გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210016001528053
საქმე N-/2363-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - ქ.ქუთაისის მ-----
წარმომადგენელი - ნ---- ი-----ე
მოპასუხე - შპს „პ--------ჰ---–-----ი“
წარმომადგენელი- გ--------ი ქ-----–---–ი
დავის საგანი: იჯარის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „პ--------ჰ---–-----ს“, ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ს სასარგებლოდ უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე, დაეკისროს საიჯარო ქირა - 34077 ლარის ოდენობით (ბოლო დაზუსტებული სარჩელი. იხ. ტომი 4, ს/ფ 102-124).
დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 14 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, #5, #8 და #9, ხოლო 2008 წლის 13 მარტს, ხელშეკრულება #72 და 2009 წლის 02 ივნისს #400 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ 5 წლით იჯარით აიღო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება(გზის მონაკვეთები) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით. #5 ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9100 ლარით, რომლის გადახდა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 759 ლარის ოდენობით. 2007 წლის 02 ნოემბრის #1649 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, მხარეებს შორის არსებულ საიჯარო ქირას არ შეხებია და მათივე შეთანხმებით ის უცვლელი დარჩა. #8 ხელშეკრულებით საიჯარო ქირა განისაზღვრა 11900 ლარით, ყოველთვიურად 992 ლარის გადახდით. 2009 წლის 2 აპრილის #283 ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა #8 ხელშეკრულებაში და საიჯარო ურთიერთობა გაუქმდა ქ.ქუთაისში, წ------ ნ----ს ქ. #--ის დასავლეთით მდებარე ავტოსადგომზე. მხარეებს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული #5 ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ცვლილება შეეხო წლიურ საიჯარო ქირას და განისაზღვრა 6656 ლარით, ხოლო ყოველთვიური ქირა 555 ლარით.
2015 წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად ხდებოდა მოპასუხის მიერ იჯარის თანხის გადახდა. მოპასუხეს მხარეებს შორის არსებული საიჯარო ურთიერთობის მანძილზე არ მიუმართავს მოსარჩელისათვის წერილობითი პრეტენზიით ხელშეკრულების პირობებთან და ობიექტთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე და შესაბამისად სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის განახლდა უცვლელი პირობებით, განუსაზღვრელი ვადით.
2009 წლის 2 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ქ. ქუთაისში, წ------ ნ----ს ქ.#--ის დასავლეთით არსებული ქონების მ-----სათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 22 სექტემბერს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მ----ა და შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ.ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობის ვადის გასვლის გამო ჩაიბარა ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----სა და შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ შორის გაფორმებული ზ/აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად გადაცემული უძრავი ქონება. მიუხედავად დავალიანებისა, მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, რაც გამოიხატება საიჯარო ქირის გადაუხდელობაში, რომელიც მას ერიცხება 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის.
კერძოდ: 1) 2007 წლის 14 აგვისტოს #5 ხელშეკრულების საფუძველზე 12533 ლარი;
2) 2007 წლის 14 აგვისტოს #8 ხელშეკრულების საფუძველზე 5841.5 ლარი;
3) 2007 წლის 14 აგვისტოს #9 ხელშეკრულების საფუძველზე 14124 ლარი;
4) 2008 წლის 02 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 1124 ლარი;
5) 2009 წლის 02 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 454.5 ლარი.
სულ 34077 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „პ--------ჰ---–-----მა“ დაზუსტებულ სარჩელზე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, 2012 წლის 14 აგვისტოს, მან მ-----ს შესაბამის სამსახურს წარუდგინა საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებთან ერთად ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ ქუჩებზე იყო შესაძლებელი პარკირების მომსახურების გაწევა, სადაც მითითებული იყო ყოველთვიური გადასახადის ოდენობაც.
2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა ქუთაისის მ-----ს მათი მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა 275 კვ.მ მიწის ფართობი იჯარით ჭ-------ის გამზირი #-- შენობის აღმოსავლეთით, რაზეც მიიღო უარი. მ-----ს 2014 წლის 20 ნოემბრის #01-7302 წერილის საფუძველზე ქ.ქუთაისის მ-----ს გადაეგზავნა საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და განმეორებით ეცნობა, თუ რომელ ქუჩებზე იყო შესაძლებელი პარკირების მომსახურების გაწევა და მითითებული იყო ლოტებისა და ქუჩების მიხედვით მათ მიერ დადგენილი საიჯარო გადასახადის ოდენობა, რაზეც მ-----დან პასუხი არ მიუღიათ, რაც აძლევდათ საფუძველს საიჯარო თანხები გადაეხადა ,,პ------- ჰ---–-----ის’’ მიერ წარდგენილი ციფრების მიხედვით, რაზეც მ-----ს ერთი წლის მანძილზე პრეტენზია არ განუცხადებია.
მოსარჩელემ არ გაითვალისწინა 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული #5 ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით, მოიჯარეს აქვს იჯარით აღებული ქონების უკან დაბრუნების უფლება და თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან. შესაბამისად 2007 წლის 2 ნოემბერს მ-----მ უკან დაიბრუნა რა ქონება, მდებარე ი.ჭ-------ის გამზირი #---ის დასავლეთით, 300 კვ.მ, ს.კ 0----------- (წლიური ქირა 2000 ლარი), იჯარით გადასცა შპს ,,ი------- ვ-------–--ს’’, #4 ხელშეკრულებით 07.11.2007წ. და სწორედ ეს უკანასკნელი იხდიდა საიჯარო გადასახადს მითითებულ ქონებაზე და მოპასუხეს შესაბამისად თანხები აღარ უნდა დარიცხოდა. სადავო დავალიანების თანხები ამიტომ გაზრდილია ხელოვნურად. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. ტომი 4, ს/ფ 128-139).
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღიარა მხოლოდ 17000 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანება, თუმცა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 14 აგვისტოს ქ.ქუთაისის მ---- (მეიჯარე) და შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ დირექტორს ლ---- დ---------ეს შორის დაიდო ქონების საიჯარო ხელშეკრულება #5, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მეხუთე ლოტში განსაზღვრული ქონება (გზის მონაკვეთები) ჩამონათვალის შესაბამისად: 1) 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი , მდებ.: ქ.ქუთაისი, ნ----- ქ. #--, მე-4 ა--------------–------ის დასავლეთით, 2) 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#---ის აღმოსავლეთით, 3) 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.# მე-2 შესახ., #---შენობის აღმოსავლეთით, 3) 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-ს ქ. #- შენობის ჩრდილოეთით, 5) 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, გ---–-–---–-ს ქ. #----- შენობის სამხრეთით, 6) 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ი.ჭ-------ის გამზ. #-- შენობის აღმოსავლეთით, 7) 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. #-- შენობის დასავლეთით, 8) 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზირი #-- სახლის აღმოსავლეთით.
წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9100 ლარით, ყოველთვიურად 759 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულება დამოწმებული იქნა სანოტარო აქტით.
მხარეებს შორის ასევე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 24-27),-სანოტარო აქტი (ტომი 1, ს/ფ 19-23),-მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 28)
3.1.2. ქ.ქუთაისის მ----- 2007 წლის 02 ნოემბრის #1649 ბრძანების საფუძველზე, ქ.ქუთაისის მ----ა და შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ შორის 2007 წლის 14 აგვისტოს დადებულ #5 ,,ქონების საიჯარო ხელშეკრულების 1-ლი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ქონებიდან( გზის მონაკვეთები) ამოღებულ იქნა ჭ-------ის გამზირი #---ის დასავლეთით ( უ----------ი ,------------) მიმდებარე 300 კვ.მ გზის მონაკვეთი.
3.1.3. ქ.ქუთაისის მ----- 2007 წლის 06 ნოემბრის #1691 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ი------- ვ-------–--ს’’ პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა თვითმმართველი ერთეულის ქ.ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონება ჭ-------ის გამზირზე ა--------------ის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ნაკვეთი #5/1037 კვ.მ, #6 ნაკვეთის ნაწილი (3410კვ.მ-დან გამოყოფა/ 834 კვ.მ ფართობი და ნაკვეთი ჭ-------ის გამზირი #---ის დასავლეთით (უ----------ი ,------------) მიმდებარე 300 კვ.მ ფართობი - სარგებლობაში აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით. ხოლო აღნიშნულზე 2007 წლის 07 ნოემბერს ქ.ქუთაისის მ-----სა და შპს ,,ი------- ვ-------–--ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება #4 და შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ----- ბრძანება ტომი 1, ს/ფ 30, ტომი 1, ს/ფ 151
ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 3, ს/ფ 5-11)
3.1.4. 2007 წლის 14 აგვისტოს ქ.ქუთაისის მ---- (მეიჯარე) და შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ დირექტორს ლ---- დ---------ეს შორის დაიდო ქონების საიჯარო ხელშეკრულება #8, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მერვე ლოტში განსაზღვრული ქონება 5 წლის ვადით 2007 წლის 14 აგვისტოდან 2012 წლის 14 აგვისტომდე. #8 ხელშეკრულებით საიჯარო ქირა განისაზღვრა 11900 ლარით, ყოველთვიურად 992 ლარის გადახდით. 2009 წლის 2 აპრილის #283 ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა #8 ხელშეკრულებაში და საიჯარო ურთიერთობა გაუქმდა ქ.ქუთაისში, წ------ ნ----ს ქ. #--ის დასავლეთით მდებარე ავტოსადგომზე. 2009 წლის 24 მარტის ქ.ქუთაისის მ----- #405 ბრძანებით, შევიდა ცვლილება ამ ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმებით, ცვლილება შეეხო წლიურ საიჯარო ქირას და განისაზღვრა 6656 ლარით, ხოლო ყოველთვიური ქირა 555 ლარით. საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
მტკიცებულება :
-ხელშეკრულებები (ტომი 1, ს/ფ 37-40),-მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ ,41 )
-მ----- ბრძანება (ტომი1, ს/ფ 43).
3.1.5. 2007 წლის 14 აგვისტოს ქ.ქუთაისის მ---- (მეიჯარე) და შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ დირექტორს ლ---- დ---------ეს შორის დაიდო ქონების საიჯარო ხელშეკრულება #9, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მეცხრე ლოტში განსაზღვრული ქონება 5 წლის ვადით 2007 წლის 14 აგვისტოდან 2012 წლის 14 აგვისტომდე. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13150 ლარით, ყოველთვიურად 1096 ლარის ოდენობით, საანგარიშო თვის 1-ლ რიცხვამდე. მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
მტკიცებულება :
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 53-56),- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 57)
3.1.6. 2008 წლის 13 მარტს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ქ.ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (გზის მონაკვეთები) საიჯარო ხელშეკრულება #72, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: 1. წ------ ნ----ს ქუჩის #---#---ის აღმოსავლეთით(ფართობი 150 კვ.მ), 2. ავტოსადგომი, ი.ჭ-------ის გამზ. #-- დასავლეთით(ფართობი 124 კვ.მ), ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 543 ლარით, ხოლო 3. ავტოსადგომი, პ--–---ის ქ. #---ის ჩრდილოეთით(ფართობი 140 კვ.მ) -ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად, ყოველწლიური ქირა -674 ლარი, ყოველთვიურად თანაბრად 162 ლარის ოდენობით და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 58-61),- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 62 ).
3.1.7. 2009 წლის 02 ივნისს მოსარჩელეს (მეიჯარე) და მოპასუხეს (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #400, რომლის მიხედვით მეიჯარემ მის საკუთრებაში არსებული ქონება (მდებარე: ქ. ქუთაისი, ჭ-------ის გამზირი, ა--------------ის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ტერიტორია და გზის მონაკვეთი, ნაკვეთი #6-ის ნაწილი, ფართობით 189 კვ.მ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 წლის ვადით მფლობელობაში და სარგებლობაში გადასცა მოიჯარეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილის მოსაწყობად(საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან).
ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1890 ლარით. მხარეები თანხმდებიან, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირა შეაქვს ყოველთვიურად 157.5 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 01 რიცხვამდე. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მაქსიმალური საფასური 1 საათში არ იქნება 0.3 ლარზე მეტი და იჯარით გაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ ავტოსადგომის ფუნქციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იჯარის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ 55-58),-დანართი -სიტუაციური გეგმა (ს.ფ 61 ),-მიღება-ჩაბარების აქტი საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ (ს.ფ 59)
3.1.8. საიჯარო ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
მტკიცებულება- ამონაწერები რეესტრიდან, (ტომი 4, ს/ფ 62-70).
3.1.9. 2014 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ დირექტორმა წერილით მიმართა ქ.ქუთაისის მ---- შ----- მ---------–--ს და მიუთითა, რომ 2007 წლის 14 აგვისტოს ქ.ქუთაისის მ-----ს მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა შპს ,,პ--------ჰ---–-----მა’’ და და მოიგო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის რამდენიმე პარკირების ადგილი. კონკურსში გამარჯვებიდან 2 თვეში ქუთაისის მ----- ბრძანებით ჩამოერთვათ ი--------ის გამზირი #-- შენობის (უ----------ი ,------------) დასავლეთით მდებარე 300 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც აღებული ჰქონდა 5 წლის ვადით და ვადის გასვლამდე იხდიდნენ მიწის და საიჯარო გადასახადებს. შესაბამისად მოითხოვა, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაეცათ მხოლოდ ი.ჭ-------ის გამზირი #-- შენობის (უ----------ი ,------------) აღმოსავლეთით მდებარე 275 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც იჯარით აქვთ აღებული შემდეგი მონაცემებით: 1. ი.ჭ-------ის გამზ. #---ის აღმოსავლეთით 150 კვ.მ და 2. ი.ჭ-------ის გამზ.#-- საცხოვრებელი ბინის დასავლეთით 125 კვ.მ.
მტკიცებულება:
- ოქმი #8 (ტომი 4, ს/ფ 13-16 ),- მიმართვა (ტომი 3, ს/ფ 185)
3.1.10. 2014 წლის 10 ნოემბერს ქ.ქუთაისის მ-----მ აღნიშნულ წერილზე შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ აცნობა, რომ ი.ჭ-------ის გამზ. (უ----------ი ,------------) აღმოსავლეთით და ი.ჭ-------ის გამზ. #-- ბინის დასავლეთით რეგისტრირებული ავტოსადგომების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა ვერ მოხდებოდა, რადგან მოთხოვნილი ადგილები შეტანილი იყო ქუთაისის მ----–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის #243 დადგენილებით ,,თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ დამტკიცებულ საერთო ნუსხაში, რის საფუძველზეც იგეგმება ქ.ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ავტომანქანების პარკირების ადგილების ერთ ლოტად აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემის საკითხი.
მტკიცებულება: მიმართვები (ტომი 3, ს/ფ ,186 ).
3.1.11. 2015 წლის 22 სექტემბერს მოცემულ მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მოიჯარემ ჩააბარა, ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა მათ შორის 2007 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული #8, 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული #5, #9, #01-6840 და 2008 წლის 13 მარტს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად გადაცემული უძრავი ქონება.
მტკიცებულება:
- აქტი (ტომი 1, ს/ფ 64 )
3.1.12. 2015 წლის 07 ოქტომბრის ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მ----- #01/8209 წერილის თანახმად, შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ უარი ეთქვა მათ შორის საიჯარო ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებაზე, რადგან ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადები გავიდა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერებში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა ჩანაწერების გასუფთავება. ვინაიდან შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ გაჩნდა საიჯარო დავალიანება, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად.
მტკიცებულება:
- ქ.ქუთაისის მ----- წერილი (ტომი 1, ს/ფ 63)
3.1.13. მხარეები ადასტურებენ, რომ მოიჯარეს მეიჯარისთვის გადახდილი აქვს საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გარკვეული ნაწილი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იჯარით გაცემული ქონება რჩება თვითმმართველი ერთეულის, ქ.ქუთაისის საკუთრებაში. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ იჯარით გაცემული ქონება დაუბრუნდა მეიჯარეს სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2009 წლის 02 ივნისის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ 55-58)
3.1.14. შპს ,,პ--------ჰ---–-----ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის 05 ივნისიდან და მის დირექტორს ამჟამად წარმოადგენს გ--------ი ქ-----–---–ი.
მტკიცებულება:
- ამონაწერი რეესტრიდან (ტომი 3, ს/ფ 22-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 25 მაისის შპს ,,პ--------ჰ---–-----მა’’ ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ---- აცნობა, რომ სარჩელში მოთხოვნილი დავალიანების თანხა არ შეესაბამებოდა წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს, კერძოდ, სადავო თანხა გაზრდილი იყო 5106 ლარით, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა ყოფილიყო შეტანილი მათ მოთხოვნაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ დირექტორის წერილი (ტომი 3, ს/ფ )
3.2.2. დადგენილია, რომ შპს ,,ი------- ვ-------–--ისთვის’’ გადაცემულ იქნა ი.ჭ-------ის გამზ. #-- შენობის მიმდებარე სხვა ფართობი და არა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც იჯარით გადაცემული ჰქონდა შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’, სხვა ნაკვეთები დარჩა მოპასუხის სარგებლობაში.
საქმეში წარმოდგენილი ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ს ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის 18/05/2018 წლის #6015-01 წერილის თანახმად, #5, #8, #9, #72 და #400 ხელშეკრულებების საფუძველზე, 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საიჯარო ქირის სახით „პ--------ჰ---–-----ის’’ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილ იქნა 78 431 ლარი. გარდა ამისა, 2015 წლის 29 სექტემბერს საიჯარო ქირის სახით ასევე შეტანილ იქნა 2410 ლარი. აუქციონის წესების თანახმად, დაინტერესებული მხარის მიერ ,,ბეს’’ სახით გადახდილი თანხების და მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დასაკორექტირებელი ზ/აღნიშნული თანხის გამოკლების საფუძველზე, მოპასუხის დავალიანება 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ განისაზღვრა 34077 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ტომი 3, ს/ფ 130-134) , ხელშეკრულება #4, ტომი 3, ს/ფ 5-10); დაზუსტებული სარჩელი, ტომი 4, ს/ფ 102-124).
3.2.3. ხაზინის პროგრამიდან ამონაწერებში მოცემულია მოპასუხის მიერ პერიოდულად გადახდილი იჯარის თანხები, რომელიც არ ადასტურებს, რომ შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ არ აქვს დავალიანება.
მტკიცებულებები:
- საბანკო ამონაწერები (ტომი 3, ს/ფ 148-149) .
3.2.4. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პარკირების მომსახურების შეჩერების ან შეფერხებით მუშაობის დაფიქსირების აქტები პარკირების მომსახურებასთან დაკავშირებით არაა გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რადგან ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ში შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ აქტები სარეაბილიტაციო სამუშაოების ან სხვა მიზეზების გამო პარკირების მომსახურების აკრძალვის შესახებ, არ მოიძებნა (იხ. ტომი 1, ს/ფ , 97-101, 130-134).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებებს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს საიჯარო ქირის ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მას არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები და იმაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი, ვიდრე ეკუთვნოდა. მას მ----- იმ მიწის ნაკვეთზე სთხოვს იჯარის თანხას, რომელიც მას არ ჰქონდა გადაცემული და იმყოფებოდა შპს ,,ი------- ვ-------–--ის’’ მფლობელობასა და სარგებლობაში. ასევე მითითებას ხანდაზმულობაზე, - რადგან მას არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 327-ე-328-ე, 361-ე, 400-ე, 553-ე, 559-ე, 581-ე, 606-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სკ-ის კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ს და შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ შორის გაფორმდა # 5, #8, #9, #72, #400 საიჯარო ხელშეკრულებები და მოპასუხეს გადაეცა ქ.ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ქონება (გზის მონაკვეთები) 5 წლის ვადით, შემდეგ მისამართებზე:
1) 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ.: ქ.ქუთაისი, ნ----- ქ. #--, მე-4 ა--------------–------ის დასავლეთით, 2) 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#---ის აღმოსავლეთით, 3) 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.# მე-2 შესახ.,#---შენობის აღმოსავლეთით, 3) 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-ს ქ. #- შენობის ჩრდილოეთით, 5) 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, გ---–-–---–-ს ქ. #----- შენობის სამხრეთით, 6) 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ი.ჭ-------ის გამზ. #-- შენობის აღმოსავლეთით, 7) 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. #-- შენობის დასავლეთით, 8) 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებ. ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზირი #-- სახლის აღმოსავლეთით.
2) ე--------ის ქუჩის N-- შენობის აღმოსავლეთით -240 კვ.მ, 2)ს---–--------- ქუჩის N-- შენობის აღმოსავლეთით -180 კვ.მ 3) წ-------–ის ქუჩის N-- შენობის დასავლეთით -180 კვ.მ 4) ფ--–--–---–ის ქუჩის N-- შენობის (ს-------------–--- ე----------------) სამხრეთით 480 ვ.მ 5) წ------ ნ----ს ქუჩის N- (მ------–----–--------–-) დასავლეთით 1080 კვ.მ 6) ვ----–---–---–ის ქუჩის N- შენობის სამხრეთით -480 კვ.მ .
3) ლ------------ის ქუჩის N----- საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთით -200 კვ.მ 2)ფ--–--–---–ის ქუჩის პირველი შესახვევი N- შპს ,,ფ----ს“ ჩრდილოეთით -280 კვ.მ 3) ნ----- ქუჩის N-0 შენობის აღმოსავლეთით -1050 კვ.მ 4) ზ---------------ს ქუჩის (ყოფილი რ---------–ის გამზირი) N------- კვ.მ 5) ფ--–--–---–ის ქუჩის N19-27 შენობის სამხრეთით -750 კვ.მ 6) ფ--–--–---–ის ქუჩის I შეს. N 4 საცხოვრებელი სახლის დასავლეთით -160 კვ.მ
4) ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირი, ა--------------ის ჩრდილო დასავლეთით არსებული ტერიტორია და გზის მონაკვეთი, ნაკვეთი N6-ის ნაწილი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეგისტრაციო N---------, ფართობი 189 კვ.მ. (იხ. ფაქტ.გარემოებები 3.1.1- 3.1.7.)
6.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები და ამავე კოდექსის ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუკი ისინი იჯარისაგან განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს არ ადგენენ.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
დადგენილია, რომ (მეიჯარე) და (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით მეიჯარე მის საკუთრებაში არსებულ ქონებას (მდებარე: ქ. ქუთაისი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით მფლობელობაში და სარგებლობაში გადასცემდა მოიჯარეს.
#5 ხელშეკრულების საფუძველზე წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9100 ლარით, ყოველთვიურად 759 ლარის ოდენობით.
#8 ხელშეკრულებით ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 11900 ლარით, ყოველთვიურად 992 ლარის გადახდით. 2009 წლის 2 აპრილის #283 ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა #8 ხელშეკრულებაში და საიჯარო ურთიერთობა გაუქმდა ქ.ქუთაისში, წ------ ნ----ს ქ. #--ის დასავლეთით მდებარე ავტოსადგომზე. მხარეებს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული #5 ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ცვლილება შეეხო წლიურ საიჯარო ქირას და განისაზღვრა 6656 ლარით, ხოლო ყოველთვიური ქირა 555 ლარით.
#9 ხელშეკრულებით წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13150 ლარით, ყოველთვიურად 1096 ლარის ოდენობით, საანგარიშო თვის 1-ლ რიცხვამდე.
#72 ხელშეკრულებით კი, შემდეგ მისამართებზე: 1. წ------ ნ----ს ქუჩის #---#---ის აღმოსავლეთით(ფართობი 150 კვ.მ), 2. ავტოსადგომი, ი.ჭ-------ის გამზ. #-- დასავლეთით(ფართობი 124 კვ.მ), ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 543 ლარით, ხოლო 3. ავტოსადგომი, პ--–---ის ქ. #---ის ჩრდილოეთით(ფართობი 140 კვ.მ) -ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად, ყოველწლიური ქირა -674 ლარი, ყოველთვიურად თანაბრად 162 ლარის ოდენობით და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
# 400 ხელშეკრულებით ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1890 ლარით. საიჯარო ქირა- ყოველთვიურად 157.5 ლარის ოდენობით.
6.3. მოპასუხემ სარჩელი აღიარა (ცნო) 17000 ლარის დავალიანების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (სსსკ-ის 49(1), სკ-ის 131-ე მუხლი).
6.4. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებებზე, რომლებშიც მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს თავიანთი უფლება-მოვალეობები. მათ შორის პირობა, რომლის მიხედვით მეიჯარე ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა საიჯარო ქირა თითოეული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარის მიერ არ იქნებოდა შესრულებული აღნიშნული ვალდებულება, მოიჯარე უფლებას იტოვებდა შეეწყვიტა ხელშეკრულება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოხატვის ფაქტი არ დასტურდება. ეს გარემოება მეტყველებს, რომ მხარეები დარჩნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და მოპასუხე განაგრძობდა საიჯარო ქონებით სარგებლობას განუსაზღვრელი ვადის (2015 წლის სექტემბრამდე-ხელშეკრულებების შეწყვეტამდე)) განმავლობაში. (სამოქალაქო კოდექსის 553-ე, 559-ე მუხლები).
მოპასუხე არ უარყოფს, რომ ის პერიოდულად იხდიდა საიჯარო ქირას, თუმცა რომელი წლების დავალიანება აქვს გადახდილი და რომელი ხელშეკრულების ან/და როდის, აღნიშნულს ზუსტად ვერ ასაბუთებს. მისი არგუმენტი შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოების კონსტატირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოიჯარე უნდა გათავისუფლდეს საიჯარო ქირის ნაწილის გადახდისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქმის გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა კვლევის შედეგად კი, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადაუხდელი საიჯარო ქირის მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 34077 ლარს. მოსარჩელის მიერ დასახელებული საიჯარო ქირის მოცულობის და მისი ნაწილის სისწორე მოპასუხის მიერ კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა. მას არც შეგებებული სარჩელით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადები დადგენილია კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, შპს „პ--------ჰ---–-----ს“ საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე.
სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მოპასუხის დაზუსტებულ შესაგებელში განვითარებულ მსჯელობაზეც, კერძოდ,ის არ აკონკრეტებს რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის ხანდაზმული მოთხოვნა, პირიქით მიუთითებს, რომ თანხები არასწორადაა დაანგარიშებული, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო 17000 ლარის ვალდებულების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხდებოდა 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით. იმის გამო, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2016 წლის 04 ოქტომბერს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და მას შეეძლო მოეთხოვა 2015 წლის სექტემბრამდე (იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტამდე) პერიოდის დავალიანების თანხის გადახდა მოპასუხისათვის.
6.6. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და საიჯარო გადასახადის არასრულად ანაზღაურების ფაქტი. საიჯარო ქირის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტის ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად ჩათვალა და სარჩელი დააკმაყოფილა.
მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია საიჯარო ქირა და მოსარჩელის მიმართ მისი ვალდებულება შეადგენს 34077 ლარს.
შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,პ--------ჰ---–-----ის’’ მიმართ 34077 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 767.31 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 259-ე, 259 1 , 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მ-----ს სასარგებლოდ, დაეკისროს 39183 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,პ--------ჰ---–-----ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 767.31 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე