ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2005 ბოლო ცვლილება 14.05.2024
ნომერი
№1266
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 28/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1266

2005 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ

,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, 32-ე მუხლის მე-5, მე-6 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ მუშა-მოსამსახურეებთან ბიუჯეტით განსაზღვრული ხელფასებით და სხვა გასაცემლებით ანგარიშსწორებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო დაწესებულებებში მათთვის სახელფასო ანგარიშსწორების ანგარიშების გახსნის ორგანიზება.

2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მივლინების და სხვა თანხებით ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ანგარიშვალდებული პირის მიერ შერჩეულ საბანკო დაწესებულებებში გახსნან ხელმძღვანელის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირის ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიში.

3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშებზე თანხები სახელმწიფო ხაზინამ ერთიანი ანგარიშიდან გადარიცხოს სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

4. ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო დაწესებულებიდან მივლინების და სხვა თანხების სახით მიღებული ნაღდი ფული ჩაბარდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის სალაროში.

5. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი