (M-----------------", შ---, სატრანსპორტო საშუალების გამოშვების თარიღი - 2----–--–-, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო N-----------------, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - A-------) მიემაგრა ფ---–-------------------------------------------------------------------------–----------------–-------------------–------------------------–---------------ის, მოქალაქე ა-–---------–-------ს პირადი დაცვის ი----------- მ----------------ეს.

 

მტკიცებულება: დ------------------–----–---------–-----–-----------------------–----–-----------------–------ ბრძანება (ს.ფ.24).

 

2.2.5. 2----–-–---------------–ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა ა-–---------–-------ს მინდობილი პირის მ-------------ის განცხადებები ა-–---ი ა---–------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული N------ და N------ ხელშეკრულებების შეწყვეტის მოთხოვნით.

 

მტკიცებულება: განცხადებები (ს.ფ.100-104).

 

2.2.6. 2-----–-–--------------–- მ---------------- და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა N---- ურთიერთშეთანხმება, რომლის მიხედვით, "დეპარტამენტმა" მოქალაქე ა-–---------–-------ს მინდობილ პირს დაუბრუნა დროებით სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა (M-----------------", შ---, სატრანსპორტო საშუალების გამოშვების თარიღი - 2----–--–-, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო N-----------------, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - A------).

 

მტკიცებულება: 2----–-–------------–ის N---- ურთიერთშეთანხმება (ს.ფ.18).

 

2.2.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოიციის დეპარტამენტმა 2----–-–----------------------–-–---------- ჩათვლით პერიოდში ა-–---------–-------ს მიმართ შეასრულა პირად დაცვასა და ავტომანქანით მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულება.

 

სარჩელზე დართული მტკიცებულების მიხედვით, მითითებულ პერიოდში ა-–---------–-------ს პირადი დაცვის ი-----------ად მ----------------ე იყო დანიშნული და მასვე მიემაგრა ა-–---------–-------ს კუთვნილი ავტომანქანა (პუნქტი 3.3 და 3.4), თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას მ----------------ემ განმარტა, რომ მას ა-–---------–------- ერთხელაც არ უნახავს (2019 წლის 22 თებერვლის სხდომის ოქმი, 18:00:24-18:04:00), მოწმის სახით დაკითხვისას მ-------------ემ კი განმარტა, რომ ა-–---------–-------ს მძღოლად მუშაობს, ყოველდღე ემსახურება მას იმ ავტომანქანით, რომელიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე იყო გაფორმებული და არ იცნობს მ----------------ეს (2019 წლის 22 თებერვლის სხდომის ოქმი, 18:06:32-18:19:20).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებიდან’’ გამომდინარე, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სასამართლოს მიერ მითითებული იქნა დადგენილ გარემოებაზე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ა-–---ი ა---–------ს შორის ურთიერთობა 2----–-–---------------ის N------ და 1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ის N------ და 1----- ხელშეკრულებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იკისრა ვალდებულება, ა-–---------–-------ს მიმართ განეხორციელებინა პირადი დაცვის და ავტომანქანის მომსახურების ვალდებულება, ა-–---ი ა---–------მა კი იკისრა ვალდებულება, გადაეხადა მითითებული მომსახურების საფასური.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------------–-–---------- ჩათვლით პერიოდში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ა-–---------–-------ს მიმართ არ შუსრულებია ხელშკრულებებით გათვალისწინებული მომსახურება, რის გამოც მას არ გააჩნია უფლება, მოითხოვოს შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ საქმეზე არსებული მტკიცებულებები და გარემოებები არ შეაფასა სწორად და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, ხოლო ,,დამკვეთმა“ არ შეასრულა ხელშეკრულება ჯეროვნად, რაც გამოიხატა მომსახურების საფასურის არასრულად დაფარვაში, რის გამოც მხარეთა შორის 2----–-–------------–--------- უერთიერთშეთანხმების საფუძველზე შეყწდა ხელშეკრულება და ა-–---ი ა---–------ს უკან დაუბრუნდა სატრანსპოროტო საშუალება. შესაბამისად, აპელანტი განმარტავს, რომ ა-–---------–-------ს სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარგებლობით მომსახურების დავალიანებამ შეადგინა 8020 ლარი. ხოლო პირადი დაცვის მომსახურების დავალიანებამ - 6000 ლარი, რაც ჯამში 14020 ლარს შეადგენს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დამყარებულია მხოლოდ ერთ გარემოებაზე - მ----------------ის ჩვენებაზე, რომ ა-–---------–------- ერთხელაც არ უნახავს, რაც არასწორად მიაჩნია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ა-–---ი ა---–------ს მომსახურება მიეწოდებოდა 2-----–-–-------------–-----, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისიწნებული მომსახურების დარიცხვაც კანონიერად ხდებოდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (N. 2), §§38-42).

 

4.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინეული მომსახურების დარიცხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2----–-–---------------ის N------ და 1----- ხელშეკრულებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იკისრა ვალდებულება ა-–---------–-------ს მიმართ განეხორციელებინა პირადი დაცვის და ავტომანქანის მომსახურების ვალდებულება, ა-–---ი ა---–------მა თავის მხრივ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა მითითებული მომსახურების საფასური.

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმავალი ნების გამოხატვის შედეგად და დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

პალატა განმარტავს, რომ ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; ცალსახაა, რომ 2----–-–----------------------–-–---------- ჩათვლით პერიოდში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ა-–---------–-------ს მიმართ არ შუსრულებია ხელშკრულებებით გათვალისწინებული მომსახურება, რის გამოც მას არ გააჩნია უფლება, მოითხოვოს შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო შესაგებელეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშრებითაც, რომ მხარეთა შორის 2----–-–------------------ დადებული #1----- ხელშეკრულება შეწვეტილი იქნა 2----–-–----------ში ა-–---------–-------ს წარმომადგენლის მიერ. ა-–---------–-------ს სახელით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარედგინა განცხადება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

ყოველივე გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოტივაცია არ ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აპელანტის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა