მუხლი 138. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი
თავი XIX — საგადასახადო აღრიცხვის წესები
1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 138. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი 1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება: ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი; ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩსარიცხვა ბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის საამიმდინგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი. 2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
…თემატური შემოწმების აქტი, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 4 დეკემბრის ¹034895 ბრძანება და 2009 წლის 4 დეკემბრის ¹034895 “საგადასახადო მოთხოვნა” საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 138-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების…
…აგვისტო. 2007 წლის 14 დეკემბრის კამერალური შემოწმების აქტისა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 იანვრის ¹47 ბრძანების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ჩათვლები განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 248-ე და 138-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მოხდა სადავო ჩათვლების განხორციელება, მიმწოდებელთა მიერ გამოწერილ იქნა სულ მცირე 2…
…მოთხოვნა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ოქტომბრის შემოწმების აქტისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917,,საგადასახადო მოთხოვნის”, დღგ-ს ძირითად თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული 300%-იანი ჯარიმის _ 118 368 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს…
…პასუხისმგებლობის საფუძველი კავშირში არ არის განსახილველ შემთხვევასთან. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 300%-იან ჯარიმას აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს. ერთადერთი ნირმა, რომლითაც განსაზღვრულია 300%-იანი ჯარიმა არის საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში არასწორი…
…არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, არ გააჩნდა დღგ-ს გადამხდელის სერთიფიკატი, სს «...» როგორც მყიდველი უფლებამოსილი იყო ჩაეთვალა გადახდილი დღგ-ს თანხები. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სს «...» არ ჩაუდენია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო-სამართლებრივი გადაცდომა, ამ უკანასკნელს დღგ-ში ჩათვლების მიღების მიზნით, 2004 წლის…
…და მე-7 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით. ამავდროულად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს. საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ…
…გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა. საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად: 1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება: ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას –…
…ფასეულობების ღირებულებით - 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, არ ჰქონდა გამოცდილება, არ გააჩნდა სათანადო სამართლებრივი ცოდნა. აპელირებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.…
…მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან; ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად: 1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება: ა) ნაღდი ფულით…
…აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის“. ხოლო იმავე მუხლის მე-7 ნაწილით: „ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს“. საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება: ა) ნაღდი ფულით…