გადაწყვეტილება №14217/2/17

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.06.2018
№ დოკუმენტი 14217/2/17
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№14217/2/17

8.06.2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „__________“ (ს/ნ ________)

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.06.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 06.03.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წლის №4432 ბრძანება;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013 წლის №99 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2013 წლის №2746 ბრძანება;

4. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების 24.01.2013 წლის აქტი;

 

დარიცხული თანხა: 403159,51 ლარი

მათ შორის:

დღგ - 399290,92 ლარი (ძირითადი - 223 706, ჯარიმა - 111 853, საურავი - 63 731,92).

მოგების გადასახადი - 261,12 ლარი (საურავი).

საშემოსავლო გადასახადი -1139,76 ლარი (საურავი).

სოციალური გადასახადი - 1432,85 ლარი (საურავი).

ქონების გადასახადი - 164,29 ლარი (საურავი).

ჯარიმა - 100 ლარი (ჯარიმა).

სხვა (გაუქმებული) გადასახადი - 10,17 ლარი (საურავი).

არასასოფლო მიწის გადასახადი -749,74 ლარი (საურავი).

იმპორტის გადასახადი - 10,66 ლარი (საურავი).

 

პროცედურული გარემოებები

სს „----------“ მიმართა შემოსავლების სამსახურს 30.12.2015 წლის საჩივრით, რომლითაც ითხოვდა ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით საჩივრის წარმოებაში მიღებას და დავის განახლებას; საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013 წლის №99 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას. შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის №6122 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი.

ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნით საჩივარი წარმოდგენილი იყო საბჭოში 29.03.2016 წელს. საბჭოს 13.01.2017 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაბრუნებული საჩივარი და 23.02.2017 წლის №4432 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

ფინანსთა სამინისტროდან დაბრუნებული საჩივრის განსახილველი საკითხი: დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებები გამო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ განხილულ იქნა საჩივარი და გამოცემულ იქნა 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

 

მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს შემდეგ გარემოებათა გამო:

აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ოქტომბრის №3206 ბრძანებით დაინიშნა „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება 2011 წლის იანვრის და თებერვლის თვეების დღგ-ს გამოანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით, რაზეც შედგა კამერალური შემოწმების 24.01.2013 წლის აქტი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2013წ. №2746 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013წ. №99 „საგადასახადო მოთხოვნა“.

აღნიშნული აქტები საზოგადოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში არ გასაჩივრებულა.

მომჩივანმა 30.12.2015 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით საჩივრის წარმოებაში მიღებას და დავის განახლებას; საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013 წლის №99 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის №6122 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი.

მომჩივნის განმარტებით, „----------“ და „----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „----------“ სარკინიგზო ხიდის მშენებლობასთან მიმართებაში მე-4 ეტაპის სამუშაოები შესრულდა, რაზეც „----------“ მხრიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტი დათარიღდა 2010 წლის 7 დეკემბრით. აღნიშნულ სამუშაოზე კრებსითი საექსპერტო დასკვნა დათარიღებულია 2010 წლის 8 დეკემბრით და ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 2010 წლის 16 დეკემბრით, ხოლო „----------“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2011 წლის 18 თებერვალს და საზოგადოების მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 2011 წლის 18 თებერვალს, სადაც დასაბეგრი ოპერაციის თვე მითითებულია „დეკემბერი“. შესაბამისად ანგარიშ- ფაქტურის წარდგენა მოხდა 2011 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაციით და შეცდომით კომპანიამ „----------“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე 2250491 ლარი ასახა დღგ-ის დეკლარაციის I ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის გრაფაში. აღნიშნული ფაქტი არ იყო აღმოჩენილი კამერალური შემოწმების დროს, და შესაბამისად არ მომხდარა დღგ-ის თანხის შემცირება 405088 ლარით. „----------“ მიერ აღნიშნული ოპერაცია განხილულია 2010 წლის პერიოდის ოპერაციად. აღნიშნული გარემოება კომპანიისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 5 ნოემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე. 2015 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტით „----------“ განხორციელებული ოპერაციის ღირებულებით მოხდა 2011 წლის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. იმ გარემოებით, რომ დღგ-ის მიზნებისათვის ოპერაცია დაბეგრილი იყო 2011 წელს (გადამხდელის შეცდომით).

საწარმოს მიერ 2015 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში და 2015 წლის 30 დეკემბრის №50789 ბრძანებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: საზოგადოების 2011 წლის ერთობლივი შემოსავლის სწორად განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა და გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სს საქართველოს რკინიგზიდან გამოითხოვოს ინფორმაცია 2009 წლის 29 მაისს სს საქართველოს რკინიგზასა და საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ. კერძოდ: 2011 წლის თებერვალში გამოწერილი ა/ფ ბბ-01 ---------ში ასახული დასაბეგრი ოპერაცია, რომელ საანგარიშო პერიოდს მიაკუთვნა თვითონ „----------“, როდის ჩაითვალა მომსახურება გაწეულად. გამოთხოვილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). კომპანიის მიერ გამოთხოვილია „----------“ მოთხოვნილი ინფორმაცია, სიადანაც ირკვევა, რომ „----------“ ზემოთ აღნიშნული ოპერაცია განხილული აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად. აქედან დასკვნა, რომ თუ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით „----------“ და „----------“ შორის განხორციელებული ოპერაცია მოგების დაბეგვრის მიზნებისათვის ეკუთვნის 2010 წლის საანგარიშო პერიოდის, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით ის არ შეიძლება განიხილოს დღგ-ის მიზნებისათვის სხვა პერიოდის დასაბეგრ ოპერაციდ.

მომჩივანი ითხოვს, ზემოთ აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად იყოს გათვალისწინებული, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და მოხდეს დავის დაწყება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2015 წლის №50789 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2016 წლის დასკვნის თანახმად, შემოწმებით შესწავლილი იყო „----------“ მიღებული ინფორმაცია. აღნიშნული არ იყო მიჩნეული შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების სათანადო საფუძვლად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2016 წლის №094-180 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“. კორექტირების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2016 წლის №22597 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა

2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 ----------ში ასახული ოპერაციის 2011 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“.

მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით უნდა შეისწავლოს სადავო საკითხი.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.01.2017 წლის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული „----------“ საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით „30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით“.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად „ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას“.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ოქტომბრის №3206 ბრძანებით დაინიშნა „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება 2011 წლის იანვრის და თებერვლის თვეების დღგ-ს გამოანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით, რაზეც შედგა კამერალური შემოწმების 24.01.2013 წლის აქტი. აღნიშნულმა შემოწმებამ ასევე მოიცვა 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 ----------ში ასახული ოპერაცია, რომელიც გადამხდელს თვითონვე დაბეგრილი და ასახული ჰქონდა 2011

წლის თებერვლის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შესაბამისად შემოწმებით ეჭვქვეშ არ დამდგარა განსახილველი ოპერაცია და დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამდენად შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2013წ. №2746 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013 წ. №99 „საგადასახადო მოთხოვნა“.

აღნიშნული აქტები საზოგადოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელი მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე, რომ კომპანიის მიერ გამოთხოვილი იქნა „----------“ინფორმაცია, საიდანაც გაირკვა, რომ „----------“ 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 ----------ში ასახული ოპერაცია განხილული აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ „----------“ გამოთხოვილი წერილი და აღნიშნული წერილით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ის რომ „----------“ 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 ---------ში ასახული ოპერაცია განხილული აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად) არ არის ისეთი გარემოებები, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც საჩივრის სსკ-ის 299-ე მუხლის მიხედვით დავის დაწყების საფუძველს გახდიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი, შესაბამისად გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ოქტომბრის №კ-3206 ბრძანების თანახმად დაინიშნა „----------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2011 წლის იანვრის და თებერვლის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს უსაფუძვლოდ აქვს გაზრდილი დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი თანხები, კერძოდ იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადი აქვს ასახული დღგ-ის ჩათვლებში იანვრის თვეში 200056 ლარი. გადასახადის გადამხდელს ასევე უსაფუძვლოდ აქვს გაზრდილი თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, კერძოდ იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადი აქვს ასახული დღგ-ის ჩათვლებში 23650 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და დღგ-ს მუხლში დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი 223706 ლარი და ჯარიმა 111853 ლარი.

2015 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტით აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი გადამხდელისთვის. კერძოდ: „----------“ და„----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში -----ის გადასარბენზე კმ 2404 პკ 797,85 მდ. ---- ზე სარკინიგზო ხიდის მშენებლობასთან მიმართებაში მე-4 ეტაპის სამუშაოები შესრულდა. „----------“ მხრიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტი დათარიღდა 2010 წლის 7 დეკემბრით. როგორც ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ სრულად შესრულების შემდეგ და ექსპერტის (ექსპერტითა ჯგუფის) მიერ წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნულ სამუშაოზე კრებსითი საექსპერტო დასკვნა დათარიღებულია 2010 წლის 8 დეკემბრით და ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 2010 წლის 16 დეკემბრით, ხოლო საქართველოს რკინიგზის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2011 წლის 18 თებერვალს და ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 2011 წლის თებერვალს დეკემბრის ოპერაციის მითითებით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით აღნიშნული ოპერაცია 2010 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას და საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით აღნიშნული ოპერაციები ერთობლივ შემოსავალში ჩაირთვება 2010 წლის საანგარიშო პერიოდში. კომპანიის მიერ საგადასახადო კოდექსის 161-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შესრულებული სამუშაო გადასახადებით დაბეგრილი აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდში. (ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიას 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე დეკლარირებულ და არადეკლარირებულ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებზე გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება).

საზოგადოების მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 2011 წლის 18 თებერვალს, სადაც დასაბეგრი ოპერაციის თვე მითითებულია „დეკემბერი“. შესაბამისად ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა მოხდა 2011 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაციით და შეცდომით კომპანიამ საქართველოს რკინიგზაზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე 2250491 ლარი ასახა დღგ-ის დეკლარაციის I ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის გრაფაში. აღნიშნული ფაქტი არ იყო აღმოჩენილი კამერალური შემოწმების დროს, და შესაბამისად არ მომხდარა დღგ-ის თანხის შემცირება 405088 ლარით. „----------“ მიერ აღნიშნული ოპერაცია განხილულია 2010 წლის პერიოდის ოპერაციად. აღნიშნული გარემოება კომპანიისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 5 ნოემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე. 2015 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტით „----------“განხორციელებული ოპერაციის ღირებულებით მოხდა 2011 წლის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. იმ გარემოებით, რომ დღგ-ის მიზნებისათვის ოპერაცია დაბეგრილი იყო 2011 წელს (გადამხდელის შეცდომით). საწარმოს მიერ 2015 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში და 2015 წლის 30 დეკემბრის №50789 ბრძანებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საზოგადოების 2011 წლის ერთობლივი შემოსავლის სწორად განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა და გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში „----------“გამოითხოვოს ინფორმაცია 2009 წლის 29 მაისს „----------“ და საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ. კერძოდ: 2011 წლის თებერვალში გამოწერილი ა/ფ ბბ-01 ----------ში ასახული დასაბეგრი ოპერაცია, რომელ საანგარიშო პერიოდს მიაკუთვნა თვითონ „----------“, როდის ჩაითვალა მომსახურება გაწეულად. გამოთხოვილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

კომპანიის მიერ გამოთხოვილია „----------“ მოთხოვნილი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ „----------“ზემოთ აღნიშნული ოპერაცია განხილული აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად. აქედან დასკვნა, რომ თუ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით „----------“ და „----------“ შორის განხორციელებული ოპერაცია მოგების დაბეგვრის მიზნებისათვის ეკუთვნის 2010 წლის საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით ის არ შეიძლება განიხილოს დღგ-ის მიზნებისათვის სხვა პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად.

შემოსავლების სამსახურმა ხელმეორედ განიხილა აღნიშნული საკითხი და 2017 წლის 23 თებერვლის №4432 ბრძანების „----------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი გარემოებების მითითებით, რომ საქართველოს რკინიგზიდან გამოთხოვილი წერილი და აღნიშნული წერილით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ის რომ „----------“ 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 -----------ში ასახული ოპერაცია განხილული აქვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად) არ არის ისეთი გარემოებები, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე,მომჩივანი ითხოვს, ზემოთ აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად იყოს გათვალისწინებული, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და მოხდეს დავის დაწყება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60’ მუხლის შესაბამისად სადაო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წლის №4432 ბრძანების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ოქტომბრის №3206 ბრძანებით დაინიშნა „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება 2011 წლის იანვრის და თებერვლის თვეების დღგ-ის გამოანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით, რაზეც შედგა კამერალური შემოწმების 24.01.2013 წლის აქტი. აღნიშნულმა შემოწმებამ ასევე მოიცვა 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 -----------ში ასახული ოპერაცია, რომელიც გადამხდელს თვითონვე დაბეგრილი და ასახული ჰქონდა 2011 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შესაბამისად შემოწმებით ეჭვქვეშ არ დამდგარა განსახილველი ოპერაცია და დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ამდენად, შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2013წ. №2746 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2013წ. №99 „საგადასახადო მოთხოვნა“.

აღნიშნული აქტები საზოგადოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

„----------“ თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 5.11.2015 წლის აქტის საფუძველზე, შემოწმებამ მოიცვა 1.01.2011წლიდან 1.01.2015 წლამდე პერიოდი, ერთ-ერთ სადავო საკითხად განხილული იყო ა/ფ ბბ-01 --------- განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრის პერიოდის საკითხი, კერძოდ: „----------“ 2011 წლის თებერვალში „----------“ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ბბ-01 ----------- წარდგენილი და დაბეგრილი აქვს 2011 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაციით, მაგრამ არ აქვს ჩართული 2011 წლის ერთობლივ შემოსავალში. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული შემოსავალი ჩართულია 2010 წლის საანგარიშო პერიოდში. 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე საწარმოს დეკლარირებულ და არადეკლარირებულ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებზე გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება, რის გამოც არ მოხდა 2010 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმება. შემოწმებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 18 თებერვალს შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ეყრდნობა შემდეგ დასკვნებს: „----------“ 2010 წლის 8 დეკემბრის №10/12-66ა კრებსითი საექსპერტო დასკვნას, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 16 დეკემბრის №18796/03 და 2011 წლის 9 თებერვლის №001609-2011/03 საექსპერტო დასკვნებს. 2011 წლის იანვრის და თებერვლის დღგ-ს საანგარიშო პერიოდები შემოწმებული არის აუდიტის დეპარტამენტის მიერ კამერალურად და შემოწმების აქტით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ფაქტურით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაცია 2250491 ლარის ოდენობით დაბეგრილი არის თებერვლის თვეში. იმ პერიოდში საზოგადოების მიერ აღნიშნული ფაქტი არ გასაჩივრებულა და დარიცხულ თანხებზე გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხება, რომელიც შემდგომ შეწყვეტილია გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაიზარდა 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი 2250491 ლარით, რის შედეგადაც საწარმოს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2015 წლის №42478 ბრძანება და №094-474 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის საფუძველზეც მომჩივანს დაერიცხა 1926027,64 ლარი (მ.შ. ძირითადი თანხა - 756641 ლარი, ჯარიმა - 565979 ლარი, საურავი -603407,64 ლარი).

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2015 წლის №50789 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი: საზოგადოების 2011 წლის ერთობლივი შემოსავლის სწორად განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა და გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში „----------“ გამოითხოვოს ინფორმაცია 2009 წლის 29 მაისს შპს „----------“ და საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ, კერძოდ 2011 წლის თებერვალში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 №---------ში ასახული დასაბეგრი ოპერაცია, რომელ საანგარიშო პერიოდს მიაკუთვნა თვითონ შპს -----------ამ, როდის ჩათვალა მომსახურება გაწეულად და აღნიშნული მომსახურების თანხა როდის გადაურიცხა საზოგადოებას, გამოთხოვილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 30.12.2015 წლის №50789 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2016 წლის დასკვნა, რომლის თანახმად, შემოწმებით შესწავლილი იყო „----------“ მიღებული ინფორმაცია. აღნიშნული არ იყო მიჩნეული შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების სათანადო საფუძვლად. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აღნიშნულის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2016 წლის №18250 ბრძანება და 29.06.2016 წლის №094-180 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმადაც დარიცხული თანხები შეადგენს 1832412,45 ლარს.

კორექტირების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2016 წლის №22597 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2011 წლის თებერვლის თვეში გამოწერილ ა/ფ ბბ-01 ------------ში ასახული ოპერაციის 2011 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

შემოსავლების სამსახურის 5.08.2016 წლის №22597 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2017 წლის დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა 2011 წლის თებერვალში გამოწერილი ა/ფ ბბ-01 №-----------ში ასახული ოპერაციის 2011 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

მომჩივნის განმარტებით, თუ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით „----------“ და „----------“ შორის განხორციელებული ოპერაცია მოგების დაბეგვრის მიზნებისათვის ეკუთვნის 2010 წლის საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით ის არ შეიძლება განიხილოს დღგ-ის მიზნებისათვის სხვა პერიოდის დასაბეგრ ოპერაციად.

მომჩივანი ითხოვს, ზემოთ აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად იყოს გათვალისწინებული, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და მოხდეს დავის დაწყება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. საბჭო სრულად იზიარებს მომჩივნის არგუმენტაციას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ საჩივარი წარმოებაში უნდა იყოს მიღებული და შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით უნდა შეისწავლოს სადავო ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წ. №4432 ბრძანება;

3.საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.