1. სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარემ თავის შემცვლელ მოიჯარეს უნდა დაუტოვოს ნაგებობა სათანადო მდგომარეობაში, ხოლო მოწყობილობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
–
იმ ოდენობით, რომელიც აუცილებელია მეურნეობის გასაგრძელებლად მომავალი წლის მოსავლის აღებამდე.

2. თუ მოიჯარე ვალდებულია პროდუქცია დატოვოს მეტი ოდენობით ან უკეთესი ხარისხისა, ვიდრე მან იჯარის დაწყებისას მიიღო, მას შეუძლია მეიჯარეს მოსთხოვოს ღირებულების ანაზღაურებ