ბრძანება N 12038

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.06.2025
№ დოკუმენტი 12038
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12038

10 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------)

(მის.: -----------------------------------)

2025 წლის 5 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №006-86 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება 2006-2012 წლების საიჯარო დავალიანების საფუძველზე, რომელიც 2023 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დაკვალიფიცირდა გრძელვადიან სესხად, დარიცხული და გადახდილი პროცენტის შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან 5%-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ფაქტობრივი უსწორობა რაც არასათანადოდ იქნა გამოკვლეული და შესაბამისად არასწორად იქნა დადგენილი, არის ის რომ -------ძე, როგორც ფიზიკური პირი, მაგრამ ამავდროულად როგორც დირექტორი მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. 2023 წლის კრების ოქმის მთავარი შინაარსი სწორედ ის არის, რომ კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა -----------ძის ინტერესების გათვალისწინებით. იმისათვის, რომ კომპანიას მისცემოდა მეტი დრო დავალიანების დასაფარად, მიიღო გადაწყვეტილება საიჯარო დავალიანების სესხად კვალიფიკაციის შესახებ. საიჯარო თანხის რეალურ გადაცემას კი ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია -----------ძის მიერ სესხის თანხის რეალურად გადაცემას შპს ----------თვის.

სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის და მე-100 მუხლების შემადგენლობა საიჯარო ქირასთან (441 000 ლარი) დაკავშირებით, ვინაიდან, --------ძეს არ მიუღია 441 000 ლარი, როგორც იჯარა (შემოსავალი). ამდენად, უკანონო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს მიერ იმაზე მითითება, რომ წყაროსთან დაბეგრილი არ არის --------ძის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების საფასური, რომელიც 2023 წლის კრების ოქმის შესაბამისად გადაკვალიფიცირებულია გრძელვადიან სესხად. გაუგებარია, როგორ შეიძლება განხორციელებულიყო დაბეგვრა გადახდის წყაროსთან მაშინ, როდესაც ფიზიკური პირის მიერ შემოსავლის მიღებას ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან, სესხის გაცემას ადგილი არ ჰქონია, ცხადია, სესხზე დარიცხული პროცენტის დაბეგვრის საკითხი ვერ იქნება რელევანტური და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს.

დადგენილია, რომ -------ძეს მიღებული აქვს საქვეანგარიშოდ თანხა 310 907 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარა საიჯარო ქირის რეალურად მიღება მის მიერ, ისევე, როგორც არ არის გაცემული სესხი და შესაბამისად არ არსებობს სესხი მისი რეალური ბუნებიდან გამომდინარე, დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ის თანხა, რომელიც რეალურად აქვს მიღებული -------ძეს და რომელზეც არ არის გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ამდენად, წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება 310 907 ლარი, რადგან სწორედ ეს თანხაა ფიზიკური პირის მიერ რეალურად მიღებული შემოსავალი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 დეკემბრის №25641 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 10 აპრილს გამოსცა №6832 ბრძანება და №006-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 130 946 ლარი, ჯარიმა 63 065 ლარი და საურავი 41 003 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------ი“ (ს/ნ ----------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლიდან, ხოლო 2006 წლის 20 ივნისიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქმიანობის სახეა ლაბორატორიული მომსახურებების გაწევა (მათ შორის სურსათის, პესტიციდებისა და ნიადაგის ლაბორატორიულ/აგროქიმიური კვლევები). ლაბორატორია განთავსებულია ქ. ----ში, -----ის ქ. №-. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება დირექტორზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, ამავდროულად ბუღალტრულ პროგრამაში 31121 ანგარიშზე ფიქსირდება დარიცხული იჯარის დავალიანების ნაშთი 441 000 ლარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განმარტება და 2023 წლის 1 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც განმარტა, რომ ფ/პ ------ძისაგან 2006- 2012 წლებში იჯარით აღებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ლაბორატორია. წარმოდგენილი კრების ოქმის საფუძველზე 2012 წლის 28 ივნისის მდგომარეობით რიცხული საიჯარო დავალიანება 441 000 ლარი პარტნიორთა შეთანხმებით გადაკვალიფიცირდა და განხილულ იქნა როგორც ------ძის მიერ შპს „------ზე“ გაცემული გრძელვადიანი სესხი (წლიური 9 %-ით), ხოლო აღნიშნულ სესხზე დარიცხული პროცენტის დავალიანება განისაზღვრა 433 654 ლარის ოდენობით (აღნიშნული პროცენტი ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული არ არის). ამასთანავე, წარმოდგენილი განმარტებით, საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1430001 ანგარიშზე არსებული ნაშთი გაცემულია გრძელვადიანი სესხის პროცენტის დასაფარად, თუმცა აღნიშნული თანხების წყაროსთან დაბეგვრა არ განხორციელებულა. ასევე, წყაროსთან დაბეგრილი არ არის -------ძის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების საფასური, რომელიც 2023 წლის კრების ოქმის შესაბამისად გადაკვალიფიცირებულია გრძელვადიან სესხად.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარის დავალიანების გრძელვადიან სესხად გადაკვალიფიცირება, განხილულ იქნა შემდეგი სახით: ჩაითვალა, რომ კრების ოქმის შედგენის თარიღში ფ/პ -------ძემ მიიღო იჯარის საფასური, რა დროსაც შპს „---------ს“ უნდა შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულებები და ფიზიკური პირისათვის წყაროსთან დაეკავებინა გადასახადი. ამასთანავე ჩაითვალა, რომ ფ/პ -------ძემ ამავე თარიღში საწარმოს ასესხა ისეთი შემოსავლიდან მიღებული თანხები, რომელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულებები უკვე შესრულებულია. შემოწმების პროცესში განისაზღვრა, რომ 441 000 ლარი საწარმომ გრძელვადიანი სესხის სახით მიიღო 2023 წლის პირველ ივნისს (კრების ოქმის შედგენის თარიღი), ხოლო აღნიშნული თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (01.11.2024) დარიცხული პროცენტი შეადგენდა 56 228 ლარს, რომლის გადაფარვაც განხორციელდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, რომელიც შეადგენდა 310 907 ლარს, ხოლო დარჩენილი 254 680 ლარი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს დაბრუნებულ სესხის ძირ თანხად. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გრძელვადიანი სესხის ნაშთი შემცირდა 186 320.5 ლარამდე. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა:

ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან;

ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად:

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.

2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, შპს „------ს“, ფ/პ ------საგან 2006-2012 წლებში იჯარით ჰქონდა აღებული შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ლაბორატორია. 2023 წლის პირველი ივნისის კრების ოქმის საფუძველზე 2012 წლის 28 ივნისის მდგომარეობით რიცხული საიჯარო დავალიანება 441 000 ლარი პარტნიორთა შეთანხმებით გადაკვალიფიცირდა და განხილულ იქნა, როგორც ------ძის მიერ შპს „-------ზე“ გაცემული გრძელვადიანი სესხი (წლიური 9 %- ით), ხოლო აღნიშნულ სესხზე დარიცხული პროცენტის დავალიანება განისაზღვრა 433 654 ლარის ოდენობით (აღნიშნული პროცენტი ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული არ არის). ამასთანავე, საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლების განცხადებით 1430 001 ანგარიშზე არსებული ნაშთი გაცემულია გრძელვადიანი სესხის პროცენტის დასაფარად, თუმცა აღნიშნული თანხების წყაროსთან დაბეგვრა არ განხორციელებულა. ასევე, წყაროსთან დაბეგრილი არ არის -------ძის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების საფასური, რომელიც 2023 წლის კრების ოქმის შესაბამისად გადაკვალიფიცირებულია გრძელვადიან სესხად.

შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ კრების ოქმის შედგენის თარიღში ფ/პ --------ძემ მიიღო იჯარის საფასური, რა დროსაც შპს „---------ს“ უნდა შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულებები და ფიზიკური პირისათვის წყაროსთან დაეკავებინა გადასახადი. ამასთანავე ჩაითვალა, რომ ფ/პ -------ძემ ამავე თარიღში საწარმოს ასესხა ისეთი შემოსავლიდან მიღებული თანხები, რომელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულებები უკვე შესრულებულია. შემოწმების პროცესში განისაზღვრა, რომ 441 000 ლარი საწარმომ გრძელვადიანი სესხის სახით მიიღო 2023 წლის პირველ ივნისს (კრების ოქმის შედგენის თარიღი), ხოლო აღნიშნული თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (01.11.2024) დარიცხული პროცენტი შეადგენდა 56 228 ლარს, რომლის გადაფარვაც განხორციელდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, რომელიც შეადგენდა 310 907 ლარს, ხოლო დარჩენილი 254 680 ლარი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს დაბრუნებულ სესხის ძირ თანხად. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გრძელვადიანი სესხის ნაშთი შემცირდა 186 320.5 ლარამდე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შპს „-------ს“ ფ/პ --------გან 2006-2012 წლებში იჯარით აღებული ჰქონდა შენობანაგებობა, ამასთან საწარმოს უფიქსირდება დირექტორზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში 31121 ანგარიშზე ფიქსირდება დარიცხული იჯარის დავალიანების ნაშთი 441 000 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის ფორმის და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე, საკასო მეთოდის პრინციპით, განსახილველ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული საიჯარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, დაუქვემდებაროს მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ გატანილი თანხები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკასო მეთოდის პრინციპით, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაუქვემდებაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული საიჯარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება 2006-2012 წლების საიჯარო დავალიანების საფუძველზე, რომელიც 2023 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დაკვალიფიცირდა გრძელვადიან სესხად, დარიცხული და გადახდილი პროცენტის შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან 5%-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25641 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №6832 ბრძანება და №006-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 130 946 ლარი, ჯარიმა 63 065 ლარი და საურავი 41 003 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება დირექტორზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, ამავდროულად ბუღალტრულ პროგრამაში 31121 ანგარიშზე ფიქსირდება დარიცხული იჯარის დავალიანების ნაშთი 441 000 ლარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განმარტება და 2023 წლის 1 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც განმარტა, რომ ფ/პ--საგან 2006- 2012 წლებში იჯარით აღებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ლაბორატორია. წარმოდგენილი კრების ოქმის საფუძველზე 2012 წლის 28 ივნისის მდგომარეობით რიცხული საიჯარო დავალიანება 441 000 ლარი პარტნიორთა შეთანხმებით გადაკვალიფიცირდა და განხილულ იქნა როგორც ფ/პ-ის მიერ მომჩივანზე გაცემული გრძელვადიანი სესხი , ხოლო აღნიშნულ სესხზე დარიცხული პროცენტის დავალიანება განისაზღვრა 433 654 ლარის ოდენობით (აღნიშნული პროცენტი ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული არ არის). ამასთანავე, წარმოდგენილი განმარტებით, საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1430001 ანგარიშზე არსებული ნაშთი გაცემულია გრძელვადიანი სესხის პროცენტის დასაფარად, თუმცა აღნიშნული თანხების წყაროსთან დაბეგვრა არ განხორციელებულა. ასევე, წყაროსთან დაბეგრილი არ არის ფ/პ-ის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების საფასური, რომელიც 2023 წლის კრების ოქმის შესაბამისად გადაკვალიფიცირებულია გრძელვადიან სესხად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის ფორმის და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე, საკასო მეთოდის პრინციპით, განსახილველ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთი 310 907 ლარის ოდენობით, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული საიჯარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, დაუქვემდებაროს მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ გატანილი თანხები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 80(1); 81(1); 137; 138; 154(1 „დ“);