გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002710597
N2/1227-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.12.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -შპს ”ვ----------------------ი”,მოსარჩელის წარმომადგენელი- და------------ი, გრ-----–---------ძე,მოპასუხე- გი-----------–აძე,დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე გი-----------–აძეს დაეკისროს შპს ვ----------------------ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ორგანიზციის წარმომადგენლის და------------ის განმარტებით 2016 წლის 22 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვითი მომსახურების თაობაზე, რომელიც შეწყდა მხარეთა შეთანხმებით 2017 წლის 1 ნოემბერს. შეწყვეტის შეთანხმებაშივე გნისაზღვრა დავალიანება 100 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, არაერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, მოპასუხე მხარე არ იხდის დავალიანების თანხას. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გია ბუჭულაძის განმარტებით მას დავალინება მოსარჩელე ორგანიზაციისადმი არ ერიცხება. ნაღდი ანგარიშწორებით ახდენა თანხის გადახდას მოსარჩელე ორგანიზაციისადმი. მისი განმარტებით თუ დავალიანება ქონდა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში უნდა მოეთხოვა მხარეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებებ არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქმეშია 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულება -შპს ”ვ----------------------სა” და გი-----------–აძეს შორის ობიექტის დაცვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 13-5).
3.2.2.საქმეშია ბუღალტრული ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, სადაც დაფიქირებულია საბოლოო ნაშთი 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბუღალტრული ანგარიში (იხ. ს.ფ. 17).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მიაჩინია, რომ მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
6.3. 317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...
როგორც დადგენილია მხარეთა შორის დადებულ იქნა დაცვის მომსხურების შესახებ ხელშეკრულება.
6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მულხის მეორე ნაწილი ითვალისწინებს მტკიცებულებების ყოვლმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა.
6.5. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...
კანონის მითითებული ნორმის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. შესრულების ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს არა მარტო მოსარჩელის ვალდებულებას, დროულად შეასრულოს თავის მიერ ნაკისრი ვალდებულება, არამედ- მოპასუხის ვალდებულებასაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
6.6. 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.
სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და დადასტურებულად მიიჩნია რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა, ოქტომბრის თვის- 100 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა და მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ მას გადახდილი აქვს ოქტომბრის თვის საიჯარო ქირა, რომლის მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრებოდა.
სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოპასუხეს: გი-----------–აძეს მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნვეყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ”ვ----------------------ის” მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ი/მ გი-----------–აძეს შპს ”ვ----------------------ის” სასარგებლოს 100 (ასი) ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე ი/მ გი-----------–აძეს შპს ”ვ----------------------ის” სასარგებლოს სახ. ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე