1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.
2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.
3. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 147. მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას 1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად. 2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის. 3. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის. 4. ამ მუხლის პირველი–−მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(61)
საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
…საქმიანობის მიხედვით, ჰქონდა ზარალი. ამდენად, შემოწმების აქტში აღწერილი საბაზო ფასის გაანგარიშების შემოთავაზებული მეთოდი არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 148-ე მუხლი); 4) მოსარჩელე აგრეთვე არ ეთანხმება მივლინების თანხების საზოგადოების თანამშრომლებზე გაცემულ…
საქმე №ბს-944(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
…მიხედვით, ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასაქონლო ზედნადებები იყო დიდი რაოდენობით, თითოეული საქონელის შედარება ვერ მოხდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 73.5, 136-ე, 147-ე და 148-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, შემმოწმებლებს მოსარჩელის შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების…
…ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება ჰქონდა, სადავო საკითხი გაესაჩივრებინა ამ კარით დადგენილი წესით და აერჩია საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმა. იმავე კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებდა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე, იგი ვალდებული…
…საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა იმ აქტებისა, რომლებიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება), რის გამოც თუ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა მისთვის წარდგენილ საგადასახადო შეტყობინებას, უნდა დაეცვა საგადასახადო კოდექსის 147.2 მუხლით დადგენილი მისი გასაჩივრების 20-დღიანი ვადა, რაც დარღვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო სასამართლო ვერ…
…რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ტ-ას არ გაუსაჩივრებია საგადასახადო კოდექსის მე-8 კარით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში), რის გამოც იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დანარჩენ ნაწილში (დარიცხვის მეთოდის გამოყენების ნაწილში) სადავო საკითხი დარჩა ძალაში. ამდენად, სადავო და…
…სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილ და მე-13 ნაწილებზე, 141-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 148-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 147-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ…
…კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების…
…588 ლარის 2008 წლის გამოქვითვიდან ამოღებასთან მიმართებით. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 147-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 148-ე მუხლი და შემოწმების დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 12 ოქტომბერს შპს „----“-მა გაყიდა სს,,---“-ის 100%-იანი წილი ------ზე 14…
…წარმოშობას ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; ბ) გარე გადამუშავება მოიცავს შეკეთებას, მათ შორის, ამ კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებას; გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისთვის. თავი XVII. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები მუხლი 107. დაბრუნებული…
…აქტივების ნაწილი სს ----- ს გადაეცა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ნაწილი აქტივების გადაცემა განხორციელდა მიწოდების ოპერაციის ფარგლებში. საგადასახადო კოდექსის მე-13, მე-16 და 147-ე მუხლების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია წინა პერიოდებში იყენებს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდს, საგადასახადო შემოწმებით…