გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002398667
№3-193/18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - სს ,,თიბისი ბანკი“
წარმომადგენლები - ი-------–----ე
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - იო-------------–--ე
დავის საგანი - ქმედების განხორცილების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ 2----–-–-------------- საგადახადო დავალებით მოსარჩელისათვის გადარიცხული 860 ლარისა და 20-1 წლის 24 მაისს №- საგადახდო დავალებით გადარიცხული, 8 170.00 ლარის უკან დაბრუნება.
1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-0 წლის 20 აპრილს გაცემული №2------- სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, შპს ,,ა----“, მა------–--–ს და თე---------------ეს სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლოდ დაეკისრათ, ფულადი თანხის გადახდა. დავალიანების გადახდევინების მიზნით აღსრულება უნდა განხორციელებულიყო თე---------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფა-------- მე-------------9-ში მდებარე, №2------- საცხოვრებელი ბინით (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0--) და გი----------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში ვა-----------------–ის ქ. №8--–- მდებარე უძრავი ქონებით (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0---0-.5--).
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე, №A-------- სააღსრულებო საქმე იყო კერძო აღმასრულებლის, დე---------ის წარმოებაში. სააღსრულებო საქმის კრედოტორს წარმოადგენდა, სს ,,ბანკი რესპუბლიკა“ (ს/კ 204856263), ხოლო მოვალეებს შპს ,,ა---“ (ს/კ, 2--------), გი----------------ე (პ/ნN6----------) და თე---------------ე (პ/ნN6----------).
20-1 წლის 10 მაისს, კერძო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე გამოცხადდა I იძულებითი აუქციონი, მოვალის, გი----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქალაქ ბათუმში, ვა-----------------–ის ქ. №8--–- (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0---0-.5--). ინფორმაცია განთავსდა ვებ გვერდზე www.eauction.ge, განაცხადის №3----, აუქციონის №5--- ლოტის №-.
იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონი დაიწყო 20-1 წლის 10 მაისს, 12:00 საათზე და დასრულდა 20-1 წლის 18 მაისს, 12:02 საათზე (www.eauction.ge; ლოტის №-; აუქციონის №---- განაცხადის №3----); რეალიზაციის ფასი - განისაზღვრა 9030.00 ლარით (აქედან საგარა---იო თანხა - 860.00 ლარი). აუქციონში გაიმარჯვა სს „ბანკი რესპუბლიკამ“, ქონების გაყიდვის ფასი შეადგენდა: 9,030.00 ლარს. აღნიშნული თანხა, 20-1 წლის 24 მაისს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ გადახდილი იქნა სრულად.
აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის მიუხედავად, უცნობი მიზეზების გამო დღემდე არ გაცემულა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულისათვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. ასევე, არ განხორციელებულა აღსრულებული თანხის კრედიტორისათვის გადარიცხვა.
20-6 წლის 25 მარტს, აუქციონის შედეგების გამოცხადებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღა მოეხსნა ქალაქ ბათუმში, ვა-----------------–ის ქ. №8--–- მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0---0-.5--) და იგი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს ,,ბ--------------ს“ (ს.კ. 4--------); ამასთან, ქონებაზე შეწყდა სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაცია.
20-6 წლის 16 ნოემბერს, 20-6 წლის 15 დეკემბერს, 20-7 წლის 1-ელ აგვისტოს და 20-7 წლის 5 ოქტომბერს სს „ბანკი რესპუბლიკამ“ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით და დამატებით წარუდგინა გადახდის ქვითრები. მიუხედავად თანხის დაბრუნების შესახებ ზეპირი დაპირებისა, აღსრულების ბიუროს არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ გაუცია და არც თანხა დაუბრუნებია.
20-7 წლის 8 მაისს მომზადებული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ განხორციელდა სს ,,ბანკი რესპუბლიკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ შერწყმა, რის შედეგადაც, სს „თიბისი ბანკი“ გახდა სრული უფლებამონაცვლე იმ უფლება-მოვალეობებისა, რაც გააჩნდა სს ,,ბანკ რესპუბლიკას“.
იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის ჩატარებისა და თანხის გადახდის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით, კრედიტორის ინტერესს კი წარმოადგენს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლე, სს ,,თიბისი ბანკისთვის“.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო, შემდეგი საფუძვლით:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1 მუხლი ადგენს კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებების ფარგლებს და მათი განხორციელების წესს. კერძო აღმასრულებელი უზრუნველყოფს კრედიტორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სააღსრულებო მომსახურების გაწევას, კერძოდ, ახორციელებს მოვალის ინფორმირებს მის მიმართ დაწყებული წარმოების თაობაზე, მოიძიებს და ახდენს მოვალის აქტივების შეფასებას, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის ქონებაზე იყენებს ყადაღებს. მითითითებული სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებელის შემდგომ მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონი მომსახურების გაწევის მოთხოვნით.
აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოძიებული და დაყადაღებული იქნა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ნივთი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ბიურო ქონების დაყადაღებისას ახდენს ქონების შეფასებას ან ასეთის შეუძლებლობისას ქონების შეფასება ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირის მიერ საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დასკვნის მომზადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავ ქონებაზე მიმდინარე აღსრულება შეჩერდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით გამოყენებული შეზღუდვის- ყადაღის არსებობის გამო და შესაბამისად, მითითებული ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით არ განხორციელებულა.
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცული დოკუმენტაციით, იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის ჩატარება არ დასტურდება, თუმცა მოპასუხე სადავოდ არ ხდის საქმეში წარმოდგენილ, ვებ გვერდი - www.eauction.ge-დან გაკეთებული ამონაწერების სინამდვილეს და რაც შეეხება მოთხოვნილ თანხას, ის დღეის მდგომარეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზეა განთავსებული.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს პოზიციით, სს ,,თიბისი ბანკის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „ბანკი რესპუბლიკას“ სარჩელი დაკმაყოფილდა:
შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბანკი რესპუბლიკასა“ და შპს ,,ა----“ შორის 2006 წლის 12 ივლისს დადებული ,,კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარა---იების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, ამავე მხარეებს შორის 2007 წლის 25 აგვისტოს დადებული №2--- საკრედიტო ხელშეკრულება.
მოპასუხეებს, შპს ,,ა----“ და თე---------------ეს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანება ჯამში 88 500.96 აშშ დოლარის ოდენობით.
დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით:
თე---------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ფა-------- მე-------------9-ში მდებარე 2------- საცხოვრებელი ბინა, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო კოდი; 0-.---3--0--, ზონა ბათუმი, კოდი 0-, სექტორი 2, კოდი 02,კვარტალი 36, ნაკვეთი №0--, ფართობი 943.5 კვ.მ. წილობრივი მონაცემები 179.37, უფლება - საერთო საკუთრება, ფუნქცია - არასასოფლო;
გი----------------ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავი ქონება ბათუმი, კოდი 0-, სექტორი 22, კოდი 22, კვარტალი 36, ნაკვეთი №0---, ფართობი 324 კვ.მ, წილობრივი მონაცემები 24.54, უფლება საერთო საკუთრება, ფუნქცია - არასასოფლო.
მოპასუხეებს, შპს „ა----“ და თე---------------ეს სს „ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 4354.23 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 5806 ლარის ოდენობით გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 20-0 წლის 20 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-0 წლის 20 აპრილის №2------- სააღსრულებო ფურცელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. 20-0 წლის 21 ოქტომბერს, სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, კერძო აღმასრულებლის დე---------ის №A---------008/0-1 მიმართვით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დარეგისტრირება გი----------------ის (პ/N6----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავი ქონება - ბათუმი, კოდი 0-, სექტორი 22, კოდი 22, კვარტალი 36, ნაკვეთი №0---, ფართობი 324 კვ.მ, წილობრივი მონაცემები 24.54, უფლება საერთო საკუთრება, ფუნქცია - არასასოფლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-0 წლის 21 ოქტომბრის №A---------008/0-1 მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. 20-0 წლის 3 დეკემბერს, კერძო აღმასრულებელმა დე---------ემ №1------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, ჯა-----–---------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, მოვალე თე---------------ის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-0 წლის 3 დეკემბრის №1------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.4. 20-1 წლის 23 მარტს, კერძო აღმასრულებელმა, დე---------ემ №A----------------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, №1------- სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების, აუქციონის ჩანიშვნისა და გი----------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
20-1 წლის 10 მაისს, გამოცხადდა I იძულებითი აუქციონი მოვალის, გი----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქალაქი ბათუმი, ვა-----------------–ის ქ. N-- (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0---0-.5--). ინფორმაცია განთავსდა ვებ გვერდზე www.eauction.ge, განაცხადის №:3----, აუქციონის №:5--- ლოტის №--
იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონი დაიწყო 20-1 წლის 10 მაისს, 12:00 საათზე და დასრულდა 20-1 წლის 18 მაისს, 12:02 საათზე (www.eauction.ge; ლოტის №-; აუქციონის №---- განაცხადის №3----); რეალიზაციის ფასი - 9030.00 ლარი (აქედან საგარა---იო თანხა - 860.00 ლარი). აუქციონში გაიმარჯვა სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“, ქონების გაყიდვის ფასი შეადგენდა, 9,030.00 ლარს. აღნიშნული თანხა, 20-1 წლის 24 მაისს, სს ,,ბანკ რესპუბლიკას“ მიერ გადახდილი იქნა სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-1 წლის 23 მარტის NA----------------- წერილი;
- სააუქციონო მასალების ასლები, ამონაწერები ვებ გვერდიდან www.eauction.ge ;
- გადახდის ქვითრები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.5. 20-6 წლის 14 მარტს, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ (წარმომადგენელი - ვალერი უტიაშვილი) განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, დე---------ეს, სადაც მიუთითა, რომ 20-1 წლის 10 მაისს გამოცხადებული იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, არ იყო გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, აღსრულებილი თანხა კრედიტორის უკან არ დაბრუნებია, ხოლო, თავად საბანკო დაწესებულებას აღარ ჰქონდა ინტერესი 0-.---3--0---0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ. აღნიშნულის გამო, სს „ბანკი რესპუბლიკა“ ითხოვდა იძულებითი აღსრულების შეწყვეტას, გი----------------ის კუთვნილი უძრავი ქონების მიმართ და ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-6 წლის 14 მარტის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.6. კერძო აღმასრულებლის, დე---------ის 20-6 წლის 15 მარტის №A----------------- მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, ქალაქ ბათუმში, ვა-----------------–ის ქ. №8--–- მდებარე, გი----------------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 17 მარტის №1------------- გადაწყვეტილებით შეწყდა ყადაღის რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-6 წლის 15 მარტის №A----------------- მიმართვა
- 20-6 წლის 17 მარტის №1------------- გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.7. 20-6 წლის 16 ნოემბერს, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ (წარმომადგენელი - ვალერი უტიაშვილი) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა აუქციონზე შეძენილი ბინის ასახვა შემძენის სახელზე და აუქციონის საფუძველზე გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 15 დეკემბრის №-18464 წერილით, სს ,,ბანკ რესპუბლიკას“ ეცნობა, რომ 20-6 წლის 16 ნოემბრის განცხადებაში ჩამოყალიბებული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააღსრულებო ბიუროში წარსადგენი იყო განმცხადებლის ხელთ არსებული სრული წერილობითი დოკუმენტაცია.
სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ (წარმომადგენელი - ვალერი უტიაშვილი), 20-6 წლის 15 დეკემბერს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა გადახდის ქვითრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სს ,,ბანკი რესპუბლიკა“ 20-6 წლის 16 ნოემბრის წერილი;
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 15 დეკემბრის №-18464 წერილი;
-სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ 20-6 წლის 15 დეკემბრის წერილი;
-გადახდის ქვითრები;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.8. მეწარემეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად რეორგანიზაციამდე არსებული სუბიექტი, სს ,,ბანკი რესპუბლიკა“ (ს/N20486263) შეეწრყა, სს ,,თიბისი ბანკს“ (ს/N204854595) (თარიღი 08.0-.20-7წ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-20-8 წლის 18 იანვრის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.9. 20-7 წლის 1-ელ აგვისტოს და 20-7 წლის 5 ოქტომბერს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლე, სს ,,თიბისი ბანკმა“ (წარმომადგენელი - მერაბ როსტიაშვილი) №4---- და №5---- წერილებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, 20-1 წლის 10 მაისის აუქციონთან დაკავშირებით გადახდილი თანხის, კრედიტორისთვის უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,თიბისი ბანკის“ 20-7 წლის 1-ელი აგვისტოს №4---- წერილი;
- სს ,,თიბისი ბანკის“ 20-7 წლის 5 ოქტომბრის №5---- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.10. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 20-1 წლის 10 მაისის იძულებითი აუქციონისთან დაკავშირებით გადახდილი თანხა, კრედიტორის, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლის, სს ,,თიბისი ბანკისთვის“ არ გადაურიცხავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს. „თიბისი ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
-„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო წინამდებარე სარჩელს განიხილავს მოქმედების განხორციელების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის ფარგლებში. ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელის ფორმით შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ზომების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსთვის სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლე, სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ, სადეპოზიტო ანგარიშიდან 17.0-.20-1წლის N1 საგადახდო დავალებით გადარიცხული 860 (რვაას სამოცი) ლარისა და 24.0-.20-1 წლის N1 საგადახდო დავალებით გადარიცხული 8 170.00 (რვა ათას ას სამოცდაათი) ლარის დაბრუნების დავალება.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 38-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების საფასური, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
ამავე კანონის 39-ე მუხლი კი განსაზღვრავს აღსრულების ხარჯებს:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901-ე მუხლით გათვალისწინებული აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლი ადგენს იძულებითი აუქციონის პირობებს. 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ,,ბანკი რესპუბლიკასა“ და შპს ,,ა----“ შორის 2006 წლის 12 ივლისს დადებული ,,კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, ამავე მხარეებს შორის 2007 წლის 25 აგვისტოს დადებული №2--- საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხეებს, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანება ჯამში 88 500.96 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დადგინდა დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველყოფა მოპასუხეების, თე---------------ისა და გი----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით. სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2010 წლის 20 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე აღძრული სააღსრულებო საქმე დაეწერა კერძო აღმასრულებელს, დე---------ეს.
2011 წლის 23 მარტს, კერძო აღმასრულებელმა დე---------ემ №A----------------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, აუქციონის ჩანიშვნისა და გი----------------ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ 2011 წლის 10 მაისს, გამოცხადდა I იძულებითი აუქციონი მოვალის, გი----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, ვა-----------------–ის ქ. №86 (საკადასტრო კოდი: 0-.---3--0---0-.5--). ინფორმაცია განთავსდა ვებ გვერდზე www.eauction.ge განაცხადის №:3----, აუქციონის №:5--- ლოტის ნომერი №-- იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონი დაიწყო 20-1 წლის 10 მაისს, 12:00 საათზე და დასრულდა 20-1 წლის 18 მაისს, 12:02 საათზე (www.eauction.ge; ლოტის ნომერი №-; აუქციონის ნომერი №---- განაცხადის ნომერი №3----); რეალიზაციის ფასი - 9030.00 ლარი (აქედან საგარა---იო თანხა - 860.00 ლარი). აუქციონში გაიმარჯვა სს ,,ბანკი რესპუბლიკამ“ ქონების გაყიდვის ფასი განისაზღვრა 9,030.00 ლარით. აღნიშნული თანხა, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ გადახდილი იქნა სრულად. კერძოდ, 2011 წლის 17 მაისის N1 საგადახდო დავალებით, დასტურდება, რომ ხაზინის ერთიან ანგარიშზე სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ ჩარიცხული თანხის - 860 ლარის მიზნობრიობა იყო 2011 წლის 10 მაისს, გამოცხადებული 595 აუქციონის 1 ლოტის საგანატიო თანხის გადახდა, ხოლო, 2011 წლის 24 მაისის N1 საგადახდო დავალებით, ჩარიცხული თანხის - 8 170 00 ლარის მიზნობრიობა იყო, 595 აუქციონის 1 ლოტის დანარჩენი თანხის გადახდა.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით განსაზღვრულია წესი, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ:
2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
3. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ 2011 წლის 10 მაისს გამოცხადებული იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა სს ,,ბანკი რესპუბლიკა“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, არ იქნა გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. ამის მიზეზად მოპასუხე მხარე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მიმდინარე აღსრულება შეჩერდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით გამოყენებული შეზღუდვის- ყადაღის არსებობის გამო და სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლო განკარგულების გამოცემა ვეღარ მოხდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2016 წლის 14 მარტს, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებულმა სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, დე---------ეს და მიუთითა, რომ 2011 წლის 10 მაისს გამოცხადებული იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, განკარგულება არ იყო გამოცემული, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, ხოლო აღსრულებილი თანხა კრედიტორს უკან არ დაბრუნებია, ბანკს უკვე აღარ ჰქონდა ინტერესი 0-.---3--0---0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ და აღნიშნულის გამო ითხოვდა, იძულებითი აღსრულების შეწყვეტას, გი----------------ის კუთვნილი უძრავი ქონების მიმართ და ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას.
რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მარტის №1------------- გადაწყვეტილებით შეწყდა ყადაღის რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ვა-----------------–ის ქუჩა №8--–- მდებარე უძრავ ქონებაზე.
ამის შემდეგ, 2016 წლის 16 ნოემბერს, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა აუქციონზე შეძენილი ბინის ასახვა, შემძენის სახელზე და აუქციონის საფუძველზე გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება. 2016 წლის 15 დეკემბერს, ბანკმა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა, გადახდის ქვითრები.
2017 წლის 1-ელ აგვისტოს და 2017 წლის 5 ოქტომბერს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ უფლებამონაცვლემ, სს ,,თიბისი ბანკმა“ №4---- და №5---- წერილებით მიმართა სსიპ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, 2011 წლის 10 მაისის აუქციონთან დაკავშირებით გადახდილი თანხის კრედიტორისთვის უკან დაბრუნება, თუმცა დადგენილია, რომ 2011 წლის 10 მაისის იძულებითი აუქციონისთან დაკავშირებით გადახდილი თანხა, სს ,,თიბისი ბანკისთვის“ მოპასუხეს არ დაუბრნებია. საქმის სასამართლო განხილვის დროისათვისაც უტყუარად დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა კვლავ სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტზეა განთავსებული და სააღსრულებო ბიუროს არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედება, თანხის კრედიტორისათვის გადარიცხვასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმის განხილვისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე დასაბუთებული და დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ არ ხორციელდება თანხის დაბრუნება კრედიტორისთვის ამ დროის განმავლობაში, ან იგეგმება თუ არა ასეთი ქმედების განხორციელება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლოდ გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით განისაზღვრება უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლები. 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ, ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლი განსაზღვრავს გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობის პირობებს:
1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.“2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან
ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიურო, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველის გარეშე უარს აცხადებს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული იმ თანხის დაბრუნებაზე, რომელიც ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 14 მარტს, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს, დე---------ეს, სადაც მიუთითა, რომ 2011 წლის 10 მაისს გამოცხადებული იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, არ იყო გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, აღსრულებილი თანხა კრედიტორის უკან არ დაბრუნებია, ხოლო, თავად საბანკო დაწესებულებას აღარ ჰქონდა ინტერესი 0-.---3--0---0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ და აღნიშნულის გამო, სს „ბანკი რესპუბლიკა“ ითხოვდა იძულებითი აღსრულების შეწყვეტას.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სს ,,ბანკ რესპუბლიკის“ 2016 წლის 14 მარტის ეს განცხადება აღსრულების შეწყვეტის საფუძველია.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ 2011 წლის 10 მაისს გამოცხადებული იძულებითი საჯარო ონლაინ აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, არ იქნა გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე სს „ბანკი რესპუბლიკასთვის“ საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, ხოლო თავის მხრივ ამ უკანასკნელს შესრულებული ჰქონდა მისი ვალდებულება, აუქციონის რეალიზაციის ფასისა და ხარჯის გადახდის თაობაზე, რაც სადავო არ არის, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია და მოსარჩელეს არც უშედეგოდ გადახდილი თანხა დაბრუნებია უკან, რომელიც დღემდე სადეპოზიტო ანგარიშზეა განთავსებული.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუძღვის არანაირი ბრალი, ჩატარებული აუქციონის უშედეგობის მიმართ, რასაც მოპასუხე მხარეც ადასტურებს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი მოცემულობა შეფასებული უნდა იქნას, როგორც მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლით დადგენილი, უკან დაუბრუნებლობის არც ერთი პირობა არ არის სახეზე.
6.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 391-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლოა, განთავსებული იყოს თანხა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა როდესაც პირის მიერ შეცდომით ან ზედმეტად ხდება თანხის განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე, კანონი მას ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან იმ თანხების დაბრუნება, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
ამდენად, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას, აღარ გააჩნია რაიმე მიზნობრიობა და ის უშედეგოდ უნდა ჩაითვალოს.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელსაც აღარ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა მოქცეული, ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.
6.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული ნებისმიერი თანხის განკარგვას ახორციელებენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირის) და ბუღალტრის ერთობლივი თანხმობა.
შესაბამისად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაეკისროს სადეპოზიტო ანგარიშიდან მოსარჩელისათვის 2011 წლის 17 მაისს N1 საგადახადო დავალებით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს წარმოეშვა სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი, ეს მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელებაზე უარის უკანონობაზე და შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის ხელყოფაზე. ამდენად, სარჩელი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაევალოს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ 2----–-–--------------- საგადახადო დავალებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის გადარიცხული 860 (რვაას სამოცი) ლარისა და 2----–-–--------------- საგადახდო დავალებით გადარიცხული 8 170.00 (რვა ათას ას სამოცდაათი) ლარის დაბრუნება, მოსარჩელისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თიბისი ბანკის“ სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, დაკმაყოფილდეს:
- სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს, სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მიერ 2----–-–--------------- საგადახადო დავალებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის გადარიცხული 860 (რვაას სამოცი) ლარისა და 2----–-–--------------- საგადახდო დავალებით გადარიცხული 8 170.00 (რვა ათას ას სამოცდაათი) ლარის დაბრუნება, მოსარჩელისათვის.
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე