1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხის ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლის თანხისა და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა და პროცენტის სახით გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლად განსაზღვრული დასაბეგრი მოგების 50 პროცენტის ოდენობის თანხის ჯამს.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506

საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №64
46
– ვებგვერდი,25
.0
6
.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22
ივნისის
კანონი №6
5
47 – ვებგვერდი,0
4.0
7
.2012