1. ერთეულ(ებ)მა ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების მიმართ მიზანშეწონილია გამოიყენონ წინამდებარე ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა.
2. თუ კონტროლირებული ერთეული ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენებისათვის იყენებს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისთვის განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, მაკონტროლებელი ერთეული უფლებამოსილია კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას გააკეთოს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი კორექტირება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების
შესახებ“, მუხლი 35, №01/25, 21.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.33.062.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5874397/muxli-35/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია