განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100116001293857
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001293857

საქმე №1ბ/1287-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---------–---;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - კ--------------–ი (პ/ნ 0----------, დაბადებულის 1----–-–-------------, ქ-------–--–---------------------–------------------------------------–-----–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–----------------–------–------------);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტი და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტი;

 

გამართლებული - შ--------------–---–ი (პ/ნ 3----------, დაბადებულის 1----–-–---------------ს, გარდაბანში, რეგისტრირებულის მისამართზე: რ--------------------------------------------------);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

გამართლებული - მ----------------ე (პ/ნ 1----------, დაბადებულის 1----–-–----------------------–--–---------------------–--------------------------–-----------------------------------–--ა);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტი და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტი;

 

გამართლებული - ა------------ (პ/ნ 1----------, დაბადებულის 1----–-–------------–----------–-, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–-----------------------------------–--------------------–---------------–-);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტი და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტი;

 

გამართლებული - მ-----------–--–---–ი (პ/ნ 1----------, დაბადებულის 1----–-–------------------------–---------------------–-------------------------–----------------------------------–----------–---------------------);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტი;

 

გამართლებული - ც--------------ს (პ/ნ 1----------, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-----–---------------------–--------------------------–-----------------------------------–---);

 

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

 

ადვოკატები: მ--------------ი, ო------------–--–---–ი, კ---------–------ე, ბ---------–---;

 

კ--------------–ი, შ--------------–---–ი, მ----------------ე, ა------------, მ-----------–--–---–ი და ც-------------- წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

მ----------------ეს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის თანახმად, შპს „ნერგის“ დასახლების იმ ძირითად მაცხოვრებლებზე, რომელთაც საკუთრებაში მიღებული ჰქონდათ 0.15 ჰექტარი მიწა, თითოეულ კომლზე გრძელვადიანი იჯარით უნდა გაცემულიყო 0.1 ჰექტარი, მეურნეობის მიერ მიწის შერჩევის აქტებისა და კანონიერ პრეტენდენტთა სიების მიხედვით. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღნიშნული ნებართვის საფუძველზე 2000 წლის 13 სექტემბრისა და 2001 წლის 25 აპრილის დადგენილებებით დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნები და გაიცა გრძელვადიანი იჯარა. გარდაბნის რაიონის მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ 2001 წლის 31 ივლისს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ მ----------------ესთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება 5,9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ხოლო 2001 წლის 7 აგვისტოს მ----------------ის დედასთან - მეორე საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ა------------სთან 4,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემის თაობაზე. მ----------------ემ ა------------სთან, გარდაბნის რაიონის სოფ. ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე აწგარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად გამგეობას წარუდგინა ბიზნეს გეგმა და მცდარი ინფორმაცია ა-----------ის შემთხვევაში 43 და მ----------------ის შემთხვევაში 59 ფიზიკური პირის თაობაზე, რომლებზეც უნდა გადანაწილებულიყო იჯარით აღებული მიწა. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღმოაჩინა რა შეუსაბამობები სიებში, 2002 წლის 30 იანვრის დადგენილებით ნორიოს საკრებულოს ხელმძღვანელს ა-–-----------------–-–---–ს ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მოსთხოვა კანონიერ პრეტენდენტთა დაზუსტებული სიების წარდგენა და წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიწის მართვის სამმართველოს დაავალა ქვეიჯარის ხელშეკრულებების გატარებაზე უარის თქმა.

აღნიშნული მიწების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში საერთოდ არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, ა-–-----------------–-–---–ისა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით თბილისის ყოფილი სანერგე მეურნეობის ფართობებიდან მარინა ნ--------ის შემთხვევაში 5.9 ჰექტარი მიწის, ხოლო ა-----------ის შემთხვევაში 4,3 ჰექტარი მიწის იჯარის სახით აღება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვისა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის დადგენილების უგულებელყოფით, ვინაიდან საინიციატივო ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ იყვნენ ადგილობრივი მკვიდრები და ამასთან, როგორც შემდგომში გაირკვა, მიწები იჯარით გაიცა არა კომლებზე, არამედ ერთი ოჯახის რამოდენიმე წევრზე, მათ შორის როგორც დედაშვილ ა------------ზე და მარინა ნ--------ეზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვასთან.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში მ----------------ემ ა------------სთან ერთად, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენიათ თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე მოტყუებით იჯარის სახით აღებული 5.9 და 4,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და დაარეგისტრირეს თავიანთ სახელზე, რითაც ა-–-----------------–-–---–ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით (ჯგუფურად) თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ - 542 800 ლარის ღირებულების 5.9 ჰექტარ და 395 600 ლარის ღირებულების 4.3 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. მოგვიანებით, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვითა და საერთო მიზნით მოქმედმა აღნიშნულმა ჯგუფის წევრებმა განაგრძეს რა თავისი დანაშაულებრივი ქმედება, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, თაღლითურად, ამ ეტაპზე დაუდგენელი სავარაუდო თანამზრახველების დახმარებით, 2007 წლის 11 იანვრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #2-ის თანახმად დამატებით, მ----------------ის სახელით მოტყუებით მიისაკუთრეს ადრე თაღლითურად დაუფლებული 5.9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 0.85 ჰექტარ მიწის ნაკვეთი, რის შემდგომაც მ----------------ე ა------------სთან, ა-–-----------------–-–---–თან და ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად, როგორც უშუალოდ, ისე სხვა დამხმარე პირების მეშვეობით ახორციელებდნენ და აგრძელებენ სხვადასხვა პირებზე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მიწების გასხვისებას.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ა------------ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის თანახმად, შპს „ნერგის“ დასახლების იმ ძირითად მაცხოვრებლებზე, რომელთაც საკუთრებაში მიღებული ჰქონდათ 0.15 ჰექტარი მიწა, თითოეულ კომლზე გრძელვადიანი იჯარით უნდა გაცემულიყო 0.1 ჰექტარი, მეურნეობის მიერ მიწის შერჩევის აქტებისა და კანონიერ პრეტენდენტთა სიების მიხედვით. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღნიშნული ნებართვის საფუძველზე 2000 წლის 13 სექტემბრისა და 2001 წლის 25 აპრილის დადგენილებებით დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნები და გაიცა გრძელვადიანი იჯარა. გარდაბნის რაიონის მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ 2001 წლის 7 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ა------------სთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება 4,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ხოლო 2001 წლის 31 ივლისს ა-----------ის შვილთან - მეორე საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ მ----------------ესთან 5,9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემის თაობაზე. ა------------მ მ----------------ესთან, გარდაბნის რაიონის სოფ. ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე აწგარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად გამგეობას წარუდგინა ბიზნეს გეგმა და მცდარი ინფორმაცია ა-----------ის შემთხვევაში 43 და მ----------------ის შემთხვევაში 59 ფიზიკური პირის თაობაზე, რომლებზეც უნდა გადანაწილებულიყო იჯარით აღებული მიწა. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღმოაჩინა რა შეუსაბამობები სიებში, 2002 წლის 30 იანვრის დადგენილებით ნორიოს საკრებულოს ხელმძღვანელს ა-–-----------------–-–---–ს ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მოსთხოვა კანონიერ პრეტენდენტთა დაზუსტებული სიების წარდგენა და წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიწის მართვის სამმართველოს დაავალა ქვეიჯარის ხელშეკრულებების გატარებაზე უარის თქმა.

აღნიშნული მიწების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში საერთოდ არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, ა-–-----------------–-–---–ისა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით თბილისის ყოფილი სანერგე მეურნეობის ფართობებიდან მარინა ნ--------ის შემთხვევაში 5.9 ჰექტარი მიწის, ხოლო ა-----------ის შემთხვევაში 4,3 ჰექტარი მიწის იჯარის სახით აღება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვისა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის დადგენილების უგულებელყოფით, ვინაიდან საინიციატივო ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ იყვნენ ადგილობრივი მკვიდრები და ამასთან, როგორც შემდგომში გაირკვა, მიწები იჯარით გაიცა არა კომლებზე, არამედ ერთი ოჯახის რამოდენიმე წევრზე, მათ შორის როგორც დედაშვილ ა------------ზე და მარინა ნ--------ეზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვასთან.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ა------------მ მ----------------ესთან ერთად, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენიათ თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, თაღლითურად გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე მოტყუებით იჯარის სახით აღებული 5.9 და 4,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და დაარეგისტრირეს თავიანთ სახელზე, რითაც ა-–-----------------–-–---–ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით (ჯგუფურად) თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით - 542 800 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილ 5.9 ჰექტარ და 395 600 ლარის ღირებულების 4.3 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. მოგვიანებით, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვითა და საერთო მიზნით მოქმედმა აღნიშნულმა ჯგუფის წევრებმა განაგრძეს რა თავისი დანაშაულებრივი ქმედება, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, თაღლითურად, ამ ეტაპზე დაუდგენელი სავარაუდო თანამზრახველების დახმარებით, 2007 წლის 11 იანვრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #2-ის თანახმად დამატებით, მ----------------ის სახელით მოტყუებით მიისაკუთრეს ადრე თაღლითურად დაუფლებული 5.9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 0.85 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის შემდგომაც ა------------ მ----------------ესთან, ა-–-----------------–-–---–თან და ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად, როგორც უშუალოდ, ისე სხვა დამხმარე პირების მეშვეობით ახორციელებდნენ და აგრძელებენ სხვადასხვა პირებზე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მიწების გასხვისებას.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ც--------------ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის წერილის თანახმად შპს „ნერგის“ დასახლების იმ ძირითად მაცხოვრებლებზე, რომელთაც საკუთრებაში მიღებული ჰქონდათ 0.15 ჰექტარი მიწა, თითოეულ კომლზე გრძელვადიანი იჯარით უნდა გაცემულიყო 0.1 ჰექტარი, მეურნეობის მიერ მიწის შერჩევის აქტებისა და კანონიერ პრეტენდენტთა სიების მიხედვით. გარდაბნის რაიონის გამგეობასთან შექმნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2000 წლის 11 სექტემბრის N52 სხდომის ოქმითა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილებით ც---------------თ---–---–ის საინიციატივო ჯგუფს ხეხილსანერგე მეურნეობიდან 49 წლიანი იჯარით, ჯგუფის 12 წევრზე გამოეყო 1.2 ჰა მიწის ნაკვეთი, ჯგუფის თითოეულ ადგილობრივ მაცხოვრებელზე (კომლზე) 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაანგარიშებით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ არასწორად წარმოდგენილი ჯგუფის წევრების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა პირადად საკრებულოსა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებს. ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარის ა-–-----------------–-–---–ის 2001 წლის 20 ივლისის N65 წერილის საფუძველზე ც--------------ს საინიციატივო ჯგუფს სიმცირის გამო შეუერთდა ზაზა ბადუაშვილის 4 კაციანი საინიციატივო ჯგუფი და საბოლოოდ, გარდაბნის რაიონის გამგეობასთან შექმნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიასა და ც--------------ს შორის 2001 წლის 07 აგვისტოს გარდაბნის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილების საფუძველზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება N23 1.6 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა დანაწილებულიყო ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, თითოეულ კომლზე 1000-1000 კვ.მ ოდენობით. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ც--------------მ ნორიოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან აწგარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან ერთად და გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვისა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნათა უგულებელყოფით, ხეხილსანერგე მეურნეობიდან იჯარით გამოყოფილი 1.6 ჰა მიწის ნაკვეთიდან 1.2 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთი, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაანაწილა საკუთარი ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე - ნო------------------------ თ---–---–--ზე, მეუღლეზე - შ--–--------–---–ზე, ასევე ნათესავებზე და სხვა პირებზე, რომლებიც არ იყვნენ ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი კომლები. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღმოაჩინა რა შეუსაბამობა სიებში და საიჯარო მიწის ნაკვეთების განაწილებაში 2002 წლის 30 იანვრის N19 დადგენილებით ნორიოს საკრებულოს ხელმძღვანელს ა-–-----------------–-–---–ს ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მოსთხოვა კანონიერ პრეტენდენტთა დაზუსტებული სიების წარდგენა და წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიწის მართვის სამმართველოს დაავალა ქვეიჯარის ხელშეკრულებების გატარებაზე უარის თქმა. აღნიშნული მიწის ნაკვეთების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში საერთოდ არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, ც--------------ს მიერ ა-–-----------------–-–---–თან ერთად და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით/მეშვეობით თბილისის ყოფილი სანერგე მეურნეობაში მდებარე 1.6 ჰექტარი საიჯარო მიწის ნაკვეთიდან 1.2 ჰა მიწის ნაკვეთის მიღება/განაწილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის წერილის, გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- და 2002 წლის 30 იანვრის დადგენილებების უგულებელყოფით, ვინაიდან ც--------------მ იჯარით გამოყოფილი 1.6 ჰა მიწის ნაკვეთიდან 1.2 ჰა მიწის ნაკვეთი, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაანაწილა საკუთარ ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და სხვადასხვა პირებზე, რომლებიც არ იყვნენ ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი კომლები და ზოგიერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთები იჯარით გაცემულ იქნა ისეთ პირებზე, რომელთაც სხვა ჯგუფიდანაც იჯარით ჰქონდათ გამოყოფილი ან შემდგომში გამოეყოთ მიწის ნაკვეთები.

ამის შემდგომ, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 08 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ც--------------მ დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენია თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N-------- ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, უკანონოდ გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან იჯარის სახით გაცემული 1.6 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის თაღლითურად დაეუფლა იჯარის სახით უკანონოდ მიღებულ 1.2 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთპიროვნულად პრივატიზების შემდგომ დაირეგისტრირა საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით ც-------------- ნორიოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის აწგარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან ერთად და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით ჯგუფურად, თაღლითურად დაეუფლა 110 400 (ას ათი ათას ოთხასი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 1.2 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, მათ შორის საკუთრებაში გადასცა საკუთარი ოჯახის წევრებს და ნათესავებს.

გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით მოქმედმა ც--------------მ,7 მ-------ემ, მ----------------ემ და მ-----------–--–---–მა გარდაბნის რაიონის სოფ. ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარესთან აწგარდაცვლილ ალექსანდრე კოპილაშვილთან ერთად და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით, წინასწარი შეთანხმებით გარდაბნის გამგეობასთან შექმნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების მსურველთა განცხადებების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში წარადგინეს მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფის ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შემდგარი 33 კაციანი სია, რომლის ნამდვილობა დადასტურებულ იქნა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ნორიოს საკრებულოს გამგებლის ა-–-----------------–-–---–ის ბეჭდით. აღნიშნული სია შევსებულ იქნა ფორმალურად კომისიის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ ჯგუფის წევრების უმრავლესობისთვის უცნობი იყო მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნის ფაქტი და ზოგიერთ მათგანს შემდგომში სხვა საინიციატივო ჯგუფიდან (ა-----------ის, ც--------------ს და მარინა ნ--------ის ჯგუფი) გამოეყოთ საიჯარო მიწის ნაკვეთები. წარმოდგენილი სიის საფუძველზე კომისიამ 2000 წლის 11 სექტემბრის N52 სხდომის ოქმითა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილებით მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფს ხეხილსანერგე მეურნეობიდან 49 წლიანი იჯარით, ჯგუფის 33 წევრზე გამოუყო 3.3 ჰა მიწის ნაკვეთი, ჯგუფის თითოეულ ადგილობრივ მაცხოვრებელზე (კომლზე) 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაანგარიშებით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ არასწორად წარმოდგენილი ჯგუფის წევრების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა პირადად საკრებულოსა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებს. გარდაბნის რაიონის გამგეობასთან შექმნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიასა და მ-----------–--–---–ს შორის 2001 წლის 30 ივლისს გარდაბნის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილების საფუძველზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება N--------- საიჯარო მიწის ნაკვეთზე. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღმოაჩინა რა შეუსაბამობები სიებში და საიჯარო მიწის ნაკვეთების განაწილებაში 2002 წლის 30 იანვრის N19 დადგენილებით ნორიოს საკრებულოს ხელმძღვანელს ა-–-----------------–-–---–ს ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მოსთხოვა კანონიერ პრეტენდენტთა დაზუსტებული სიების წარდგენა და წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიწის მართვის სამმართველოს დაავალა ქვეიჯარის ხელშეკრულებების გატარებაზე უარის თქმა. აღნიშნული მიწების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში საერთოდ არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, ნორიოს საკრებულოს ყოფილი გამგებლის ა-–-----------------–-–---–ისა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირების დახმარებით/მეშვეობით თბილისის ყოფილი სანერგე მეურნეობის ფართობებიდან მ-----------–--–---–ის სახელზე 3,3 ჰექტარი მიწის იჯარის სახით აღება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის წერილისა, გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- და 2002 წლის 30 იანვრის N19 დადგენილებების უგულებელყოფით. მ-----------–--–---–ი ა------------სთან, ც--------------სთან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებისამებრ ერთობლივად განაგებდა მ-----------–--–---–ის ჯგუფზე გამოყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის განაწილებას, რა დროსაც იჯარით გამოყოფილი 3.3 ჰა მიწის ნაკვეთიდან 2.64 ჰა მიწის ნაკვეთი კომისიისათვის წარდგენილ სიაში დაფიქსირებული პირების ნაცვლად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე, თანამშრომლებზე და ერთი ოჯახის სხვადასხვა წევრებზე, რომლებიც არ იყვნენ ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი კომლები და ზოგიერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთები იჯარით გაცემულ იქნა ისეთ პირებზე, რომელთაც სხვა ჯგუფიდან იჯარით უკვე ჰქონდათ გამოყოფილი მიწის ნაკვეთები.

ამის შემდგომ, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 08 ივლისის ქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ც--------------მ მ-----------–--–---–თან, ა------------სთან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენია თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N-------- ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, უკანონოდ გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან იჯარის სახით გაცემული 3,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის თაღლითურად დაეუფლა იჯარის სახით უკანონოდ მიღებულ/განაწილებულ 2.64 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთპიროვნულად პრივატიზების შემდგომ დარეგისტრირდა მ-----------–--–---–ის საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით, ც--------------, მ-----------–--–---–ი, ა------------ და მ----------------ე აწ გარდაცვლილი ა-–-----------------–-–---–ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით თაღლითურად დაეუფლნენ 242 880 (ორას ორმოცდაორი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 2.64 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისეს სხვადასხვა პირებზე და საკუთრებაში გადასცეს საკუთარ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს.

მოგვიანებით, ც--------------მ, ა------------მ, მ-----------–--–---–მა და მ----------------ემ ნორიოს საკრებულოს გამგებელთან ა-–-----------------–-–---–თან ერთად განიზრახეს დამატებით უკანონოდ დაუფლებოდნენ ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიზნით მათ მიერ წინასწარი შეთანხმებისამებრ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მიზნით, დამატებით რამოდენიმეჯერ იქნა მოთხოვნილი ხეხილსანერგე მეურნეობიდან იჯარით მიწის ნაკვეთების გამოყოფა, თითქოსდა ხეხილსანერგე მეურნეობის იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე (კომლებზე) გადასაცემად, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- ნებართვის წერილის შესაბამისად არ მიუღიათ საიჯარო მიწის ნაკვეთები 1000-1000 კვ.მ ფართობით. გარდაბნის რაიონის გამგეობის 2003 წლის 25 ივნისის N--- დადგენილების მე-4 პუნქტით მიწის მართვის სამმართველოს დაევალა, რომ სანერგე მეურნეობიდან ა-----------ისა და სხვათა განცხადებების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- ნებართვის წერილის თანახმად ნორიოს საკრებულოში აღრიცხულ და ჩაწერილ ყოველი კომლისთვის იჯარით გამოეყო 0.10 ჰა ფართობი (თუ კი ასეთი კიდევ იყო დარჩენილი იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი). გარდა ამისა, ამავე დადგენილებით ნორიოს საკრებულოს გამგებელს დაევალა წარმოედგინა, გამგეობისთვის ცნობა დარჩენილ კომლთა რაოდენობის შესახებ, რის შემდგომაც ნორიოს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ა-–-----------------–-–---–მა ც--------------სთან, ა------------სთან, მ-----------–--–---–თან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, გარდაბნის რაიონის გამგეობაში, მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2003 წლის 11 ივლისის N43 წერილის საფუძველზე, ნაცვლად ხეხილსანერგე მეურნეობაში ფიქსირებული 179 კომლისა წარმოადგინა ხეხილსანერგე მეურნეობაში მცხოვრები 270 კომლი და დამატებით მოითხოვა 97 კომლისათვის 9.7 ჰა მიწის ფართობის გრძელვადიანი იჯარით გამოყოფა, რომელიც უნდა გაცემულიყო ც--------------ს საინიციატივო ჯგუფზე. ასევე, გარდაბნის რაიონის გამგეობაში, მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით წარდგენილ იქნა ც--------------ს ხელმოწერითა და ნორიოს საკრებულოს ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული 76 კაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრთა სია და ცალკეული განცხადებები (სულ 97 კომლი), სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- ნებართვის წერილის მოთხოვნათა საწინააღდეგოდ შეყვანილ იქნა, როგორც ხეხილსანერგე მეურნეობაში ერთ კომლად რეგისტრირებული ოჯახების სხვადასხვა წევრები, ასევე არაადგილობრივი მაცხოვრებლები და ხეხილსანერგე მეურნეობის ის კომლები, რომლებიც გაწევრიანებული იყვნენ სხვა საინიციატივო ჯგუფებში, მათ შორის მ-----------–--–---–ის 33 კაციან, ა-----------ისა და მ----------------ის ჯგუფებში და გარდაბნის გამგეობის გადაწყვეტილებით უკვე გამოყოფილი ჰქონდათ საიჯარო მიწის ნაკვეთები. აღნიშნული სიის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის გამგეობამ 2003 წლის 10 სექტემბრის N--- დადგენილებით ც--------------ს საინიციატივო ჯგუფზე დამატებით გამოყო ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთი, მეურნეობის თითოეულ კომლზე 1000-1000 კვ.მ ოდენობით დანაწილების მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე 2003 წლის 01 ოქტომბერს ც--------------სთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება N--------, რის შემდგომაც ც--------------მ ა------------სთან, მ-----------–--–---–თან, მ----------------ესთან და აწ გარდაცვლილ ნორიოს საკრებულოს ყოფილ გამგებელთან ა-–-----------------–-–---–თან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით კანონმდებლობის, გარდაბნის რაიონის გამგეობის 2003 წლის 10 სექტემბრის N--- დადგენილებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს N-------- ნებართვის წერილის მოთხოვნათა დარღვევით გამოყოფილი 9.7 ჰა საიჯარო ფართობიდან 5.33 ჰა მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაანაწილა საკუთარ ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე, ერთი ოჯახის (კომლის) სხვადასხვა წევრებზე, მათ შორის ა------------ზე, მ----------------ეზე მათი ოჯახის წევრებზე და არაადგილობრივ მოსახლეობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საიჯარო მიწის ნაკვეთები გარდაბნის რაიონის გამგეობისთვის წარდგენილ სიაში დაფიქსირებული პირების ნაცვლად გაცემულ იქნა სხვადასხვა არაუფლებამოსილ პირებზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც მიწის ნაკვეთების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში არ გატარებულა.

ამის შემდგომ, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 08 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ც--------------მ, ა------------სთან, მ-----------–--–---–თან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენია თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N-------- ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, უკანონოდ გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან იჯარის სახით გაცემული 9,7 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის თაღლითურად დაეუფლა, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილი იჯარის სახით უკანონოდ მიღებული 5.33 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთპიროვნულად პრივატიზების შემდგომ დარეგისტრირდა ც--------------ს საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით ც--------------, ა------------, მ----------------ე და მ-----------–--–---–ი ნორიოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ა-–-----------------–-–---–ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით ჯგუფურად, თაღლითურად დაეუფლნენ 490 360 (ოთხას ოთხმოცდაათი ათას სამას სამოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 5.33 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისეს სხვადასხვა პირებზე და საკუთრებაში გადასცეს საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მათ შორის ა------------ს, მის შვილს მ----------------ეს და მათ ნათესავებს.

განაგრძეს რა დანაშაულებრივი საქმიანობა, ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით მოქმედი ც---------------თ---–---–ი, მ-----------–--–---–ი და ა------------ გარდაბნის რაიონის საჯარო რეესტრის ზონის რეგისტრატორის უფროს კ--------------–თან ერთად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი სავარაუდო თანამზრახველების დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ, მათი საიჯარო ფართობების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, ც--------------მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით 2007 წლის 11 იანვარს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #3-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1.26 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის კ--------------–ის დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა, როგორც საიჯარო ფართობის დაზუსტებული ზედმეტობა, ხოლო მ-----------–--–---–მა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით 2007 წლის 11 იანვარს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #1-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 3.3 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0.49 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის კ--------------–ის დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში ასევე დარეგისტრირებულ იქნა, როგორც საიჯარო ფართობის დაზუსტებული ზედმეტობა. აღნიშნული ქმედებით ც---------------თ---–---–ი, მ-----------–--–---–ი, ა------------, გარდაბნის საჯარო რეესტრის ზონის რეგისტრატორის კ--------------–თან ერთად და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დამხმარებით/მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ 122 220 (ას ოცდაორი ათას ორას ოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 1.26 ჰა და 47 530 (ორმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 0.49 ჰა მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან გარკვეული ნაწილი ფორმალურად დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე და ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად, როგორც უშუალოდ, ისე სხვა დამხმარე პირების მეშვეობით განახორციელეს სხვადასხვა პირებზე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მიწების გასხვისება. მიწის ნაკვეთების გარკეული ნაწილი დღემდე მ-----------–--–---–ისა და ც--------------ს საკუთრებაშია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ც--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

მ-----------–--–---–ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის წერილის თანახმად შპს „ნერგის“ დასახლების იმ ძირითად მაცხოვრებლებზე, რომელთაც საკუთრებაში მიღებული ჰქონდათ 0.15 ჰექტარი მიწა, თითოეულ კომლზე გრძელვადიანი იჯარით უნდა გაცემულიყო 0.1 ჰექტარი, მეურნეობის მიერ მიწის შერჩევის აქტებისა და კანონიერ პრეტენდენტთა სიების მიხედვით. სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მიზნით მოქმედმა მ-----------–--–---–მა ა------------სთან, მ----------------ესთან, ც--------------სთან და გარდაბნის რაიონის სოფ. ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე აწ გარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან ერთად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით/მეშვეობით გარდაბნის გამგეობასთან შექმნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების მსურველთა განცხადებების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში წარადგინეს მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფის ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შემდგარი 33 კაციანი სია, რომლის ნამდვილობა დადასტურებულ იქნა ნორიოს საკრებულოს გამგებლის ა.ქ-----–-–---–ის ბეჭდით. აღნიშნული სია შევსებულ იქნა ფორმალურად კომისიის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რადგან ჯგუფის წევრების უმრავლესობისთვის უცნობი იყო მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნის ფაქტი და ზოგიერთ მათგანს ა-----------ის და მარინა ნ--------ის საინიციატივო ჯგუფებიდან შემდგომში გამოეყოთ საიჯარო მიწის ნაკვეთები. წარმოდგენილი სიის საფუძველზე კომისიამ 2000 წლის 11 სექტემბრის N52 სხდომის ოქმითა და გარდაბნის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილებით მ-----------–--–---–ის საინიციატივო ჯგუფს ხეხილსანერგე მეურნეობიდან 49 წლიანი იჯარით, ჯგუფის 33 წევრზე გამოყო 3.3 ჰა მიწის ნაკვეთი, ჯგუფის თითოეულ ადგილობრივ მაცხოვრებელზე (კომლზე)1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაანგარიშებით. ამავე დადგენილებით საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სიების ნამდვილობაზე და ნებართვის წერილთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები და ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე ა-–-----------------–-–---–ი. გარდაბნის რაიონის გამგეობასთან შექმნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიასა და მ-----------–--–---–ს შორის 2001 წლის 30 ივლისს გარდაბნის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრის N--- დადგენილების საფუძველზე, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება N--------- საიჯარო მიწის ნაკვეთზე. გარდაბნის რაიონის გამგეობამ აღმოაჩინა რა შეუსაბამობები სიებში და საიჯარო მიწის ნაკვეთების განაწილებაში 2002 წლის 30 იანვრის N19 დადგენილებით ნორიოს საკრებულოს ხელმძღვანელს ა-–-----------------–-–---–ს ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მოსთხოვა კანონიერ პრეტენდენტთა დაზუსტებული სიების წარდგენა და წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიწის მართვის სამმართველოს დაავალა ქვეიჯარის ხელშეკრულებების გატარებაზე უარის თქმა. აღნიშნული მიწების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში საერთოდ არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, ა-–-----------------–-–---–ისა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით თბილისის ყოფილი სანერგე მეურნეობის ფართობებიდან მ-----------–--–---–ის სახელზე 3,3 ჰექტარი მიწის იჯარის სახით აღება/განაწილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს ნებართვის წერილისა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 13 სექტემბრისა N--- და 2002 წლის 30 იანვრის დადგენილების უგულებელყოფით, ვინაიდან მ-----------–--–---–მა, ა------------მ, ც--------------მ და მ----------------ემ წინასწარი შეთანხმებისამებრ, იჯარით გამოყოფილი 3.3 ჰა მიწის ნაკვეთიდან 2.64 ჰა მიწის ნაკვეთი კომისიისათვის წარდგენილ სიაში დაფიქსირებული პირების ნაცვლად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე, თანამშრომლებზე და ერთი ოჯახის სხვადასხვა წევრებზე, რომლებიც არ იყვნენ ხეხილსანერგე მეურნეობის ადგილობრივი კომლები და ზოგიერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთები იჯარით გაცემულ იქნა ისეთ პირებზე, რომელთაც სხვა ჯგუფიდან იჯარით უკვე ჰქონდათ გამოყოფილი მიწის ნაკვეთები.

ამის შემდგომ, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 08 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში მ-----------–--–---–მა, ა------------სთან, ც--------------სთან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენია თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N-------- ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, უკანონოდ გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან იჯარის სახით გაცემული 3,3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის თაღლითურად დაეუფლა იჯარის სახით უკანონოდ მიღებულ/განაწილებულ 2.64 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთპიროვნულად პრივატიზების შემდგომ დარეგისტრირდა მ-----------–--–---–ის საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით, მ-----------–--–---–ი ა------------, მ----------------ე და ც-------------- აწ გარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით ჯგუფურად, მ-----------–--–---–ის სახელით თაღლითურად დაეუფლნენ 242 880 (ორას ორმოცდაორი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 2.64 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, ზემოხსენებულ პირებთან წინასწარი შეთანხმებისამებრ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისეს სხვადასხვა პირებზე, მათ შორის დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე.

განაგრძეს რა თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა, მოგვიანებით მ-----------–--–---–მა, ა------------მ, ც--------------მ და მ----------------ემ ნორიოს საკრებულოს გამგებელთან ა-–-----------------–-–---–თან ერთად განიზრახეს დამატებით უკანონოდ დაუფლებოდნენ ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიზნით მათ მიერ წინასწარი შეთანხმებისამებრ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მიზნით, დამატებით რამოდენიმეჯერ იქნა მოთხოვნილი ხეხილსანერგე მეურნეობიდან იჯარით მიწის ნაკვეთების გამოყოფა, თითქოსდა ხეხილსანერგე მეურნეობის იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე (კომლებზე) გადასაცემად, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- ნებართვის წერილის შესაბამისად არ მიუღიათ საიჯარო მიწის ნაკვეთები 1000-1000 კვ.მ ფართობით. გარდაბნის რაიონის გამგეობის 2003 წლის 25 ივნისის N--- დადგენილების მე-4 პუნქტით მიწის მართვის სამმართველოს დაევალა, რომ სანერგე მეურნეობიდან ა-----------ისა და სხვათა განცხადებების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- ნებართვის წერილის თანახმად ნორიოს საკრებულოში აღრიცხულ და ჩაწერილ ყოველი კომლისთვის იჯარით გამოეყო 0.10 ჰა ფართობი (თუ კი ასეთი კიდევ იყო დარჩენილი იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი). გარდა ამისა, ამავე დადგენილებით ნორიოს საკრებულოს გამგებელს დაევალა წარმოედგინა გამგეობისთვის ცნობა დარჩენილ კომლთა რაოდენობის შესახებ, რის შემდგომაც ნორიოს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ა-–-----------------–-–---–მა ც--------------სთან, ა------------სთან, მ-----------–--–---–თან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, გარდაბნის რაიონის გამგეობაში, მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2003 წლის 11 ივლისის N43 წერილის საფუძველზე, ნაცვლად ხეხილსანერგე მეურნეობაში ფიქსირებული 179 კომლისა წარმოადგინა ხეხილსანერგე მეურნეობაში მცხოვრები 270 კომლი და დამატებით მოითხოვა 97 კომლისათვის 9.7 ჰა მიწის ფართობის გრძელვადიანი იჯარით გამოყოფა, რომელიც უნდა გაცემულიყო ც--------------ს საინიციატივო ჯგუფზე. ასევე, გარდაბნის რაიონის გამგეობაში, მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით წარდგენილ იქნა ც--------------ს ხელმოწერითა და ნორიოს საკრებულოს ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული 76 კაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრთა სია და ცალკეული განცხადებები (სულ 97 კომლი), სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N------- ნებართვის წერილის მოთხოვნათა საწინააღდეგოდ შეყვანილ იქნა, როგორც ხეხილსანერგე მეურნეობაში ერთ კომლად რეგისტრირებული ოჯახების (კომლების) სხვადასხვა წევრები, ასევე არაადგილობრივი მაცხოვრებლები და ხეხილსანერგე მეურნეობის ის კომლები, რომლებიც გაწევრიანებული იყვნენ სხვა საინიციატივო ჯგუფებში, მათ შორის მ-----------–--–---–ის 33 კაციან, ა-----------ისა და მ----------------ის ჯგუფებში და გარდაბნის გამგეობის გადაწყვეტილებით უკვე გამოყოფილი ჰქონდათ საიჯარო მიწის ნაკვეთები. აღნიშნული სიის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის გამგეობამ 2003 წლის 10 სექტემბრის N--- დადგენილებით ც--------------ს საინიციატივო ჯგუფზე დამატებით გამოყო ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთი, მეურნეობის თითოეულ კომლზე 1000-1000 კვ.მ ოდენობით დანაწილების მიზნით, აღნიშნულის საფუძველზე 2003 წლის 01 ოქტომბერს ც--------------სთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება N--------, რის შემდგომაც მ-----------–--–---–მა ც--------------სთან, ა------------სთან, მ----------------ესთან და აწ გარდაცვლილ ნორიოს საკრებულოს ყოფილ გამგებელთან ა-–-----------------–-–---–თან ერთად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით/მეშვეობით, წინასწარი შეთანხმებსამებრ კანონმდებლობის, გარდაბნის რაიონის გამგეობის 2003 წლის 10 სექტემბრის N--- დადგენილებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს N2–1/1302 ნებართვის წერილის მოთხოვნათა დარღვევით გამოყოფილი 9,7 ჰა საიჯარო ფართობიდან 5.33 ჰა მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაანაწილა საკუთარ ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე, ერთი ოჯახის (კომლის) სხვადასხვა წევრებზე, მათ შორის ა------------ზე, მ----------------ეზე მათი ოჯახის წევრებზე და არაადგილობრივ მოსახლეობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საიჯარო მიწის ნაკვეთები გარდაბნის რაიონის გამგეობისთვის წარდგენილ სიაში დაფიქსირებული პირების ნაცვლად გაცემულ იქნა სხვადასხვა არაუფლებამოსილ პირებზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც მიწის ნაკვეთების ქვეიჯარა სარეგისტრაციო სამსახურში არ გატარებულა.

ამის შემდგომ, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ 2005 წლის 28 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, 2006 წლის თებერვლის თვის განმავლობაში მ-----------–--–---–მა ც--------------სთან, ა------------სთან და მ----------------ესთან წინასწარი შეთანხმებით, დადგენილი წესის დარღვევით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებისა და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, რაც კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო, ისე რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურში სრულყოფილად არ წარუდგენია თანამოსარგებლეთა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N-------- ბრძანების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, უკანონოდ გამოისყიდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2001 წელს ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან იჯარის სახით გაცემული 9,7 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის თაღლითურად დაეუფლა, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილი იჯარის სახით უკანონოდ მიღებული 5.33 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთპიროვნულად პრივატიზების შემდგომ დარეგისტრირდა ც--------------ს საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით მ-----------–--–---–ი, ა------------, მ----------------ე და ც-------------- ნორიოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ა-–-----------------–-–---–ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მეშვეობით/დახმარებით ჯგუფურად, ც--------------ს სახელით თაღლითურად დაეუფლნენ 490 360 (ოთხას ოთხმოცდაათი ათას სამას სამოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 5.33 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარი შეთანხმებისამებრ გაასხვისეს სხვადასხვა პირებზე და საკუთრებაში გადასცეს საკუთარი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, მათ შორის მიწის ნაკვეთები მიიღო თავად ა------------მ, მისმა შვილმა მ----------------ემ და მათმა ნათესავებმა.

განაგრძეს რა დანაშაულებრივი საქმიანობა, ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით მოქმედი მ-----------–--–---–ი, ც-------------- და ა------------, გარდაბნის რაიონის საჯარო რეესტრის ზონის რეგისტრატორის უფროს კ--------------–თან ერთად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი სავარაუდო თანამზრახველების დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ, მათი საიჯარო ფართობების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, მ-----------–--–---–მა დანაშაულებრივ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, 2007 წლის 11 იანვარს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #1-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 3.3 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0.49 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის კ--------------–ის დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა, როგორც დაზუსტებული საიჯარო ფართობის დაზუსტებული ზედმეტობა, ხოლო ც---------------თ---–---–მა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით 2007 წლის 11 იანავრს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავის ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #3-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1.26 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის კ--------------–ის დახმარებით/მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში ასევე დარეგისტრირებულ იქნა, როგორც საიჯარო ფართობის დაზუსტებული ზედმეტობა. აღნიშნული ქმედებით მ-----------–--–---–ი, ც-------------- და ა------------, გარდაბნის საჯარო რეესტრის ზონის რეგისტრატორის უფროს კ--------------–თან ერთად და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დამხმარებით/მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ 122 220 (ას ოცდაორი ათას ორას ოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 1.26 ჰა და 47 530 (ორმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 0.49 ჰა მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან გარკვეული ნაწილი ფორმალურად დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე და ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად, როგორც უშუალოდ, ისე სხვა დამხმარე პირების მეშვეობით განახორციელეს სხვადასხვა პირებზე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთების გასხვისება. მიწის ნაკვეთების გარკეული ნაწილი დღემდე მ-----------–--–---–ისა და ც--------------ს საკუთრებაშია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ-----------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

კ--------------–ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006-2007 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორმა კ--------------–მა ც--------------სთან, მ-----------–--–---–თან და ა------------სთან ერთობლივად განიზრახა გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა სავარაუდო თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა მ-----------–--–---–ისა და ც--------------ს საიჯარო ფართობების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიზნით, მ-----------–--–---–მა დანაშაულებრივ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, 2007 წლის 11 იანვარს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #1-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 3.3 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0.49 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის - ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის კ--------------–ის მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა, როგორც საიჯარო ფართობზე დადგენილი დაზუსტებული ზედმეტობა, ხოლო ც---------------თ---–---–მა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით 2007 წლის 11 იანვარს გარდაბნის რაიონის პრივატიზების სამსახურის მიერ უკანონოდ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #3-ის საფუძველზე დამატებით თაღლითურად მიისაკუთრა მისთვის გამოყოფილი 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1.26 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც გარდაბნის რაიონის ზონის რეგისტრატორის უფროსის კ--------------–ის მეშვეობით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საჯარო რეესტრში ასევე დარეგისტრირებულ იქნა, როგორც საიჯარო ფართობზე დადგენილი დაზუსტებული ზედმეტობა. აღნიშნული ქმედებით კ--------------–ი, ა------------, მ-----------–--–---–ი და ც-------------- გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დამხმარებით/მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ 122 220 (ას ოცდაორი ათას ორას ოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 1.26 ჰა და 47 530 (ორმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 0.49 ჰა მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან გარკვეული ნაწილი ფორმალურად დაანაწილეს საკუთარ ნათესავებზე და ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად, როგორც უშუალოდ, ისე სხვა დამხმარე პირების მეშვეობით განახორციელეს სხვადასხვა პირებზე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთების გასხვისება, მათ შორის ც--------------ს მიერ დამატებით უკანონოდ დაუფლებული 1.26 ჰა მიწის ნაკვეთიდან 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი უშუალოდ კ--------------–მა ფორმალურად გააფორმა საკუთარ ნათესავებზე და ნაცნობებზე, ხოლო შემდგომ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეტაპობრივად გაასხვისა მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირებზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მათ. უკანონოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების გარკეული ნაწილი დღემდე მ-----------–--–---–ისა და ც--------------ს საკუთრებაშია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ--------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

შ--------------–---–ს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსად მუშაობისას შ--------------–---–მა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N---------- ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების თანახმად, სამსახურებრივად ევალებოდა მიწის პრივატიზებისას საიჯარო მიწის ნაკვეთის ერთობლივი სარგებლობის შემთხვევაში განმცხადებლისათვის დანარჩენი მოიჯარეებისაგან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა, ასევე ერთი საიჯარო ხელშეკრულებაში მოქცეულ რამოდენიმე მიწის ნაკვეთზე თითოეულზე ცალცალკე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის ოქმის გაცემა, ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილად განეხორციელებინა სამსახურებრივად მასზე დაკისრებული მოვალეობები, დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფით 2006 წლის თებერვალში ც--------------სთვის, მ-----------–--–---–ისთვის, ა------------სთვის და მ----------------ისათვის გამორჩენის მისაღებად, მ-----------–--–---–თან და ც---------------თ---–---–თან გააფორმა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის ოქმები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნიშნულმა პირებმა მოახერხეს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას - მ-----------–--–---–ის შემთხვევაში 242 880 (ორას ორმოცდაორი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 2.64 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ხოლო ც--------------ს შემთხვევაში 490 360 (ოთხას ოთხმოცდაათი ათას სამას სამოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 5.33 ჰექტარ და 110 400 (ას ათი ათას ოთხასი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელწმიფოს კუთვნილ 1.2 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რამაც შესაბამისად სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსად მუშაობისას შ--------------–---–მა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის N---------- ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების თანახმად, სამსახურებრივად ევალებოდა კანონით დადგენილი წესით და პირობებში მოიჯარისათვის მხოლოდ იჯარით აღებული მიწის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენაზე თანხმობის გაცემა და ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილად განეხორციელებინა სამსახურებრივად მასზე დაკისრებული მოვალეობები, დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფით, ც--------------სთვის, მ-----------–--–---–ისთვის და ა------------სთვის გამორჩენის მისაღებად, სათანადო კანონიერი საფუძვლის არარსებობის პირობებში, მისცა მ-----------–--–---–სა და ც---------------თ---–---–ს შესაძლებლობა მის მიერ 2007 წლის 11 იანვარს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1 და N3 ოქმების თანახმად დამატებით, საკუთრებაში მიეღოთ მათთვის გამოყოფილი საიჯარო ფართის მიმდებარედ არსებული დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები: მ-----------–--–---–ის შემთხვევაში იჯარით გამოყოფილი 3.3 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 47 530 (ორმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილ 0.49 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ც--------------ს შემთხვევაში იჯარით გამოყოფილი 9.7 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 122 220 (ას ოცდაორი ათას ორას ოცი) ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი 1.26 ჰა მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ორი ეპიზოდი).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა კ--------------–ის, მ----------------ის, მ----------------ის, ა-----------ის, მ-----------–--–---–ის და ც--------------ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენა, კ--------------–ი, მ----------------ე, მ----------------ე, ა------------, მ-----------–--–---–ი და ც--------------ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის, ხოლო შ--------------–---–ის მიერ სამსახჯრებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით:

 

შ--------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

შ--------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ--------------–ი გამართლდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ----------------ე გამართლდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა------------ გამართლდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ-----------–--–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ც-------------- გამართლდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ლ---------–---მ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს, რადგან არის უკანონო და დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ბრალდებულებს გაცნობიერებული ჰქონდათ მათი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, რომ მათ ვინმე მოატყუეს და მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, თუმცა ბრალდების მტკიცებით, სასამართლოში იყო წარდგენილი და გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული წერილობითი მტკიცებულებების საკმარისზე მეტი ერთობლიობა, მათ შორის კორესპონდენციები, გამგეობის გადაწყვეტილებები, თავად ბრალდებულთა განცხადებები თანმხლები დოკუმენტებით და ა.შ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ რას ითხოვდნენ, რა დოკუმენტების წარადგინეს, რა მიიღეს და რის საფუძველზე. სწორედ ბრალდებულებმა ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე ა-–-----------------–-–---–თან შეთანხმებით, საკანონმდებლო აქტების, გარდაბნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი წერილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ წარადგინეს არასწორი ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის წევრების სიის სახით, რაც არაფერია თუ არა მოტყუება, რის საფუძველზე იღებდნენ უფლებას და ქონებას. სასამართლო განაჩენში იმეორებს დაცვის მხარის უსაფუძვლო არგუმენტს: სასამართლოში დაკითხულ პირთა განმარტებით, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათგან ბრალდებულებს არანაირი სარგებელი არ მიუღიათ და პრეტენზია არ გააჩნიათ, საინტერესოა, რატომ ფიქრობს სასამართლო, რომ ბრალდებულების ნათესავ-ახლობლებს, რომლებმაც თავიანთი ნათესავების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიიღეს მიწის ნაკვეთები ისე, რომ არც ეკუთვნოდათ, ამ მიწებს შემდგომ ყიდდნენ როგორც თვითონ, ასევე მათი კეთილისმყოფელები და ამით სარგებელს ნახულობდნენ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ხარჯზე, რატომ და ვისთან უნდა ჰქონოდათ პრეტენზია, ან ასეთი ქმედება გამართლებულების მხრიდან მათი ნათესავ-ახლობლების სასარგებლოდ სარგებელს არ ნიშნავს? სასამართლომ ყურადღება მიაპყრო ერთ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თითქოს ც-------------- და მისი შვილები ერთი კომლის წევრები არიან, ისმის კითხვა - თუ ეს საკითხი, კომლის წევრობა მნიშვნელოვანი გარემოებაა ქმედების შესაფასებლად და ბრალდების მხარე მიიჩნევს რომ ნამდვილად ასეა, მაშინ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ათეულობით ტომში და გამოკვლევის შედეგად უტყუარადაა დადასტურებული ერთიდაიგივე კომლის წევრების, ასევე არაკომლი ოჯახების და პირების, იმავდროულად საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა ოჯახის წევრების, ნათესავ-ახლობლების მხრიდან უკანონოდ მიწის ნაკვეთების მიღება იმ დროს, როცა რეალურად ამის უფლების მქონე ოჯახები რჩებოდნენ უმიწოდ, რასაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას თავს არიდებს. სასამართლო იშველიებს ასევე 2017 წლის 5 ივნისის განჩინებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილის საინფორმაციო ხასიათთან დაკავშირებით თუმცა არაფერ მიუთითებს იმაზე თუ რომელი საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარეობს იგი, რომ ეს წერილი დაედო საფუძვლად გამგეობის გადაწყვეტილებებს, როგორც სავალდებულო ძალის მქონე და საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ ძირითად მტკიცებულებად ამ მოცულობის საქმეში სწორედ ეს წერილი ნახა, თუნდაც დამოუკიდებელ შედეგს არ წარმოშობდეს ზემომოაღნიშნული წერილი, სამოქალაქო კოდექსთან, პრეზიდენტის ბრძანებულებასთან, გამგეობის გადაწყვეტილებებთნ ერთობლიობაში მაინც თუ იწვევს სამართლებრივ შედეგს, ამაზე სასამართლო არაფერს არ განმარტავს. სასამართლო ვერ ხედავს შ--------------–---–ის მხრიდან კანონდარღვევით და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება, როცა გამართლებულის მხრიდან დარღვეული იქნა ყველა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი და ეს საკითხები გამოკვლეული იქნა სასამართლოში. ამდენად, ბრალდების მტკიცებით, საქმეზე წარმოდგენილია საკმარისზე მეტი მტკიცებულებების ერთობლიობა, როგორც წერილობითი, ისე მოწმეთა ჩვენებებისა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ვარაუდის სტანდარტით, უტყუარად ადასტურებენ ც--------------ს, მ-----------–--–---–ის, ა-----------ის, მ----------------ის, კ--------------–ის და შ--------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარემ - გამართლებულმა შ--------------–---–მა, გამართლებულ კ--- ქ-----–ის ადვოკატმა მ--------------მა, გამართლებულ ა-----------ის ადვოკატის ბ---------–---ს, გამართლებულ ც--------------ს ადვოკატის ო------------–--–---–მა შესაგებელი შემოიტანეს შესაგებლები პროკურორის საჩივარზე და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება. იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმდგენილი არ ყოფილა ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ--------–---–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, მთავარ სპეციალისტად. როგორც გამოძიების შედეგად იკვეთება, გარკვეული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა სახელმწიფო მიწების დაუფლება, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა გარკვეული ზიანი. ერთ შემთხვევაში დაახლოებით 10 ჰა მიწა, მეორე შემთხვევაში 5 ჰა და მესამე შემთხვევაში 6 ჰა. შესაბამისად, ექსპერტიზამ რა რაოდენობის ფულადი ზიანიც დათვალა, იმ ოდენობით მიადგა სახელმწიფოს ზიანი. ამ ეტაპზე ზიანი არ არის ანაზღაურებული. დაურეგისტრირებელი თუ არის გარკვეული მიწის ნაკვეთი, ის წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესს, იმ შემთხვევაში თუ ამ ქონებაზე არ არსებობს რაიმე სხვა სამართალდამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად ეს მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა. თუ მიწა დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და არსებობს ამონაწერი, მითუმეტეს სახელმწიფო საკუთრებაა.

მოწმე ზ-------–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2005 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, მთავარ კონტროლიორად. შემოწმება ჩატარდა სპეციალური ბრძანებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მივლინებული იყო თანამშრომლებთან - გ-------სთან და მ---------–თან ერთად. 2 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა გამოკვლევა. შეხვედრა ჰქონდათ ასევე გამგებლის მოადგილესთან და კანცელარიის თანამშრომლებთან. ძირითადი კონტაქტი ჰქონდათ მიწის მართვის სააგენტოსთან. ყველა დოკუმენტი იქნა მოძიებული და დამუშავებული. აკლდა საგადასახადო დოკუმენტები, რაც მათ მიერ იქნა მოძიებული და გამოკვლეული. სანერგე მეურნეობასთან დაკავშირებით ძირითადად იყო 3 ტიპის დარღვევა. ერთ-ერთი დარღვევა ის იყო, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში, მიწის გაცემა დასრულებული იყო 1999 წელს და გაცემული იყო მათ მიერ 2000-2002 წლებში. მეორე დარღვევა იყო ის, რომ გადაცემული მიწები არ უნდა დანაწევრებულიყო გარკვეული მიზეზების გამო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სახნავ-სათესი ტექნიკა ამ მიწის დანაწევრებით ვერ შევიდოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ის, რომ მიწის იჯარით განაწილების მომენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სიები იქნა შემოწმებული, საკომლო სიები, რომლებიც იყო გამგეობაში, არ ემთხვეოდა კომისიის სიას. სანერგე მეურნეობა იყო განაწილების სფერო, ამისთვის საჭირო იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ნებართვა. ეს ყველაფერი იყო დაყოფილი კატეგორიებად, ზოგი შეიძლება სატყეოსი ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტულ მიწებზე უნდა ყოფილიყო ნებართვა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი. საინიციატივო ჯგუფის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი იყო სიები, რომლებზეც უნდა გაცემულიყო მიწები. საინიციატივო ჯგუფის მიერ გამგეობაში იყო მოთხოვნა და დაკმაყოფილებული ჰქონდა გამგეობას და მათ იქ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვა არ უნახავთ. 4.5 ჰექტარი ადგილობრივ მოსახლეზე დადგენილ იქნა ზღვრულ ნორმამდე. ნაკვეთები შევსების გარეშე გადასაცემად იყო სურსათის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს წერილით. თითოეულ კომლზე გაცემული იყო 0.15 ჰექტარი და უნდა შევსებულიყო ზღვრული ნორმა, ამის შემდგომ იჯარით უნდა გაცემულიყო 0.1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიის მიხედვით. იყო რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი. 2002 წლის 25 ივნისს გამგეობაში საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ც----- თ---–---–ი ითხოვდა დამატებით 4.3 ჰექტარს, რომელიც უნდა გადაცემოდა 43 ოჯახს. ნორიოს საკრებულოში 9.7 ჰექტარი 270 კომლზე დამატებით გამოიყო. თ---–---–ზე ასევე გამოყოფილი იყო 9.7 ჰექტარი, ძ---–--–---–ზე - 3.3 ჰექტარი, 33 კომლზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თ---–---–ს გადაეცა 9.7 ჰექტარი, რომელიც უნდა გადაცემულიყო 97 კომლზე, თითოს - 1000 კვ.მ, მაგრამ გამგეობის სიებში იყო 76 კომლი. თ---–---–ის ჯგუფში ირიცხებოდა 47 წევრი, ხოლო საკრებულოს სიის გარეშე - 29. ასევე სიაში არ არის ის კომლები, რომლებსაც სხვა საინიციატივო ჯგუფში მიღებული ჰქონდა იჯარა. ასევე ზემოთ აღნიშნულ 47 კაცში იყო ისეთი პიროვნებებიც, რომლებსაც სხვა საინიციატივო ჯგუფში მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ძ---–--–---–ს, მასთან 33 კომლია და 3.3 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გამოყოფილი, ირიცხებოდა 19 კომლი, ხოლო როცა შემოწმდა სიაში, არ აღმოჩნდა 14 პირი წარმოდგენილ სიასა და მათ სიას შორის. ვერ დაადგინეს მათი პიროვნებები. რაც შეეხება ა------------ს, 2000 წლის 13 სექტემბერს 4,8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა, წევრთა რაოდენობა არის სიით 35, ხოლო საკრებულოს სიით - 29. 6 წევრი არ არის. მარინა ნ--------ეს გამოეყო 5,9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სიით წარმოდგენილი 59 წევრი, ხოლო გამგეობის სიით - 2, 57 წევრი არ იყო. კანონის მიხედვით, ეს მიწები უნდა გადაცემოდა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას იჯარით, იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, რადგან მათ მიეღოთ დამატებით ნაკვეთები, რომლებიც მათ მიწის რეფორმის ფარგლებში ვერ მიიღეს. წარმოდგენილ სიაში, რომლებიც შედარებულ იქნა საინიციატივო ჯგუფისა და არსებულ საკომლო ჩანაწერებს შორის, გარკვეული პიროვნებების რაოდენობა არ ემთხვეოდა და სრულიად სხვა პირები იყვნენ წარმოდგენილები. ეს მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო იმ წევრებზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო სიებში. მიწების დანაწევრებასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს. გამგეობის მოვალეობა იყო, რომ წარმოდგენილი განცხადებები შეესწავლა და დაუდგენელ პირებზე არ გაეცა მიწის ნაკვეთები. გამგეობის განაწესი მისთვის უცნობია. მოწმემ დაადგინა, რომ დაუდგენელ პირებზე იქნა გაცემული მიწის ნაკვეთები, თუმცა ის არ იყო ვალდებული შეემოწმებინა ეს პირები. ეს პირები, რომლებიც სიებში იყვნენ წარმოდგენილი, არ იყვნენ მითითებული საკომლო ჩანაწერებში. საინიციატივო ჯგუფის სია ნორიოს საკრებულოს თავჯდომარის ბეჭდით არის დამოწმებული, თუმცა რატომ არის, არ იცის. ჯერ პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო იმ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომ არ ევლოთ გამგეობებში 50-70 კაცს, ამიტომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლის ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ ამ პირებს. მთავარი დარღვევა ის არის, რომ სია არ შეესაბამებოდა საკომლო ჩანაწერს.

 

მოწმე ვ------------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2009 წელს ა-----------ისგან შეიძინა 331 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაშიც გადაიხადა 9900 აშშ დოლარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა დიანა არველაძეს, ხოლო ა------------ს ჰქონდა გენერალური მინდობილობა. მოწმეს ბრალდებულებთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმე მ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მამამისს ვ----–-----------ეს ჰქონდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2008 წელს მამამისი გარდაიცვალა. გარდაბნის რაიონის დაარეგისტრირეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი. მამამისი იჯარის ქირას უხდიდა მ----------------ეს. ის და მამამისი იყვნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლის შესახებ ინფორმაციასაც მათ აწვდიდა მ----------------ე. მამის გარდაცვალების შემდეგ მოწმემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყიდა 15 000 აშშ დოლარად. მან მინდობილობა მისცა მ----------------ის დედას - ა------------ს, რომელიც დაეხმარა გაყიდვაში, ხოლო თავად ა------------ს ამით არანაირი სარგებელი არ მიუღია. ამ მიწასთან დაკავშირებით მოწმეს ა------------სთან და მ----------------ესთან მიმართებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმე მ------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ა------------ არის მამიდამისი. ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მამამისი ფლობდა 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთს. მამამისი ამუშავებდა ამ მიწის ნაკვეთს. შემდეგ გამოიცა კანონი იჯარის შესახებ და მამამ მოინდომა რომ ეს იჯარა ყოფილიყო მასზე გაფორმებული. მათ გარდაბნის გამგეობას განაცხადით მიმართეს, სადაც ეს მიწა მათ გადმოსცეს იჯარით. შემდეგ საინიციატივო ჯგუფი შედგა, მისი უფროსი იყო მისი მამიდაშვილი მარინა ნ--------ე. სხვა საინიციატივო ჯგუფების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. მარინასთან დაახლოებით 6 ლარამდე იყო გადასახადი. შემდეგ 2004, ან 2005 წლებში გამოიცა ბრძანება, რომ 49 წლიანი იჯარით აღებული მიწები შეეძლოთ დაესაკუთრებინათ და ასე გამოისყიდეს სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი. შემდეგ, როდესაც უთხრეს, რომ ეს იჯარები შეიძლება დაკანონებულიყო, წავიდა გარდაბანში, დაწერა განცხადება და დაიკან----. რაიმე დამატებითი მოთხოვნების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. არავის უხსენებია, რომ აუცილებლად კომლი ყოფილიყო. ეს მიწის ნაკვეთი დაკანონებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაყიდა. იჯარით აღების დროს ა------------ს ან მარინა ნ--------ეს არ უთქვამთ, რომ ეს მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში გადავიდოდა. იჯარით აღების დროს საკუთრებაში მიღებაზე საუბარი არ ყოფილა. მისაკუთრების მიზანი მას, როგორც ერთერთ ქვემოიჯარეს არ ჰქონია. მიწის მიღება არ იყო დაკავშირებული ა------------სთან და მ----------------ესთან. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მათ არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ჰქონიათ. საინიციატივო ჯგუფის უფროსი მ----------------ე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა და მათ მაგივრად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

 

მოწმე ნ---------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ კ--- ქ-----–ი მისი ნათესავია. ხეხილ-სანერგე მეურნეობაში არანაირი მიწის ნაკვეთი არ ჰქონია არც მას და არც მის მეუღლეს. რამდენიმე წლის წინ კ--------------–ი მას დაუკავშირდა და შესთავაზა მიწის ნაკვეთების ერთობლივად აღება. მერე ტელეფონზე პირადი ნომრებიც სთხოვა, რაც მოწმემ უკარნახა. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან მივიდა და ახლდა ქალბატონიც, რომელსაც მგონი ც-–-- ერქვა. მათ რაღაც დოკუმენტი შეადგინეს, რომელიც მიწის ნაკვეთს ეხებოდა, რაზეც მოწმემ და მისმა მეუღლემაც მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ იგი კ---ს აღარ შეხვედრია. ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მას არც მოუთხოვია და არც მიუღია რაიმე მიწის ნაკვეთი. მისთვის კ--------------–ს არანაირი თანხა არ მიუცია.

 

მოწმე დ------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მას ც--------------სთან, მ-----------–--–---–თან, ა------------სთან და მ----------------ესთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, ხოლო შ--------------–---–ს და კ--------------–ს არ იცნობს. იგი ცხოვრობს ხეხილსანერგე მეურნეობაში, ირიცხებოდა როგორც კომლი და მის ოჯახს მიღებული აქვს მიწის რეფორმის ფარგლებში 1500 კვ.მ მიწა. ა------------ ხელმძღვანელობდა მიწების განაწილებას, რომლისგანაც იცოდა, რომ თავის დროზე დ----–---გან რომ ჰქონდათ 1500 კვ.მ მიწა მიღებული, იმის საფუძველზე ფართობის დანამატის სახით უნდა მიეღო კიდევ 1000 კვ.მ.. 1500 კვ.მ. მიწა მიღებული ჰქონდათ მხოლოდ კომლის წევრებს, ხოლო გარეშე პირებს არა. მ-----------–--–---–ი მოხვდა საინიციატივო ჯგუფში, რაიმე დოკუმენტი არ გადმოუციათ, ა------------მ და მ----------–--–---–მა გაანაწილეს მიწის ფართობები, ხოლო მას არაფერი არ შეხვდა, რის გამოც ჩხუბიც მოუვიდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებთან, თუმცა მას მ-----------–--–---–თან პრეტენზია არ აქვს, რადგან თავად არ მოუთხოვია მაშინ არაფერი. თანასოფლელ გელა გიორგაძისგან იცის, რომ მისთვის განკუთვნილი მიწა გელასთვის უნდა მიეცათ.

 

მოწმე მ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას ც--------------სთან, მ-----------–--–---–თან, ა------------სთან და მ----------------ესთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, ხოლო შ--------------–---–ს და კ--------------–ს არ იცნობს. იგი 1998 წლამდე ცხოვრობდა სანერგეს დასახლებაში, მშობლებთან ნ----–--ა და გ---------–---ებთან ერთად. მისი დები ნ-------------------–--ეები ცხოვრობენ სანერგეში. სანერგეში თავიდან ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მის ოჯახს მიწის რეფორმის ფარგლებში 1500 კვ.მ ოდენობით მიწა ჰქონდათ თუ არა გამოყოფილი არ იცის. ახსოვს, რომ ადრე ამუშავებდნენ მიწას, მაგრამ არ შერჩათ იქიდან მიწის ნაკვეთი. დაახლოებით 2000 წელს მასზე გამოიყო 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარით. ა------------ არის მისი ნათესავი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას ა------------მ უთხრა, რომ იჯარით უნდა გაცემულიყო ნაკვეთები, რის შემდეგაც მოხვდა ც--------------ს საინიციატივო ჯგუფში. საიჯარო თანხა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის არასდროს მიუცია. ასევე იყო მ----------------ისა და ა-----------ის ჯგუფები. საკუთარი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ ახსოვს. მიწის ნაკვეთების მისი ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ, რომლებიც სხვა ჯგუფებში მოხვდნენ. 2004-2005 წლებში შეიტყო, რომ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები გადადიოდა საკუთრებაში. საინიციატივო ჯგუფის ხალხი წავიდნენ გარდაბანში, სადაც შეავსეს განცხადება, რომ საკუთრებაში გადასცემოდათ მიწის ნაკვეთი. შემდეგ ნოტარიულად დამოწმდა ყველაფერი. მიწის ნაკვეთი 2011-2012 წლებში გაყიდა უშუალოდ თვითონ. მას ა-----------ის სასარგებლოდ არანაირი თანხა არ გადაუხდია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. მას ა------------სთან ან ც--------------სთან არასდროს ჰქონია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იჯარით აეღოთ მიწები, რათა შემდეგ დაესაკუთრებინათ. მათ წინასწარ არ იცოდნენ, რომ პრივატიზაცია მოხდებოდა. მას ასევე არ გაუგია, რომ რაიმე უკანონოდ ხდებოდა.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-----------–--ემ.

მოწმე გ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას ივერთუბანში აქვს ნაკვეთი დაკავებული. 1990-1991 წლიდან მუშაობდა დენდროლოგიურ პარკში. ეს ყოფილი გზა არავის ეკუთვნოდა. 1991 წლის ნოემბრიდან დაეუფლნენ მიწის ნაკვეთს, რომელიც იყო 1664 კვ.მ ფართობი. მასთან ერთად მის გვერდით ჰქონდათ მიწის ნაკვეთები ოთარ ცარცევანიძეს, და ელგუჯა ჩაჩანიძეს. ისინიც ასე თვითნებურად დაეუფლნენ მიწის ნაკვეთს. მათ ყველამ იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი არავის კუთვნილება იყო. წლის შემდეგ მიწების დაკავებისას და მერეც გარდაბნის რეესტრის მოადგილე იყო ბატონი ნ------- გულისპირული, რომელსაც შეხვდნენ. მან და გ------ ბარბაქაძემ მას უთხრა, რომ ეს ტერიტორია თავისუფალი იყო, დაეკავებინათ და ივერთუბანში გაფორმებას რომ დაიწყებდნენ, მათაც გაუფორმებდნენ. 2005 წელს 18 კაცმა შეიტანა განცხადება და 2007 წელს 25 ნოემბერს გამოუცხადეს, რომ ვერ გაუფორმებდნენ, რადგან ქალაქის მერიისთვის უნდა მიემართათ. 2007 წლის 12 დეკემბრისთვის შეიტანეს განცხადებები 4 თუ 5-მა კაცმა. დანარჩენებმა განცხადებები 2008 წელს შეიტანეს. 17 დეკემბერს დაუბრუნეს საბუთები, 2008 წლის 8 ივნისს ქალბატონ ბრალდებულებს მიწები დაუკან---- გარდაბნის გამგეობამ. მოწმეს მიწის ნაკვეთზე ფიცრული ჰქონდა აშენებული, რომელიც დაუწვეს, რომ მიწის ნაკვეთს დაუფლებოდნენ, თუმცა არ უჩივლია ამის თაობაზე. მას მიწის ნაკვეთზე ელექტრობა არ ჰქონდა გაყვანილი. შემდეგ მიწის ნაკვეთები დაიყო და გაყიდეს. დღეს ამ ტერიტორიაზე თვითონ არის და თვითონ ფლობს. მიწის ფართობი, რომელიც ადრე გზა იყო და არავის საკუთრებაში ირიცხებოდა ბრალდებულმა ქალბატონებმა დაისაკუთრეს. მას საიჯარო ხელშეკრულება არ ჰქონია გაფორმებული, რადგან გზა იყო. მოწმე არ ადასტურებს, რომ ც--------------მ იჯარაში უკანონოდ მიიღო არამარტო მისი, არამედ ხეხილ-სანერგე მეურნეობაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთებიც.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ო----–-----------მ, რომელმაც განმარტა, რომ მას ც--------------სთან სამოქალაქო დავა ჰქონდა სასამართლოში ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომელიც ც--------------ს სასარგებლოდ დასრულდა. მან იცის, რომ ა------------, მ------ ძ---–--–---–ი და ც-------------- მიწებს აფორმებდნენ და ყიდიდნენ.

 

მოწმე ა------- გ-------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის მაკლერი და კ--------------–ს დაეხმარა ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე 1200 კვ.მ და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვაში. გაყიდვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთებს ყადაღა ჰქონდათ დადებული, რის შემდეგაც კ--- ქ-----–მა მყიდველებს დაუბრუნა ფული. ა------------ არის მისი ბიძაშვილი. ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მან იჯარით მიიღო 1000 კვ.მ. და იყო ა-----------ის საინიციატივო ჯგუფში. სხვა მიწის ნაკვეთი არ მიუღია. როდესაც მიწის ნაკვეთი გაყიდა, მასში ა------------ს მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმე ო-----------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იცნობს ბრალდებულ ა------------ს, გ------- ც-–--ს და მ-----------–--–---–ს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეურნეობის დაარსების დღიდან (1956-1957 წლიდან) მამიდამისი და მისი და მუშაობნენ მეურნეობაში. 1960 წლიდან ის მუშაობდა ასევე მეურნეობაში და ჩაწერილი იყო მეურნეობის ტერიტორიაზე. 45 წლის განმავლობაში (1960 წლიდან 2015 წლამდე) იყო კომლი. მეურნეობის პირველ სართულზე იყო მეურნეობის ადმინისტრაცია, ხოლო მეორეზე - სანერგე მეურნეობის სამმართველო, რომელიც აერთიანებდა სანერგე მეურნეობის ტესტებს. 1500 კვ.მ გამოეყო მამიდამისს, რადგან სამნი იყვნენ და ერთ კომლად ითვლებოდნენ. ვისაც ჰქონდა 1500 კვ.მ, იმას იჯარით აძლევდნენ 1000 კვ.მ-ს. 2000 წელს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გადაიხადეს პირველი შესატანი 28 ლარი და უთხრეს, რომ 5 წელი გადახდილი იყო. მიწის კონფიგურაცია განხორციელდა რამოდენიმეჯერ და ამის შემდგომ მოიყვანეს ა----–---–ი რაიონის მიწათმომწყობების განყოფილების უფროსი და მან გაზომა მიწა და უთხრა, რომ ეს მიწა ნამდვილად მათი იყო და მას ვერავინ შეეხებოდა. ამის შემდეგ ეს მიწა საკუთრებაში გადაეცა. ამის შემდგომ საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა როგორმე წაერთმია ეს მიწა. ამ მიწის გვერდით იყო 2 ნაკვეთი და მათ შეძლეს ამ მიწის დაკანონება და შემდგომ რეალიზაცია, მათ მოახდინეს ამ ორი ნაკვეთის რეალიზაცია და ქალბატონ ც--------------ს ჩაუთვალა ფული. საინიციატივო უფროსი იყო ჯერ ა------------ შემდეგ მ-----------–--–---–ი. საიჯარო მიწის გვერდით იყო კალაევის საცხოვრებელი, სანერგე მეურნეობას და დენდროლოგიურ პარკს შორის იყო ამ კაცის საცხოვრებელი, რომელსაც გაშენებული ჰქონდა ხეხილი. დენდროლოგიურ პარკსა და სანერგე მეურნეობას შორის იყო ეს საიჯარო ნაკვეთები. კალაევის საცხოვრებლის ზედა ნაწილი არ ეკუთნოდა სანერგე მეურნეობას. ამ მიწაზე გაკეთდა მიღება-ჩაბარების აქტი 2005 წელს და ეს ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში. ამის შემდგომ ეს მიწა აღმოჩნდა ვინმე ვო-–----------ის სახელზე და დაიწყეს დავა, მაგრამ უშედეგოდ. ამ მიწებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა სამივე პიროვნებასთან. 2005 წელს, როდესაც ამოეწერა ამ სადაო მიწიდან, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მას უარი ეთქვა ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციაზე, რადგან უკვე კომლი აღარ იყო. ეს მიწა ხან გ-------ს განკარგულებაში იყო, ხან ძ---–--–---–ის და ა.შ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და უარი უთხრა ამ სადაო მიწის რეგისტრაციაზე, რადგან არ იყო კომლი. მ-----------–--–---–ის მიმართ ის პრეტენზია აქვს, რომ ამ მიწის დაკანონება არ ხდებოდა.

 

მოწმეებმა გ------------–---ამ, მ-----------–---–------------------–---–-------------------–---–-----------------–---–---------–--------–---–-------–----------------------------–---–---------- გ-------მ, ლ--–-------------–---–--------------–-----------------------–-------–---–---------–---------------------------------------–---–------------–---------–---–-----–------------------------ ი------–---–----------------–----------------------–---–-------------------------------–----------------------–-----------------–----–---–--------------–---–----------–-------–---–--------------------------–--–- ც----–-–---–-------------------–---–--------–-----–-–---–-----–-–-------------------------–---------–--–--------------------------–------------–------------------–-------------------------------------------–--–-–---–---------- ნ--------ემ, ლ---------–---მ, მ--------------–--–---–--------------–--------------------------–----–-–------–---------–---–----------------------–---–---------------------–---–----------------–------------------------------------------–-–---–----------------------–---–-------–-----------–---- (რომელიც ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ლოტკინის მაცხოვრებლებზე ჰქონდა მიწის ნაკვეთები გაცემული), სასამართლოს მოახსენეს, რომ ხეხილ-სანერგე ტერიტორიაზე იჯარით ფლობდნენ გარკვეული ზომის მიწის ნაკვეთებს, იჯარის თანხებს იხდიდნენ საინიციატივო ჯგუფის შესაბამის ხელმძღვანელებთან - მ----------------ესთან, ა------------სთან, მ-----------–--–---–თან ან ც--------------სთან. მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი იჯარით ფლობდნენ, შემდეგ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. ბრალდებულებს ამით რაიმე სარგებელი არ მიუღიათ. მოწმეებს ეს მიწები არავისგან არ შეუსყიდიათ. მათ ბრალდებულებთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

მოწმე ნ---------–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იჯარით ფლობდა გარკვეული ზომის მიწის ნაკვეთებს, იჯარის თანხებს იხდიდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელთან. მიწის ნაკვეთები, რომლებსაც იჯარით ფლობდა, შემდეგ გადავიდა მის კერძო საკუთრებაში. მას ეს მიწა არავისგან არ შეუსყიდია. ბრალდებულებთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმე ზ------------–--მ სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2006 წელს ა-----------ისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაშიც გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. მას ა------------სთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ვ--------–-----–--ემ.

 

მოწმე ლ--–--–----–---–-----–------მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2006-2007 წლებში ც--------------სგან შეიძინა 680 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, 4000 ლარად, რომელიც მას საკუთრებაში ჰქონდა. ც--------------სთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა-–--------–------–---–მა.

 

მოწმე რ---------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2009 წელს ა-----------ისგან შეიძინა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, 6000 დოლარად. ეს მიწის ნაკვეთი სხვაზე იყო გაფორმებული, ხოლო ა------------ს მინდობილობა ჰქონდა. ა------------მ მას სამი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რომელთაგან ერთი აარჩია. ამის შემდეგ, 2012-2013 წლებში, ა-----------ის სიძისგან - ომარისგან შეიძინა 663 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაშიც 15000 აშშ დოლარი გადაიხადა. ც--------------სთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

 

მოწმე ვ-----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2003 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა საჯარო რეესტრში. ტერიტორიულად იყო გარდაბანში, გამგეობის შენობაში. თანამდებობრივად თავიდან იყო ამზომველი, ხოლო შემდეგ რეგისტრატორად მუშაობდა. წარდგენილ დოკუმენტებში არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ხელშეკრულება, რომელიც იჯარით გადაეცა ც---------------თ---–---–ის საინიციატივო ჯგუფს. ამ ხელშეკრულებით იჯარით გამოყოფილი აქვს ფართი, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო. იჯარით გამოყოფილი იყო 9,7 კვ.მ სახნავი მიწა. ნახაზი არის მისი აზომილი და დახაზული. სახელმწიფოს მიერ დადგენილი რუკა ჰქონდათ, რითიც ხელმძღვანელობდნენ. რომ დაეზუსტებინათ ფართები და გაემიჯნათ, ზომავდნენ 10 მეტრიანი რულეტკით. იქ ისეთი ფართობია, სიზუსტის დაცვა ძნელია. ამ დოკუმენტებს ხელს აწერენ მოწმე, გ------–------------–--------. გ------–--ე არის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი, მოადგილე - ბ---–--------, ხოლო ნახაზი შეადგინა მოწმემ. ეს გეგმა ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილია. ეს გაცემულია ც--------------ს სახელზე. საუბარია გარდაბნის რაიონზე, ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე. ხელშეკრულებაში წერია 9,7 კვ.მ. სახნავი, მოწმის მოვალეობა იყო ამაზე ნახაზი დაედო, ხოლო ხელშეკრულება მისი შევსებული არ არის. ეს დოკუმენტი ეხება საიჯაროდ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართს. გარდა სახნავი მიწისა, სხვა რამ მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყოფილი. ვისი საიჯარო ფართიც იყო, ის ესწრებოდა აზომვის პროცესს. არც აზომვის პროცესში ყოფილა რაიმე პრეტენზია, საზღვრები როგორც იყო, ისე დააფიქსირა. იგი პროცენტს არც ამატებდა და არც აკლებდა, ზომავდა ფაქტობრივ მდგომარეობას. დაკითხვის პირველ ჩვენებაში მოწმემ აღნიშნა, რომ აზომვისას ცდომილება შეიძლება ყოფილიყო 200 კვ/მ, 500 კვ/მ და 1000 კვ/მეტრიც, რადგან რულეტკით იზომებოდა.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ე-------------–---–მა.

მოწმე ნ------- ბ---–--------მ სასამართლოს მოახსენა, რომ გარდაბნის გამგეობაში 1970 წელს მივიდა სამუშაოდ. მიწათმოწყობა გადაკეთდა მიწის სამმართველოდ და ამ სამმართველოში 1992 წელს მოადგილე იყო. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მიწებთან დაკავშირებით საკრებულოს ტერიტორიაზე იყო მოწვეული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოს დადგენილებით, სოფლად მცხოვრებლებს ჰქონდათ უფლება ნახევარი მიწა მიეღოთ, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთოდ უარი განაცხადა სანერგე მიწების გაცემაზე, მაცხოვრებლები მივიდნენ რამდენჯერმე და დართეს ნება მხოლოდ 1500 კვადრატული კვ.მ გაცემულიყო ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ადგილობრივ კომლებზე. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე იჯარით გასცეს 4 მიწის ნაკვეთი, ძ---–--–---–ზე, ნ--------ეზე, მ-------ეზე და გ-------ზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობა რომ არ ყოფილიყო მიწების გაცემაზე, გამგეობა ვერ გამოიტანდა დადგენილებას. წერილი მივიდა სამინისტროდან, რომ ვისაც ადრე მიეცა 1500 კვ.მ. დამატებით გადასცემოდათ კიდევ 1000 კვ.მ. ამის შემდეგ გამგეობამ გამოიტანა დადგენილება, სადაც ეწერა, რომ აღნიშნული დადგენილებით მიეცეთ 1000-1000 კვ.მ და სიებზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ საკრებულოს თავმჯდომარესაც და საინიციატივო ჯგუფებსაც. აღნიშნული წერილის გარეშე რაიონის გამგეობა ვერ გამოიტანდა დადგენილებას. 1000-1000 კვ.მ. დამატებით გამოიყო სამინისტროდან. ამას საბჭოს თავმჯდომარე და საინიციატივო ჯგუფები აკონტროლებდნენ. იჯარით რაც იყო გაცემული, მხოლოდ იმის გამოსყიდვა შეიძლებოდა, დამატებითის არა. საბჭოს 1992 წლის 28 იანვრის და 10 მარტის დადგენილებით იჯარით მიწის გაცემის ნებართვას იძლეოდა მხოლოდ სამინისტრო. სხვანაირად არ გამოიყოფოდა მიწა. სანერგეს მიწები იჯარით არ გაიცემოდა. ეს არსად არ ეწერა, სამინისტრო უარს ამბობდა, წერდა გამგეობას და იქ დამთავრებული იყო. ხეხილსანერგე მეურნეობის მიწის ლიკვიდაცია არ მომხდარა, ახლაც არის, ის გადაკეთდა შპს ,,ნერგად“. დოკუმენტი, რომლითაც რამდენიმე ჰექტარი მიწა გაიცა, არავის შემოწმებული არ ყოფილა. ქალაქად მცხოვრებლებზე მიწის იჯარით გაცემა არ შეიძლებოდა. თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაწერდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არ დაუწერია.

 

მოწმე ნ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ გარდაბნის რაიონში მუშაობდა რაიონის გამგებლად 1999 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 18 სექტემბრამდე მისი უფლებამოსილება იყო ზოგადი მმართველობა და ხელმძღვანელობა. რაიონის ბიუჯეტის ფორმირება ხდებოდა რაიონის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა კატეგორიის მიწების ხარჯზე. ხშირი კამათი მიდიოდა ფინანსთა სამინისტროსთან საძოვრებსა და სახნავ სათეს მიწებზე, რომლებსაც გადაამრავლებდნენ საერთო რაოდენობაზე და შემდეგ გამგეობას უნდა ამოეღო. თითოეული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა ეს იყო პრიორიტეტი მათთვის, რადგან იმ ფართზე დასაქმებულად იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და არ იქნებოდა ჰაერში ჩამოკიდებული მიწა, რომელიც არ იბეგრებოდა. ამონაღები თანხით ფინანსდებოდა საბიუჯეტო თანხა და შესაბამისად ეს ძალიან დიდი პრიორიტეტი იყო, რომ ყველა კვადრატული მიწა გაცემულიყო იჯარით და გამგეობას მკაცრი მოთხოვნა ჰქონდა როგორც პრეზიდენტის აპარატიდან, ისე მინისტრთა კაბინეტიდან, რომ იჯარით გაეცათ მიწები. მიწის იჯარის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონმდებლობა არსებობდა და მიწის იჯარით გაცემის კომისია ხელმძღვანელობდა ამ კანონმდებლობით. მიწის იჯარით აღების ბევრი მსურველი იყო, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისში მაცხოვრებელი, რადგან ერთი გზა ყოფს ნაძალადევსა და ამ ტერიტორიას. სამინისტროდან იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირებულიყო იჯარით გაცემის წესი, უნდა გაცემულიყო ეს ტერიტორიაც იჯარით, კომისიასაც ამ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ემუშავა. გამგეობის სხდომაზე ხდებოდა კომისიის ოქმის წარმოდგენა და შესაბამისად მტკიცდებოდა. თუ რაიმე გაურკვევლობა იყო, ამას ყველა სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნებოდა, ეს გადაწყვეტილება იბლოკებოდა და აღარ მტკიცდებოდა. ა------------ს დიდი ხანია იცნობს. ნორიო იმდენად რთული დასახლებული პუნქტი იყო, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ქალაქის მოსახლეობას ეძლეოდა ტალონი და ვინაიდან ესენი ქალაქის გზის მეორე მხარეს ცხოვრობდნენ და არ წარმოადგენდნენ ქალაქის მოსახლეობას, მათ არ აძლევდნენ ტალონს, - თქვენ სოფლის მოსახლეობა ხართო და ამიტომ ბევრი მათგანი ცდილობდა რომ ქალაქში ჩაწერილიყო და ეს ტალონები აეღოთ. იმ პერიოდში გამგეობას იქ არავინ არ ჰყავდა დასაყრდენი. ნორიოს საკრებულო იქ ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას და ერთერთი, ამიტომ იქ იყო ა------------, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდა მოსახლეობა და ნებისმიერ საკითხზე ეს არჩევნები იყო თუ მოსახლეობის აღწერა, ქალბატონ ა------ მიმართავდნენ ხოლმე. ბრალდებულებს რაიონისთვის არაფერი დაუშავებიათ და ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები, ან მსურველები არ შედიოდნენ გამგებელთან, ეს დელეგირებული ჰქონდა იჯარის გაცემის კომისიას, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირჩეოდა ჯგუფის შემადგენლობიდან თუ ამის სურვილი ჰქონდა, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელობა არანაირ დამატებით პრივილეგიას არ ითვალისწინებდა, ეს ხელმძღვანელობა ზედმეტი დატვირთვა იყო და არანაირ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებდა. თუ საკრებულოს თავმჯდომარე და არჩეული ჯგუფის ხელმძღვანელი ურთიერთშეთანხმებით რაიმე საკითხს წარმოადგენდნენ, რათქმაუნდა გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნებოდა მიღებული და შემდეგ დასამტკიცებლად გამგეობაში მიდიოდა. ჯგუფის ხელმძღვანელი შემდაგენლობიდან ირჩეოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი გამგებლის მიმართ სავალდებულო არ იყო. ბრალდებულებს რაიმე ბერკეტი არ ჰქონიათ, რომ გამგეობა დაევალდებუნებინათ იჯარით გაცემულიყო მიწა და არც იძულება ყოფილა მათი მხრიდან. რაიონისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვინ ამუშავებდა მიწას.

 

მოწმე ვ-–-------- გ------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა გარდაბნის გამგეობაში მიწის მართვის სამმართველოს უფროსად. მისი განმარტებით, ქალაქში მცხოვრები პირების მიერ მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემა აკრძალული არ იყო.

 

გამომძიებლებმა ჟ----–----------------------------------–-–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე ასევე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტიცებულებები: გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის საამრთლის მასალების დათვალიერებით მოპოვებული დოკუმენტაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გადმოგზავნილი საპრივატიზაციო დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გადმოგზავნილი დოკუმენტაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაცია, გარდაბნის რაიონის არქივიდან მიღებული საკომლო ჩანაწერები, ვებ-გვერდზე არსებული გეოგრაფიული-საკადასტრო რუკის დათვალიერების ოქმი თანდართული დოკუმენტით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, შ--------------–---–ისა და კ--- ქ-----–ის დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებები, მოწმეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმები თანდართული დოკუმენტაციით და სხვა წერილობითი მასალები.

 

ბრალდებულმა მ-----------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იყო ხუთ მოიჯარეს შორის ერთერთი, მისი მუშაობის პერიოდში ყველა სამსახური დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მიწასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა რამ იცოდა იჯარაზე და არ იცოდა რანაირად უნდა გაკეთებულიყო და ამიტომ ეყრდნობოდა მეიჯარე - გარდაბნის, მითითებებს. 2001 წლის 23 აპრილის შერჩევის აქტის საფუძველზე მასზე გამოყოფილი იყო 5.5 ჰა მიწის ნაკვეთი. იმავე თვის ივლისის თვეში კიდევ გაფორმდა ხელშეკრულება და იქვე მითითებული იყო 3,3 ჰა. თუ რატომ ჩამოიჭრა ეს მიწა მისთვის უკვე უცნობი იყო, რადგან არავის განუმარტავს, არანაირი დოკუმენტი არ უნახავს. მის საიჯარო ფართს მთელ სიგრძეზე კვეთს მაღალი ძაბვის ხაზები, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის საიჯარო ფართს, ხელშეკრულებაში მითითებული არც ერთი მუხლი არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა არ შემოღობილა, არ აშენებულა შენობა-ნაგებობა, არ დაზიანებულა ნიადაგის ჰუმუსიანი ფენა, იხდიდნენ გადასახადს და არ დარღვეულა არც ერთი პუნქტი, ხოლო თუ დაარღვევდნენ, მეიჯარე გარდაბანი ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. 2001 წლის სექტემბერში სამოქალაქო კოდექსის 587-ე მუხლის თანახმად, მას უფლება მიეცა, რომ გაეცა ქვემოიჯარეებზე შესაბამისი ნაკვეთი. ეს ქვემოიჯარეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ზოგჯერ თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული ნაკვეთი და ზოგმაც სურვილი გამოთქვა, რომ ჰქონოდათ გრძელვადიანი იჯარა. ეს ადამიანები ჩადიოდნენ გარდაბანში, წერდნენ განცხადებებს, საპასპორტო მონაცემებიც იყო ამ განცხადებაში და არაფერი არ იყო დამალული ვინ იყვნენ ეს ადამიანები. პირველივე წელს აიკრიფა საიჯარო ქირა. ასე ცალ-ცალკე გადახდა არ იყო სწორი ფორმა, რადგან ქვემოიჯარეს სახელმწიფოსთან არ ჰქონდა ვალდებულება და ამიტომ მას, როგორც მოიჯარეს, უნდა შეეტანა ბანკში გადასახადი და საგადასახადო ინსპექციაში მას არასდროს დავალიანება არ ჰქონია. 2003 წელს მან დაიწყო მუშაობა მიწის მესაკუთრეთა დაცვის სახელმწიფო ასოციაციაში, სადაც მივლინებები უწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე და პარალელურად, როდესაც ეცალა, ღამის ცვლებში მუშაობდა პურის საცხობში მუშად, რადგან ეკონომიკურად უჭირდა, ამიტომ იძულებული გახდა, რომ იჯარის საქმეებზე ნაკლებად ევლო და მიეცა რწმუნებულება, რომ ზოგიერთი საკითხი ა------------ს შეესრულებინა და 2006 წელსაც აქვს გენერალური მინდობილობა მიცემული. რაც შეეხება ბრალეულობას 33 კაციან სიასთან დაკავშირებით, იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ, რადგან ეს სია არ იყო მისი ხელით შედგენილი, მასზე არ არის მისი ხელმოწერა და ეს 33 კაციანი სია მისთვის უცნობია. თუმცა ოცდაცამეტივეს იცნობს. ვინაიდან ყველა ცალ-ცალკე ვერ ივლიდა საქმეებზე, 5 ადამიანი აირჩიეს, ვინც იქნებოდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და ივლიდა საქმეებზე, მათ შორის მ-----------–--–---–იც. 2001 წლის შერჩევის აქტით გამოეყო 5,5 ჰა, მეხუთე ნაკვეთის გაგრძელება. 5.5 ჰა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 55 კაცზე. არ იცის რატომ უნდა ყოფილიყო 55 კაცზე და ეს 55 კაციანი სია არ უნახავს. ქვემოიჯარეზე რამდენი უნდა გაცემულიყო არ იცის, ის ნაკვეთიც რაც გამოეყო 3,3 ჰა, რომელიც 33 კაცზე უნდა გადანაწილებულიყო 26 კაცსაც არ ეყო, იმიტომ, რომ იქ მაღალი ძაბვის ხაზი გადიოდა. 33 კაციანი სია ნახა მოგვიანებით, საჩივრები რომ დაიწყო და დაიბარეს დაკითხვაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილზე მისთვის ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, მოგვიანებით გაარკვია. საქმის პირველი ტომის 11-ე გვერდზე ობიექტის აღწერილობის ოქმის, სადაც ხელს აწერს ძ---–--–---–ი მარიამ, სადაც აღნიშნულია, რომ იჯარით გამოყოფილ 3,3 ჰა სახნავი მიწის ფართობი, მდებარეობს ნორიოს საკრებულოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა, დასავლეთით - საინიციატივო ჯგუფის ნაკვეთები, ჩრდილოეთით - არხი, სამხრეთით - გზა და ნაძვები გამყოფი ზოლით და ხელმოწერაა დაფიქსირებული, ძ---–--–---–ი აწერს ხელს ეს ოქმი ცნობილია მისთვის და ადასტურებს. 3,3 ჰექტარი გამოისყიდა თავის საკუთრებაში და შემდეგ გადააფორმა 26 კაცზე და მას ჰქონდა ამაში 1000 კვ.მ, მაგრამ ძალიან უჭირდა და ა-----------ის ვალში გადაიხადა მისი მიწის ნაკვეთი, როცა უკვე კერძო საკუთრებაში გადმოდიოდა. შ--------------–---–ს არასდროს მატერიალური დაინტერესება რა ჰქონია გამოსყიდვის პერიოდში.

ბრალდებულმა კ--------------–მა არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობის დაწყებისთანავე წამოიჭრა ის პრობლემა, რომ ფიქსირდებოდა მოსახლეობის მხრიდან იმ ფართობზე მეტი დაკავებული ფართობი, ვიდრე ჰქონდათ დაფიქსირებული უფლების დამდგენ დოკუმენტებში. იგი მუშაობდა ჯერ კრწანისის საბჭოთა მეურნეობაში გარდაბნის რაიონში, საპროექტო ინსტიტუტში და გადავიდა შემდეგ ამ მეურნეობაში, იმ დანიშნულებით, რომ მომხდარიყო მიწების პასპორტიზაცია. სამუშაოები დაიწყო ე.წ. ჭალების ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში აიზომა 70-მდე ნაკვეთი და აღმოჩნდა, რომ იმდენად მეტი ფართობი იყო დაკავებული, რომ მეურნეობის დირექტორმა თვითონ სთხოვა, მოდი შევაჩეროთ სამუშაოები, რომ რაღაცა გაუგებრობა არ მოხდესო. ამის შემდეგ 1989 წელს დაიწყო მუშაობა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ჰქონდა მეტი ფართობი დაკავებული, რაც უფლების მქონე დოკუმენტებში ჰქონდათ დაფიქსირებული. მას შემდეგაც განისაზღვრა კომლები მოსახლეობას რჩებოდა ნორმის ზევით დაკავებული ფართობი და ხდებოდა პლიუს ნორმამდე შევსება. ეს პრობლემა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის ბრძანებულება N398-ში მითითებული იყო, რომ დაწესებულიყო შესაბამისი ფართობის გადამეტებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების სარგებლობისათვის ამ ბრძანებულებით განსაზღვრული მიწათსარგებლობის სამმაგი ჯარიმა, ანუ თუ ვინმეს ჰქონდა დაკავებული ზედმეტი ფართობი, უბრალოდ იხდიდა ჯარიმას. ამის შემდეგ მოდის ცნობა, რომ დაჯარიმება არ ნიშნავს მიწის უფლების აღიარებას შესაბამის ნაკვეთზე და შესაბამის მიწათმოსარგებლეს მიენიჭოს იჯარის გაფორმების უპირატესი უფლება, ანუ თუ ვინმეს დაკავებული ჰქონდა ნორმის ზევით მიწა მას უფორმდებოდა იჯარა. მან 1998 წელს დაიწყო გარდაბნის რაიონში მუშაობა. იქ იმ დროს მსოფლიო ბანკმა დაიწყო მუშაობა, სამუშაოებს ერქვა მიწის სისტემური რეგისტრაცია, ,,იუესაიდი“ ახორციელებდა ამგავარ სამუშაოებს აგრეთვე, მუშაობის დაწყებისთანავე მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დაუკანონდა მიწის ზევით ფართობი, მოხდა ნორმამდე შევსება, აღმოჩნდა, რომ ყველა რაიონში იმდენად დიდი იყო ნორმის ზევით დაკავებული ფართობი, რომ წარმოიშვა პრობლემა, თუ რა ექნათ ამ ფართობებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მეექვსე პუნქტის შესაბამისად, მფლობელობაში რეფორმის წესით გადაცემული სასოფლო სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიწის ნაკვეთების საერთო ფართი ნორმატიული აქტებით დადგენილ ნორმას აღემატება არაუმეტეს 15%-ით და შემდეგ 7-ე პუნქტში წერია, რომ როდესაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის საერთო ფართი დადგენილ ნორმას 15%-ით აღემატება, დადგენილი ნორმის ზევით ფართობებიც ტარდება რეგისტრაციაში, მასზე გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ სარეგისტრაციო მოწმობაში კეთდება ჩანაწერი შეზღუდვის თაობაზე პირველადი რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნულ ნაწილზე მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. ბრძანებულების 9-ე პუნქტით და მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის 6-ე პუნქტის თანახმად, რეგისტრატორს ევალება რეგისტრაციაში გაატაროს მოქალაქის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი ყველა საკადასტრო მასალა, რაზეც ის პასუხისმგებელი არ არის. მას უფლება ჰქონდა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიუხედავად, მაინც დაერეგისტრირებინა დაკავებული ფართის 15%-ზე ზევით და დანარჩენ ფართზე კეთდებოდა შენიშვნა. რაც შეეხება იმას თუ როგორ აღმოჩნდა მისი მეუღლის - ნ-----------ის საკუთრებაში, 500 კვ.მ და შემდეგ 4000 კვ.მ. განმარტა, რომ ის მუშაობდა სადოქტორო თემაზე, ატარებდა კვლევებს და მან სთხოვა ცინცაძეს და მიქელაძეს, რომ მისთვის მიეცათ ფართობი ჯერ - 500 კვ.მ. მეტის მოცემა ვერ შეძლეს და ეს იყო ა-----------ის ჯგუფში და შემდეგ რაღაც შემცირება მოხდა ფართობის და ბოლოს აღმოჩნდა ც--------------ს ჯგუფში, 500 კვ.მ. იყო თავიდან ეს ფართობი და სჭირდებოდა მეტი ფართობი. რ------–--–--ესაც სთხოვა და მან თვითნებურად დაიკავა ფართობი. ამის შესახებ იცოდა რ------–--–--ემ და საცდელი სამუშაოებისათვის იყო ნაკვეთი. გარდაბნის საჯარო რეესტრში 2004 წლიდან 2010 წლის თებერვლამდე ხან მოადგილე იყო, ხან უფროსი. მათი მოვალეობა იყო წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაცია, რომელსაც ისინი რევიზიას არ უტარებდნენ, თუკი ის შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ნორმას თუკი იქ იკითხებოდა მონაცემები და ბეჭედი და ასე შემდეგ ახდენდნენ მის რეგისტრაციას. სამოქმედო ბაზას წარმოადგენდა კანონი ,,რეგისტრაციის შესახებ“ სარეგისტრააციო მოსაკრებლის შესახებ. ,,განსახელმწიფოებრიოობა“ გულისხმობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემნას იმ მოქალაქეზე, რომელსაც ფაქტობრივად ეკავა ეს ნაკვეთი. იჯარით არსებული მიწის ნაკვეთი თუკი სახელმწიფო გასცემდა იჯარით, სანამ არ მოხდებოდა მასზე საკუთრების გაცემა მანამდე იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. მოიჯარე იყო სახელმწიფო, მეიჯარეები - მოქალაქეები. საინიციატივო ჯგუფებში რა იყო, ამგვარ საკითხებში საჯარო რეესტრი არ ერეოდა, ის მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციების შემოწმებას ახდენდა. 500 კვ.მ., რომელიც მის მეუღლეზე გაფორმდა, არ იყო თვითნებურად დაკავებული, მისი მეუღლე საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო. მას მონაწილეობა ამ მიწის ნაკვეთების გაყიდვაში არ მიუღია.

 

ბრალდებულმა შ--------------–---–მა არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი გარდაბნის რაიონში მთავარი ეკონომისტი იყო 1977 წლამდე, შემდეგ კრწანისის სასათბურე მეურნეობაში მუშაობდა მთავარ ეკონომისტად 1990 წლამდე, შემდეგ კონკურსის წესით დაიწყო მუშაობა კონტროლის პალატაში რიგირთი სპეციალისტიდან მთავარ სპეციალისტამდე, 1997 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის მთავარ სპეციალისტად. მათ საქმიანობას შეადგენდა საფინანსო საბუღალტრო საქმიანობის შემოწმება. თითქმის 14 წელი მოუწია მუშაობა ნორმატიულ აქტებზე და აქედან გამომდინარე, მისთვის უცხო არ იყო კანონები, ამის შემდეგ მუშაობდა გარდაბნის რაიონის საფინანსო-საბუღალტრო განყოფილების უფროსად და ამის შემდეგ მოთხოვნა იყო გამგებლის, რომ პრივატიზაცია იწყებოდა 2005 წლის შემოდგომიდან, გამოვიდა ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ“ კანონი, იმ კანონიდან გამომდინარე 2005 წლის 03 სექტემბერს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული იქნა ბრძანება და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჭირდებოდა როგორც გამოცდილი სპეციალისტი, რომ ნორმალურად ჩატარებულიყო პრივატიზაცია. 2005 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა გარდაბნის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მუშაობა რომ დაიწყო გარდაბნის რაიონში, დახვდა დოკუმენტაცია, საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებული ჰქონდათ 5 პირს - ა------------ს, მარინა ნ--------ეს, მ-----------–--–---–ს, ც--------------ს და ჟე----------–--ეს, აღნიშნული დოკუმენტაცია მათ მისი მუშაობის დაწყებამდე ჰქონდათ წარდგენილი 2005 წლის 18 ნოემბერს და ვისაც ამ განცხადებაზე ხელმოწერა ჰქონდა, ეს იყო დ-----------–-ა და დააწერა თ----------------------ს განცხადება განსახილველად. ამის გარდა, მათ წარდგენილი ჰქონდათ დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო პრივატიზააციის დებულებიდან გამომდინარე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საჭირო იყო, რომ წარედგინათ საიჯარო ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და განმცხადებელი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მათ ეს წარდგენილი აქვთ უკლებლივ. ამავე დროს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი დათარიღებული არის 18 ნოემბერს. ასევე დათარიღებული არის საკადასტრო აზომვითი ნახაზი 17 ნოემბრით და წარდგენილი აქვთ პირადობის დამადასტურებელი ასლები, ასევე რუსთავის საგადასახადო ინსპექციიდან ცნობა დავალიანების შესახებ. ეს დოკუმენტი თავიდან ეკონომიკური განვითარების სააგენტოდან უთხრეს, რომ უნდა მოეთხოვა. შემდეგ უთხრეს, რომ პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობდა ძალიან ნელა და შემდეგ აღარ მოეთხოვა აღნიშნული ცნობა დავალიანების შესახებ, მაგრამ დანარჩენი დოკუმენტები აუცილებელი იყო და ყველას თხოვდა და 5-ვე მოიჯარეს წარდგენილი აქვთ მანამდე, ასევე წარდგენილია ამ სამსახურის მიერ, რადგან დებულება ითვალისწინებს მოთხოვნებთან თუ შესაბამისობაში იყო დოკუმენტაცია ერთ თვეს ითვალისწინებდა, რომ 3 დღეში გაესინჯა დოკუმენტაცია. თუ წესრიგში იყო, ან თუ რამე დოკუმენტი აკლდა, 10 დღე ეძლეოდათ, რომ აღმოეფხვრათ და საერთოდ 1 თვეში აღნიშნული რეგიონალური სამსახური ვალდებული იყო, რომ გამოეწერა ნარდობის დამადასტურებელი ოქმი, მაგრამ თუ დოკუმენტაცია წესრიგში იყო და შესაბამისობაში, მოთხოვნებთან აღნიშნულ პროცესის დამაბოლოებელი იყო, რომ ფასი განისაზღვრებოდა რეგიონალური სამსახურის მიერ. უნდა მიეცათ მათ სპეციალური ანგარიში და საგადასახადო დავალება. ისინი მიდიოდნენ მათ გვერდით სახალხო ბანკში და იხდიდნენ თანხას და ეს თანხა აქვთ მათ გადახდილი 18.11.2005. ამის შემდეგ ეკონომიკური სამსახური ვალდებული იყო ქვითრის წარმოდგენისთანავე 3 დღეში გამოეწერა შეძენის დამადასტურებელი ოქმი, რაც ხორციელდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით, მას შეეძლო ერთი წლის განმავლობაში, ასე იყო განსაზღვრული თანხა თუ გადაიხდიდა ამ სასოფლო სამეურნეო მიწის 1 ჰექტრის საგადასახადო ინსპექციაში დადგენილი ნორმით გადასახდელი თანხის ათმაგი ოდენობა იყო დადგენილი, თუ ის ამ თანხას გადაიხდიდა ერთი წლის განმავლობაში, დანარჩენი 50%-დან თავისუფლდებოდა და ვალდებული იყო მას თავდაპირველად შეეტანა თანხის 20%. ამ შემთხვევაში ფორმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება მათ აღნიშნულის დამადასტურებელი არ გამოუწერეს მას დამხვდა ეს დოკუმენტაცია და შემდეგ ალბათ მას გადმოსცეს დოკუმენტაცია განსახილველად. როდესაც გაეცნო აღნიშნულ ხელშეკრულებებს, გაუჩნდა კითხვა თუ რას წარმოადგენდა აღნიშნული ხელშეკრულება, იყო ეს თუ არა ფიზიკურ პირზე, იქ მითითებული ა------------ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, იგი ამ ფორმულირებამ დააინტერესა, რა იგულისხმებოდა საინიციატივო ჯგუფის უკან და მიმართა გარდაბნის რაიონის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსს დ-------–------ს. მან უთხრა, რომ მიემართა ბ---–--------სთვის, მას მიმართა, რომ აღნიშნული თბილისის ზღვის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რა ინფორმაცია გააჩნდათ ამ საინიციატივო ჯგუფების სია, მან განუმარტა, რომ მათ არავითარი სია არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, იგი დაბრუნდა სამსახურში, იცნობდა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს, გაცნობილი იყო 1998 წლის #446 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას, სადაც 3-ე მუხლის 3-ე აბზაცში მითითებულია, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფორმდება ფიზიკურ პირთა ჯგუფზე, იგი დააინტერესა და გააკვირვა ასეთმა ფორმულირებამ, საინიციატივო ჯგუფი არ იცნობდა ასეთ ფორმულირებას ასეთ სტატუსს თუ განმარტებას. მან იცოდა საიჯარო ხელშეკრულების კანონიდან, რომ იყო ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი და იურიდიული პირი და იმ კანონის მესამე მუხლის მესამე აბზაციდან გამომდინარე, ფიზიკურ პირთა ჯგუფზე და იურიდიულ პირებზე მხოლოდდამხოლოდ კონკურსის წესით შეიძლებოდა ხელშეკრულების გაფორმება, და ამომწურავი პასუხი რომ ჰქონოდა ამ საკითხზე თავის შენობაში გვერდზევე იყო გარდაბნის გაზეთის რედაქცია და სამი წლის განმავლობაში არსებული მონაცემები გასინჯა, რადგან დაედგინა, ხომ არ იყო ამ საინიციატივო ჯგუფის მიერ რაიმე განცხადება, მოთხოვნა კონკურსის წესით საიჯარო ფართობის გაფორმების თაობაზე. ეს გააკეთა იმიტომ, რომ ამ საინიციატივო ჯგუფის უკან თუ ვინმე იყო, რომ მათი ინტერესი არ შეელახა და დარწმუნდა რა, რომ ეს წარმოადგენდა ფიზიკური პირის საიჯარო ხელშეკრულებას, მოახდინა მათზე საკუთრების დამადასტურებელი ოქმის გამოწერა 2006 წლის 03 თებერვალს. 24 თებერვალს მასთან არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება დანარჩენი 4-ის დაიტვირთა იპოთეკით, ერთს 25% ჰქონდა დანარჩენს - 20-20 % და ეს იპოთეკის ხელშეკრულება უნდა წარედგინათ საჯარო რეესტრში და იქ შესაბამისი ჩანაწერი კეთდებოდა, რომ დატვირთული იყო ეკონომიკის სამინისტროს იპოთეკით. ამ დამადასტურებელი ოქმების გამოწერისას მათ მაშინვე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში აპირებდნენ დანარჩენი თანხის გადახდასაც. თ---–---–თან მიმართებაში მას ორი საიჯარო მიწის ნაკვეთი ჰქონდა მას თავიდან გაუფორმეს 1,2 და მერე ვინმე ბადუაშვილის 4000 კვ.მ. მიამატეს და გაუხდა 1.6 ჰა და მეორე გაფორმებული ჰქონდა 9,7 ჰექტარი. მას ორივე ფართობზე გადახდილი ჰქონდა 20-20% და მათ ყველამ 13 თებერვალს წარმოადგინეს გადახდის დანარჩენის 30% გადახდის დავალებები და გამოუწერა საკუთრების დამადასტურებელი ოქმები, რომლებიც მას უნდა წარედგინა საჯარო რეესტრში და ეს ყველაფერი დოკუმენტაცია წარდგენილი ჰქონდათ მანამდე. მას მოუწია უბრალოდ აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაფორმება და აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ისინი არ წარმოადგენდნენ ფიზიკურ პირს და ის ხელშეკრულება იყო ფიზიკური ჯგუფისათვის მათ გარდა აღნიშნულ ხელშეკრულებაში უნდა ყოფილიყვნენ სხვა ქვემოიჯარეებიც და შესაბამისად, საჯარო რეესტრშიც დაფიქსირებული იქნებოდნენ როგორც მოიჯარეები, რასაც ადგილი არ ჰქონია, რაც გადაამოწმა და თუ ის მოთხოვნა, რაც მის წინაშეა წარდგენილი, რომ მას დანარჩენი მოიჯარეებისაგან უნდა მოეთხოვა იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ეს მასთან დროში აცდენილია. თუ ვინმეს უნდა შეესრულებინა, უნდა შეესრულებინა მის წინ ვინც მუშაობდა იმას. იგი მუშაობდა ბოლოს გარდაბნის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და 2007 წლის 11 იანვარს 16:00 საათზე დააკავეს და შემდეგ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და ამით დასრულდა მისი მუშაობა. მან 11 იანვარს გამოიწერა ოქმები, მანამდე 10 იანვარს იქნა მოტანილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და ამოწერა ოქმები, ამონაწერებამდე 26 დეკემბერს აქვს წერილი გაცემული საჯარო რეესტრზე, რის შემდეგაც იქნა ამოწერილი ამონაწერები, სადაც მიწის მესაკუთრედ მითითებული იქნა სახელმწიფო. მანამდე ჰქონდა განცხადებები შემოსული 18 დეკემბრით დათარიღებული ამ განცხადებებზე რეზოლუცია იყო 21 დეკემბრით შემდეგ 22 დეკემბერსაც მოიჯარეებმა აღნიშნული განცხადებით მიმართეს. იგი დაინტერესდა რა იყო ამ განცხადებაში მითითებული და 18 დეკემბრის აზომვითი ნახაზებით, ახალი აზომვითი ნახაზები საჭირო გახდა, რადგან მოიჯარეები მიუთითებდნენ, რომ მათი საიჯარო ნაკვეთები სივრცულად იყო უფრო მეტი, ვიდრე საიჯარო ხელშეკრულებაში იყო მითითებული და უნდოდათ, რომ აღნიშნული ფართობები ჰქონოდათ ლეგალურად და არა დამალულად. ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვინაიდან თანდართულ საიჯარო ხელშეკრულებებში ნახაზები შესრულებული იყო ვ-----------------ის მიერ, რომელიც შემდეგ მუშაობდა ამაზაშვილთან, ურჩია, რომ ვინმე ალტერნატიული სხვა ამზომველის მიერ გაკეთებულიყო ნახაზები. სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზაციის დებულებიდან გამომდინარე, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს, რომ ახალი საკადასტრო ნახაზი გაკეთებულიყო. თუ საკადასტრო ნახაზი არ იქნებოდა, მაშინ სავალდებულო იყო ახალი აზომვითი ნახაზი გაკეთებულიყო დეტალურად, რათა ის ნაკვეთი მიეყიდა მოიჯარისათვის. მეოთხე მუხლის მეშვიდე პუნქტი პირდაპირ ხაზს უსვამს მისთვის, რომ მოეთხოვა მეოთხე მუხლში მითითებული მოთხოვნები. ხარჯი ალტერნატიული აზომვის ჩატარებით იზრდებოდა თუ არა, ეგ საკითხი არ აინტერესებდა. რა აზომვით ნახაზსაც მიუტანდნენ იმის მიხედვით გაუფორმებდა. მას უარი რომ ეთქვა პრივატიზაციაზე, კანონს დაარღვევდა. ყველა დოკუმენტაცია, რაც წარმოდგენილი იყო, სრულ შესაბამისობაში იყო, რადგან მეიჯარეები წარმოადგენდნენ ფიზიკურ პირს და არა ფიზიკურ პირთა ჯგუფს. იქ თანხმობები საჭირო არ იყო. ჯგუფის ხელმძღვანელებს მანამდე არ იცნობდა და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მათთან. მას არ უხელმძღვანელია პრეზიდენტის ბრძანებულებით, მან იხელმძღვანელა პრივატიზაციის დებულებით. ც--------------ს მისთვის არ უთხოვია, რომ არ მეკუთვნის და მაინც დამირეგისტრირე მიწის ნაკვეთიო. იძულებას ან რაიმე მსგავს მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

ბრალდებულმა მ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 1976 წლიდან ცხოვრობდა ხეხილსანერგე მეურნეობაში. მიწის კერძო საკუთრებაში მიღება მოხდა მიწის რეფორმის ფარგლებში, რა დროსაც მიიღო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე მიწის ნაკვეთი მიიღეს მისმა ოჯახის წევრებმაც. ამის შემდეგ მათ წარმოეშვათ პრეტენზია მიწის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან თვითონაც ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო, დამლაგებლად მუშაობდა დედამისთან ეკუთვნოდა 1,2 კვ.მ. იქ მის მეზობლებსაც ჰქონდათ პრეტენზია, რადგან სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ, მიწას ამუშავებდნენ და ასე ირჩენდნენ თავს. ყველაზე გაიცა 1500 კვ.მ და დაობდნენ, რომ მეტი ეკუთვნოდათ. თვლიდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მიწის ნაკვეთები. მათ მაინც დაკავებული ჰქონდათ ეს მიწები და რადგან ამ დაკავებული მიწებიდან სახელმწიფო სარგებელს ვერ ღებულობდა, მოთხოვეს რომ იჯარის ფორმით აეღოთ. იყვნენ ისეთი პირებიც, რომლებიც იქ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ თბილისიდან ადიოდნენ და ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს. ნორიოს საკრებულოდან ადიოდნენ სანახავად თუ რა მიწის ფართობები ჰქონდათ დაკავებული მათ და რას აკეთებდნენ. შემდეგ უთხრეს, რომ თუ სურდათ აეღოთ გრძელვადიანი - 49 წლიანი იჯარა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეტოვებინათ მიწები. ვისაც სურვილი ჰქონდა, მიმართეს ნორიოს საკრებულოს განცხადებით, რომ სურდათ იჯარა. მათ 90-იანი წლებიდან ჰქონდათ მიტაცებული ეს მიწები და ამუშავებდნენ. 2000 წლის 6 სექტემბერს, რ------–--–--ემ დაიბარა იგი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად და პირადად გადმოუდო საქაღალდე, კარნახობდა სახელებს, გვარებს და პირად მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დაწერა სია. ჯგუფის კრება ჩატარდა 2000 წელს, მათი სამუშაო გეგმა ძირითადად შეეხებოდა სარწყავი არხის აღდგენას და ხეხილის ბაღის განაშენიანებას, ნორიოს გამგებელიც ესწრებოდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი საერთოდ არ განხილულა როდესაც ჯგუფის წევრების კრება ჩატარდა. ჯგუფის წევრები იყვნენ ისინი, ვისაც სურვილი ჰქონდათ იჯარის და განცხადებით მიმართეს ნორიოს საკრებულოს და გარდაბნის გამგეობას. ჯგუფის კრება რომ ჩატარდა, თავიდან 66 კაცი იყო. ძალიან ხშირად ტარდებოდა კრებები. ა------------ც იყო სხვა ჯგუფის ხელმძღვანელი. ჯგუფის წევრებს რა ფართობებიც ეკავათ, იმდენი უნდა შეხვედროდათ იჯარით. მან არ იცოდა ვის რა ზომის ნაკვეთი უნდა ჰქონოდა და სად, ისინი თვითონ უთითებდნენ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, 59 კაცი შედიოდა მის ჯგუფში, რომლებზეც 5,9 ჰა იყო გამოყოფილი. 500-600 კვ.მ თუ შეხვდა ვინმეს, არ ახსოვს. შეიძლება 1000-ზე ნაკლებიც შეხვედროდათ. მის ჯგუფში მისი ორი ბიძაშვილი იყო, თუმცა არ ახსოვს მათ რამდენი ეკავათ. სხვა ნათესავებს მის ჯგუფში მიწა არ მიუღიათ. ისინი ინდივიდუალურად ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს. მას ჯგუფის წევრების თანხმობის გარეშეც შეეძლო გამოსყიდვა. შემდეგ ჯგუფის წევრებს ყველას გადაუფორმა, ვისაც გადახდილი ჰქონდა თანხა და ეკუთვნოდა. 59 ქვემოიჯარე არსად არ იყო რეგისტრირებული. 2006 წელს ხელშეკრულება რომ გაფორმდა, 59 კაცის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთები. იგი კ--------------–ს არ იცნობდა, სასამართლოში გაიცნო. დამატებით მიწის ნაკვეთის შესყიდვა დ------–---–თან მოხდა. გამოსყიდვის შემდეგ მის საკუთრებაში გადავიდა დამატებითი მიწის ნაკვეთი, რაშიც მთლიანი თანხა გადაიხადეს. თვითონ სხვა ჯგუფებში არ ყოფილა. 2006 წელს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა საბაძისაგან. მინდობილობა დედამისზე ჰქონდა გაკეთებული, რომ თანხა შეეტანა ხოლმე. სხვა მიწის ნაკვეთი არ მიუღია. ც--------------სთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, რომ თაღლითურად დაუფლებოდა მიწის ნაკვეთებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ. არავის არ მიუთითებია მცდარი მონაცემები, რომ ხეხილსანერგეში ცხოვრობდნენ. არც წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ თბილისელებზე არ შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის გაცემა. გარდაბნის გამგეობიდან რაიმე შენიშნვნას ადგილი არ ჰქონია იმასთან დაკავშირებით, რომ რამეს დარღვევით აკეთებდნენ.

 

ასევე ბრალდებულმა ა------------მ არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს, 22:30 საათზე, სახლში ესტუმრა საფინანსო პოლიციის გამომძიებელი გ----------–-–---–ი, რომელმაც მას და მის შვილს მ----------------ეს აუწყა, რომ ბრალი ჰქონდათ წაყენებული და დილით 10:00 საათისთვის უნდა გამოცხადებულიყვნენ საფინანსო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში. რა თქმა უნდა ესეც უფლებების შეზღუდვის ერთ ერთი ფორმა იყო, ასე გვიან ღამის საათებში შეტყობინებით მოფიქრების საშუალებაც არ ჰქონდათ, რომ გამოცხადებისას ჰყოლოდათ ადვოკატი. როდესაც მან დაურეკა მეზობლის ნათესავს ნ-----------–--ეს იმ შუაღამეს, მან განუმარტა, რომ მეორე დღეს 5 საათამდე ვერ მოიცლიდა და ურჩია მისულიყნენ საფინანსოში დანიშნულ დროისათვის და გამოეყენებინათ დუმილის უფლება, ვიდრე ადვოკატი ნ-----------–--ე არ მივიდოდა. მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდათ, იქ მისულებს აიძულებდნენ გაცნობოდნენ ადვოკატის გარეშე ბრალს და მოეწერათ ხელი ბრალის გაცნობაზე მასაც და მის შვილსაც. ისინი იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოთახებში, მათზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლებს, განსაკუთრებით მის შვილზე მ----------------ეზე. მასთან მხოლოდ ერთერთი პიროვნება, მაღალი, სრული, შედიოდა და გადიოდა წარამარა თვალების ბრიალით, უსიტყვოდ, გამწყრალი თვალებით. ასევე შერბოდა და გამორბოდა იმ ოთახში, სადაც მისი შვილი მ------ ჰყავდათ შეყვანილი და ახდენდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რაღაც უაზრო გამოგონილი ბრალეული სიტყვებით. მ------ იქ თურმე ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა და როგორც კი დაუმარტოხელებია იქ ვიღაც სხვა თანამშრომელს, სასწრაფოდ უხელთია დრო მისჯდომია და აწყნარებდა თურმე, - ნუ ტირი ჩემო დაიკო, ნუ ტირი, თქვენ მართლები ხართ, აიყვანეთ ძლიერი ადვოკატი და გამართლდებით, ნუ გეშინიაო. ასე ზეწოლებით რომ შეაწუხეს, ცოტა ხნის შემდეგ დაარეკინეს ადვოკატთან. როგორც ურჩია ადვოკატმა, მართლაც ადვოკატის მისვლამდე მოუწერეს ხელი და თურმე ჩქარობდნენ ,,გატელევიზორებისათვის“, რომ 12 საათიანი კურიერისათვის მიეწოდებინათ და გაეხმაურებინათ ეს ამბავი. მისი მეორე შვილი ვანო ნ--------ე გარეთ, საფინანსო პოლიციის ეზოში უცდიდა და გამომძიებელმა უთხრა, აი ტელეფონი და დაურეკე შენ შვილს გარეთ, აცნობეთ რომ კარგად ხართო, კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ, ბოლოს უთხრა გ----------------–-–---–მა, რომ ,,გაგატელევიზორესო“. სამაგიეროდ მის ძმას ელიზბარ მ-------ეს, ჯანღონით სავსე კაცს, საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს გადაუხვევია და რომ უყურებია ამ გადაცემისთვის ნახევარ საათში ინფაქტით გარდაიცვალა. რაც იმ ღამეს არ უთხრეს მას ნათესავებმა. ეს ტელევიზიით გახმაურებული ამბავი რომ შეიტყვეს ახლობლებმა, ნაცნობებმა და ნათესავებმა, საფინანსო პოლიციის ეზო გავსილა თურმე ხალხით, მისი ვაჟი გამხდარა ცუდად გარეთ ეზოში, ძლივს მოუსულიერებიათ ნათესავ-ახლობლებს, მან მათგან შეიტყო გატელევიზორების ამბავი. დაახლოებით 5 საათისათვის ადვოკატი ნ-----------–--ეც მივიდა, მან და მისმა შვილმა ცალკცალკე ოთახებში მისცეს ჩვენება, დაკითხვის ოქმი შედგა ისეთივე, რასაც ამბობდნენ ხოლმე მანამდე ქვემო ქართლის პროკურატურაში, ამავე საქმის გამოძიების დროს, 2006 წელს. იმ დროს ძირფესვიანად ჰქონდათ გამოძიებული და კონტროლზე ჰქონდათ ეს საქმე დაყენებული საქართველოს გენერალურ პროკურატურას. იმ დროს აბსოლუტურად ყველა ქვემოიჯარე წევრი იქნა გამოკითხული, ასევე დაიკითხნენ თანამდებობის პირები, არ გამოიკვეთა მათი მხრიდან არანაირი ბრალეულობა და არც წაუყენეს ბრალი. საქმე იყო სსკ 360-ე მუხლით აღძრული, რაც თვითნებობას ნიშნავს. მანამდე საქმე აღძრული იყო ნორიოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე 332-ე მუხლით და მათზე რომ ვერ გამოიკვეთა დანაშაული, გადმოაკვალიფიცირეს მათზე, ძირითად მოიჯარეებზე ყველაზე, მათ შორის ჟე----------–--ეზეც და არ გამოიკვეთა დანაშაული და ვერც ბრალი წაუყენეს. მითუმეტეს იმ დროს თითოეული წევრი გამოკითხეს ძირფესვიანად, რაც ვაზიანის პოლიციის განყოფილებიდან გადმოცემულ მასალებიდან კარგად სჩანს. ასევე გამოვლინდა სიცრუე ც--------------ს ყოფილი მულების და გარდაბნის გამგეობის აგროგანყოფილების თანამშრომლის ა------- ა----–---–ის მიერ მიცემული ცრუ და ყალბი კომისიურად შედგენილი დასკვნა, დამახინჯებული გაყალბებული მონაცემებით რაც გამოძიებაშივე დაუმტკიცეს. ა------- ა----–---–მა მიწის კომისიური შესწავლა დაიწყო 2005 წლის 8 ივლისის კანონის გამოსვლის შემდეგ, ანუ საიჯარო მიწების პირდაპირი წესით გამოსყიდვის შემდეგ 2006 წლის დაახლოებით მარტის თვეში, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა ვითომცდა კომისიური შესწავლა მათზე გამოყოფილი საიჯარო მიწების და დაწერა ტყუილებით გაჯერებული დასკვნა, რაც გადაუგზავნეს ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელს ზ-----------ეს. ეს სიცრუეები მათ იქ იმ გამოძიებას დაუმტკიცეს, დაუმტკიცეს ასევე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ და მიუხედავად დიდი მონდომებისა ბრალი ვერ წაუყენეს, მათი დანაშაული არ გამოიკვეთა. ეს ბინძური ცრუ დასკვნა სიტყვა-სიტყვით გადაწერა კონტროლის პალატის მაშინდელმა წარმომადგენლებმა რაც იქვე, შემდეგ უკვე გამომძიებელ ნიკო თინაშვილთან გაარკვიეს, ნათელი მოეფინა ყველა ცრუ მიზანმიმართულ შეთითხნილ დასკვნას და ბრალი ვერ წაგვიყენეს. კონტროლის პალატის ეს ყალბი მონაცემებით შედგენილი თემატური აქტიც გადაიგზავნა პროკურატურაში და ყველაფერს ფარდა იქვე აეხადა. ასევე დამტკიცდა აქ სასამართლო პროცესებზე როდესაც იყვნენ დასაკითხად მოწვეულები მაშინდელი კონტროლის პალატის წარმომადგენლები და აქვე აღმოუჩინეს ყალბი მონაცემები მათ მიერ შედგენილ თემატურ აქტში, ერთერთი აქ ცუდადაც გახდა ამ სიყალბეების გამოაშკარავების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატამ, მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მათი ერთობლიობის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ: იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულებმა კ--------------–მა, მ----------------ემ, ა------------მ, მ-----------–--–---–მა და ც--------------მ ვინმე მოატყუეს და მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ქმედება არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოში, აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების იმ პირებზე გადაცემით, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბრალდებულებს არანაირი სარგებელი არ მიუღიათ. ასევე არც ერთ მათგანს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთანვე, საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 წლის 25 აგვისტოს N-------- წერილის შესახებ, რომელიც მიწის ნაკვეთების ადგილობრივ ოჯახებზე გადაცემას ითვალისწინებდა და ბრალდების მხარის ძირითადი მტკიცებულებაა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 ივნისის N3/3039-17 განჩინებით განმარტა, რომ ხსენებული წერილი არის საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ განმარტებით შინაარსს ატარებს და არ იწვევს დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგის დადგომას. ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე საქმიანობას ახორციელებდა მოწმე ჟე----------–--ეც, რომელიც ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ლოტკინის მაცხოვრებლებზე ჰქონდა მიწის ნაკვეთები გაცემული, თუმცა მისი საქმიანობა მიჩნეულია მართლზომიერად. გარდა ამისა, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ც-------------- და მისი შვილები ერთ კომლს წარმოადგენდნენ. ასევე არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს საკრებულოს თავმჯდომარე აწგარდაცვლილ ა-–-----------------–-–---–თან შეთანხმებით ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება.

შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ ბრალდებულებმა მ----------------ემ, ა------------მ, მ-----------–--–---–მა, ც--------------მ და კ--------------–მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ნივთს, წინასწარი შეთანხმებით, ხოლო შ--------------–---–ის შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ვინაიდან მას კანონდარღვევით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ არ უმოქმედია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ცალსახად დაადასტურებდა კ--------------–ის, შ--------------–---–ის, მ----------------ის, ა-----------ის, მ-----------–--–---–ის და ც--------------ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალია. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება №83აპ-13).

 

ამდენად, თაღლითობის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს რეალობის გამიზნულად შეცვლას, ანდა ფაქტების მიზანმიმართულად დამალვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მიღებული იქნეს დაზარალებულისთვის საზიანო გადაწყვეტილება. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ,,კანონიერად“, თუმცა მისი მიღების გზები არის უკანონო.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, თუკი ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა კ--------------–ის, მ----------------ის, მ----------------ის, ა-----------ის, მ-----------–--–---–ის და ც--------------ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენა, კ--------------–ი, მ----------------ე, მ----------------ე, ა------------, მ-----------–--–---–ი და ც-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.3.3. ). სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სამოხელეო დანაშაულია, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს ნორმალურ საქმიანობას. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. ეს დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო ხელისუფლების პრესტიჟს და ავტორიტეტს. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია და ეს არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. ა) სამსახურებრივი უფლებამოსლების ბოტროტად გამოყენებისას, მოხელე არ სცილდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა მოქმედებს მის ფარგლებში, მაგრამ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. ბ) რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა უნდა გამოიწვიოს. ამდენად, დანაშაულის შემადგელობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებასა და მავნე შედეგის დადგომას შორის, რაც გამოიხატა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევაში. არსებითი ზიანის ცნება შეფასებითია და უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც გასათვალისწინებელია დამდგარი შედეგის ხასიათი, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების შებღალვა, დაზარალებულების რაოდენობა და სხვა. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება სპეციალურ მიზანში - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღებაში.

 

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა შ--------------–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ვერც ერთი ფაქტი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, შ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის თებერვლის და 2007 წლის იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, კომპაქტ-დისკები და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ მიღებული სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნას დართული 1 ცალი დალუქული პაკეტი, შენახული იმდა იქნეს სიხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ყადაღის ბედის გადაწყვეტა:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მარტის განჩინებით დადებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:

 

ა) ც---------------თ---–---–ის (პ/ნ: 1----------) საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------–------------------------------–------–---------------------------------------------------------;

ბ) მ-----------–--–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

გ) დ----- თ---–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–-----------–--------------------------–------------------------–----–---------------- - საკადასტრო კოდით - 0-------------------------); დ----- თ---–---–ისა(პ/ნ 1----------) და მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) თანასაკუთრება;

ქ--–---------–----------–----------------------------------–-------------–--------------------------------–--------------------------------------------------------------------------------);

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–----------------------------------–--------------------------------------------------;

დ) შ--–--------–---–ის(პ/ნ: 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ე) ნ---- თ---–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–---------------------------------------------–----------------–---------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–--------------------------------------------------------------------------------------------------------;

ვ) ხათუნა თ---–---–ის( P/N: 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------8;

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------

ზ) მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–----------–-----------------–---–---------------------------------------------------------–---------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–---------------–---–-----------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–-----------–--------------------------–-------------------------–----–---------------- - საკადატრო კოდით 0-------------------------; დ----- თ---–---–ისა(პ/ნ 1----------) და მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) თანასაკუთრება;

თ) ი------–-------ის( პ/ნ 3----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ი) თ----- გ-------ს( პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

კ) მ----ა ნ--------ის( პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------;

ლ) ლ---------------–---–-------------------) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–----------------------------------------–--------------------–-------------–------------------------------–-----------------------------------------------------

მ) შ----- ტ------–---–-------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-------------------------------------–---------------------------------------------------

ნ) ი----------------------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------1;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ო) ლ-----------–--------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------4;

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დადებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:

ა-----------ის (პ/#1----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–--------------------------------–--------------------------------–------------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–--------------------------------------------–------------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

გ------ ნ--------ის (პ/# 1-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-------------------------------

ქ-------–----------–---------------------–-----------------–------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–------------------------------;

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ო------------–---–----------------------------------------–------------------------–---------–----------–---------------------–------------------–-------------------------------

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ივ-----------------------------------------------------–------------------------–---------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-------------------------------

ს------------–--------------------------------------------–------------------------–-------------------–---------------------–------------------–----------------------------2);

რ------- ნ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–---------------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–---------------------------------);

მ----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–------------------------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ.------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ლ---------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

შ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

შ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

შ--------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

კ--------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

მ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

მ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

ა------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ა-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

მ-----------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

ც-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მარტის განჩინებით დადებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:

 

ა) ც---------------თ---–---–ის (პ/ნ: 1----------) საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------–------------------------------–------–---------------------------------------------------------;

 

ბ) მ-----------–--–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

 

გ) დ----- თ---–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–-----------–--------------------------–------------------------–----–---------------- - საკადასტრო კოდით - 0-------------------------); დ----- თ---–---–ისა(პ/ნ 1----------) და მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) თანასაკუთრება;

ქ--–---------–----------–----------------------------------–-------------–--------------------------------–--------------------------------------------------------------------------------);

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–----------------------------------–--------------------------------------------------;

 

დ) შ--–--------–---–ის(პ/ნ: 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

 

ე) ნ---- თ---–---–ის(პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქა-–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–---------------------------------------------–----------------–---------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–--------------------------------------------------------------------------------------------------------;

 

ვ) ხათუნა თ---–---–ის( P/N: 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------8;

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------

 

ზ) მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–----------–-----------------–---–---------------------------------------------------------–---------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------

ქ--–---------–----------–-----------------------------------–---------------------------------------------------

ქ--–---------–---------------–---–-----------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------;

ქ--–---------–-----------–--------------------------–-------------------------–----–---------------- - საკადატრო კოდით 0-------------------------; დ----- თ---–---–ისა(პ/ნ 1----------) და მ--------------–---–ის( პ/ნ 0----------) თანასაკუთრება;

 

თ) ი------–-------ის( პ/ნ 3----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

 

ი) თ----- გ-------ს( პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

 

კ) მ----ა ნ--------ის( პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–---------------------------------------------------;

 

ლ) ლ---------------–---–-------------------) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–----------------------------------------–--------------------–-------------–------------------------------–----------------------------------------------------;

 

მ) შ----- ტ------–---–-------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-------------------------------------–---------------------------------------------------

 

ნ) ი----------------------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------1;

ქ--–---------–----------–-----------------------------------–--------------------------------------------------;

 

ო) ლ-----------–--------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ:

ქ--–---------–----------–-------------------------------------–--------------------------------------------------;

ქ--–---------–----------–------------------------------------–-------------------------------------------------4;

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დადებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:

 

ა-----------ის (პ/ნ 1----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–--------------------------------–--------------------------------–------------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–--------------------------------------------–------------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

 

გ------ ნ--------ის (პ/# 1-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-------------------------------

ქ-------–----------–---------------------–-----------------–------------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–------------------------------;

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ო------------–---–----------------------------------------–------------------------–---------–----------–---------------------–------------------–-------------------------------

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ივ-----------------------------------------------------–------------------------–---------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–-----------------–-------------------------------

ს------------–--------------------------------------------–------------------------–-------------------–---------------------–------------------–----------------------------2);

რ------- ნ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–---------------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–-----------------–---------------------------------);

მ----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ-------–----------–---------------------–------------------------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ. თ---–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ-------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

ქ.------–----------–---------------------–------------------–-----------------------------);

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

კომპაქტ-დისკები და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-დან მიღებული სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნას დართული 1 ცალი დალუქული პაკეტი - შენახული იქნეს სიხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი