1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:
ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.
3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
4. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის:
ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი;
ბ) საპროცენტო შემოსავლები განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2392
–
ვებგვერდი,12.06.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4022
- 16.12.2022 კანონი №2439
- 13.05.2016 კანონი №5092
- 13.10.2011 კანონი №5118
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 141. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი 1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების (მათ შორის, საჯარიმო სანქციების) მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. 2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება. 3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით. 4. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). 5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს ა დღია ჯრებს ფინანსურიმ ანგარიშგების შსაემრთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის: ა) სესხად გაღნიხილება კრებდიტი (სენ სხი), ოვერდრაქფტი, აკრთედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდერბი, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი წ) შემოსავალი; ბ) საპროცენტო შემოსავლები განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.