განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/1539-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები - ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - შპს „ჯ----“;
წარმომადგნელი - ს---------------–---–ი, ნ-----------–ია;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს--- კ----------–--ი“;
წარმომადგენელი - მ-----------–-–---–ი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - პირგასამტეხლოსა და საიჯარო ქირის თანხის დაკისრება, ნივთების ღირებულების ანაზღაურება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს ,,ჯ----”-ის სარჩელი შპს ,,ს--- კ----------–--ის” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ჯ----”-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ს--- კ----------–--ის” მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ს--- კ----------–--ს” შპს ,,ჯ----”-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 19 179.87 ლარის ოდენობით. შპს ,,ჯ----”-ის სარჩელი შპს ,,ს--- კ----------–--ის” მიმართ 2014 წლის 26 მარტის ქვექირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 108 080 ლარის 0,5%-ის, სარჩელის შემოტანის დღიდან აღსრულებამდე პერიოდზე, დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ----”-ის სარჩელი შპს ,,ს--- კ----------–--ის” მიმართ 2014 წლის 26 მარტის ქვექირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ქირის - 108 080 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ს--- კ----------–--ს” შპს ,,ჯ----”-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაქირავებული ნივთების დაუბრუნებელი ნაწილის ღირებულების - 49 094.94 ლარის გადახდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2013 წლის 18 დეკემბერს შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ორი ცალი საცხოვრებელი კონტეინერი. ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით, 2014 წლის 18 ივნისის ჩათვლით. მოიჯარეს პირველი თვის საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მეორე თვის გადასახადი 2014 წლის 20 იანვრამდე და გადახდა ამ პრინციპით უნდა გაგრძელებულიყო ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 678.53 ლარს.
2.2. 2014 წლის 01 თებერვალს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ს---–--------------- 1250X ბეტონის სიმაღლეზე მიწოდების მიზნით. ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 3799.88 ლარს.
2.3. 2014 წლის 01 თებერვალს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის (იჯარის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ორი ცალი არმატურის საღუნი დაზგა და ორი ცალი არმატურის საჭრელი დაზგა. ხელშეკრულება დაიდო ხელშეკრულების საგნის გადაცემიდან სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0.5%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 277.35 ლარს.
2.4. 2014 წლის 17 მარტს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა კოლონის პლასტმასის ყალიბი (0.4*0.75). 140 ცალი 26.25 გ.მ., 70 ცალი ლითონის კუთხოვანა, ლითონის კოლონის ყალიბი (1.4*0.4) 84 ცალი, 29.4 გ.მ. და პლასტმასის კოლონის ყალიბის ჩამკეტი 800 ცალი. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.5%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1899.98 ლარს.
2.5. 2014 წლის 26 მარტს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ხის ორტისებრი კოჭი 5.9 მ-იანი - 65 ცალი (383.5 გ.მ.), ხის ორტისებრი კოჭი 4.9 მ-იანი - 370 ცალი, ლამინირებული ხის პანო - 804 მ2, , ტელესკოპური დგარი 6 მ-იანი 370 ცალი, ხარაჩო. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.5%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 182 009 ლარს. მოპასუხემ ასევე არ დააბრუნა იჯარით გადაცემული ნივთების ნაწილი.
2.6. 2014 წლის 01 აპრილს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ხარაჩო (,,დგარი“ 2 მ-იანი - 1330 ცალი, ,,გამკრავი“ 0.95 მ-იანი - 5460 ცალი, ,,გამკრავი“ 1.45 მ-იანი - 300 ცალი, ქვედა ჯალამბარი (ხარაჩოს ხრახნიანი ფეხი) – 532 ცალი, ჯალამბარიანი, ოთხშვერიანი თავი (კოჭის დამჭერი ,,ყვავილი“- 266 ცალი, 1000 მ2. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.5%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2 515.77 ლარს.
2.7. 2014 წლის 05 აპრილს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ტელესკოპური დგარი 6 მ-იანი- 30 ცალი. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 26.65 ლარს.
2.8. 2014 წლის 10 აპრილს, შპს ,,ჯ----“-ს და შპს ,,ს--- კ----------–--ს“ შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ლამინირებული ხის პანო (1.5*.0.5 – 267 ცალი) – 200.25 მ2. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოიჯარეს მეიჯარისთვის ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე თვის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დაგვიანებით გადაიხადა საიჯარო ქირა. შპს ,,ს--- კ----------–--ზე“ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 591.54 ლარს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.9. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს--- კ----------–--მა“ შპს ,,ჯ----“-ს არ დაუბრუნა მხოლოდ 2014 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების ნაწილი, რომელთა საერთო ღირებულებაა 49 094.94 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შეს---მისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ დააბრუნა 2014 წლის 26 მარტის ქვექირავნობის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების მხოლოდ ნაწილი, თუმცა არ დაუბრუნებია ნივთების დიდი ნაწილი. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დასტურდება ნივთების გადაცემა და ასევე ნივთების გარკვეული ნაწილის დაბრუნების ფაქტი. ამ მტკიცებულებების მიხედვით, მოპასუხეს არ დაუბრუნებია 172 886.08 ლარის ღირებულების ქონება, თუმცა შპს ,,ჯ----“ ადასტურებს მოპასუხის მიერ იჯარით გადაცემული ნივთების ნაწილის დაბრუნების ფაქტს და ითხოვს დასაბრუნებელი ნივთების ღირებულების - 49 094.94 ლარის ანაზღაურებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ,,ს--- კ----------–--ის“ მიერ შპს ,,ჯ----“-ს კუთვნილი დასაბრუნებელი აქტივების, სახელშეკრულებო ფასებით, ღირებულების გაანგარიშების ცხრილი, სადაც მითითებულია, რომ დასაბრუნებელი ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 49 094.94 ლარს. მითითებული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება, საქმეზე მოწმედ დაკითხული პირის - ნ-----–-----–----ის ჩვენებით. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარის პოზიცია არ არის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული და არგუმენტირებული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებენ საიჯარო ნივთების გარკვეული ნაწილის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტს, თუმცა ის გარემოება, რომ მოპასუხემ 2014 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის გადაცემული ნივთები სრულად დაუბრუნა მოსარჩელეს, უტყუარად არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოპასუხის ტვირთს წარმოადგენს მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ნივთების დაბრუნების ფაქტის დადასტურება, სათანადო მტკიცებულებების (მაგ: მიღება-ჩაბარების აქტი) საფუძველზე, რაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იჯარით გაცემული ნივთების ღირებულების 49 094.94 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.
2.10. მხარეთა შორის სადავოა ასევე 2014 წლის 26 მარტის ქვექირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ქირის - 108 080 ლარის დაკისრების საკითხი. ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ნივთების დაზიანებაზე, როგორც საიჯარო თანხის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა ვადით იყო დადებული იჯარის ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ,,გამქირავებლის” მიერ ,,დამქირავებლისათვის” ქირავნობის საგნის გადაცემიდან 3 (სამი) თვის ვადით. ამავე ხელშეკრულების მე-7 პუნქტი განსაზღვრავს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ 7.1. 1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წყდება ქირავნობის ვადის გასვლისა და ქირავნობის საგნის ,,გამქირავებლისათვის” დაბრუნების შემდეგ; 7.1.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხებით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ასევე ქირავნობის საგნის დაზიანება, რაც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის მის გამოყენებას.
დადგენილია, რომ შპს ,,ს--- კ----------–--მა” შპს ,,ჯ----“-ს 2014 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნივთების ნაწილი არ დაუბრუნა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საფუძვლად უთითებს სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხის მიერ ქირავნობის საგნების ნაწილის დაუბრუნებლობას. მოსარჩელის განმარტებით, ეს გარემოება ადასტურებს დამქირავებლის მფლობელობაში დარჩენილ საგნებზე ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებას.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამავე კოდექსის 559-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შეს---მისად თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.
ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება ყოველთვის შეზღუდულია დროით. განსაზღვრული ვადის გასვლა ადრე თუ გვიან იწვევს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას. მუხლის ნორმა ადგენს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას ვადის გასვლის გამო.
უპირველეს ყოვლისა, ქირავნობის ხელშეკრულება ავტომატურად, მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან ერთმანეთს შორის კომუნიკაციის გარეშე, წყდება იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც დადებულია ხელშეკრულება.
ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. დამატებითი შეთანხმებისათვის აუცილებელია ქირავნობის ხელშეკრულების ორივე მხარის ნების გამოვლენა.
ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია ასევე - შეთანხმების გარეშე დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით ნებაყოფლობით სარგებლობის გაგრძელებით იმ პირობით, რომ ამ ფაქტს გამქირავებელი არ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით (559 II). აღნიშნული ნორმის დისპოზიციის მოქმედების წინაპირობა დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით რეალური სარგებლობის გაგრძელებაა.
იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიმართ დადგენილი შეწყვეტის ზოგადი საფუძვლები, რომლებსაც ემატება იჯარის თავში მოცემული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური საფუძვლები.
როგორც ვადიანი ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება წყდება იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც იგი არის დადებული. იჯარის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებაა და შეს---მისად, მის მიმართ გამოიყენება გარიგებისა და ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები (50-71, 327-340 ).
მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დადასტურება, რაც მისი მტკიცების საგანს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ 2014 წლის 30 ივნისიდან, ანუ იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2016 წლის 31 იანვრამდე, მიწოდების გრაფაში ერთი და იგივე თანხა - 5404.00 ლარი ფიქსირდება. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია ვადის დარღვევით 19/12/2014 წელს (იხ. ს.ფ. 52). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა ხელშეკრულებაში მითითებული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, მხარეებს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაუგრძელებიათ.
ქირავნობის მსგავსად, თუ განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულების მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს ცალმხრივი ნების გამოვლენით, განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა, მათ შორის დაზიანებული (დაკარგული) მოძრავი ნივთების შესახებ, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დაუბრუნებელი საიჯარო ნივთების დაზიანების შესახებ (იხ.ს.ფ. 140-155). აღნიშნული დადასტურდა ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-----–----ის მიერ.
მხარეთა შორის 2014 წლის 26 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლისა (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი) და საიჯარო ნივთების დაზიანების გამო (ხელშეკრულების 7.1.2 პუნქტი).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 26 ივნისამდე, მოიჯარეს დაგვიანებით, თუმცა, გადახდილი აქვს საიჯარო თანხა, განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს სსკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობები („მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა“), შეს---მისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდიდან ქირის გადახდა.
2.11. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ქონების დაბრუნების დაყოვნება) მითითება {სსკ-ის 591-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მოიჯარეს სსკ-ის 602-ე მუხლიდან გამომდინარე.
მოსარჩელეს, საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია საიჯარო ნივთების დაზიანების ფაქტი. ამდენად, უდავოა, რომ მეიჯარისათვის ცნობილი იყო ნივთების დაუბრუნებლობის მიზეზი - ქონების დაზიანება.ზემოხსენებული ნორმის {სსკ-ის 591-ე მუხლი} გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ შემდეგი სამართლებრივი წანამძღვრები არსებობდეს: (ა) მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება; (ბ) საიჯარო ურთიერთობის დამთავრება; (გ) მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება.
მოიჯარის მიერ დაყოვნებულია საიჯარო ქონების დაბრუნება, ქონების დაზიანების გამო. ამიტომ მოსარჩელის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს სსკ-ის 591-ე მუხლის პირველი წინადადებით გთვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. ამდენად, მოსარჩელეს წარმოეშვა დაუბრუნებელი საიჯარო ნივთების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მოიჯარეს გადაეცა საიჯარო ქონება, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე - შპს ,,ს--- კ----------–--ს“, მის მიერ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხემ საიჯარო ქირის თანხა ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაიხადა დაგვიანებით, რაც დავის საგანს არ წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხემ 2014 წლის 26 მარტის ქვექირავნობის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების მხოლოდ ნაწილი დააბრუნა, ნაწილი კი არ დაუბრუნებია. მხარეთა შორის არც ეს ფაქტობრივი გარემოებაა სადავო.
პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუს---მობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუს---მოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუს---მოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შეს---მისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუს---მოდ აღემატებოდეს მას.
მოსარჩელე მოპასუხის მიერ ქირის თანხის ვადაგადაცილებით გადახდის გამო პირგასამტეხლოს სახით ითხოვს ჯამში 191 798.70 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის, რაც სასამართლოს შეხედულებით, წარმოადგენს არაგონივრულ და შეუს---მოდ მაღალ მოთხოვნას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს ათჯერ და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული სახით, რაც შეადგენს 19 179.87 ლარს.
2.13. მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს 108 080 ლარზე, რომელიც მისი მოსაზრებით წარმოადგენს იჯარის საგნით სარგებლობის გადაუხდელ ქირას. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს და ადგენს საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარის ვალდებულებას მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტები მტკიცებულებების წარდგენით.
საქმის მასალებით არ დადასტურდა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოიჯარემ 2014 წლის ივნისის შემდეგ პერიოდშიც ისარგებლა საიჯარო საგნებით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, ვინაიდან, მოიჯარემ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ არ დააბრუნა გადაცემული საგნები, ხელშეკრულება გაგრძელდა და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მოთხოვნილი ქირის თანხა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია რადგან მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო და მხარეები არ შეთანხმებულან საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და დავის საგანს არ წარმოადგენს, 2014 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით გაცემული საიჯარო ქონება დაიკარგა და დაზიანდა, ამ ნივთების ღირებულების ანაზღაურება კი ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ გაგრძელებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, რადგან დაზიანდა იჯარით გადაცემული ნივთები. სასამართლო ერთ-ერთ მტკიცებულებად უთითებს მხარეთა შორის არსებულ ელექტრონულ მიმოწერას, რომლითაც თითქოს დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ნივთების დაზიანების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია შპს „მ---------------–----–ის“ მთავარი ბუღალტერის - ნ----- (ნ-----–-) მ--–----ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაგზავნილი წერილის ასლი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 9 მარტით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ნივთების დაზიანების თაობაზე, აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზიანების ფაქტი შეიტყო 2016 წლის მარტში. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მოხდებოდა ნივთების ღირებულების გაანგარიშება 2016 წელს და არა 2014 წელს. ნივთების დაზიანებაზე აპელირებდა მოპასუხე და სწორედ მას ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი დაედასტურებინა, თუ როდის და რა ვითარებაში დაზიანდა ნივთები და როდის გახდა აღნიშნულის შესახებ ცნობილი მოსარჩელისთვის. საქმეში არ გახლავთ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ სათანადო წესით აცნობა მოსარჩელეს ნივთების დაზიანების თაობაზე.
პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენბინა, მან ასევე არასწორად განმარტა კანონი, შეს---მისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შეს---მისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუს---მოდ მაღალი, შეეს---მება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო უთიერთობა დამყარდა ორ იურიდიულ პირს შორის. მათ ხელშეკრულებით დაარეგულირეს ვალდებულების შესრულებისა და მისი შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვსი წესი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შეს---მისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შეს---მისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შეს---მისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია იჯარის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 581-591-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მეიჯარესა და მოიჯარეს გააჩნიათ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. იჯარის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოიჯარის ვალდებულებაა გადაუხადოს მეიჯარეს შეთანხმებული ფასი (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 581-ე მუხლი.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შეს---მისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.
სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი შედავება შემდეგნაირად გამოიყურება: მოპასუხეს უნდა დაეკისროს საიჯარო ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი 20 თვის საიჯარო ქირა 108 080 ლარის ოდენობით და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება. უპირველეს ყოვლისა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს სახეზეა თუ არა 2014 წლის 26 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე.
საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ნივთების დაზიანებაზე, როგორც საიჯარო თანხის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. დადგენილია და აღნიშნულს მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ს--- კ----------–--მა” შპს ,,ჯ-----ს“ 2014 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნივთების ნაწილი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს არ დაუბრუნა მათი დაზიანებისა და დაკარგვის საფუძვლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ნივთებით სარგებლობა, რაც საიჯარო ქირის დაკისრების წინაპირობაა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აუნაზღაურდა დაკარგული მოძრავი ნივთების ღირებულება და აღნიშნულით შპს „ჯ----"-სთვის განხორციელდა იმ ზიანის კომპენსირება, რაც გამოწვეულ იქნა საიჯარო ქონების დაკარგვით.
4.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შეს---მისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შეს---მისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუს---მოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შეს---მისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა გონივრულია და არ არსებობს მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ----"-ს“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს "ჯ----"-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე