გადაწყვეტილება № 3694/2/2017
📄 სრული ტექსტი
№3694/2/2017
24.09.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------------- (ს/ნ-------------)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.09.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------17.03.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
----------------- მიერ გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხის შესრულებული სამუშაოსთვის მიღებულ/მისაღებ თანხად განხილვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2016 წლის №------------- საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2017 წლის №------------- ბრძანება;
დარიცხული თანხა: 151812 ლარი
მათ შორის:
ძირითადი: -------------
დღგ - ------------
მოგების გადასახადი - ---
საშემოსავლო გადასახადი - -------
ჯარიმა - ------------
საურავი - -
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის ----------------- წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სახეა ნედლი ნავთობის მოპოვება. კომპანია ნავთობის ოპერაციებს ახორციელებს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში (გ.წ. „პწგხ“), რომელიც გაფორმებულია საქართველოს სახელმწიფოს: ----- სთან. პწგხ-ს მე-17 მუხლის თანახმად, --------- თავის თავზე იღებს გადამხდელის სახელითა და მაგივრად დაფაროს გადამხდელის მოგების გადასახადი და მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის (მოგების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს გადამხდელი, ხოლო ბარათზე დავალიანებას ანაზღაურებს -----. მოსაკრებლის შემთხვევაში დეკლარირებას და შესაბამისად ბარათზე დავალიანების დაფარვას ახორციელებს -----). მოგების გადასახადი, თითოეულ კალენდარულ წელს განისაზღვრება მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების ფარგლებში საბალანსო მოგების შესაბამისად (პწგხ.17.4; 17.5; 17.8.). რაც შეეხება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, „საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ თანახმად 1 ტონა ნავთობზე მოსაკრებელი განისაზღვრება 21 ლარით.
ხელშეკრულების აღნიშნული მუხლისა და სსკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე, მე-100 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ -----ის მიერ უცხოური საწარმოს ფილიალი -------ის ფილიალი საქართველოში“-სთვის გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებლის თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ დასაბეგრ შემოსავალს, რაც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენას მოგების გადასახადის ნაწილში.
შემოწმებით, ----- ის მიერ გადახდილი მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხებით გაიზარდა მომდევნო საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლები.
ზემოაღნიშნული მოსაკრებელი სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით ასევე წარმოადგენს გამოსაქვით ხარჯს, აქედან გამომდინარე გაიზრდება შესაბამისი პერიოდების მოგების დეკლარაციების ხარჯები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის ------------------ წლის №----------------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2017 წლის №------------ ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ კომპანია ნავთობის ოპერაციებს ახორციელებს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში (გ.წ. „პწგხ“), რომელიც გაფორმებულია საქართველოს სახელმწიფოს: ----- სთან. პწგხ-ს 17-ე მუხლის თანახმად, ----- თავის თავზე იღებს გადამხდელის სახელითა და მაგივრად დაფაროს გადამხდელის მოგების გადასახადი და მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის (მოგების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს გადამხდელი, ხოლო ბარათზე დავალიანებას ანაზღაურებს -----. მოსაკრებლის შემთხვევაში დეკლარირებას და შესაბამისად ბარათზე დავალიანების დაფარვას ახორციელებს -----). მოგების გადასახადი, თითოეულ კალენდარულ წელს განისაზღვრება მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების ფარგლებში საბალანსო მოგების შესაბამისად (პწგხ.17.4; 17.5; 17.8.).
რაც შეეხება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, „საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ თანახმად 1 ტონა ნავთობზე მოსაკრებელი განისაზღვრება 21 ლარით.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული გადასახადი. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მოგების გადასახადის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ‘’ --------------------------------‘’ გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებლის თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ დასაბეგრ შემოსავალს, რაც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენას მოგების გადასახადის ნაწილში. შემოწმებით, ----- ის მიერ გადახდილი მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხებით გაიზარდა მომდევნო საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლები. ზემოაღნიშნული მოსაკრებელი სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით ასევე წარმოადგენს გამოსაქვით ხარჯს, აქედან გამომდინარე გაიზრდება შესაბამისი პერიოდების მოგების დეკლარაციების ხარჯები.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.“
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად „საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.
საქმეზე არსებული მასალებითა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის გაზრდა -----ის მიერ გადახდილი მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულები, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტის თანახმად, მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვის საფუძველი არის: სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული გადასახადი. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ‘’--–--------------“-სთვის გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებლის თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ დასაბეგრ შემოსავალს, რაც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენას მოგების გადასახადის ნაწილში. შემოწმებით, -----ის მიერ გადახდილი მოგების გადასახადისა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხებით გაიზარდა მომდევნო საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლები“.
კომპანია ნავთობის ოპერაციებს ახორციელებს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ნაწილში (ე.წ. „პწგხ“), რომელიც გაფორმებულია საქართველოს სახელმწიფოს: ----- სთან. კერძოდ:
2000 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული ----ს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით:
მუხლი. 11.5 კონტრაქტორს და საქნავთობს ეძლევათ უფლება აინაზღაურონ ნავთობ-ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები შემდეგნაირად:
ა) საოპერაციო დანახარჯები ანაზღაურდება პირველ რიგში ხელმისაწვდომი ნავთობიდან;
ბ) კაპიტალური დანახარჯები კი ანაზღაურდება საოპერაციო დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ დარჩენილი ხელმისაწვდომი ნავთობის მაქსიმუმ 50%-დან (შემდგომში სადაც საჭიროა, საკომპენსაციო ნედლი ნავთობი და საკომპენსაციო ბუნებრივი გაზი).
მუხლი 11.10 მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად, საკომპენსაციო ნავთობით ხარჯების ანაზღაურების შემდეგ დარჩენილ ნედლ ნავთობს, საკომპენსაციო ნედლი ნავთობის იმ ნებისმიერი ნაწილის ჩათვლით, რომელიც არაა საჭირო ხარჯების საკომპენსაციოდ (შემდგომში წოდებული „მოგებული ნედლი ნავთობი“ და მოგებული ბუნებრივი გაზი“) ინაწილებენ საქნავთობი (სახელმწიფოსგან უფლებამოსილი პირი) და კონტრაქტორი ყოველ კალენდარულ წელს, შემდეგი პროპორციულობით:
ა) მოგებული ნავთობი:
1) გადასახადის გადახდის თარიღამდე საქნავთობი –50%
კონტრაქტორი – 50%
2) გადასახადის გადახდის შემდეგ საქნავთობი – 60%
კონტრაქტორი – 40%
ბ) მოგებული ბუნებრივი გაზი:
1) გადასახადის გადახდის თარიღამდე საქნავთობი – 50%
კონტრაქტორი - 50%
1) გადასახადის გადახდის შემდეგ საქნავთობი – 60%
კონტრაქტორი – 40%
გადასახადის გადახდად ითვლება თარიღი, როდესაც ინვესტორის მთლიანი დანახარჯები გაწეული ნედლი ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე გაუტოლდება საკომპენსაციო ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მოგებული ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის გაყიდვით მიღებულ მოგების ჯამს.
მუხლი 17.6 საქნავთობი, მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, თავის თავზე იღებს ყველა კონტრაქტორი მხარის სახელითა და მაგივრად, მე-17 მუხლის შესაბამისად დაანგარიშებული კონტრაქტორი მხარის კალენდარული წლის მოგებაზე გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ვალდებულების დაფარვას, ამ კალენდარულ წელს მოგებული ნავთობისა და მოგებული ბუნებრივი გაზის საქნავთობის წილიდან. საქნავთობის მოგებული ნავთობის და მოგებული ბუნებრივი გაზის წილი, განსაზღვრული ამ ხელშეკრულების მუხლი 11 შეიცავს რაოდენობას, რომელიც ღირებულებით აღემატება კონტრაქტორი მხარეების მოგებაზე გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ვალდებულებას.
მუხლი 17.7 პასუხისმგებლობა, საქნავთობმა თავის თავზე აიღოს და გადაიხადოს ყოველი კონტრაქტორი მხარის ზემოთ დადგენილი მოგებაზე და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადები (და მხოლოდ ეს გადასახადები), 17.7 მუხლის თანახმად, მოიცავს თითოეული კონტრაქტორი მხარის მთლიან საგადასახადო ვალდებულებას, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა ადგილობრივ გაყიდვებზე და დაქირავებული ფიზიკური პირებზე ხელფასზე კანონით დადგენილი გადასახადებისა იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელ დაქირავებულ ფიზიკურ პირზე კანონით არ არის დადგენილი სოციალური გადასახადები.
მუხლი 17.12 ყოველი კალენდარული წლისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოები გასცემენ კონტრაქტორი მხარის მოგებაზე გადასახადის ვალდებულებათა სათანადო ოფიციალურ დასკვნას და ოფიციალურ ქვითარს, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, რაოდენობა და სხვა დეტალები, როგორც ეს საქართველოშია მიღებული ასეთი სახის დოკუმენტებისათვის და ასევე მითითებული იქნება ვალუტა, რომელშიც გადაიხადეს მოგებაზე გადასახადი.
მუხლი 17.13 კალენდარული წლის მომდევნო 15 აპრილისათვის საქნავთობი წარუდგენს თითოეულ კონტრაქტორ მხარეს სათანადო ოფიციალურ ქვითარს, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქნავთობმა ოფიციალურად შეასრულა ამ კონტრაქტორი მხარის მოგებაზე გადასახადის დაფარვის ვალდებულება კალენდარული წლისათვის.
საქართველოს ნავთობისა და გაზის შესახებ 1999 წლის 16 აპრილის კანონის შესაბამისად:
მუხლი 13.5
თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და ყველა სხვა გადასახდელისაგან;
ამდენად, ზემოთმოყვანილი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის შესახებ კანონის მუხლების მიხედვით კომპანია მიიჩნევს, რომ მის მიერ სახელმწიფოსთან ხელშეკრულებით საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არ გულისხმობს სახელმწიფოსთვის სამუშაოს შესრულებას ან/და მომსახურეობის გაწევას და შესაბამისად ყოველივე ზემოთმოყვანილის გათვალისწინებით კომპანიას მოგების გადასახადის გადახდის დამატებითი ვალდებულებები არ გააჩნია.
აღნიშნული ურთიერთობები ნავთობმომპოვებელ კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის, წარმოდგენილს ----- ს სახით, ჩამოყალიბდა 20 და მეტი წლის წინათ. საგადასახადო სამსახურის მხრიდან დღემდე მომპოვებლების მიმართ ამ საკითხების დაბეგვრის მეთოდი იყო უცვლელი და როგორც ცნობილია არ დაფიქსირებულა მსგავსი დარიცხვები საგადასახადო შემოწმებების დროს არცერთ მომპოვებელ კომპანიასთან, ხოლო საგადასახადო კოდექსი სარგებელს თითქმის ერთნაირი კუთხით განიხილავდა. მრავალი საგადასახადო შემოწმების გარდა, მათ შორის ალტერნატიული, მსგავს კომპანიებში სისტემატურად ტარდება ფინანსური და საგადასახადო აუდიტის მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული ფირმების მიერ. როგორც ცნობილია არც მათ არ წამოუჭრიათ მსგავსი საკითხები ამ წლების განმავლობაში. დისკუსიისას აღნიშნულ დარიცხვებს არ დაეთანხმებიან აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ------
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის 01.01.2017 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
ა) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის იმ საწარმოს კაპიტალიდან აქტივების გამოტანა, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;
ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება;
ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი; (გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ზ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში;
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა;
საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
შემოწმების აქტის თანახმად, ----- თავის თავზე იღებს გადამხდელის სახელითა და მაგივრად დაფაროს გადამხდელის მოგების გადასახადი და მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის. ,,----------------‘’ გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებლის თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ დასაბეგრ შემოსავალს, რაც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენას მოგების გადასახადის ნაწილში.
მომჩივნის განმარტებით, კომპანია ნავთობის ოპერაციებს ახორციელებს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ნაწილში (ე.წ. „პწგხ“), რომელიც გაფორმებულია საქართველოს სახელმწიფოს: -----სთან. ხელშეკრულებისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის შესახებ კანონის მუხლების მიხედვით კომპანიის მიერ სახელმწიფოსთან ხელშეკრულებით საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არ გულისხმობს სახელმწიფოსთვის სამუშაოს შესრულებას ან/და მომსახურეობის გაწევას და შესაბამისად კომპანიას მოგების გადასახადის გადახდის დამატებითი ვალდებულებები არ გააჩნია. საგადასახადო სამსახურის მხრიდან დღემდე მომპოვებლების მიმართ ამ საკითხების დაბეგვრის მეთოდი იყო უცვლელი და როგორც ცნობილია არ დაფიქსირებულა მსგავსი დარიცხვები საგადასახადო შემოწმებების დროს არცერთ მომპოვებელ კომპანიასთან, ხოლო საგადასახადო კოდექსი სარგებელს თითქმის ერთნაირი კუთხით განიხილავდა. მრავალი საგადასახადო შემოწმების გარდა, მათ შორის ალტერნატიული, მსგავს კომპანიებში სისტემატურად ტარდება ფინანსური და საგადასახადო აუდიტის მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული ფირმების მიერ. როგორც ცნობილია არც მათ არ წამოუჭრიათ მსგავსი საკითხები ამ წლების განმავლობაში.
22.03.2017 წლის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეთხოვა წარმოედგინა დასკვნა გადამხდელის არგუმენტებზე.
აუდიტის დეპარტამენტის ,,------‘’ წლის წერილით წარმოდგენილი დასკვნაში აღნიშნულია, რომ აქტის თანახმად მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხვის საფუძველი არის: „სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული გადასახადი“.
სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მოგების გადასახადის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
,,---------------------‘’ მიერ მომჩივნისთვის გადახდილი მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებლის თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ დასაბეგრ შემოსავალს, რაც იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენას მოგების გადასახადის ნაწილში.
ვინაიდან, მომჩივნის მოგების გადასახადის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დაფარვის ვალდებულება გადამხდელის ნაცვლად აღებული აქვს ----- ას, ამასთან, აღნიშნულით მიღებული სარგებელი არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით, გადახდილი მოგების გადასახადის და მოსაკრებლის თანხის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ/მისაღებ შემოსავლად განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრა, მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.