განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310016001632955
საქმე № 3ბ/2373-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე)- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- შპს ,,ს---- კ--------ი''
თავდაპირველი მოპასუხე - შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება
მესამე პირები: შპს ,,თ----- გ-----ი'', შპს ,,გ------ი'', ი----- მ----------
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილების და განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოსარჩელისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის დაკისრება.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს---- კ--------ის'' წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №M--------------- გადაწყვეტილება; სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილებების 2, 3, 4 პუნქტები და დაევალა მოპასუხეს მოსარჩელის სახელზე კრაზ 6510 სახ. №P------, TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ ავტომანქანებზე გირავნობის მოწმობის გაცემა;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---- კ--------სა'' და შპს ,,გ------ს'' შორის 2016 წლის 05 თებერვალს გაფორმდა №3------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ს---- კ--------მა (გამსესხებელმა) სასყიდლიანად გამოუყო ფულადი თანხა 7500 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (48%) და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელი. სესხის დაფარვის ვადად განისაღვრა 2017 წლის 10 თებერვალი.(ტომი I, ს. ფ. 1-13, 109-114, 159-169, 170-180, 185-194);
კრედიტორსა და მოვალეს შორის სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება №3------, რომლის საფუძველზეც შპს ,,გ------ის'' სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე KRAZ 6510'', ს/ნ Y----------------, სანომრე ნიშანი P------ დარეგისტრირდა შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, რა დროსაც გირავნობის საგანზე არ არსებობდა უფლებრივი შეზღუდვები.(ტომი I, ს. ფ. 1-13, 115-116, 159-169, 170-180, 185-194);
შპს ,,გ------მა'' გადაიხადა ძირითადი თანხიდან 729 აშშ დოლარი, პროცენტი 880 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 206 აშშ დოლარი სულ ჯამში: 1816,03 აშშ დოლარი. შპს გ------ის დავალიანება შპს ,,ს---- კ--------ის'' მიმართ შეადგენს 11 899,68 აშშ დოლარს.(ტომი I, ს. ფ. 1-13, 119, 159-169, 170-180, 185-194);
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---- კ--------სა'' და ი----- მ----------ს შორის 2015 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა №3------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ს---- კ--------მა (გამსესხებელმა) ი----- მ----------ს სასყიდლიანად გამოუყო ფულადი თანხა 5700 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (48%) და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელი. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი.(ტომი I ს. ფ. 1-13, 135-140, 159-169, 170-180);
კრედიტორსა და მოვალეს შორის სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება №3------, რომლის საფუძველზეც ი----- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ დარეგისტრირდა შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება.(ტომი I ს. ფ. 1-13, 141-144, 159-169, 170-180, 185-194);
სატრანსპორტო საშუალება TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ი----- მ---------ის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია 2015 წლის 04 დეკემბრის №3------ გირავნობა. მოგირავნე შპს ,,ს---- კ--------ი'', ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.(ს. ფ. 149);
ი----- მ----------მ გადაიხადა ძირითადი თანხიდან 564,83 აშშ დოლარი, პროცენტი 1180,29 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 159.88 აშშ დოლარი. ი----- მ---------ის დავალიანება შპს ,,ს---- კ--------ის'' მიმართ შეადგენს 9,718.70 აშშ დოლარს.(ტომი I, ს. ფ. 150);
მოსარჩელემ 2016 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებას 2016 წლის 11 ნოემბრის №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე კრაზ 6510 სახ. №P------ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №M--------------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადების განხილვისას სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა. კერძოდ კი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის №2------- განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ყადაღა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით.(ტომი I, ს. ფ.117-118);
მოსარჩელემ 2016 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებას 2015 წლის 04 დეკემბრის №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №M--------------- გადაწყვეტილებით შპს ,,ს---- კ--------ს'' უარი ეთქვა გირავნობის მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ი----- მ---------- ირიცხება მოვალეთა რეესტრში და განცხადების განხილვისას სატრანსპორტო საშუალებაზე ირიცხება უფლებრივი შეზღუდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით.(ტომი I, ს. ფ.49-50);
სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის №M-------------- გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალება კრაზ 6510 სახ. №P------ და TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ გირავნობის მოწმობის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს ,,გ------ის'' სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე KRAZ 6510'', ს/ნ Y----------------, სანომრე ნიშანი P------, რომელზეც რეგისტრირებულია: 2016 წლის 10 თებერვალს შპს,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინების საფუძველზე ყადაღა; თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 15 სექტემბრის №A-------- M----- და №A--------- M----- წერილების საფუძველზე ყადაღა; საგადასახადო გირავნობა. ამასთან, შპს ,,გ------ი'' ირიცხება მოვალეთა რეესტრში თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 4 სექტემბრის №A---------0--, 2016 წლის 17 აგვისტოს №A---------0--, 2016 წლის 9 ივნისის №A------------, 2016 წლის 3 ივნისის №A------------ და 2016 წლის 4 ნოემბრის №A------------ წერილების შესაბამისად. ი----- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე TOIOTA LEND KRUISER, ს/ნ J----------------, სანომრე ნიშანი S------ რეგისტრირებულია: 2015 წლის 4 დეკემბერს შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ი----- მ---------- ირიცხება მოვალეთა რეესტრში კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 21 მარტის №A------------ წერილის შესაბამისად.(ტომი I ს. ფ. 1-13, 32-36, 117-118, 143-144, 159-169, 170-180, 185-194);
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-4, მე-601 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 258-ე, 2581-ე, 281-ე მუხლებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2, მე-20, 401-ე მუხლებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით, სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობის წესს განსაზღვრავს ,,სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანების მე-3, მე-141 მუხლებით;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ი----- მ----------ს და შპს ,,გ------ს'' შპს ,,ს---- კ--------ის'' მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებიათ, შესაბამისად შპს ,,ს---- კ--------ს'' უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შესძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სამოქალაქო კოდექსი არაერთი სახის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას გარიგების სახით იცნობს (გირავნობა, იპოთეკა, საბანკო გარანტია და სხვა), ამავდროულად კოდექსის არაერთი ნორმაც მოიცავს დანაწესს, რომელიც კრედიტორის მოთხოვნას უზრუნველყოფილს ხდის (კანონისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები). ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ინსტიტუტის არსი და დანიშნულება, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, მოთხოვნის უზ- რუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ჩაანაცვლებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტების მიღებით მესამე პირთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მით უფრო, რომ გირავნობის მოწმობის გაცემით ვერ შეილახებოდა მათი არა უზრუნველყოფილი მოთხოვნები ვინაიდან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 401-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება. იმავე ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, კი არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581-ე მუხლის მეექვსე ნაწილი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას და მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბრძანება ავსებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც გირავნობის მოწმობის გაცემის წესს განსაზღვრავს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და მითითებული ბრძანების სამართლებრივი ნორმების შეფარდების დროს წარმოქმნილი კოლიზიისას გამოყენებული უნდა იქნეს სისტემური განმარტების მეთოდი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ზოგად ნორმებს, რომლებიც მოგირავნეს აძლევს უფლებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მან მიიღოს გირავნობის მოწმობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა გირავნობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოპასუხე შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებას უნდა დავალებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე: კრაზ 6510 სახ.№------ და TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ გირავნობის მოწმობის გაცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომლიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად დააკვალიფიცირა განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა, შეფასებები მიეცა ისეთ გარემოებებს, რომელიც არ იყო საქმესთან კავშირში და გადაწყვეტილება დააფუძნა აღნიშნულზე.
აპელანტის მითითებით, პირველი ინტანციის სასამართლომ მოცემულ გადაწყვეტილებაში განიხილა გირავნობის სამართლებრივი ბუნება და მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატეს უფლებაზე, რაც არ შეესაბამება განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ გირავნობის მოწმობის გაცემის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თუმცა აღნიშნული კოდექსი მითითებულ რეგულაციას არ მოიცავს. სასამართლომ იხელმძღვანელა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონით რეგულირდება გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესი და არა მომსახურების სააგენტოს საქმიანობა. სასამართლომ მხარის უფლება-მოვალეოებით აღჭურვა მესამე პირები, რომლებიც არ არიან განსახილველი ურთიერთობის მონაწილენი. სასამართლომ საქმეში მოპასუხედ ჩართო მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განყოფილებას არ გააჩნია სამართალსუბიექტობის უნარი და დამოუკიდებელ მხარედ სასამართლოში გამოსვლის უფლება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს კანონით, რომელიც არ განსაზღვრავს მის კომპეტენციას და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაარღვევს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს, ამგვარად არც სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება იმ კანონებზე დაყრდნობით, რომელიც არ არეგულირებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებს და კომპეტენციებს, არ შეესაბამება განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას და არ გამომდინარეობს კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს საგნობრივი განსჯადობიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს გირავნობის მოწმობის გაცემის წესს, არამედ მხოლოდ გირავნობის მოწმობის არსს და მის გამცემ ორგანოს, ხოლო 2581 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ნორმის ბლანკეტური ხასიათი, თავისთავად გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გირავნობის მოწმობის გაცემის წესის დადგენას, შესაბამისად შს მინისტრის ბრძანება კი არ ავსებს გირავნობის მოწმობის გაცემის წესს, როგორც ამას სასამართლო აღნიშნავს, არამედ თავად განსაზღვრავს მას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოგირავნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლების არსებობის მოტივით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აპელანტს მიაჩია არასწორად, რადგან აპელანტის მითითებით, გირავნობის მოწმობის არ გაცემის ფაქტი არ გამორიცხავს ამ უფლებას და მოსარჩელის მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილება გარდაუვალი შედეგია მოცემულ საქმეზე სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შემთხვევაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის წესის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს.ი.პ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“, შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნა გირავნობის მოწმობის თაობაზე წარმოადგენს საჯარო (ადმინისტრაციულ) სამართლებრივ ურთიერთობას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საქმის განხილვაც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად.
აპელანტი განმარტავს, რომ პირველი ინსტანიციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს რადგან ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა შეუძლებელია ზაკის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობა არის მისი ადმინისტრაციულ კანონმდებლობის საფუძველზე მიღება, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალქო კოდექსი არ არეგულირებს გირავნობის მოწმობის გაცემის წესს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომსახურების სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს გირავნობის მოწმობის გაცემა, ხოლო მე-3 მუხლის „ჟ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებრივ შეზღუდვას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს.ი.პ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“-ს მე 141 მუხლის მე-4 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად გირავნობის მოწმობა არ გაიცემა თუ მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა კანონით/კანონქვემდებარე აქტით და კომპეტენციის ფარგლებში გარემოებების სრული შესწავლის შემდგომ გამოსცა კანონიერი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გირავნობის მოწმობის გაცემის წესში მითითებული გირავნობის მოწმობის გაცემის შემზღუდველი გარემოებები არის იმპერატიული ხასიათის და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---- კ--------სა'' და შპს ,,გ------ს'' შორის 2016 წლის 05 თებერვალს გაფორმდა №3------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ს---- კ--------მა (გამსესხებელმა) სასყიდლიანად გამოუყო ფულადი თანხა 7500 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (48%) და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელი. სესხის დაფარვის ვადად განისაღვრა 2017 წლის 10 თებერვალი (ტომი I. ს. ფ. 109-114).
კრედიტორსა და მოვალეს შორის სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება №3------, რომლის საფუძველზეც შპს ,,გ------ის'' სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე KRAZ 6510'', ს/ნ Y----------------, სანომრე ნიშანი P------ დარეგისტრირდა შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, რა დროსაც გირავნობის საგანზე არ არსებობდა უფლებრივი შეზღუდვები (ტომი I. ს. ფ. 115-116).
შპს ,,გ------მა'' გადაიხადა ძირითადი თანხიდან 729 აშშ დოლარი, პროცენტი 880 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 206 აშშ დოლარი სულ ჯამში: 1816,03 აშშ დოლარი. შპს გ------ის დავალიანება შპს ,,ს---- კ--------ის'' მიმართ შეადგენს 11 899,68 აშშ დოლარს (ტომი I. ს. ფ. 119).
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---- კ--------სა'' და ი----- მ----------ს შორის 2015 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა №3------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ს---- კ--------მა (გამსესხებელმა) ი----- მ----------ს სასყიდლიანად გამოუყო ფულადი თანხა 5700 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (48%) და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელი. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი (ტომი I ს. ფ. 135-140).
კრედიტორსა და მოვალეს შორის სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება №3------, რომლის საფუძველზეც ი----- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ დარეგისტრირდა შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება.(ტომი I. ს. ფ. 141-144).
სატრანსპორტო საშუალება TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ი----- მ---------ის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია 2015 წლის 04 დეკემბრის №3------ გირავნობა. მოგირავნე შპს ,,ს---- კ--------ი'', ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ( ტ. 1. ს. ფ. 149).
ი----- მ----------მ გადაიხადა ძირითადი თანხიდან 564,83 აშშ დოლარი, პროცენტი 1180,29 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 159.88 აშშ დოლარი. ი----- მ---------ის დავალიანება შპს ,,ს---- კ--------ის'' მიმართ შეადგენს 9,718.70 აშშ დოლარს (ტომი I. ს. ფ. 150).
მოსარჩელემ 2016 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებას 2016 წლის 11 ნოემბრის №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე კრაზ 6510 სახ. №P------ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №M--------------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადების განხილვისას სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა. კერძოდ კი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის №2------- განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ყადაღა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით (ტომი I. ს. ფ.117-118).
მოსარჩელემ 2016 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებას 2015 წლის 04 დეკემბრის №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №M--------------- გადაწყვეტილებით შპს ,,ს---- კ--------ს'' უარი ეთქვა გირავნობის მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ი----- მ---------- ირიცხება მოვალეთა რეესტრში და განცხადების განხილვისას სატრანსპორტო საშუალებაზე ირიცხება უფლებრივი შეზღუდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით (ტომი I. ს. ფ.49-50).
სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის №M-------------- გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალება კრაზ 6510 სახ. №P------ და TOYOTA LEND KRUISER სახ. №S------ გირავნობის მოწმობის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს ,,გ------ის'' სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე KRAZ 6510'', ს/ნ Y----------------, სანომრე ნიშანი P------, რომელზეც რეგისტრირებულია: 2016 წლის 10 თებერვალს შპს,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინების საფუძველზე ყადაღა; თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 15 სექტემბრის №A-------- M----- და №A--------- M----- წერილების საფუძველზე ყადაღა; საგადასახადო გირავნობა. ამასთან, შპს ,,გ------ი'' ირიცხება მოვალეთა რეესტრში თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 4 სექტემბრის №A---------0--, 2016 წლის 17 აგვისტოს №A---------0--, 2016 წლის 9 ივნისის №A------------, 2016 წლის 3 ივნისის №A------------ და 2016 წლის 4 ნოემბრის №A------------ წერილების შესაბამისად. ი----- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე TOIOTA LEND KRUISER, ს/ნ J----------------, სანომრე ნიშანი S------ რეგისტრირებულია: 2015 წლის 4 დეკემბერს შპს ,,ს---- კ--------ის'' გირავნობის უფლება, №3------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ი----- მ---------- ირიცხება მოვალეთა რეესტრში კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 21 მარტის №A------------ წერილის შესაბამისად (ტომი I ს. ფ. 32-36).
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე), იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით- მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით, ასევე გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გირავნობასთან დაკავშირებული კრედიტორის უპირატესობა უკავშირდება მის პრიორიტეტულობას არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით; რაც შეეხება გირავნობის საგნით უზრუნველყოფილ სხვა კრედიტორებს, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი გირავნობის რიგითობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად რეგულირდება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258- ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გირავნობის მოწმობის გაცემის წინაპირობაა რეგისტრირებული გირავნობის გარიგებაში მხარეთა შეთანხმება მოგირავნის მიერ უშუალოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან მხარეთა შეთანხმება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლაზე.
,,სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანების მე-141 მუხლით განისაზღვრება გირავნობის მოწმობის გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის პირობები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის გ1 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო არ გასცემს გირავნობის მოწმობას თუ მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა;
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის „ჟ1“ პუნქტის შესაბამისად, უფლებრივი შეზღუდვა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. იმავე კანონის მე-193 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ მართალია პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ყადაღის დადების აუცილებლობას ამ პირის ნებისმიერ ქონებაზე, თუმცა როგორც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლი ორიენტირებულია უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლების უპირატეს დაცვაზე. ამდენად, არაუზრუნველყოფილ და უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის კონკურენციისას კანონმდებელი პრიორიტეტს ანიჭებს უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს შორის წარმოქმნილი კოლიზიის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სისტემური განმარტების მეთოდი და უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ზოგად ნორმებს, რომლებიც მოგირავნეს აძლევს უფლებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გირავნობის მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს უარი გირავნობის მოწმობის გაცემაზე ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და გირავნობის სამართლებრივ ბუნებას დაკმაყოფილებულ იქნეს მოგირავნის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამხვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე კრაზ 6510 სახ. №P------ ავტომობილზე გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების ნაწილში ავტომობილის რეალიზაციის გამო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს---- კ--------ის“ წარმომადგენლის შუმადგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებისათვის მოსარჩელის სახელზე კრაზ 6510 სახ. №P------ ავტომანქანაზე გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს მიმდინარე სამართალწარმოება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე კრაზ 6510 სახ. №P------ ავტომანქანაზე გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი