1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.
2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ წარადგენს უზრუნველყოფის სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ შესთავაზოს ამ ნაწილების ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ას-904-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…სამართალი“, თბილისი, 2012, გვ. 126). 17.3. კანონისმიერი გირავნობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებია: გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე ( სსკ 568-ე მუხლი), გირავნობის უფლება საიჯარო ინვენტარზე ( სსკ 586-ე მუხლი), გირავნობის უფლება ნაყოფზე ( სსკ 596-ე მუხლი), გირავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ მოძრავ ნივთზე ( სსკ 634-ე მუხლი), გირავნობის უფლება ტვირთზე…
…შემთხვევაში ამოღების შესახებ დადგენილების საფუძველზე ავტომანქანის ამოღების შემდეგ სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლება არ შეუწყვეტია. სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა…
ის და სხვა ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში. 6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 586-ე მუხლები 7. სამართლებრივი შეფასება 7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია…
მუხლი 51. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება— „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე