საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/3449-19
📄 სრული ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
საქმე N 3/3449-19
21 ივლისი 2021
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე: შპს „---“
წარმომადგენელი: ---
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: ---
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ----
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (აქტები გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მე-2 მე-5 სადავო საკითხების ნაწილში, მოთხოვნა დაზუსტდა 30.06.2021 წლის სასამართლო სხდომაზე)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლს 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის N33886 ბრძანება დარიცხვის თაობაზე;
1.3 ბათილად იქნეს ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი – სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 11 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (სარეგისტრაციო N1098) შპს „-----“-ის მიმართ. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2008 წლიდან 20.09.2013 წლამდე პერიოდი.
1. უძრავი ქონების ნასყიდობებზე საბაზრო ფასის გამოყენების საკითხები;
1.1. შპს ,,-----“-მა 2010 წლის 21 დეკემბერს ფ/პ ------თან გააფორმა ურავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „-----"-მა ფ/პ ------ს საკუთრებაში გადასცა; ქ. ----ში, -----ის გამზირზე N--ში მდებარე შენობა-ნაგებობა სახლი N-, სართული N-, ბინა N-, საერთო ფართით 227 კვ.მ. და ავტოსადგომი, რომელიც განთავსებულია 3 სახლში საერთო ფართით 14 კვ.მ. შპს „-----“-ს აღნიშნული ქონების გადაცემა, ღირებულებით 162 226 ლარი არ აქვს აღიარებული მიწოდებად და შესაბამისად, არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. შპს „------“-ის დამფუძნებელი არის ------. იკვეთება ურთიერთდამოკიდებულება.
სსკ-ის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემოწმებამ გამოიყენა საბაზრო ფასი, რომელიც განისაზღვრა -----ის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის ფასის (450 000 აშშ დოლარი). შესაბამისად, დამატებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 669 927 ლარი. თანხობრივი შედგეგი - 669 927 ლარი.
1.2. შპს „----“-მა 2008 წლის 8 აპრილს ურთიერთდამოკიდებულ ფპ -----თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „----"-მა ფ/პ -----ას საკუთრებაში გადასცა: ქ. ----ში, -----ის გამზირზე N--ში მდებარე შენობა-ნაგებობა სახლი N-, სართული N-, ბინა N-, საერთო ფართით 190 კვ.მ. და ავტოსადგომი, რომელიც განთავსებულია 5 სახლში საერთო ფართით 14 კვ.მ. საწარმოს მიერ ზემოაღნიშნული ფართი მიწოდებულია 598 ლარად 1 კვ. მეტრი დღგ-ს ჩათვლით. ამავე პერიოდში საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენს საშუალოდ 1517 ლარს.
სსკ-ის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემოწმებამ გამოიყენა საბაზრო ფასი. შესაბამისად, დამატებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 149 224 ლარი. თანხობრივი შედგეგი - 149 224 ლარი.
1.3. შპს „----“-მა 2008 წლის 21 ივლისს ფ/პ -----თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „-----“- მა ფ/პ -----ეს საკუთრებაში გადასცა: ქ. ----ში, -----ის გამზირზე N--ში მდებარე შენობა-ნაგებობა სახლი N-, სართული N-, ბინა N-, საერთო ფართით 421,50 კვ.მ. და ავტოსადგომი, რომელიც განთავსებულია N- სახლში საერთო ფართით 28 კვ.მ. შპს „------“-ს აღნიშნული ქონების გადაცემა ღირებულებით 401 619 ლარი დღგ-ს ჩათვლით არ აქვს აღიარებული მიწოდებად და შესაბამისად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.
სსკ-ის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემოწმებამ გამოიყენა საბაზრო ფასი. შესაბამისად, მიღებული სხვაობა 364 389 ლარი დაექვემდებარა დამატებით დარიცხვას. თანხობრივი შედგეგი - 340 335 ლარი.
1.4. შპს „-----“-მა 2009 წლის 2 სექტემბერს ფ/პ ------ზე (დამფუძნებლის - ----- დედა) გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „-------"-მა ფ/პ -------ეს საკუთრებაში გადასცა: ქ. ----ში, -----ის გამზირზე N--ში მდებარე შენობა-ნაგებობა სახლი N-, სართული N-, ბინა N-, საერთო ფართით 598 კვ.მ. და ავტოსადგომი, რომელიც განთავსებულია 4 სახლში საერთო ფართით 28 კვ.მ.. საწარმოს მიერ ფართი მიწოდებულია 476 ლარად 1 კვ.მეტრი. ამავე პერიოდში საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება საშუალოდ 1 219 ლარს შეადგენდა
სსკ-ის 225-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოწმების მიერ აღნიშნული მიწოდებით გაიზარდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 227-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. თანხობრივი შედგეგი - 364 389 ლარი.
2. წინა წლის ზარალის გამოქვითვებში გაუთვალისწინებლობა:
2.1. შპს „-----“-ს 2008 წელს დეკლარირებული აქვს ზარალი 5 556 711 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2006 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია (არქივმაც ანალოგიური დაადასტურა). შესაბამისად, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული 2006 წლის ზარალი - 3 891 588 ლარი დაექვემდებარა გამოქვითვიდან ამოღებას. თანხობრივი შედეგი - 3 891 588 ლარი.
3. წილის რეალიზაციის საბაზრო ფასის განსაზღვრა:
3.1. 2012 წლის 12 ოქტომბერს შპს „-----“-მა გაყიდა სს „------"-ის 100%-იანი წილი -----ზე 14 963 400 ლარად. წილის საწყისი ღირებულება იყო 15 838 263 ლარი. შესაბამისად, აქტივის (წილის) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა ზარალმა შეადგინა 875 240 ლარი. ვინაიდან წილის რეალიზაცია მოხდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სს „-----"-იდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2007-2012 წლების წლიური ბალანსების, ბრუნვითი უწყისების და ბუღალტრული ანგარიშების შესახებ უწყისებისა და ბუღალტრული ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს 2012 წელს სს „-----"-ის წმინდა აქტივების (აქტივებს მინუს ვალდებულებები 34 683 272-12 828 206–21 855 066) საბალანსო ღირებულება შეადგენდა 21 855 066 ლარს. საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 148-ე მუხლის მიხედვით, და შპს „----“-ის მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული აქტივების ღირებულება აიყვანა აქტივის საბალანსო ღირებულებამდე 21 855 066 ლარამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს 2012 წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 6 016 803 ლარით.
შემოწმებით, წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი 6 016 803 ლარი სსკ-ის მე-100 მუხლისა და 102-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. თანხობრივი შედეგი 6 016 803 ლარი.
4. ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრა:
4.1. საწარმოს მიერ 2008 წელს გაცემულია დაქირავებულ პირზე (-----ზე) სესხი წლიური 16%-იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი.
შემოწმების მიერ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს მიერ 2008 წლებში დაქირავებულზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილულ იქნა შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსადა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის - 16 798 ლარი ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით
4.2. საწარმოს მიერ 2008 წელს გაცემულია დაქირავებულ პირზე (------ზე) სესხი წლიური 16%-იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი.
შემოწმების მიერ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს მიერ 2008 წლებში დაქირავებულზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილულ იქნა შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის - 149 613 ლარი ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
5. არარეზიდენტისათვის გადაუხდელი პროცენტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან:
2007 წლის 11 იანვარს ორ ოფშორულ კომპანიას „-------“ და „-------“-ს შორის გაფორმდა ფასიანი ქაღალდების შესახებ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ოფშორულ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „------"-ის კრედიტორი 13 892 044 აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებზე გადახდა „------" (დაფუძნებული ბრიტანეთის ------ის კანონმდებლობით). 2007 წელს არარეზიდენტზე დარიცხულია და ხარჯად გამოქვითულია 1 040 210 ლარის პროცენტის თანხა. აქედან 2007 წელს გაცემულია 116 909 ლარის პროცენტის თანხა. სხვაობა შეადგენს 923 301 ლარს, რომელიც 2013 წლის 1 ივლისს ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით შპს „------“-მა ნიდერლადებში რეგისტრირებულ ------სთან 2012 წლის 12 ნოემბერს გააფორმა „ხელშეკრულება ნოვაციის შესახებ", რომლითაც „--------“-ს და „--------“-ს შორის გაფორმებული 2012 წ. 12 ნოემბრით დათარიღებული ხელშეკრულების შესაბამისად -----. არის შპს „------“-ის მიერ -------ის სასარგებლოდ გამოშვებული რვა ერთჯერადი სასესხო ვალდებულებისა და 15%-იანი სასესხო ვალდებულების მფლობელი (------. არის ------ის რეზიდენტი და მასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება).
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა სსკ-ის 73-ე მუხლი და 923 301 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის N33886 ბრძანებით შპს „-------“-ს დამატებით დაერიცხა სულ 1 453 803 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 973 399 ლარი, ჯარიმა 480 404 ლარი. შპს „-------“-ს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 597 633 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 597 633 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 11 ივლისს საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ. 2, ს.ფ. 66-140);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის No33886 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 65);
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის N6– 504 საგადასახადო მოთხოვნა (ტ. 2, ს.ფ. 64);
3.2. 2014 წლის 11 აგვისტოს შპს „-----“-ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურს წარედგინა საჩივარი 2014 წლის 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნაზე. საჩივარზე თანდართული იყო სს ------- ბანკის 2014 წლის 8 აგვისტოს N1619/106-00 წერილი, რომელშიც 2008-2010 წლებში თვეების მიხედვით იპოთეკური სესხების ჯამური შეწონილი პროცენტების მაჩვენებელი დაფიქსირებული იყო უდიდესი მაჩვენებლით 2009 წლის სექტემბერსა და ნოემბერში 16,10%, ხოლო უმცირესი 2010 წლის დეკემბერში 14,26%.
საჩივარზე დართული სს ------ ბანკის 2014 წლის 7 აგვისტოს N16/2/526 წერილის თანახმად, წლების მიხედვით იპოთეკური სესხების წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 2008 წელს 15,1%, 2009 წელს - 16,2%, 2010 წელს 14,4%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საჩივარი თანდართული მასალით (ტ. 2, ს.ფ. 215-304);
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანებით შპს „------“-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს ურთიერთდამოკიდებულ ფ/პ ------თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის საბაზრო ფასი განსაზღვროს 2006 წლის 1 მაისს მხარეებს შორის გაფორმებულ წინარე ხელშეკრულებაში დაფისირებული ფასის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ 2009 წლის 2 სექტემბერს ურთიერთდამოკიდებულ ფ/პ --------თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის საბაზრო ფასი განსაზღვროს 2004 წლის 17 მაისს მხარეებს შორის გაფორმებულ წინარე ხელშეკრულებაში 2006 წლის 20 ივნისს შეტანილი ცვლილებების შესახებ გაფორმებული წინარე ხელშეკრულებაში დაფისირებული ფასის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საწარმოს მიერ ფ/პ -------ზე ფართის რეალიზაცია აუდიტის დეპარტამენტმა არ განიხილოს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციად და აღნიშნულის საფუძვლით დასარიცხად განსაზღვრული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური გაანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებაში აღნუსხული პირების მიერ გაცემული დასკვნა შპს „-------“-ის მიერ „-------“-ის 100%-იანი წილის ------ზე რეალიზაციის ღირებულების განსაზღვრის მიზნით და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ფასის გათვალისწინებით შემმოწმებელმა უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამრნტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 45-52);
3.4. 2015 წლის 1 ოქტომბერს შედგა N1044 შუალედური დასკვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული დასკვნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების აღსრულების მიზნით, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის გათვალისწინებით სალდირებულად შემცირებას დაექვემდებარა 304 294 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 202 863 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, 101 431 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივლისს N25747 ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N1050 შუალედური დასკვნის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით გადაანგარიშება არ განხორციელდა - ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდე.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის N37011 ბრძანებით შპს „-------“-ს შეუმცირდა 304 294 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 202 863 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, 101 431 ლარი. დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 22 384 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 22 384 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 1 ოქტომბერს შედგა N1044 შუალედური დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 307-311);
- 2015 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N1050 შუალედური დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 321-322);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივლისს N25747 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 323– 324);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის N37011 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 305-306):
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა N006-557 საგადასახადო მოთხოვნა შპს „------“-ისათვის დარიცხული თანხის 304 294 ლარით შემცირების თაობაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოიცა N006-562 საგადასახადო მოთხოვნა შპს „------"-ისათვის კორექტირებული თანხის, სულ 209 923,08 დარიცხვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა N006-557 საგადასახადო მოთხოვნა (ტ. 2, ს.ფ. 338);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოიცა N006-562 საგადასახადო მოთხოვნა (ტ. 2, ს.ფ. 339);
3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N---- დასკვნის თანახმად, სს „-------"-ის 100%- იანი წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 21 966 170 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N- დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 347-367);
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N23076 ბრძანების თანახმად, შპს „------“–ს 2014 წლის 11 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N006-405 საგადახადო მოთხოვნით შპს „-------“-ისათვის დარიცხული თანხები განისაზღვრა 2 114 218,44 ლარით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს No23076 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 328)
- სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს No006-405 საგადახადო მოთხოვნა (ტ. 2, ს.ფ. 341-342).
3.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მე-2 საკითხი; 2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის, 199-ე მუხლის პირველი ნაწილის, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელს უფლება აქვს წინა წლის ზარალი გამოქვითოს 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად აღნიშნული უფლებით შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს წინა წლების ზარალის განსაზღვრის სისწორე. ვინაიდან, მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულების წარდგენა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდაა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და აღნიშნულის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
მე-3 საკითხი: შემოსავლების სამსახურის დავალების აღსრულების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 01.10.2015 წლის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმად, დანიშნულია ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.11.2015 წლის N44622 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 9 სექტემბრის N39954 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსრულება. შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული დავალების აღსრულების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 3.08.2018 წლის დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის N39954 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სს ,,-----"-ის 100%-იანი წილის რეალიზაციის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სს „-----“-ის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 21 966 170 ლარით, რაც შემოწმებით დადგენილზე - 111 104 ლარით მეტია. დასკვნის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული – წილის სარეალიზაციო საბაზრო ღირებულება კორექტირებას არ დაექვემდებარა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
მე-4 საკითხი: საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემულია სესხი წლიური 16%- იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად საწარმოს მიერ დაქირავებულებზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილული იყო შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
მე-5 საკითხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეეცვალა მისი კვალიფიკაცია. ასევე თუ რაიმე თანხა გამოყენებულ იყო კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაეთვალა, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. შესაბამისად, 923301 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას.
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 17-33);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები არიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა:
ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
ამავე კოდექსის 199-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავD გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
შემოწმებით აქტით დადგენილია, რომ შპს „-----“-ს 2008 წელს დეკლარირებული აქვს ზარალი 5 556 711 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2006 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული 2006 წლის ზარალი 3 891 588 ლარი დაექვემდებარა გამოქვითვიდან ამოღებას. თანხობრივი შედეგი - 3 891 588 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩლეეს არც სასამართლოში დავის განხილვისას წარმოუდგენია 2006 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, ან აღნიშნული დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტით შესაძლოა დადასტურებულიყო 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული მონაცემების მართებულობა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო 2008 წლის მოგების დეკლარაციაში ასახული 2006 წლის ზარალის გამოქვითვის მართებულობის დასადასტურებლად, კანონით დადგენილი ვადით შეენახა სათანადო დოკუმენტაცია 2008 წლის კალენდარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში. ამდენად, 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული 2006 წლის ზარალის სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის პირობებში, მართებულია შემმოწმებლის შეფასება 2006 წლის ზარალის - 3 891 588 ლარის 2008 წლის გამოქვითვიდან ამოღებასათან მიმართებით.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის. ამავე კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად,1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის
3. თავდაპირველად – ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.
შემოწმების დასკვნით დადგენილია, რომ 2012 წლის 12 ოქტომბერს შპს „-----“-მა გაყიდა სს „-------“-ის 100%-იანი წილი -------ზე 14 963 400 ლარად. წილის საწყისი ღირებულება იყო 15 838 263 ლარი. შესაბამისად, აქტივის (წილის) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა ზარალმა შეადგინა 875 240 ლარი. ვინაიდან წილის რეალიზაცია მოხდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ,,-----"-იდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2007-2012 წლების წლიური ბალანსების, ბრუნვითი უწყისების და ბუღალტრული ანგარიშების შესახებ. უწყისებისა და ბუღალტრული ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს 2012 წელს სს „------“-ის წმინდა აქტივების (აქტივებს მინუს ვალდებულებები 34 683 272-12 828 206=21 855 066) საბალანსო ღირებულება შეადგენდა 21 855 066 ლარს. საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 148-ე მუხლის მიხედვით, და შპს „------“ -ის მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული აქტივების ღირებულება აიყვანა აქტივის საბალანსო ღირებულებამდე 21 855 066 ლარამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს 2012 წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 6 016 803 ლარით. შემოწმებით, წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი 6 016 803 ლარი სსკ-ის მე-100 მუხლისა და 102-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. თანხობრივი შედეგი 6 016 803 ლარი.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების მე-5 პუნქტით შპს-ს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური გაანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებაში აღნუსხული პირების მიერ გაცემული დასკვნა შპს „------“-ის მიერ „------“-ის 100%-იანი წილის ------ზე რეალიზაციის ღირებულების განსაზღვრის მიზნით და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ფასის გათვალისწინებით შემმოწმებელმა უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N----- დასკვნის თანახმად, სს „------"-ის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 21 966 170 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N23076 ბრძანების თანახმად, შპს „------“-ს 2014 წლის 11 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N006-405 საგადახადო მოთხოვნით შპს „-----“-ისათვის დარიცხული თანხები განისაზღვრა 2 114 218,44 ლარით.
სასამართლო - მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N- დასკვნის თანახმად, დადასტურებულ იქნა ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმებით შპს „------“– ის მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული აქტივების ღირებულების აქტივის საბალანსო ღირებულებამდე - 21 855 066 ლარამდე, გაზრდა შესაბამისობაშია შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებთან. მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად რაიმე მტკიცებულება – არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნაწილში შემოწმების აქტით განსაზღვრული დარიცხვა მართებულია.
6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) 174–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით, მათ შორის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების თანახმად დამტკიცებულია კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთები, კერძოდ:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
2. არანაირი სარგებელი არ მიიღება მხედველობაში რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ საკუთარი დაქირავებულისათვის ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კრედიტზე (სესხზე) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით;
ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში არაუმეტეს წლიური 24 პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორცია
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2008 წელს გაცემულია დაქირავებულ პირზე (----ზე) სესხი წლიური 16%- იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი. შემოწმების მიერ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად. საწარმოს მიერ 2008 წლებში დაქირავებულზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილულ იქნა შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის 16 798 ლარი ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების დასკვნით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2008 წელს გაცემულია დაქირავებულ პირზე (-------ზე) სესხი წლიური 16%-იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი. შემოწმების მიერ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს მიერ 2008 წლებში დაქირავებულზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილულ იქნა შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის - 149 613 ლარი ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 11 აგვისტოს შპს „------“-ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურს წარედგინა საჩივარი 2014 წლის 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნაზე. საჩივარზე თანდართული იყო სს ---- ბანკის 2014 წლის 8 აგვისტოს N---/106-00 წერილი, რომელშიც 2008-2010 წლებში თვეების მიხედვით იპოთეკური სესხების ჯამური შეწონილი პროცენტების მაჩვენებელი დაფიქსირებული იყო უდიდესი მაჩვენებლით 2009 წლის სექტემბერსა და ნოემბერში 16,10%, ხოლო უმცირესი 2010 წლის დეკემბერში 14,26%.
საჩივარზე დართული სს ------ ბანკის 2014 წლის 7 აგვისტოს N----/2/526 წერილის თანახმად, წლების მიხედვით იპოთეკური სესხების წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 2008 წელს 15,1%, 2009 წელს - 16,26, 2010 წელს 14,4%.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის No39954 ზრძანებით შპს „------“-ს საჩივარი ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანებით საპროცენტო განაკვეთების გამოყენება 2008 წელს საწარმოს მიერ გაცემულ სესხებზე წინააღმდეგობაშია თავად ბრძანებით დადგენილ დანაწესთან, რომ აღნიშნული წესი გამოყენებულ უნდა იქნეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. სადავო შემთხვევაში საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე სესხის სახით თანხა გაცემულ იქნა 2008 წელს წლიური 16%-იანი სარგებლით. საჩივარზე დართული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული წერილების თანახმად, 2008-2010 წლებში განსაზღვრული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი დადგენილი იყო 14,4%-იდან 16,10%-იანი სარგებლით. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მტკიცებულებებთან მიმართებით მოპასუხე მხარის პორზიას, კერძოდ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი დადგენილი იყო იპოთეკური სესხების მიმართ, რაც არაუზრუნველყოფილი სესხების მიმართ არ უნდა ყოფილყო გათვალისწინებული. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რამდენ პროცენტიანი განაკვეთით გაიცემოდა 2008 წელს არაუზრუნველყოფილი სესხები თუნდაც საბანკო დაწესებლებების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელს არ დაუდგენია 2008 წლის მდგომარეობით რა პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენდა საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. ამდენად, სადავო
ნაწილში შემოწმების დასკვნით გარემოებები დადგენილია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არასწორი შეფასების შედეგად. შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა ის ნორმატიული დანაწესი, რომელიც სადავო პერიოდზე არ მოქმედებს, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთის საბაზრო ოდენობის დასადგენად მოპასუხე მხარეს სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩწევს, რომ შპს „------“-ს სარჩელი ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის ნაწილში საფუძვლიანია და გაზიარებულ უნდა იქნეს.
6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად.
შემოწმების დასკვნით დადგენილია, რომ 2007 წლის 11 იანვარს ორ ოფშორულ კომპანიას „--------“ და ,,-------“ შორის გაფორმდა ფასიანი ქაღალდების შესახებ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ოფშორულ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „-------“-ის კრედიტორი 13 892 044 აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებზე გადახდა ,,--------“ (დაფუძნებული -------ის კანონმდებლობით). 2007 წელს არარეზიდენტზე დარიცხულია და ხარჯად გამოქვითულია 1 040 210 ლარის პროცენტის თანხა. აქედან 2007 წელს გაცემულია 116 909 ლარის პროცენტის თანხა. სხვაობა შეადგენს 923 301 ლარს, რომელიც 2013 წლის 1 ივლისს ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით შპს „-------“-მა ------ში რეგისტრირებულ ----სთან 2012 წლის 12 ნოემბერს გააფორმა „ხელშეკრულება ნოვაციის შესახებ“, რომლითაც „--------“-ს და „--------“-ს შორის გაფორმებული 2012 წ. 12 ნოემბრით დათარიღებული ხელშეკრულების შესაბამისად ------- არის შპს „------“-ის მიერ ------- ის სასარგებლოდ გამოშვებული რვა ერთჯერადი სასესხო ვალდებულებისა და 15%– იანი სასესხო ვალდებულების მფლობელი (----- არის ------ის რეზიდენტი და მასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება). საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა სსკ-ის 73-ე მუხლი და 923 301 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას.
საქმეში დაცულია სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (იხ. ტ. 1. ს.ფ. 250–263). მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე დოკუმენტაცია, რაც შემოწმების დაკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, საკმარის მტკიცებულებად შესაძლოა მიჩნეულიყო.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის N ბს-909(კ-18) გადაწყტვეტილებაში ასახულ მსჯელობაზე, რომელიც შეეხება ანალოგიურ სადავო საკითხს, კერძოდ, არარეზიდენტისთვის გადასახდელი და გაუცემელი პროცენტების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილისა და 105-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საგადასახადო ორგანოს შეფასება, რომ „სესხი გაცემულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ, პროცენტების დარიცხვა და მიღება ხდებოდა 2012 წლამდე აღნიშნული კომპანიისთვის, და 2012 წლის ნოემბრის თვეში გადაეცა სესხის და პროცენტის მიღების უფლება ნიდერლანდების რეზიდენტს, შემოწმებამ მიიჩნია, რომ გადამხდელმა აღნიშნული ხელშეკრულება გააფორმა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, შესაბამისად, 563 352 ლარი დაექვემდებარა დაზეგვრას 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის შესაბამისად".
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის კანონშეუსაბამობას დაადასტურებდა.
6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები. საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით - განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანებით შპს „----“-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს ურთიერთდამოკიდებულ ფ/პ -----თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის საბაზრო ფასი განსაზღვროს 2006 წლის 1 მაისს მხარეებს შორის გაფორმებულ წინარე ხელშეკრულებაში დაფისირებული ფასის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ 2009 წლის 2 სექტემბერს ურთიერთდამოკიდებულ ფპ --------თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის საბაზრო ფასი განსაზღვროს 2004 წლის 17 მაისს მხარეებს შორის გაფორმებულ წინარე ხელშეკრულებაში 2006 წლის 20 ივნისს შეტანილი ცვლილებების შესახებ გაფორმებული წინარე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საწარმოს მიერ ფ/პ ------ზე ფართის რეალიზაცია აუდიტის დეპარტამენტმა არ განიხილოს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციად და აღნიშნულის საფუძვლით დასარიცხად განსაზღვრული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური გაანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებაში აღნუსხული პირების მიერ გაცემული დასკვნა შპს „-----“-ის მიერ „----"-ის 100%-იანი წილის -------ზე რეალიზაციის ღირებულების განსაზღვრის მიზნით და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ფასის გათვალისწინებით შემმოწმებელმა უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამრნტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2015 წლის 1 ოქტომბერს შედგა N1044 შუალედური დასკვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული დასკვნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების აღსრულების მიზნით, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის გათვალისწინებით სალდირებულად შემცირებას დაექვემდებარა 304 294 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 202 863 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, 101 431 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივლისს N25747 ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N1050 შუალედური დასკვნის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით გადაანგარიშება არ განხორციელდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდე.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის N37011 ბრძანებით შპს „------“-ს შეუმცირდა 304294 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 202 863 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, 101 431 ლარი. დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 22 384 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 22 384 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა N006-557 საგადასახადო მოთხოვნა შპს „-----“-ისათვის დარიცხული თანხის 304 294 ლარით შემცირების თაობაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოიცა N006-562 საგადასახადო მოთხოვნა შპს „------“-ისათვის კორექტირებული თანხის, სულ 209 923,08 დარიცხვის თაობაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N--- დასკვნის თანახმად, სს „----“-ის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 21 966 170 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N23076 ბრძანების თანახმად. შპს „------“-ს 2014 წლის 11 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს N006-405 საგადახადო მოთხოვნით შპს „-------“-ისათვის დარიცხული თანხები განისაზღვრა 2 114 218,44 ლარით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მე-2 საკითხი: 2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის,199-ე მუხლის პირველი ნაწილის, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელს უფლება აქვს წინა წლის ზარალი გამოქვითოს 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად აღნიშნული უფლებით შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს წინა წლების ზარალის განსაზღვრის სისწორე. ვინაიდან, მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულების წარდგენა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდაა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და აღნიშნულის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
მე-3 საკითხი: შემოსავლების სამსახურის დავალების აღსრულების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 01.10.2015 წლის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმად, დანიშნულია ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.11.2015 წლის N44622 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 9 სექტემბრის N39954 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსრულება. შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული დავალების აღსრულების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 03.08.2018 წლის დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის N39954 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სს „-----“-ის 100%-იანი წილის რეალიზაციის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სს „------“-ის100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 21 966 170 ლარით, რაც შემოწმებით დადგენილზე 111 104 ლარით მეტია. დასკვნის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული წილის სარეალიზაციო საბაზრო ღირებულება კორექტირებას არ დაექვემდებარა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
მე-4 საკითხი: აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2014 წლის N------21-14 საგადასახადო მოთხოვნით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემულია სესხი წლიური 16%-იანი სარგებლით, რაც გადამხდელის მიერ არ არის განხილული შეღავათიან სესხად და შესაბამისად არ აქვს დაქირავებულზე დარიცხული სარგებელი. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფინანსთა მინისტრის N34-ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად საწარმოს მიერ დაქირავებულებზე წლიური 16%-ით გაცემული სესხი განხილული იყო შეღავათიანად და სარგებელი განისაზღვრა 20%-ით. სხვაობა გადამხდელის მიერ დარიცხულ პროცენტსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულს შორის ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
მე-5 საკითხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დატყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2014 წლის N-----21-14 საგადასახადო მოთხოვნით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეეცვალა მისი კვალიფიკაცია ასევე თუ რაიმე თანხა გამოყენებულ იყო კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაეთვალა, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. შესაბამისად, 923 301 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას. საბჭომ მიიჩწია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის N33886 ბრძანება, 2014 წლის 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილება სადავო მე-4 საკითხის, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე გადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების ნაწილში გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო გამოკვლევისა და შეუსაბამო სამართლებრივი საფუძვლის გამოყენებით. დანარჩენ სადავო ნაწილებში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია სადავო საკითხების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მათი გამოცემისას არ დარღვეულია გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის რაიმე წესი. შესაბამისად, შპს „------“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ მე-4 სადავო საკითხის, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე გადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის თანხა არ გადაუხდია დავის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარეს უნდა დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4 572,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „------“–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის N33886 ბრძანება, 2014 წლის 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილება სადავო მე-4 საკითხის, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე გადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების ნაწილში;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელეს დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4 572,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. No7).
მოსამართლე
ნინო ბუაჩიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოება
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 11 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2008 წლიდან 20.09.2013 წლამდე პერიოდი. შემოწმების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემდგონ ფინანსთა სამინისტროში და შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის N33886 ბრძანება, 2014 წლის 15 ივლისის N6-504 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის N39954 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის N8922/2/14 გადაწყვეტილება სადავო მე-4 საკითხის, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე გადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 369-ე მუხლებით,