მუხლი 144. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით
თავი XIX — საგადასახადო აღრიცხვის წესები
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…მოსარჩელის მიერ მიღებული იყო შემოწმების პერიოდში - 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულად შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 144-ე და 161-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას სალაროში არსებული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის…
საქმე №ბს-387(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…ხოლო საწარმოს მიერ მისაღები შემოსავალი განისაზღვრება აშენებული ფართის მიხედვით, რომელიც შეადგენს 1 კვ/მ-ის თვითღირებულებას დამატებული 36,97 ლარი (43,63/1,18) დღგ-ის გარეშე, ჯამში - 731383,71+80005,58-811389 ლარს. შემმოწმებლებმა, საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელი იყენებს დარიცხვის მეთოდს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და…
…ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგად ინფორმაციის წარუდგენლობისათვის. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინა ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია. აღნიშნული დარღვევა საგადასახადო ორგანოს მიერ გადაკვალიფიცირდა საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის დარღვევად, რაც არასწორია. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის…
…დაირღვა, ასევე შეფარდებული ჯარიმის ოდენობა, კერძოდ: 1.1 2007 წლის დეკემბრის თვის არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის შესახებ გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენისათვის ჯარიმა განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად _ 100 ლარით; 1.2. გადახდის წყაროსთან განაცხადების დაბეგვრისა და სოციალური გადასახადის დეკლარაციის დაგვიანებით…
…მაგრამ საგადასახადო ინსპექციიდან პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ, 2004 წლის დეკემბერში მიიღეს უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, იძულებული გახდნენ, გადაეხადათ 36080 ლარი, რაც დამატებით გადაუხადა შპს “გუ...მა". ამასთან, იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 144.2-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად:,,საანგარიშო წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელები გადასახადს იხდიან მიმდინარე გადასახდელების სახით,…
…ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „----------“ და ფ/პ ---------- დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის…
…დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „------ა“ და ფ/პ-------თან დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის…
…საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის…
…სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულება, შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 90-ე და 144-ე მუხლის მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში - 305 354 ლარის…
…საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე…