მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.
2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-687-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
…მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოიჯარის ბრალეული ქმედება, აღნიშნული გამორიცხავს დასახელებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას; 16.20. გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.2.გ პუნქტის დათქმა ბათილია სსკ-ის 546-ე, 603.1, 603.2 მუხლებიდან გამომდინარე. 17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს - „pacta sunt servanda” („ხელშეკრულება უნდა…
საქმე №ბს-279-221-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2005
…ტექნიკუმის ბალანსმფლობელობაში, ხოლო მოიჯარის მიერ შესრულებული გაუმჯობესებები, რომელთა გამოყოფაც შესაძლებელი იქნებოდა საიჯარო ქონების დაუზიანებლად, წარმოადგენდა მოიჯარის საკუთრებას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება სკ-ის 603-ე მუხლს. მოსარჩელის მითითებით, ქონების მართვის სამმართველოს 2004წ. 17 თებერვლის წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ საიჯარო ქონების მესაკუთრე არის ყოფილი…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 10. აეროპორტის მოიჯარეები— მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 6. აეროპორტის/აეროდრომის მოიჯარეები— ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“