გადაწყვეტილება №27884/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27884/2/2026
08 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ --- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27884/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №8498 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №127-5 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15114 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 228 057.11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 119 075.62
დღგ - 46 139.85
მოგების გადასახადი - 53 380.99
საშემოსავლო გადასახადი - 19 554.78
ჯარიმა - 58 922.5
საურავი - 50 058.99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, კერძოდ, ქვიშა-ხრეშით. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის №6307 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 2.05.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: საწარმო ---ს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქვიშა-ხრეშის შეძენა-რეალიზაციას. პირველადი დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი საწვავის გახარჯვის კალკულაციის ცხრილების და სხვა აუდირებული პირების შემოწმების მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ საწარმო თავისი საქმიანობის მასშტაბთან შედარებით ახორციელებს დიდი ოდენობით საწვავის შეძენას.
შემოწმების შედეგად დადგენილია საქონლის მიწოდების ოპერაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის ოდენობა (კილომეტრი), ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის და აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა, რომ საწვავის დანახარჯი 100 კმ. მანძილზე გადაადგილებისას უნდა შეადგენდეს საშუალოდ 66 ლიტრს. შემოწმების ეტაპზე არ მომხდარა დოკუმენტაციის წარდგენა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული ოპერაციების მიხედვით გამოყენებული ტექნიკის მოცულობის იდენტიფიცირება და შესაძლებელი გახდებოდა იმის განსაზღვრა, თუ:
ა) რომელი ობიექტის მიერ მოხდა საწვავის გახარჯვა;
ბ) გახარჯული საწვავის სახე და რაოდენობა (ლიტრი). შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯული საწვავის ზუსტი ოდენობის დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ ნავთობპროდუქტების უსასყიდლოდ მიღების, რეალიზაციის ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის.
საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საწვავის დანახარჯი გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ მსგავსი საქმიანობის, მასშტაბის და მოცულობის მქონე აუდირებული ობიექტების მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი და გახარჯული საწვავის ოდენობების და ნორმების მონაცემების გათვალისწინებით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა საწარმოს მიერ შეძენილ საწვავის ოდენობასა და მის მიერ გადაზიდვის ოპერაციებში გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებისათვის საჭირო საწვავის ოდენობას შორის.
საწარმოს მიერ შეძენილი 147 382 ლიტრი საწვავიდან ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებისთვის გამოყენებულად ჩაითვალა 63 703 ლიტრი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს მიერ შეძენილ და ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გამოყენებულად მიჩნეულ საწვავის ოდენობებს შორის სხვაობის შეძენაზე განხორციელდა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლილი თანხების შემცირება.
ასევე, გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №9221 ბრძანება და ამავე თარიღის №127-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 25.06.2025 წლის №13477 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13477 ბრძანება არ გასაჩივრებულა, მისი აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „---მა“ (ს/ნ ---) შპს „---ს“ გაუწია ინერტული მასალის ამობალასტების და გაშრობის სამუშაოები, რაზეც ჯამში გაიხარჯა 32 725 ლიტრი საწვავი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „---“ დაფუძნებულია 2.04.2019 წელს, თუმცა რაიმე ტიპის საქმიანობა არ უფიქსირდება და აღნიშნული პერიოდიდან არცერთი დეკლარაცია არ წარუდგენია. ამასთან, შპს „---ის“ დამფუძნებელი და დირექტორია ---, რომლის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, 2.04.2019 წლიდან 28.07.2025 წლამდე პერიოდში შპს „---ს“ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „---ის“ მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა. აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 დასკვნის საფუძველზე გამოიცა 7.08.2025 წლის №17821 ბრძანება და ამავე თარიღის №127-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 14.11.2025 წლის №25116 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივრებში და ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანება არ გასაჩივრებულა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შემმოწმებელს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით. შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნული ექსკავატორის გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებულია ინტერნეტსაიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი მეტრკუბი ბალასტი მოიპოვა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივია/შეესაბამება გადასახადის გადამხდელის საქმიანობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №8498 ბრძანება და ამავე თარიღის №127-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2026 წლის №15114 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფაქტობრივი გარემოებები:
1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კამერალური საგადასახადო შემოწმება (პერიოდი: 2.05.2022წ. – 1.03.2025წ.). შემოწმების შედეგად საწარმოს დამატებით დაერიცხა გადასახადები და სანქციები საწვავის ხარჯის ნაწილობრივ გაუქმების გამო. შემოწმებამ შეძენილი 147 382 ლიტრი საწვავიდან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად მიიჩნია მხოლოდ 63 703 ლიტრი, ხოლო სხვაობაზე გაუქმდა დღგ-ის ჩათვლა და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინერტული მასალების (ქვიშა- ხრეშის) მოპოვება, ამობალასტება, გაშრობა, გადამუშავება და რეალიზაცია. აღნიშნული ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს მძიმე ტექნიკის (ექსკავატორების) ხანგრძლივ ფუნქციონირებას, რაც დაკავშირებულია საწვავის მნიშვნელოვან დანახარჯთან. შემოწმებამ კი კომპანიის საქმიანობა შეაფასა მხოლოდ როგორც „ტრანსპორტირება“ (გავლილი მანძილის მიხედვით) და სრულად იგნორირება გაუკეთა მოპოვების ფაზას.
3. შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანებით მომჩივნის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის (საწვავის ხარჯის) ყოველმხრივი შესწავლა/გამოკვლევა.
4. აღნიშნული ბრძანების აღსრულების პროცესში, აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით, გადამხდელმა წარადგინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტები. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა 8.04.2026 წლის გადაანგარიშების დასკვნითა და 15.04.2026 წლის №8498 ბრძანებით (რომელზედაც გამოიცა №127-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა) დარიცხული თანხები უცვლელად დატოვა.
სამართლებრივი დასაბუთება და არგუმენტაცია:
1. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის პრინციპის დარღვევა (სზაკ-ის 96-ე მუხლი):
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აუდიტის დეპარტამენტმა უარყო წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იმ მოტივით, რომ ექსპერტი ეყრდნობოდა ტექნიკურ/ინტერნეტ მონაცემებს და არა ფაქტობრივ დაკვირვებას. თუ საგადასახადო ორგანოს მიაჩნდა, რომ წარდგენილი მტკიცებულება არ იყო საკმარისი, მას საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე თავად უნდა დაენიშნა საგადასახადო ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ალტერნატიული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები (ქრონომეტრაჟი, ანალოგიური საწარმოების მონაცემების შედარება). ამის ნაცვლად, აუდიტმა უბრალოდ უარი თქვა ხარჯის აღიარებაზე, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების არსებით დარღვევას.
2. სამეურნეო ოპერაციის შინაარსის ფორმაზე უპირატესობა (სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი):
შემოსავლების სამსახური აღიარებს და ბეგრავს კომპანიის მიერ მოპოვებული და რეალიზებული ინერტული მასალიდან მიღებულ შემოსავლებს. შეუძლებელია ქვიშა-ხრეშის მოპოვება, ამობალასტება და დატვირთვა განხორციელდეს მძიმე ტექნიკის მუშაობისა და საწვავის დანახარჯის გარეშე. საწვავის ხარჯის სრული უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ეკონომიკურ რეალობასა და საგადასახადო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
3. ქვეკონტრაქტორისა და საკუთარი ტექნიკის ხარჯების არასწორი შეფასება: იმ გარემოებაზე მითითება, რომ ქვეკონტრაქტორ შპს „---ს“ დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს, ვერ გახდება კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის ხარჯის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც არსებობს პირველადი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, კომპანიას გააჩნია საკუთარი მძიმე ტექნიკა (ექსკავატორები), რომლის მიერ გახარჯული საწვავი აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ გამოუყვია და არ შეუფასებია.
4. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა:
შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15114 ბრძანება დაეფუძნა მხოლოდ ფორმალურ მითითებას საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და არ შეაფასა ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტს რეალურად არ შეუსრულებია №25116 ბრძანებით დაკისრებული ვალდებულება - საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, ითხოვს, გაუქმდეს სადავო აქტები საწვავის ხარჯის ნაწილში დარიცხული თანხების ფარგლებში და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინერტული მასალის მოპოვების სრული ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით საწვავის ხარჯების ხელახალი გაანგარიშება, ალტერნატიული მეთოდების (ანალოგიური საწარმოების მონაცემების ან საგადასახადო ექსპერტიზის/ქრონომეტრაჟის) გამოყენებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანებით საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივრებში და ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შემმოწმებელს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით.
შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნული ექსკავატორის გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებულია ინტერნეტსაიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი მეტრკუბი ბალასტი მოიპოვა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივია/შეესაბამება გადასახადის გადამხდელის საქმიანობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ნოტარიულად დამოწმებული მათთვის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია, სადაც მითითებულია ნამუშევარი დღეები და საათები, ხოლო საწვავის ხარჯთან დაკავშირებით წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინერტული მასალის მოპოვების სრული ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით საწვავის ხარჯების ხელახალი გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, გულისხმობდა საათში გახარჯული საწვავის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებას, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შემოწმების ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ დატვირთვის და გადატვირთვის ეტაპზე გაწეული ხარჯი და არ არის გათვალისწინებული ამობალასტების ეტაპზე გაწეული ხარჯი. მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება მოპოვების ადგილზე მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯის ოდენობა, ასევე არ იკვეთება რა სირთულის (მინიმალური, საშუალო თუ მაქსიმალური) დატვირთვით იმუშავა ექსკავატორმა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი მეტრკუბი ბალასტი მოიპოვა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივია/შეესაბამება გადასახადის გადამხდელის საქმიანობას.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
№25116 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შემმოწმებელს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით. შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნული ექსკავატორის გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებულია ინტერნეტსაიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი მეტრკუბი ბალასტი მოიპოვა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივია/შეესაბამება გადასახადის გადამხდელის საქმიანობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.11.2025 წლის №25116 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).