საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სესხად ითვლება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392
– ვებგვერდი,12.06.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2441 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 109. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სესხად ითვლება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
გ-ის მიერ ქონების რეალიზაციას სასამართლო მიიჩნევდა ამხანაგობაში კუთვნილი წილის მიწოდებად, საყურადღებო იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის N36/1534-17 გადაწყვეტილება, რომლითაც პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მე-12 ნაწილში მითითებული იყო ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლებითაც…
სახეზეა საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობები, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ზარალის (რა შემთხვევაშიც არ არის დადასტურებული სხვა პირის ბრალეულობა და ზარალი წარმოშობილია ბანკის სხვადასხვა მიზეზით დაკარგული ფულადი სახსრებისგან და სალაროს დანაკლისებისგან) გაუთვალისწინებლობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები სს „-------“ ერთობლივი შემოსავლიდან იქვითავს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებს. კომპანიას გამოქვითული აქვს ზარალი დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების…
მეორეს მხრივ კი არ გაქვითვის საფუძვლად უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე, 106-ე და 109-ე მუხლებს. აცხადებს, რომ სადავოდ გამხდარ ხარჯებთან მიმართებით სახეზეა არა მოსალოდნელი ზიანის რეზერვის სახით ხარჯში გაქვითვა, არამედ რეალიზებული საოპერაციო…
ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გაუთვალისწინებლობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები მომჩივანი ერთობლივი შემოსავლიდან იქვითავს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებს. კომპანიას გამოქვითული აქვს ზარალი დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების…
სს,,----------’’ ერთობლივი შემოსავლიდან იქვითავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებს. კომპანიას გამოქვითული აქვს ზარალი დანარჩენი აქტივების შესაძლო…
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას…
მუხლი 4. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა— საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 109, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-109/