გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210119002874133
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/4200-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - ს-------- რ-----–---–ი, ბ--- ვ----–-----

მოპასუხე - გ--- კ---–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–- ს-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანება -11894.03 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში.

1.2. მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 26 644 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში.

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გ--- კ---–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები - გირავნობის საგნები მდებარე ქ.თბილისი, ბ------------ ქ.N2--, მეორე სართული -

რკინის წითელი სკამი 150 ცალი

ხის სკამი რიკულებიანი საზურგით და რბილი დასაჯდომით 110 ცალი

სავარძელი წითელი დარბილებით 42 ცალი

დაბალი შავი მაგიდა ერთი ფეხით 9 ცალი

ჟურნალის მაგიდა 4 ცალი

სამზარეულოს ასაწყობი დივანი სამნაწილიანი 2 ცალი

დიდი შავი ხის მაგიდა 21 ცალი

პატარა შავი ხის მაგიდა 3 ცალი

სამზარეულოს ხორცის დასამუშავებელი მაგიდა მეტალის ფეხით და ხის ზედაპირით 1 ცალი

სამზარეულოს ხორცის დასამუშავებელი მაგიდა მეტალის ფეხით და მეტალის ზედაპირით 2 ცალი

ხის სკამი დარბილებული საზურგით და დასაჯდომით 61 ცალი

ვიტრინა მაცივარი (კასტელი) 1 ცალი

ვიტრინა მაცივარი (ყაზბეგი) 3 ცალი

ვიტრინა მაცივარი (ბორჯომი) 1 ცალი

ვიტრინა მაცივარი (ბახმარო) 1 ცალი

ვიტრინა მაცივარი (ნაბეღლავი) 1 ცალი

დიდი გამწოვის თავი მეტალის 2 ცალი

თუნუქის აბაზანა 1 ცალი

დიდი გაზქურა 4 კამფორით 1 ცალი

კონდიციონერი SAGA 5 ცალი

კომოდი შავი 1 ცალი

კომოდი ყავისფერი 2 ცალი

საპილპილე 5 ცალი

კბილის ჩხირების ჩასადები 12 ცალი

ტალის სახელსახოცე 19 ცალი

გრაფინი 31 ცალი

თხელი თეფში მრგვალი (დიამეტრი 15სმ) 626 ცალი

თხელი თეფში მრგვალი (დიამეტრი 14.5სმ) 1 ცალი

თხელი თეფში მრგვალი (დიამეტრი 13.5სმ) 11 ცალი

თხელი თეფში მრგვალი (დიამეტრი 12.5სმ) 2 ცალი

მართკუთხა მომრგვალებული თეფში (30*20) 7 ცალი

მართკუთხა მომრგვალებული თეფში (28*20) 15 ცალი

მართკუთხა მომრგვალებული თეფში (34*20) 14 ცალი

კვადრატული მომრგვალებული თეფში (დიამეტრი 25სმ) 7 ცალი

კვადრატული მომრგვალებული თეფში (დიამეტრი 19სმ) 50 ცალი

კვადრატული მომრგვალებული თეფში (დიამეტრი 22სმ) 1 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 27სმ) 10 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 25სმ) 2 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 23სმ) 1 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 22სმ) 89 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 20სმ) 149 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 19სმ) 41 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 18სმ) 121 ცალი

მრგვალი გაშლილი თეფში (დიამეტრი 30სმ) 22 ცალი

დანა სუფრის 92 ცალი

ჩანგალი სუფრის 88 ცალი

ღრმა თეფში (დიამეტრი 17სმ) 60 ცალი

ღრმა თეფში (დიამეტრი 15სმ) 15 ცალი

ოვალური თეფში (39*20) 5 ცალი

ოვალური თეფში (22.5*16) 1 ცალი

ოვალური თეფში (20*13) 12 ცალი

ოვალური თეფში (20*14) 1 ცალი

ოვალური თეფში (34*20) 15 ცალი

ოვალური თეფში (29*20) 12 ცალი

გამჭვირვალე ჭიქა ყაზბეგი (დიდი) 8 ცალი

გამჭვირვალე ჭიქა ყაზბეგი (პატარა) 14 ცალი

გამჭვირვალე მაღალი წვრილი ჭიქა ნაბეღლავი 14 ცალი

გამჭვირვალე ჭიქა 4 ცალი

გამჭვირვალე ჭიქა ზანდუკელი 16 ცალი

გამჭვირვალე ყავის ჭიქა coffee 6 ცალი

თეთრი ყურიანი ჭიქა 7 ცალი

ყავის ჭიქის თეფშები სხვადასხვა 12 ცალი

ყავის სხვადასხვა პატარა ჭიქა 8 ცალი

პატარა ყავის ჭიქის თეფშები (გამჭვირვალე დიამეტრი 13.5) 9 ცალი

პატარა ყავის ჭიქის თეფშები (თიხისფერი დიამეტრი 12.5) 3 ცალი

პატარა ყავის ჭიქის თეფშები (ფერადი დიამეტრი 14) 1 ცალი

სამარილე სხვადასხვა 12 ცალი

თეთრი პატარა ყავის ჭიქა 9 ცალი

თეთრი პატარა ყავის ჭიქა RR 3 ცალი

თეთრი საშუალო ყავის ჭიქა 2 ცალი

თეთრი დიდი ყავის ჭიქა 2 ცალი

ჩაის ჭიქა სხვადასხვა 4 ცალი

საშაქრე დოზირებული გადმოსაყრელით 1 ცალი

ღვინის ჭიქა 4 ცალი

წვენის გამჭვირვალე ჭიქა 1 ცალი

გამჭვირვალე ყურიანი ჭიქა 3 ცალი

ვაზა ფეხიანი ხილის 4 ცალი

ვაზა სახილე 1, - 5 ცალი

ვაზა სახილე 2, - 4 ცალი

ვაზა სახილე 3, - 6 ცალი

ვაზა სახილე 4, - 4 ცალი

ოვალური ყავისფერი გამჭვირვალე თეფში (36*23) 17 ცალი

გაშლილი თეფში ფერადი კანტით (დიამეტრი 16სმ) 23 ცალი

ღრმა კვადრატული თეფში (დიამეტრი 15სმ) 22 ცალი

კერამიკის ჯამი (დიამეტრი 20სმ) 1 ცალი

კერამიკის ჯამი (დიამეტრი 17სმ) 5 ცალი

კერამიკის ჯამი (დიამეტრი 14სმ) 14 ცალი

კერამიკის ჯამი (დიამეტრი 16სმ) 12 ცალი

კერამიკის ჯამი (დიამეტრი 11სმ) 13 ცალი

საფერფლე ყაზბეგის 30 ცალი

სუფრა ოქროსფერი 8 ცალი

1.4. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდება, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გ--- კ---–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

წარმოდგენილი სარჩელისა და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე ს/კ N0----------------------. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, რომელიც ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადახდილიყო. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. მხარის მტკიცებით, ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კი დამატებით გაგრძელდა კიდევ - 01 წლით ანუ 12 თვის ვადით. ამდენად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საერთო ვადად განისაზღვრა 15 თვე, რომელიც დაიწყო 2017 წლის 01 სექტემბრიდან და ვადის გასვლის გამო ამოიწურა 2018 წლის 01 დეკემბერს. მხარის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, რაც გამოიხატა საიჯარო ქირის ნაწილის გადაუხდელობაში. სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ მოპასუხის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გ--- კ---–---–მა საიჯარო ქირის თანხა 11 894,04 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაიხადა და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გახდა სასამართლოსათის სარჩელით მომართვის საფუძველი. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო კი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 266 400 აშშ დოლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ თავისი ინიციატივით პირგასამტეხლო შემცირდა და სარჩელის წარმოდგენის დროს იგი ითხოვს 26 644 აშშ დოლარს, ასევე ქ.თბილისში, ბ------------ ქ.N2---ში მდებარე შენობაში, რომელიც იჯარით იყო გადაცემული მოაპსუხეზე, ამჟამად მოთავსებული იყო მოპასუხის მოძრავი ნივთები, რომლების რეალიზაციაც უნდა მომხდარიყო არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ--- კ---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის ივნისის თვიდან. მის შეწყვეტამდე იგი კეთილსინდისიერად იხდიდა საიჯარო ქირას ყოველთვიურად 3000 აშშ დოლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ იჯარის ხელშეკრულება შეწყვიტა 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, კერძოდ, 2017 წლის 11 აგვისტოს, იმ მომენტიდან მას აღარ უსარგებლია ობიექტით და მოსარჩელეს დაუბრუნა მფლობელობა საიჯარო ობიექტზე. ამასთან, იგი კეთილსინდისიერად იხდიდა საიჯარო ქირას და არ გააჩნია მოსარჩელის წინაშე რაიმე სახის დავალიანება, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერები. გადახდილი საიჯარო ქირა აღნიშნული პერიოდისათვის შეადგენდა 90471,20 ლარს, რაც კურსის ცვალებადობით საიჯარო ქირის შეტანის მომენტისთვის გაანგარიშებით სრულად მოიცავდა საიჯარო ობიექტის სარგებლობისათვის გადახდილი ქირის ოდენობას.

 

სარჩელზე დართული და საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 01 სექტემბრის საიჯარო ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მისთვის უცნობია, რადგან მხარეთა შორის ფაქტობრივად არა 2017 წლის 01 სექტემბერს, არამედ 2017 წლის ივნისის თვიდან დაიწყო, რასაც ადასტურებს მის მიერ 2017 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გადახდილი საიჯარო ქირები, ისევე როგორც მომდევნო თვეები საიჯარო ქირა 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მას სრულად აქვს გადახდილი საიჯარო ქირა, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს ნაწილში, ვინაიდან სახელშეკრულებო პირობები მისი მხრიდან სრულად არის შესრულებული.

 

მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი მოძრავი ნივთების რეალიზაცია, ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სიჯარო ობიექტში არსებული ინვენტარი, მათ შორის სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ნივთები, არ იყო მისი საკუთრება.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების 3.2.1.13. პუნქტის ჩანაწერი, სადაც საუბარია იჯარის ვადაზე, მიაჩნია, რომ დადებულია 01 წლის ვადით და არა ჯერ 3 თვით და შემდგომ იგი გაგრძელდა 01 წლის ვადით, რასაც უთითებდა მოსარჩელე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი და შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, 2017 წლის 01 სექტემბერს სს „ს----------–--------სა“ და გ--- კ---–---–ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება N0----------------------/17, რომლის მიხედვითაც, იჯარის საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ბ------------ N2---ში, ს/კ 0----------------------.

 

იჯარის ხელშეკრულების 3.2.1.14 პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა საიჯარო ქირა, რომელიც შეადგენდა ყოველთვიურად 3 000 აშშ დოლარს, რომელიც ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა გადახდილიყო.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2.1.13 პუნქტში ჩაიწერა შემდეგი: „იჯარის ვადა - 3 (სამი) თვე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ თუ მხარეები არ განაცხადებენ უარს, იჯარის ვადა გაგრძელდება ავტომატურად 1 (ერთი) წლის ვადით.“

 

იჯარის ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს მოცულობაზე და გადახდის წესზე. აღნიშნული პუნქტის თანახმად, კონტრაჰენტი იღებდა ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისთვის გადაეხადა ბანკს ერთჯერადი პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის მომენტისათვის გადახდილი საიჯარო ქირის 1 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთი წლის საიჯარო ქირის 1 %-ისა და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (სრული ან არასრული), გადახდილი საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთი წლის საიჯარო ქირის 0,5 %-ისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულება N0----------------------/17 (ტ.1, ს.ფ. 18-21)

- 2017 წლის 19 ივლისის, 2019 წლის 21 იანვრისა და 2019 წლის 25 მარტის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 82-87)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას პერიოდულად არღვევდა 2017 წლის სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 66-79)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი გ--- კ---–---–ის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2017 წლის 29 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 7200 ლარი, ხოლო დანიშნულებაში კი მიეთითა - “ივნისის თვის საიჯარო გადასახადი, ბ------------ 2--“.

 

2017 წლის 08 აგვისტოს გ--- კ---–---–ის მიერ გადახდილი იქნა 7171,20 ლარი, ხოლო დანიშნულებაში კი მიეთითა „ქ.ს-----–---–ის იჯარის მომსახურების საფასური“.

 

2017 წლის 30 აგვისტოს გ--- კ---–---–ის მიერ გადახდილი იქნა 4000 ლარი, ხოლო დანიშნულებაში კი მიეთითა „ქ.ს-----–---–ის იჯარის მომსახურების საფასური“.

 

2017 წლის 27 სექტემბერს გ--- კ---–---–ის მიერ გადახდილია 8000 ლარი როგორც „გ.კ---–---–ის იჯარის მომსახურების საფასური“.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს მოპასუხის მიერ გადახდილია 7000 ლარი, როგორც „სექტემბრის თვის საიჯარო გადასახადი, ბ------------ 2--“.

 

2017 წლის 08 ნოემბერს გადაიხადა 4000 ლარი, როგორც „საიჯარო ქირის გადასახადი“.

 

2017 წლის 05 დეკემბერს მოპასუხის მიერ გადახდილია 8200 ლარი, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „საიჯარო ქირის გადასახადი, ბ------------ ქ.2--“.

 

2017 წლის 18 დეკემბერს გ--- კ---–---–ის მიერ გადახდილია 5000 ლარი, როგორც „საიჯარო ქირის გადასახადი, ბ------------ ქ.N2--“.

 

ამავე დანიშნულებით აქვს გადახდილი მოპასუხეს 2018 წლის 05 იანვარს 5000 ლარი და 2018 წლის 30 იანვარს - 5000 ლარი.

 

2018 წლის 21 თებერვალს გადახდილია 7000 ლარი „საიჯარო ქირის საფასური“ და ამავე დანიშნულებით 2018 წლის 27 მარტს გადახდილია 6000 ლარი.

 

2018 წლის 23 აპრილს გ--- კ---–---–ის მიერ გადახდილია 7400 ლარი, როგორც „საიჯარო ქირის გადასახადი“ და ამავე დანიშნულებით 2018 წლის 06 ივნისს გადახდილია 4500 ლარი, ხოლო 2018 წლის 03 ივლისს - 5000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 66-79)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დასტურდება, რომ გ--- კ---–---–ის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გადახდილია „საიჯარო ქირის გადასახადი“ 7100 ლარისა და 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 06 ნოემბერს - 4000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ--- კ---–---–ის ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 154-155)

- საიჯარო ქირების გადახდის ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 163)

 

4.5. 2019 წლის 28 იანვრის წერილით მოსარჩელის მიერ მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იჯარის საგნით სარგებლობისთვის არსებული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენდა 11,894.03 (თერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტი მთელი სამი მეასედი) აშშ დოლარს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 28 იანვრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 23)

4.6. 2019 წლის 28 მარტის ოქმით კონსტატაციის შესახებ დგინდება, რომ ქ.თბილისში, ბ------------ ქ.N2-- შენობაში მეორე სართულზე განთავსებულია ის მოძრავი ქონება, რაც აღნიშნულ ოქმში იქნა დაფიქსირებული და რომლის თაობაზეც მოსარჩელემ წარმოადგინა თავისი 1.3. სასარჩელო მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 28 მარტის ოქმით კონსტატაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 113-136)

- აუდიტის ანგარიში (ტ.1, ს.ფ. 198-206)

 

4.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბანკის მიერ საიჯარო საგანზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო შპს „პ--–-------სა“ და ი/მ ქ------- ს-----–---–ს შორის. მითითებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2015 წლის 19 აგვისტოდან 2016 წლის 30 აგვისტომდე პერიოდი განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ გამოთქვამდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, იგი ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა დამატებით ერთი წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეებმა 2016 წლის 30 აგვისტომდე არ გამოხატეს ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის აგვისტომდე.

 

მოგვიანებით ზემოთ მითითებულ საიჯარო ურთიერთობაში ი/მ ქ------- ს-----–---–ი, როგორც მოიჯარე, გ--- კ---–---–მა ჩაანაცვლა.

 

შპს „პ--–-------თან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სადაც მეიჯარე 2017 წლის ივნისიდან სს „ს----------–--------ი“ გახდა, 2017 წლის 30 აგვისტოს ამოიწურა. ხოლო 2017 წლის 01 სექტემბერს სს „ს----------–--------სა“ და გ--- კ---–---–ს შორის გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 156-157);

- საჯარო რეესტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ამონაწერი (იხ. ტ.1, ს.ფ. 158-160)

- საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 მაისის ამონაწერი (იხ. ტ.1, ს.ფ. 161-162)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იჯარის ქირის დაკისრების ნაწილში, ხოლო შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე პირგასამტეხლოს ნაწილში. ამასთან, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოძრავი ნივთების და სხვა ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 586-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი ანუ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის პირობებში, მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით,1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე გ--- კ---–---–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება იმ პირობებით, რაც წარმოდგენილია ტ.1, ს.ფ. 18-22-ზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეები მათ მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად შევიდნენ ვალდებულებით-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებაში და გამოხატეს მზაობა სამართლებრივ ბოჭვაზე. შესაბამისად, როგორც მეიჯარისთვის, ასევე მოიჯარისთვის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება კონტრაჰენტი მხარის წინაშე შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს ატარებს. მოცემულ იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე ყოველთვიური მეიჯარისთვის გადასახდელი სასყიდელი.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია 2017 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულების ყველა გვერდზე არ არის მხარეთა ხელმოწერა დაფიქსირებული, თუმცა ფაქტია, რომ ხელშეკრულების ბოლო გვერდს ორივე მხარის წარმომადგენელი აწერს ხელს. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, ბ------------ ქ.N2--. აღნიშნულის საფუძველს ასევე იძლევა საქმეზე წარმოდგენილი მოპასუხის ამონაწერები პირადი ანგარიშიდან, საიდანაც დასტურდება სწორედ მითითებულ ქონებაზე მოსარჩელესთან საიჯარო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაგინდება მოპასუხე გ--- კ---–---–ის მიერ 2017 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი, თუმცა პირადი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მართალია მოპასუხის მიერ ქ.თბილისში, ბ------------ ქ.N2---ში მდებარე უძრავ ქონებაზე იქნა საიჯარო ქირა გადახდილი, თუმცა იგი ამ დროს მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო 3 თვის განმავლობაში მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე შესრულებული იქნა არა თავისი ვალდებულება, არამედ „ქ.ს-----–---–ის იჯარის მომსახურების საფასური“.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეები თავისი სახელით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდნენ 2017 წლის 01 სექტემბერს, რა დროსაც წერილობითი სახით დადეს იჯარის ხელშეკრულება, მასში მითითებული პირობებით.

 

აღსანიშნავია იჯარის ხელშეკრულების 3.2.1.14 პუნქტი, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმნენ, რომ იჯარის ვადა იქნებოდა 3 თვე. ამასთანავე, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ თუ მხარეები არ განაცხადებდნენ უარს, იჯარის ვადა გაგრძელდება ავტომატურად 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მითითებული ჩანაწერის თანახმად დგინდება, რომ მხარეთა შორის თავდაპირველდ ხელშეკრულება დადებული იქნა 3 თვის ვადით, რომლის გასვლის შემდგომ იგი ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა კიდევ 01 (ერთი) წლის ვადით, თუკი მხარეები თავისი აქტუიური მოქმედებით უარს არ იტყოდნენ ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

 

ამდენად, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა თუკი მხარეები არ შეწყვეტავდნენ მის მოქმედებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ატიური მოქმედებით იყო შესაძლებელი ხელშეკრულების შეწყვეტა. შესაბამისად, 2017 წლის 01 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ჯერ 3 თვის ვადით დაიდო მოგვაინებით კი, ვინაიდან ამაზე მხარეებმა არ განაცხადეს საწინააღმდეგო, ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ 01 წლის ანუ 12 თვის ვადით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით (ტ.1, ს.ფ. 154-155) დასტურდება ის გარემოება, რომ იმ პერიოდზე, რაც თავად მოპასუხემ გახადა სადავო, რომ ხელშეკრულება არა 15 თვის, არამედ 12 თვის ვადით იყო დადებული, გადახდილია საიჯარო ქირის გადასახადი, კერძოდ, 2018 წლის 23 ოქტომბერსა და 2018 წლის 06 ნოემბერს.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადად განისაზღვრა 15 თვე, რომელიც შეწყდა 2018 წლის 01 დეკემბერს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მართალია შესრულდა, მაგრამ არა სრულყოფილად და ჯეროვნად. საქმეში არსებული პირადი ამონაწერებით დგინდება, რომ მართალია მოპასუხეს თითქმის ყოველთვიურად უფიქსირდება მოსარჩელის წინაშე თანხის გადარიცხვა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ყოველთვიურად სწორედ ხელშეკრულებით განსაზღვრული და შეთანხმებული თანხა 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში იყო გადახდილი მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე. მხოლოდ ამ უკანასკნელის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად და სრულად არის შესრულებული, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ვინაიდან იმ თანხების ოდენობა (როგორც ყოველთვიური დაანგარიშების შედეგად, ასევე საბოლოო ანგარიშით) ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შესაბამისად უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, არ არის სრულად გადახდილი იმგვარად, რომ ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა ჯამურად ყოფილიყო 3000 აშშ დოლარი. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს სს „ს----------–--------ის“ წინაშე გააჩნია დავალიანება 2017 წლის 01 სექტემბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11,894,03 აშშ დოლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მხარეთა შორის წერილობითი სახით დადებული იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, სწორედ წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. იჯარის ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს მოცულობაზე და გადახდის წესზე. აღნიშნული პუნქტის თანახმად კონტრაჰენტი იღებდა ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისთვის ბანკს გადაუხდიდა ერთჯერად პირგასამტეხლოს, ვალდებულების დარღვევის მომენტისათვის გადახდილი საიჯარო ქირის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთი წლის საიჯარო ქირის 1%-ისა და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (სრული ან არასრული), გადახდილი საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთი წლის საიჯარო ქირის 0,5 %-ისა.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კერძოდ, მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო გონივრული - 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7.3 წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გ--- კ---–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები - გირავნობის საგანი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ბ------------ ქ.N2--, ხოლო თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდება, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გ--- კ---–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

სამოქალაქო კოდექსის 568-ე მუხლის მიხედვით ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 568-ე და 586-ე მუხლებიდან. აღნიშნული ნორმის თანახმად, კი მოიჯარეს თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მეიჯარის მიერ ფართში შეტანილ ნივთებზე. მოიჯარის გირავნობის უფლება წარმოადგენს კანონისმიერ გირავნობის უფლებას და შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის გირავნობის მომწესრიგებელი ნორმები (იხ. სუსგ Nო ას-483-457-2012, 20 სექტემბერი, 2012 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით განასხვავებენ მფლობელობით გირავნობას და რეგისტრირებული გირავნობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით კანონისმიერი გირავნობის დროს, როცა ნივთები მოგირავნის მფლობელობაშია, გამოიყენება მფლობელობითი გირავნობის მარეგულირებელი ნორმები. კანონისმიერი გირავნობის ინსტიტუტი კანონის საფუძველზე არსებობს და მისი წარმოშობა მხარეთა ნებასა თუ შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული (იხ. სუსგ N ას-77-73-2017 15 მაისი, 2017 წელი). ნივთის დაკავების უფლება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა და გამოიხატება კრედიტორის მიერ მოვალის ქონების დაკავებაში იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომლის შესრულების ვადა უკვე დადგა. ამიტომ, დაკავებული ნივთის მიმართ გამოიყენება გირავნობის შესაბამისი ნორმები (იხ. სუსგ N° ას-1147-1394-05 18 აპრილი, 2006 წელი;).

 

იჯარის ხელშეკრულების 3.13 მუხლის მიხედვით, ბანკს აქვს გირავნობის უფლება იჯარიდან მიღებულ შემოსავალზე, ასევე იმ მოძრავ ნივთებზე, რომლითაც კონტრაჰენტი აღჭურვავს იჯარის საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 586-ე მუხლის ნორმის საფუძველზე მოიჯარეს შეუძლია მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და ამ გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები. რეალიზაციის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის გირავნობის თავში მოცემული შესაბამისი ნორმები.

 

მართალია, განსახილველ შემთხვევაში, გ--- კ---–---–ი სარგებლობდა საიჯარო ფართით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტი, ასევე არ დგინდება მხარეთა შეთანხმება დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3115 ლარიდან (ტ.1, ს.ფ. 31) უნდა დაეკისროს 959.85 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განჩინება, რომლის საფუძველზეც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ--- კ---–---–ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი: I------, მარკა-მოდელი სუზუკი SX 4, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2009, შასი - Y----------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა - A-------9, გაცემული 20/01/2018წ. - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხე გ--- კ---–---–ის (პ/ნ N0----------) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 01 სექტემბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დარჩენილი საიჯარო ქირის დავალიანება -11894.03 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში გადახდა.

1.2 მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში გადახდა.

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით ქ.თბილისში, ბ------------ ქ.N2---ში განთავსებული მოძრავი ნივთებისა და მოპასუხის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე.

 

2. სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 28-02-2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3115 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 28-02-2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე გ--- კ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 959,85 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განჩინება, რომლის საფუძველზეც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ--- კ---–---–ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი: I------, მარკა-მოდელი სუზუკი SX 4, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2009, შასი - Y----------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა - A-------9, გაცემული 20/01/2018წ. - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე