1. საზღვაო დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა, მაგალითად, გემი (მათ შორის მშენებარე), ტვირთი, ფრახტი, მგზავრობის საფასური, საიჯარო ქირა, მოგება, აგრეთვე გემით, ტვირთით ან ფრახტით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები, კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების ხელფასი ან სხვა გასამრჯელო, გემთმფლობელისა და ტვირთის გადამზიდავის ქონებრივი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აგრეთვე მზღვეველის მიერ თავის თავზე აღებული რისკი (გადაზღვევა).
2. დაზღვევის ობიექტი მითითებული უნდა იყოს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 234 1. საზღვაო დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა, მაგალითად, გემი (მათ შორის მშენებარე), ტვირთი, ფრახტი, მგზავრობის საფასური, საიჯარო ქირა, მოგება, აგრეთვე გემით, ტვირთით ან ფრახტით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები, კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების ხელფასი ან სხვა გასამრჯელო, გემთმფლობელისა და ტვირთის გადამზიდავის ქონებრივი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აგრეთვე მზღვეველის მიერ თავის თავზე აღებული რისკი (გადაზღვევა)(გადაზღვევა). . 2. დაზღვევის ობიექტი მითითებული უნდა იყოს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება