საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №34

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის101-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-5 ნაწილის ა და107-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,ვბრძანებ:

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის101-ე მუხლის მე-2ნაწილის„ბ“ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს20 პროცენტის ოდენობით.

2. არანაირი სარგებელი არ მიიღება მხედველობაში რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ საკუთარი დაქირავებულისათვის ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას.

3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კრედიტზე(სესხზე)გადახდილი ან/და გადასახდელი(დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით)პროცენტები ერთობლივი შემოსავლიდან გამო ი ქვითოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით;

ბ)სხვა დანარჩენ შემთხვევაში არა უმეტეს წლიური24პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი